ფეხის მოყინვა

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ფეხის მოყინვა

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 15:13

ვინმემ ხომ არ იცის

რა სიმპტომები აქვს ფეხის თითების მოყინვას?

რა უნდა ვქნათ საველე და ოჯახის პირობებში?

და საერთოდ რას ნიშნავს მოყინვა? სისხლი აღარ მოძრაობს და უნდა რამე ისეთი მალამო წავისვათ რომ ამოძრავდეს თუ რა ხდება??

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ფეხის მოყინვა

Post by iverson » 06 მარ 2006, 18:42

პასუხს ვერ გაგცემ მაგრამ კითხვას დავამატებ:

მოყინული ფეხის აღდგენა შესაძლებელია? თუ ამპუტაცია გარდაუვალია? :(


ნუ პირველი სიმპტომები ალბათ ქავილია..

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ფეხის მოყინვა

Post by Gvalva » 06 მარ 2006, 19:10

iverson wrote:
ნუ პირველი სიმპტომები ალბათ ქავილია..
ვაშა!!! არანაირი ქავილი არ მაქვს!!!

უბრალოდ გაბუჟებულივით მაქვს

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფეხის მოყინვა

Post by Giorgi Bagrationi » 06 მარ 2006, 20:10

მოყინვის ხარისხს გააჩნია.
ზოგჯერ განგრენა იწყება და რაც მალე მოიჭრი მით უკეთესი :twisted:
სხვა შემთხვევაში თუ დროზე დაიწყე დაზელვა შეიძლება მოჭრას გადარჩე, მაგრამ ის თითი ბევრად მგრძნობიარე ხდება (რაც მე დამემართა ერთ-ერთი მოყინვისას) და შემდგომში პატარა შეციებაზეც მწვავე ჩხვლეტის მაგვარ ტკივილს იგრძნობ :wink:

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ფეხის მოყინვა

Post by iverson » 06 მარ 2006, 22:05

მწვავე ჩხვლეტის მაგვარ ტკივილს იგრძნობ
ხო აი ეს ვიგულისხმე ქავილში.. უფრო სწორედ ჩხვლეტის შემდეგ გიჩდება სურვილი რომ მოიქავო..

ეეჰ მაგიტომ არ მესმის რა ალპინისტების.. ფეხი რომ საამპუტაციო გექნება აღარც შენი 6000000მეტრი მინდა და აღარც არაფერი!

User avatar
kirk_hammett
მაწანწალა
Posts: 365
Joined: 26 ივლ 2005, 11:18
Location: tbilisi
ფეხის მოყინვა

Post by kirk_hammett » 07 მარ 2006, 13:27

მე როგორც ვიცი, სეროზული მოყინვა,რომელიც ამპუტაციას საჭიროებს გამოიხატება იმაში,რომ ის კიდური,რომელიც მოყინულია-შავდება....და მგონი არავითარი მგრძნობელობა არ აქვს. :roll: :roll: :roll:

Gvalva
არა მგონია გაბუჟება მოყინვის სიმპტომი იყოს :wink:
the more u live the less u die>..................

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ფეხის მოყინვა

Post by Druides » 07 მარ 2006, 13:45

მოყინულ ნაწილს I რიგში გალურჯება ეტყობა...........
I რჩევა მოყინვისას ეს არის ყოველდღიურად 15 წუთიანი თბილი ვანები.....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ფეხის მოყინვა

Post by Gvalva » 07 მარ 2006, 13:50

დიდი მადლობა ვინც ჩემს მარცხენა ფეხის ცერ თითს გულშემატკივრობთ.

მისი მდგომარეობა ასეთია:
სახლში დაბრუნებისას თბილი წყალი არ ესიამოვნა. ღამე ფრჩხილის ირგვლივ დისკომფორტი მქონდა. რადგან 4 საათი იყო თვითმკურნალობას დავჯერდი. (ცხვირზე რომ ვისვამდი ის მალამო წავისვი, :D :D, პროპოლისი)დილით პრობლემები აღარ მქონდა.
არ გამოვრიცხავ რომ უბრალოდ ბათინკმა მატკინა, რადგან ეს ბათინკი არც ისე ხშირად მაცვია ხოლმე.

მოყინული ფეხის თითები რომელ ექიმს ეხება, ანუ ტრამვატოლოგს, თერაპევტს თუ ვის?? უფრო კონკრეტულად კლინიკა/მკურნალს თუ დაასახელებთ უფრო მადლობელი ვიქნები

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ფეხის მოყინვა

Post by Druides » 07 მარ 2006, 13:58

Gvalva
მე შემიძლია პირდაპირ ქირურგიულ განყოფილებაში წაგიყვანო.........:::))))) :D :D :D :D მოსაჭრელის მე ტი რა უნახიათ იქ :D :D
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ფეხის მოყინვა

Post by iverson » 07 მარ 2006, 17:55

მე ყოველთვის მეგონა რომ ფეხის მოყინვა მხოლოდ მთაშია შესაძლებელი, ანუ როცა სულ სიცივეში ხარ მთელი დღე და ღამე. და გუდაურში და მითუმეტეს ქალაქში არ მოგეყინებათ იმიტორო მერე სახლში მიხვალ მალე და იქ კიდე თბილა და გაყინული ფეხი მაშინვე გალღვება..
არა ვარ მართალი?

