Page 1 of 1

პარალონი

Posted: 16 მარ 2013, 20:01
by Sikvdila
გამარჯობა.

პარალონის ყიდვა მინდა და გამომდინარე იქედან, რომ არასდროს მქონია/გამომიყენებია, შეგიძლიათ მირჩიოთ რას მივაქციო ყურადღება შერჩევის დროს ?

პარალონი

Posted: 17 მარ 2013, 13:59
by Archil
Sikvdila

კაიფობ?


მწვანე უნდა იყოს

:lol: :lol: :lol:

სისქეს მიაქციე ყურადღებას. სამხედრო სქელები უფრო საიმედოა, არ იხევა ადვილად და ტემპერატურულ დაცვასაც უზრუნველყოფს. ისე, გასაბერი "პარალონები" რომაა, მაგი უფრო კომფორტულია, დასაწოლადაც და სატარებლად. გახვრეტითაც თუ ნორმალურ ფარგლებში გაუფრთხილდები, არ გაიხვრიტება

პარალონი

Posted: 17 მარ 2013, 18:47
by Nika
Archil
გასაბერი მძიმეა. მაქვს. თუ გინდა ავწონი რამდენი კილოა.

პარალონი

Posted: 18 მარ 2013, 09:37
by Kakha
არც იმედნად მძიმეა, რომ იმ დადებითზე რაც აქვს უარი ვთქვა. მე უკვე კარგა ხანია გასაბერზე გადავედი. სულ მცირედი მეტი წონის ხრჯზე უფრო უკეთეს ტეპერატურულ დაცვას უზრუნველყოფს, ჯერ არ მომხდარა შემთხვევა რომ წყალს საძილემდე შემოეღწიოს და ბოლოს ჰაერის ეს მცირე ფენაც კი უზრუნველყოვს უკეთეს კომფორტს იმ თვალსაზრისით, რომ არ იგრძნობა ნიადაგის უსწორმასწორობა და ქვაც კი თუ დაგრჩა ქვემოთ არ გაგამწარებს.

ჩემი ხმა გასაბერ პარალონს. ახლა რომელ გასაბერზეა ლაპარაკი იცით ალბათ.

პარალონი

Posted: 22 მარ 2013, 23:42
by Sikvdila
არჩილ,

რატო ვკაიფობ ? :)

პარალონი

Posted: 23 მარ 2013, 14:23
by keto
Kakha
დანიურის გასაბერებზე თუა ლაპარაკი (ნახევარ კარავს რომ აქვს, ისინი ანუ, თვითონ რომ იბერება), მე ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, ის არის, რომ საძილე ძალიან სრიალებს მაგაზე. ოდნავ დაღმართზე თუ შლი კარავს, კატასტროფაა...