Page 1 of 3

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 06 ოქტ 2011, 17:44
by Holden
აქ მსგავსი თემა ვერ ვნახე და გადავწყვიტე თავად გამეხსნა, თან გამოცდილი ხალხის რჩევა ძალიან მჭირდება და დარწმუნებული ვარ, შემდგომში სხვასაც დასჭირდება და გამოადგება. :wink:


ბევრი რომ აღარ გავარგრძელო, მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს:
იაპონიაში მიწევს ყოფნა 2 თვით და კარგი ფოტოაპარატის შეძენის ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ მინდა. ფოტოაპარატს კი რაც მოეთხოვებაა ესაა - უნდა იყოს ნახევრადპროფესიული, განსაკუთრებულად კარგი უნდა იყოს ლანდშაპტის გადაღებისას და სასურველია იყოს შედარებით მსუბუქი.

ეს ყველაფერი რომ ავუხსენი გამყიდველს, Canon EOS Kiss X5 მირჩია, იქვე მიმითითა მის წინამორბედზეც (რომელიც 150 დოლარით ნაკლები ღირდა და თითქოს უფრო მძიმეც მომეჩვენა), მაგრამ ფასი დაახლოებით 1100 დოლარი გამოდის, რისი გადახდაც მთლად მიზანშეწონილად არ მიმაჩნია (ან იქნებ ღირს კიდევაც), წარბები რომ შევჭმუხნე, ეგრევე მოაყოლა - მოყვება ორი ლინზა და ჩასადებიო. ორივე ლინზა გავსინჯე. პატარა ვერაფერიშვილი ლინზა ჩანდა, აი მეორე მოზრდილი კი კარგი იყო, მაგრამ სრული შესაძლებლობების გასინჯვა მაინც ვერ მოვახერხე, მაღაზიის ფართი არ იძლეოდა ამის საშუალებას. შემდეგ ამ მოდელის შეფასებებიც წავიკითხე ინტერნეტში და უფრო დავიბენი, შესაბამისად გამოცდილი ხალხის რჩევა ეხლა ძალიან მჭირდება :roll:

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 06 ოქტ 2011, 18:16
by Kakha
მე მოყვარული და პროფესიონალივით ვერ გირჩევ მაგრამ მგონია, რომ დაახლოებით იგივე მოთხოვნდები გაქვს რაც მე მაქვს. ჰოდა უკვე რამდენიმე წელია მაქვს ნიკონ დ40 და ერთობ კმაყოფილი ვარ. დაახლოებით ნახევარ კილოს იწონის ობიექტივიანად.

არის ერთი სირთულე ეს მოდელი დ40 მოხნსენს წარმოებიდან. ამიტომ მხოლოდ შემთხვევით თუ გადააწყდები. ახალი მოდელები იგივე ხაზის და რაღაც-რაღაცეებით დ40 უკეთესი არის დ5000 და დ3100. დ5000 უფრო ძვირია, მაგრმამ დ3000 კარგად ქაჩავს.

მე თავის დროზე დ40-ში 450 დოლარი გადავიხადე ამერიკაში.

ამ აპარატებზე მეტი ნახე ამ კაცის გვერზე http://www.kenrockwell.com/nikon/d3100.htm

აგერ რომ მიმეთითებინა ეს გვერდი შევედი კენ როკველის გვერზე და აღმოჩნდა რომ გამოსულა დ5100 რომელსაც მაგრა აქებს. ესეც ნახე და ფასსაც შეხედე თუ გწვდები http://www.kenrockwell.com/nikon/d5100.htm

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 06 ოქტ 2011, 18:31
by Makena
Holden
ზოგად საუბრებში არის თემა სახელად ფოტოაპარატები, სადაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავ.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 08 ოქტ 2011, 16:27
by Holden
Makena

დავდებ მაშინ მაგ თემის ბმულსაც აქ, მოსაძებნად რომ ადვილი იყოს

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 08 ოქტ 2011, 16:45
by Holden
მოკლედ, დავიტანჯე Nikon D5100-სა და ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ Canon EOS D600 (Kiss 5)-ის შედარებით. არის მონაცემები, რაშიც ქენონია უკეთესი და არის მონაცემები, რაშიც ნიკონია უკეთესი. საბოლოო ჯამში ისევ აჭრილი ვარ :D

