Page 2 of 3

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 02 თებ 2012, 16:49
by Kakha
saskva
ულაპარაკოდა და სრულიად კატეგორიულად 5100 მიაწექი თუ გაქვს საშუალება.

თუ საკმაო ფული გაქვს და შედარებით მძიმე (კილოზე ოდნავ მეტია) აპარატი არ გაშინებს მაშინ ნიკონის დ7000 იყიდე. მგონია ახლა ჩემიპიონია თავის და არა მარტო თავის კატეგორიაში.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 02 თებ 2012, 18:42
by Ketevan Guliashvili
http://www.dpreview.com/reviews/nikond7000/ D90ს ჯობია D7000?

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 08:11
by Kakha
აგერაა შედარებები და არგუმენტები.

http://www.kenrockwell.com/tech/recomme ... tm#serious

ეს კი უშუალოდ დ7000 შეფასება http://www.kenrockwell.com/nikon/d7000.htm

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 13:15
by saskva
მადლობა რჩევებისთვის

Kakha
დ7000-ს ნამდვილად ვერ შევწვდები... აი დ5100 კი გადავწყვიტე მაგრამ გაწყდა საქართველოში, ჩამოტანის რაღაც პრობლემააო და ხან იანვრის ბოლოს იქნება ხან თებერვლისო ვეღარ გავიგე. ამიტომ დავიწყე ფიქრი ჩამოტანაზე... იმედია რამე გამომივა...ცოტათი გარისკვა მიჭირს... არასდროს გამომიწერია რამე სერიოზული და თან მითუმეტეს ისეთი სერიოზული რომელზეც ამდენი ხანი ვფიქრობდი და ფულს ვაგროვებდი :D

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 17:04
by QAQUCA
D5100 რა გიჯდება სასკვა?

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 19:45
by saskva
QAQUCA
საქარტველოში აქამდე 1650ლარი ღირდა თუმცა გაწყდა და აწი რა იქნება არ ვიცი

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 21:13
by QAQUCA
saskva wrote:QAQUCA
საქარტველოში აქამდე 1650ლარი ღირდა თუმცა გაწყდა და აწი რა იქნება არ ვიცი
ამ მოდელისათვის ძვირია ეს ფასი თუ იაფია ან გამოწერით რა დაჯდება?

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 22:01
by Ketevan Guliashvili
ძვირია, 750 დოლარი ღირს 18-55 ლინზით. 200 დოლარს მოიგებ მგონი თუ გამოიწერ.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 22:39
by Kakha
კარგად დათვალეთ. საქმე იმაშია, რომ 300 ლარის ზემოთ უნდა გადაიხადოთ გადასახადი, ზუსტად გაიგეთ რამდენი. და მაშინ შეიძლება ის 200 დოლარი თვალსა და ხელს შუა შემოგადნეთ.

აი თუ თავად მოხვდი აშშ-ში ანდა მეგობარი თუ გყავს რომელიც იყიდის და ხელით წამოიღებს, მაშინ სხვა საქმეა. მაშინ ნამდვილად მოგებაში დარჩები.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რის გამოც შეიძლება აქ ჯობდეს ყიდვა - შეიძლება ისეთი გამყიდველი მოძებნო რომ განვადებით გადაიხადო. ესეც შეღავათია, როცა ერთბაშად არ იხიდი იმოდენა თანხას (თამცა საბოლოო ჯამში მეტი გამოდის, მაგრამ ჯიბეზე ეგერევე არ გირტყავს).

მოკლედ დასაფიქრებელია.

პს ჭორად გავიგე რომ დ5100 გაქრობაო დაკავშირებულია იაპონიის ცუნამისთანო, სადაც აკეთებნენ 5100 ის ფაბრიკა დააზიანაო ცუნამიმო. რამდენად მართალია ეს ჭორი არ ვიცი.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 03 თებ 2012, 23:00
by QAQUCA
Kakha wrote:კარგად დათვალეთ. საქმე იმაშია, რომ 300 ლარის ზემოთ უნდა გადაიხადოთ გადასახადი, ზუსტად გაიგეთ რამდენი. და მაშინ შეიძლება ის 200 დოლარი თვალსა და ხელს შუა შემოგადნეთ.

