Page 1 of 1

ტყეში 1 დღით

Posted: 15 ნოე 2012, 17:51
by iverson
ძალიან მომეწონა ეს სურათი:

http://sphotos-h.ak.fbcdn.net/hphotos-a ... 8152_o.jpg

და მინდა რო აქ წავიდე ეს არის ზეგაანი. მინდა რომ სულ ტყე იყოს და 1 დღით რო წავიდე და შეგიძლიათ მIთხრათ ზეგაანი რამდენად შეესაბამება ჩემს მიზნებს? :D

როგორც ვიცი ამ ტყეში არის მონასტერი, მაგრამ გზიდან მალევეა ანუ არ გიწევს ბევრი სიარული და Google Earth-ით რო ვნახე დიდი ტყეა ამ მონასტრის იქით და თუ იცით ასეთივე ტყეა როგორც სურათზე? ანუ რო შეგიძლია თან რო იარო თუ აი ისეთი ძაან ხშირი ხეები როა და აღმართი თუ როგორ ვთქვა

და გურჯაანის მარშუტკას უნდა გავყვე ან თელავის მარშუტკას რომელიც გომბორით არ მიდის ხო? რაღაც დამაბნეველია :cry:

რამე ალტერნატივებსაც ხომ ვერ მირჩევდით?

დიდი მადლობა :oops:

ტყეში 1 დღით

Posted: 15 ნოე 2012, 18:25
by shoda1121
iverson
უნდა გაყვე სარეისოს რომელიც მიდის თელავში არა გომბორით არამედ გურჯაანის გავლით და ჩამოხვიდე ზეგაანის მონასტრის გადასახვევთან; ან რამეს გურჯაანში და იქიდან ტაქსს.
რამდენად შეესაბამება შენს მიზნებს მე უკვე გითხარი რომ უკვე არ ვიცი;
==
ალტერნატივა შეიძლება იყოს საბადურის ტყეები ცხვარიჭამიისკენ; ცხვარიჭამიის ზემოთ გზა თიანეთისკენ რომ მიდის ჩემი მეგობრები წავიდნენ სა-ფოტო-სესიოდ ამას წინათ და ფოტოები მომეწონა: გუგლ ერსზეც ლამაზად ჩანს მაგ გზის ფოტოები;

ტყეში 1 დღით

Posted: 29 ნოე 2012, 13:37
by shoda1121
iverson
აბა რა ქენი? რა აღმოაჩინე?