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 10 ოქტ 2011, 22:17
by Kakha
ცნობილი ამბავია, რომ ფოტოგრაფები და ზოგადად ფოტომოყვარულები ქენონისა და ნიკონის დაჯგუფებად არიან დაყოფილნი და მითი მორიგება არაფრით გამოდის. ცხადია ორივე კარგი და სოლიდური ფირმაა და შესაბმისად მათი ფოტოაპარატები. ამიტომ თუ ასეთი აჭრილი ხარ ბრმად აირჩიე ერთ-ერთი წაგებაში არ დარჩები :)

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 10 ოქტ 2011, 23:47
by Maiko-adventurous
მე Nikon D5000 მაქვს. მართალია ჯერაც ვერ გავცდენილვარ ავტო-რეჟიმს, მაგრამ როცა დაახლოვებით 1 წლის წინ ანალოგიური დილემის წინაშე ვიდექი, მითხრეს, რომ Nikon -ის ბოლო მოდელები ფოტოს ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო Canon-ის ბოლო მოდელებისთვის ვიდეოს ხარისხია უპირატესი :) ჰოდა, ვინაიდან ჩემთვის ფოტო იმ დროს პრიორიტეტი იყო Nikon შევიძინე :) ჯერაც არ ვიცი მისი ყველა თვისება და შესაძლებლობა, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ :)

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 11 ოქტ 2011, 10:21
by Mako-dgm
აპარატის არჩევის კველაზე კარგი საშუალება მისი ხელში დაჭერა და რამოდენიმე კადრის გადაღებაა, კამერა თვითონ ამოგირჩევს :lol: უბრალოდ უნდა გადაწყვიტო ქენონისტების რიგს მიემატები თუ ნიკონისტების, ორივე მართლა კარგი კამერაა ასერომ არცერცერთის შემთხვევაში არ წააგებ.
http://www.digitalphotographywriter.com ... -600d.html ამათი შედარება ვიღაცას ჩვენზე ადრე გაუკეთებია

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 25 ოქტ 2011, 16:13
by nagli33
kodaki aris yvelaze kargi.. Kaspshi bevrs akvs es aparatebi da kmayopilebi arian,
ra nikoni ra kenoni, 2 yvelaze seriozuli brendia kodaki da fujifilmi, arsebos fotografebis 2 kategoria kodakistebi da fujistebi,
magram kodakistebic da fujistebic tanxmdebian 1 rameze rom msoflioshi yvelaze magaria polaroidi :D

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 17 ნოე 2011, 04:11
by Holden
მადლობა, ყველანი ძალიან დამეხმარეთ!

კოდაკს, ფუჯიფილმს და, მითუმეტეს პოლაროიდს, ამ ეტაპზე ვერ გავწვდი, ხოდა ნიკონ D5100 ვიყიდე :D

950 დოლარად მომივიდა აპარატი თავისი ჩანთით (დუტის) და 18:105-იანი ლინზით. მგონი, მმშვენიერია.

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 17 ნოე 2011, 15:59
by CheLo
Holden

პოლაროიდს აქვს კარგი აპარატები??

მე სულ ის მახსენდება ბავშობაში რომ იყო მტელ ქალაქში მოდებული სურათს რომ ეგრევე გიბრუნებდა და პატარა მაიმუნი ზომისა რომ იყო... :lol:

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 09 დეკ 2011, 15:37
by saskva
დახმარება მჭირდებაააააააააა....

ამ დღეებში აპარატის ყიდვას ვგეგმავსავით ხოდა ნიკონისკენ ვიხრები თუმცა ვერ გადამიწყვეტია დ5000 თუ დ5100.... :roll:

ეგებ მიშველოთ???

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 02 თებ 2012, 12:01
by saskva
ამაზონიდან აპარატის ყიდვა გიცდიათ ვინმეს? მინდა მაგრამ რაღაც ვერ ვრისკავ..... მირჩიეთ რა

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 02 თებ 2012, 16:36
by Archil
saskva


გამყიდველის რეიტინგი უნდა ნახოუპირველეს ყოვლისა

რჩევები ფოტოაპარატის შეძენის მსურველებისათვის

Posted: 02 თებ 2012, 16:41
by Nika
adorama.com ან bhphotovideo.com
აქედან გამოიწერე. სანდო საიტებია.