Page 1 of 3
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 13 ივნ 2012, 12:22
				by iverson
				გამარჯობა 
მოკლედ კარვის 2 ვარიანტი რომ გქონდეთ:
1 - სიგრძე თქვენს სიმაღლეზე 20სმით გრძელი. 2.1კგ შეფუთულის წონა
2- სიგრძე თქვენს სიმაღლეზე 40სმთ გრძელი. 2.3კგ 
და გული რომ 1სკენ მიგიწევდეთ  

   ანუ უფრო მაინტერესებს 20სმ რამდენად პრობლემატური იქნება? ვერ დაიძინებ კარგად?
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 13 ივნ 2012, 13:12
				by QAQUCA
				2-ე ვარიანტი  ჯობია! 200 გრამი არაა ის სიმძიმე საგონებელში რომ ჩაგაგდოს!
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 13 ივნ 2012, 15:11
				by qvevri
				მეც მეორეზე შევჩერდებოდი. ყოველთვის მოიძებნება ისეთი ნივთი, რომელიც კარავში უნდა შეიფარო და საერთოდ კარავი არაა ფეხსაცმელი ან შარვალი, რომ ზუსტად შენ ფეხზე ან ტანზე მოირგო.
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 20 ივნ 2012, 19:14
				by TORO
				კაი გამარჯობა კარველებო!
თქვენი გამოცდილი აზრი მაინტერესებს ქვემოთ ლინკზე რომ კარავია მის შესახებ (წონის გარდა რა თქმა უნდა)
http://www.shopinsky.yostoro.lv/appserv ... 9VlHX.html 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 21 ივნ 2012, 16:14
				by Makena
				iverson
მეორე ვარიანტი ჯობია.
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 21 ივნ 2012, 18:43
				by Nika
				iverson
წყალმედეგბაში განსხვავება არაა?
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 23 ივნ 2012, 10:13
				by Archil
				200 გრამი ერთი დასხმა არაყია, არ ღირს მაგის გულისთვის კარავი შემცირება. 
Weight (kg) 5.8 -- გადააგდე-მოაშორე, რა ათრევს მაგ სიმძიმეს. საქართველოში ლაშქრობისთვის მასეთი მოთხოვნები არაა. უფრო მჩატეტითაც მშვენივრად იქნები. ეხლა თუ ალპინისტობა გინდა, მაგას სხვანაირი სჭირდება, რომ არ გაიყინო.
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 26 ივნ 2012, 23:03
				by Hereti
				3,7 კგ
4000 მმ ზედა
5000 მმ ქვედა
2 კაციანი
3 ჯვარედინი კვეთის ჯიხებით
162 დოლარი მივეცი და ძაააააააააააააააააააააააან მაგარია
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 15 ნოე 2012, 17:20
				by iverson
				მე მეორე ვარიანტი ვიყიდე საბოლოოდ მაგრამ ჯერ არ გამოგვიცდია  

 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 15 ნოე 2012, 17:21
				by iverson
				"საბოლოოდ" რა ანუ გავითვალისწინე რჩევები    

 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 27 თებ 2013, 18:28
				by Hushta
				ამ კარავზე რას მეტყვით, როგორია?
http://www.amazon.com/Eureka-Apex-2XT-T ... STPW86BA3C
(ზომაში მაკმაყოფილებს, ხარისხს ვგულისხმობ).
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 28 თებ 2013, 19:49
				by Kakha
				ეურეკა ზოგადად ძალზე კარგი ფირმაა. მაგამ, არის ერთი მაგრამ, რომ ჩავხედე მონაცემებს ვნახე რომ წყალმედეგობა აქვს 800მმ. ჩემი აზრით მინიმუმ 1500მმ უნდა ჰქონდეს რომ წყალი არ გაატაროს. აბა ეს ნახე - კარგი კარავია და სხვათა შორის ეურეკას მაგ მოდელზე უფრო იაფი და მსუბუქი. წყალმედეგობაც 1500მმ. 
http://www.amazon.com/ALPS-Mountaineeri ... ent+zephyr
და ბოლოს ყველაზე მაგარი არგუმენტი - მე მაქვს უკვე ერთი წელია და ძაან კმაყოფილი ვარ!
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 01 მარ 2013, 16:21
				by caucasica
				Hushta
დაუჯერე კახას, გამოცდილია ამ საკითხში - ევრიკას ძალიან კარგი კარვები ააქვს მაგრამ მაგის კარგი კარვები 300$ მერე იწყება, 
 ალპებიც კარგია ფირმა.... სხვათა შორის Colemani-
მე ისევ კელტის გავუწევ რეკომენდაციას და შემოგტავაზებ ორ მოდელს:
ACADIA 2 აქ ნახავ მის სპეციფიკაციებ 1800 მმ ააქვს იატაკი, ამაზონზე 99.99 იყიდი: 
http://www.kelty.com/p-604-acadia-2.aspx
GRAND MESA 2 აქ ნახავ სპეციფიკაციებს 
http://www.kelty.com/p-495-grand-mesa-2.aspx - ამაზონზე 120$-მდე ღირს
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 01 მარ 2013, 21:13
				by Hushta
				caucasica
Kakha
ეს რომ ავიღო: 
http://www.amazon.com/Kelty-Grand-Mesa- ... d_sbs_sg_1
წავა? 
ქარში რამდენად გამძლე იქნება ეურიკასთან შედარებით?
მადლობა.
 
			 
			
					
				კარვის შერჩევა
				Posted: 01 მარ 2013, 22:34
				by Kakha
				Hushta
კარგი ჩანს. წონა 1,8 კგ და წყალმედეგობა 1800მმ. აიღე.