Page 1 of 5

როგორ მოვიქცე?

Posted: 29 აპრ 2004, 18:43
by yoko
როგორც არაპროფესიონალს ასეთი შეკითხვა გამიჩნდა:
რისი წაღებაა მიზანშეწონილი ერთდღიან ლაშქრობაში?

როგორ მოვიქცე?

Posted: 30 აპრ 2004, 09:36
by Pirveli
Yoko, მე გეტყვი რისი წაღება არაა მიზანშეწონილი:

1. ქუსლიანი ფეხსაცმელები (ამათში შედის ქუსლიანი ბოტასებიც (არსებობს ასეტი საოცრება))
2. მინი, კლიოში და სხვა ტიპის ქვედაბოლოები.
3. ბიჟუტერია-ზანზალაკები
4. პარფიუმერიის ჩანთოჩკა და სარკე (განსაკუთრებით აღიზიანებს საზოგადოებას)
5. ასევე არაა დაძაბულობის თან წაღების აუცილებლობა, აქ დატოვე ქალაქში, განსაკუთრებით ერთდღიან ლაშქრობაში, მშვიდად წადი დასასვენებლად, ათვალიერე არემარე და ნაკლებად იკითხე "მალე მივალთ????" :)

მშვიდობიან "ნათლობას" გისურვებ :)

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 მაი 2004, 17:45
by yoko
Pirveli,

დიიდი მადლობა ჩემო კარგო, მე კი ვფიქრობდი, ქუსლიანი ბოტასები ჩამეცვა..
ჰოო, მაშინ ჰოო, აღარ ჩავიცვამ ქუსლიან ბოტასებს.. და როგორც იმის მცოდნეს, რისი წაღება არ შეიძლება, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ:
„ზაგარნი“ კრემის, საცურაო კოსტუმის და „შლოპანცების“ წამოღებაც არ შეიძლება? :roll:

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 მაი 2004, 19:23
by Gvalva
შეზლონგი არ დაგრჩეს სახლში, თორემ გზიდან მობრუნება მოგიწევს :lol:

ისე საცურაო კოსტუმი კი დაგჭირდება, იქ "ნათლობას" რომ ჩაგიტარებენ სადმე არაგვში ან ტბაზე.

ხო, ფენი წაიღე და მინი-ჰესი უცებ შეილება მოხერხდეს, გენერატორი თუ ვერსად იშოვე ადგილზე :wink:

P.S. შენი ნათლობა ძალიან მომინდა ეხლა და ნახე თუ არ მოგიწყო.

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 მაი 2004, 20:22
by yoko
და ისაა, ისაა, მარაოს წამოღება მინდა და კიმანოს ჩაცმა.. :roll:
P.S. შენი ნათლობა ძალიან მომინდა ეხლა და ნახე თუ არ მოგიწყო.
ვინც არა, ქინცარა? :wink:

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 მაი 2004, 20:26
by Gvalva
:lol: :lol: :lol:
:lol: :lol: :lol:

მარაო პახოდში მაგარია :)

მარა ორპირი ქარებს ერიდე, თორემ გაცივდები :)

როგორ მოვიქცე?

Posted: 08 ივნ 2004, 17:03
by yoko
ორპირი ქარებს ერიდე, თორემ გაცივდები
მაგ დღის შემდეგ სულ ორპირ ქარებს ვერიდები, მაგრამ რა ხეირი? :roll:

როგორ მოვიქცე?

Posted: 07 აპრ 2005, 15:02
by გვალდა
ნუ მაინცდამაინც ზაგარი თუ გინდათ, გასვლის წინ ასკილის ჩაი დალიეთ :D

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 აპრ 2005, 15:25
by yoko
გვალდა wrote:ნუ მაინცდამაინც ზაგარი თუ გინდათ, გასვლის წინ ასკილის ჩაი დალიეთ :D
შველის? :roll:

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 აპრ 2005, 15:53
by გვალდა
yoko
რა ვიცი აბაა :oops:
გუდაურში 40% დანცავი წავისვი და ისე ავჭრელდი, სჯობდა დავმწვარვიყავი და თურმანიძეებით მემკურნალა, ეხლა ლამისაა მხატვრად ვიქცე და სახეზე ფერების დასმა ვისწავლო :lol: :lol: :lol:

როგორ მოვიქცე?

Posted: 13 აპრ 2005, 17:36
by yoko
გვალდა

ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ გაიჩითე? :lol: :lol: :lol:

აბა გააკეთე ანტირეკლამა და თქვი, რომელი ფირმის იყო ის დამცავი კრემი?

როგორ მოვიქცე?

Posted: 15 აპრ 2005, 10:10
by Ivane Goliadze
Yoko
მარაოს წამოღება მინდა

მარაოს ჩვენი ლამა მოგინიავებს და გპირდები,რომ გაყინულს ჩამოგიტანთ :)

როგორ მოვიქცე?

Posted: 12 აგვ 2005, 17:39
by Mzia
ლაშქრობაში აუცილებლად გამაგადგებათ გასაბერი ლეიბი, ან რკინის მძიმე ლეჯანკა, კიდე ფენია აუცილებელი, თავს რომ დაიბანთ უნდა გაიშრათ მალე თორემ გაცივდებით... ფეხსაცმლის საწმენდი ჩათქი არ დაგრჩეთ - რა იცით სად მაგიწევთ ტაპააბა... კიდე აუცილებელია გზადაგზა შეშა აგრავათ სანამ ბანაკამდე მიხვალთ, ვაი და სადაც უნდა გაშალათ კარვები იქ შეშა არ დაგხვდეთ...

როგორ მოვიქცე?

Posted: 12 აგვ 2005, 18:56
by toga
Mzia
არა ლეჟანკა არა შენი საწოლი რო წამოიღო უფრო კონფორთულად იგრძნობ თავს მითუმეტეს რო დაიღლები მაგრათ

როგორ მოვიქცე?

Posted: 24 აგვ 2005, 14:33
by Mzia
zura_wise
აბა რა... რაცა დაიგლები გასჰლი და ცამაცვები :)