Page 1 of 1

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 08 აგვ 2012, 14:34
by Tengo
მეგობრებო, ტკბილებო და კარგებო. თქვენი რჩევა მესაჭიროება. მინდა ეს ტური განვახორციელო. მარშრუტი რუკაზე დავიტანე. რა ადგილების მონახულებას მირჩევდით? განსაკუთრებით სვანეთში (ქვემო და ზემო) და გოდერძის უღელტეხილზე? ყველას მადლობა რჩევისთვის

Image

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 08 აგვ 2012, 18:26
by LEVANIKO
ამ მარშუტზე იმდენი რამის ნახვა შეიძლება რავიცი მგონი 1 წელი არგეყოფა :D

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 08 აგვ 2012, 18:54
by Tengo
მადლობა ლევან, მაგრამ მეტი კონკტრეტიკა უკეთესი იქნებოდა :)

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 09 აგვ 2012, 09:39
by Kakha
Tengo
გზად გოდერძის უღელტეხილისკენ ნახე ჭულეს მონასტერი. ადიგენიდანაა გადასახვევი. მგონი 5 თუ 6 კილომეტრია. ზარზმა ალბათ გეგმაში ისედაც გაქვს. თითქმის გზაზეა, სოფელში, ტრასიდან 1,5 კმ-ში.

გოდერძის უღელტეხილს რომ შეუდგები შეგიძლია ნახო განამარხებული (გაქვავებული ანდა როგორც გეოლოგები ამბობენ პეტროფიცირებული) ხეების ნაშთები. ოღონდ ზარზმაშივე გაიკითხე სად უნდა მიაქციო ყურადღება, თორემ ისე გაცდები ვერაფერს გაიგებ.

ბეშუმზე და მწვანე ტბაზე მოგწერეს უკვე.

ასევე შეგიძლია სხალბის მონასტერი ნახო, მგონია შუახევთანაა (შეიძლება მეშლება).

გარდა ამისა, თავად გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში დააკვირდი იქარების საცხოვრებლებს. ჩემი დაკვირვებით, მგონია, ესაა ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც ტრადიციულ სახლებს ჯერ კიდევ აგებენ - იგივე მასალით და იგივე ტექნოლოგიით როგორც ძველად.

სვანათზე რა გითხრა - ამოუწურავი თემაა. სვანეთის გზამკვლელი იყიდე და ნახე.

პს პმ ნახე რა.

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 09 აგვ 2012, 11:29
by Tengo
Kakha

დიდი მადლობა. ვეცდები ყველაფერი მოვათავსო მარშრუტში. რჩევები ძალიან კარგია.

პმ-ში არაფერია, თუ ეგ იგულისხმე ბოლო ხაზში.

კიდევ ერთხელ მადლობა :)

თენგო

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 09 აგვ 2012, 11:29
by Tengo
Kakha

დიდი მადლობა. ვეცდები ყველაფერი მოვათავსო მარშრუტში. რჩევები ძალიან კარგია.

პმ-ში არაფერია, თუ ეგ იგულისხმე ბოლო ხაზში.

კიდევ ერთხელ მადლობა :)

თენგო

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 09 აგვ 2012, 15:38
by shoda1121
Tengo
http://www.svanetitrekking.ge/geo/jabeshi_info.htm

ამ საიტზე აღწერილია მარშუტები ; ყველა მარშუტი სვანეთში მარკირებულია;
სვანეთი იმდენად ლამაზი და ამოუწურავია რომ.... შეეცადე მინიმუმ 1 კვირა გაითვალისწინო;


==კარავის ფბ–ზე მე რომელი მარშუტებიც მიყვარს ყველა ჩამოვთვალეთ მე და იმედამ.

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 14 აგვ 2012, 14:04
by Tengo
shoda1121

მადლობა :)

რის ნახვას მირჩევთ ამ მარშურტზე?

Posted: 14 აგვ 2012, 14:04
by Tengo
shoda1121

მადლობა :)