Page 6 of 7

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 28 ივნ 2010, 21:48
by natalia
ხალხო ხომ არ იცი ვინმე ვისაც შეუძლია კორშადან როშკაში აგვიყვნოს, შოთა წიკლაურს რაღაც ვერ ვუკავშირდები.

და რას ფიქრობთ ჰონდა ცრვ ავა როშკის გზაზე?
მირჩიეთ რამე რააა :)

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 28 ივნ 2010, 21:53
by qvevri
natalia
ცრვ-ს ძალიან გაუჭირდება :!:

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 28 ივნ 2010, 22:02
by natalia
qvevri ჰოო, მეც ესე ვფიქრობ :( მადლობა.

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 29 ივნ 2010, 20:32
by გვალდა
როცა მე პირადად დამჭირდა, ყველა გაქრა და როცა აღარ მჭირდება ტრანსპორტი გამოჩნდა !

მიცუბიში დელიკა, იტევს 8 მგზავრს. დადის სვანეთში, ყაზბეგში და ყველგან. ვისაც დაგჭირდებათ შეგიძლიათ შეეხმიანოთ 10 ივლისის მერე.
895 916141 ან 890 604164 ასიკო

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 30 ივლ 2010, 14:59
by LEVANIKO
17 ადგილიანი სპრინტერი თუ დაჩირდებთ კომპორტულია სულ ახალია 893 19 81 53 ლუხუმი ქვია ჩემი სახელით დაურეკეთ და რაც შეიძლება იაფად წაგიყვანთ ან მე დამიკავშირდით და მე დაურეკავ

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 05 აგვ 2010, 11:02
by Ismail
ვინც მუცოში ხართ ნამყოფი: მიკროავტობუსი მუცომდე უპრობლომოდ მიდის ხო? არდოტამდე თუ მიდის?

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 05 აგვ 2010, 11:18
by Nephros
Ismail wrote:ვინც მუცოში ხართ ნამყოფი: მიკროავტობუსი მუცომდე უპრობლომოდ მიდის ხო? არდოტამდე თუ მიდის?
მიდის

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 05 აგვ 2010, 12:04
by Ismail
Nephros wrote:
Ismail wrote:ვინც მუცოში ხართ ნამყოფი: მიკროავტობუსი მუცომდე უპრობლომოდ მიდის ხო? არდოტამდე თუ მიდის?
მიდის
გაიხარე... მე მეგონა არდოტამდე ვერ ადიოდა.

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 05 აგვ 2010, 15:01
by Wanderer
მთლად ბოლომდე ვერ მიდის მიკროავტობუსი.

ახლახანს ვიყავით.

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 05 აგვ 2010, 15:24
by Nephros
Wanderer wrote:მთლად ბოლომდე ვერ მიდის მიკროავტობუსი.

ახლახანს ვიყავით.
ხო, მუცოს ციხეზე ვერ ადის, ფეხით უნდა ახვიდეთ :D
არდოტშიც ფეხით უნდა აუყვეთ აღმართს

Wanderer
მდინარემდე ხომ მიდის ტრანსპორტი, 10 წუთი ფეხით სათვალავში ჩასაგდებია?

ზემოთ არდოტია
Image

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 27 აგვ 2010, 16:03
by kowalsky
სალამი,
ხომ ვერ მეტყვით ყაზბეგის მარშუტკა ყველაზე ადრე რომელი გადის თბილისიდან და
ყველაზე გვიან რომლეი გამოდის ყაზბეგიდან.
როგორც ვიცი 1 საათში გადიან და ფასი 10 ლარი ღირს.
იმდენი არ ვართ რომ მარშუტკა გავასოთ ამიტომ ხაზს უნდა გავყვეთ.
და შემთხვევით ყაზბეგის მარშუტკის მძღოლის ნომერიც ხომ არ მოგეპოვებათ?
მადლობა დიდი წინასწარ.

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 27 აგვ 2010, 16:07
by nusa
kowalsky
აბა გელოდის დაუკავშირდი, უნდა იცოდეს ეგ ამბავი :)
Varvara wrote:1. ტრანსპორტის სახეობა: მიკროავტობუსი ფორდ ტრანზიტი, შინდისფერი
2. ადგილების რაოდენობა: 16 ადამიანი
3. მძღოლის სახელი და გვარი: გელოდი ავსაჯანიშვილი
4. მობილური: 899191189
5. Image
6. დამატებითი ინფორმაცია: ყაზბეგელია, მუშაობს თბილისი-ყაზბეგის ხაზზე. ძალიან კარგად ატარებს მანქანას, არის დაუზარელი, უპრეტენზიო და ნამდვილი ,,დასტოინი'' ადამიანი. ყავს გაწიკწიკებული (ძალიან სუფთა) მანქანა.

წაყვანილი ვყავდით ვარძიაში (მივდიოდით ყაზბეგში, მაგრამ უღელტეხილის ჩაკეტვის გამო გუდაურიდან მოვბრუნდით და წავედით ვარძიაში-ჩვენი სპონტანური გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია და ძვირიც არ გამოურთმევია.

გასვლის 16-ივე მონაწილე რეკომენდაციას ვუწევთ ჩვენს ,,კაპიტანს''.

Image

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 27 აგვ 2010, 16:34
by Wanderer
Nephros
ხო, მუცოს ციხეზე ვერ ადის, ფეხით უნდა ახვიდეთ
არდოტშიც ფეხით უნდა აუყვეთ აღმართს
ჯერ ერთი არდოტზეა მანდ ლაპარაკი და არა მუცოზე. მეორეც "ბოლომდე ვერ მიდის"–ში იგულისხმება, რომ ძირამდე ვერ მიდის. აბა ზემოთ არდოტში არც არასდროს ასულა ტრანსპორტი(ვირს თუ არ ჩავთვლით). :)
მდინარემდე ხომ მიდის ტრანსპორტი, 10 წუთი ფეხით სათვალავში ჩასაგდებია?

ჩვეულებრივი მოკვდავისათვის ყინულივით ცივი მდინარის გადალახვა და მერე 10 წუთი ფეხით სიარული ნამდვილად სათვალავში ჩასაგდებია.

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 27 აგვ 2010, 16:58
by kowalsky
nusa
დიდი მადლობა, დავუკავშირდი და ჩამაყენა საქმის ყურში :)

ტრანსპორტი, მძღოლები

Posted: 30 აგვ 2010, 19:59
by Laegras
ბარემ ამ თემაში ვიკითხავ, თბილისიდან შუამთამდე 15-20 ადგილიანი მარშუტკა რა დაჯდება?
მხოლოდ წაყვანა გვინდა..
წინასწარ მადლობა გამოხმაურებისთვის =)