აი თუ თავად მოხვდი აშშ-ში ანდა მეგობარი თუ გყავს რომელიც იყიდის და ხელით წამოიღებს, მაშინ სხვა საქმეა. მაშინ ნამდვილად მოგებაში დარჩები.

არის კიდევ ერთი ვარიანტი, რის გამოც შეიძლება აქ ჯობდეს ყიდვა - შეიძლება ისეთი გამყიდველი მოძებნო რომ განვადებით გადაიხადო. ესეც შეღავათია, როცა ერთბაშად არ იხიდი იმოდენა თანხას (თამცა საბოლოო ჯამში მეტი გამოდის, მაგრამ ჯიბეზე ეგერევე არ გირტყავს).

მოკლედ დასაფიქრებელია.

პს ჭორად გავიგე რომ დ5100 გაქრობაო დაკავშირებულია იაპონიის ცუნამისთანო, სადაც აკეთებნენ 5100 ის ფაბრიკა დააზიანაო ცუნამიმო. რამდენად მართალია ეს ჭორი არ ვიცი.


პირდაპირ ნეკნებში მირტყამს ეს ცუნამია თუ რაღაც ოხრობა :evil:

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 04 თებ 2012, 14:24
by Kakha
saskva
კიდევ ერთი ვარიანტზეც იფიქრე - დ3100. დ5100 დაახლოებით 200 დოლარით ნაკლებია, მაგრამ თუ კენ როკველს (ზემოთ ამ კაცის ვებ-გვერდის ბმული დავდე) დავუჯერებთ პრინციპში დ3100 ბევრად არ ჩამოუვარდება 5100. იგივე ჩანს ამ ბმულზე გამოქვეყენებული ცხრილიდანაც http://www.dpreview.com/reviews/nikond5100/

მოკლედ თუ გეგულიება თბილისში 3100 მგონია უკან არ უნდა დაიხიო. გარდა ამისა იმ დაზოგილი 200 დოლარით შეგიძლია იყოდო 55-200 ობიექტივი. მეც ორი ობიექტივი მაქვს 18-55 (კომპლექტის) და დამატებით ვიყიდე 55-200. პირნციპში რა უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ გავწვდე ამ ორი ობიექტივით. მთლად ზუსტი თუ ვიქნები 55-200 გადავიხადე 250 დოლარი. თანაც ობიექტი შეგიძლია მოგვიანებითად იყოდო, ანდა სულაც ვინმეს ჩამოატანინო.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 04 თებ 2012, 14:54
by QAQUCA
ქენონი ჯობია თუ ნიკონი?

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 04 თებ 2012, 16:42
by LEVANIKO
QAQUCA wrote:ქენონი ჯობია თუ ნიკონი?
კოდაკი :D

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 04 თებ 2012, 17:47
by datoforesti
იაპინიაში არა..ტაივანში იყო წყალდიდობა და დაიტბორა ქარხანა...სწორედ მან მზადდებიან 5000 5100 3000 31000 და კიდევ რამდენიმე მოდელი... ტუმცა უკვე დიდი დრო გავიდა დაწესიტ უნდა დაწყებულიყო გამოშვება...
ქენონი ჯობია თუ ნიკონი?
ნოკია-სონიერიქსონი
მერსედესი-bmw
ადიდასი-ნაიკი
მაგთი-ჯეოსელი:D:D

რომელი ჯობია?

იგივე კითხვაა...

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 05 თებ 2012, 01:03
by QAQUCA
datoforesti wrote:იაპინიაში არა..ტაივანში იყო წყალდიდობა და დაიტბორა ქარხანა...სწორედ მან მზადდებიან 5000 5100 3000 31000 და კიდევ რამდენიმე მოდელი... ტუმცა უკვე დიდი დრო გავიდა დაწესიტ უნდა დაწყებულიყო გამოშვება...
ქენონი ჯობია თუ ნიკონი?
ნოკია-სონიერიქსონი
მერსედესი-bmw
ადიდასი-ნაიკი
მაგთი-ჯეოსელი:D:D

რომელი ჯობია?

იგივე კითხვაა...

ნიკონზე ამბობენ მუქი ფერებია აქვსო(არაბუნებრივიო) რავიცი....
ნუ კი დამცინით ალალად მიპასუხეთ!!!