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ფეხის მოყინვა

Post by Giorgi Bagrationi » 07 მარ 2006, 19:36

ერთ-ერთი ვარიანტია, და საუკეთესო ,ფრჩხილი მოგძვრეს, რადგან მალე ახალი ამოვა და არაფრის კვალს აღარ დატოვებს :lol:

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
ფეხის მოყინვა

Post by iverson » 08 მარ 2006, 00:14

Giorgi Bagrationi
უი რა კაია! :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ფეხის მოყინვა

Post by Gvalva » 08 მარ 2006, 14:45

მოყინვის საკითხებით დავინტერესდი:

ბევრი საინტერესო რამ ვნახე რომელიც მე ვფიქრობ, ჩვენს ფორუმზეც უნდა ეწეროს.

მარტივი შემთხვევებისთვის რაღაცეები მოვიპოვე. უფრო რთული შემთხვევებისთვის აუცილებელია ექიმს მიმართოთ. მე როგორც დავადგინე, ანგეოლოგს.

ერთერთ საიტზე მოყინვა კატეგორიებად იყო დაყოფილი, მე მოვიყვან პირველ შემთხვევას, რომ უფრო გასაგები იყოს. თორემ, ისე გამოგვივიდა როგორც სამედიცინო ენციკლობედიაში წერია, რომ კუჭის აშლილობა ფატალური შეიძლება იყოსო. მოკლედ:

1. Если после того, как "отморозил" отмороженное место "отошло" (появилась, хотя и странная, но чувствительность) - фигня! Нуна ванночку теплой (проверять рукой!) воды.

ამ საიტზე, მიუხედავად სლენგისა, შემდეგი შემთხვევები საკმაოდ საქმის ცოდნით (ჩ.ა.) იყო გარჩეული.

ასევე მივმართე ექიმს, რომელმაც მირჩია:

1. კონტრასტული აბაზანები საღამოს, 10 დღის განმავლობაში. გიდგას ორი აბაზან ცივი და ცხელი წყლით, ჯერ ერთში ჩაყოფ ფეხებს, შემდეგ სწრაფად მეორეში, მერე თავიდან. (უსიამოვნო შეგრძნებები რომც აღარ გქონდეს, 10 დღე მაინც უნდა გაგრძელდესო)
2. ბატის ქონი (როგორც ერთმა ფორუმელმა მითხრა, განსაკუთრებით ბატეთში მოყინულს უხდებაო :) ), საღამოს წაისვა თითზე, შეიხვიო თხელი ცელოფანით, ჩაიცვა ნატურალური ბამბის წინდა და დაიძინო
3. დილას აბუსალათინის (კასტორკის) ზეთი წაისვა, ჩაიცვა ბამბის წინდა და წახვიდე სამსახურში.

ასევე თქვა რომ როდესაც შეამჩნევ რომ მოგეყინა, თბილი წყალი კი არა, უკეთესია ყინულით, თოვლით ან რაიმე ცივით დაზელა, მაგალითად სველი ტილო შედოთ საყინულეში და შემდეგ დაიზილო.

ასევე მოითხოვა კუაგულოგრამის გაკეთება.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ფეხის მოყინვა

Post by Gvalva » 16 იან 2007, 23:40

ხო, გახსენებაზე შედეგები:

ბატეთის შემდეგ მარჯვენა ცერ თითზე ფრჩხილი მომძვრა, რომელიც წამოიზარდა და უკვე ოქტომბრის თვეში საზეიმო ვითარებაში ნამეტი მოვიჭერი :)

ეხლა რომ გადავხედე, ამ თემაში არ წერია ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც მე შარშან ძებნისას ამოვიკითხე: ზამთრის ბათინკი, ბათინკი რომლითაც დადიხარ მოსაყინად საშიშ ადგილებში, ფეხზე თავისუფლად უნდა გქონდეს, ანუ, წინდას ჩაიცვამ თუ რაც იქნება თითები მჭიდროდ არ უნდა იყოს, რომ სისიხლის მოძრაობას დამატებითი წინააღმდეგობები არ შეექმნას

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ფეხის მოყინვა

Post by Nika » 17 იან 2007, 00:44

Gvalva
კაი რჩევაა. 10X
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]