Page 2 of 4

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:16
by Hereti
გუშინ ვიყიდე solingeni ძველი გერმანული დანა, აბა ვნახოთ რა გამვა რომ ჩამოვა
სანადიროდ მინდა, ვიდზე კარგია და ვერსად გავიგე რა მეტალია, მაგრამ არა მგონია ბანძი იყოს :lol:

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:27
by Mako-dgm
ფოლადი არ შეგეშლება, მაგრამ მე უფრო კლასიკურ პირიანები მირჩევნია პრაქტიკულობის ამბავში

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:29
by Mako-dgm
Hereti wrote:გუშინ ვიყიდე solingeni ძველი გერმანული დანა, აბა ვნახოთ რა გამვა რომ ჩამოვა
სანადიროდ მინდა, ვიდზე კარგია და ვერსად გავიგე რა მეტალია, მაგრამ არა მგონია ბანძი იყოს :lol:
მაგ ფირმის სამზარეულოს დანებია გუდვილში, საკმაოდ ძვირი ფასებია როგორც მახსოვს

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:34
by Hereti
Mako-dgm
მაგ ფირმის იყო SS-ის SA-ს ცნობილი დაგერები მეორე მსოფლიო ომის დროს
მაგ დაგერებს მე ვერ ვიყიდი იმიტომ რომ ფასები აქვს ისეთი, რაღაცნაირი :lol:

ხოდა ვიყიდე ძველი გერმანული სანადირო დანა

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:39
by Hereti
ასევე დამასკოს ფოლადის დანაც ვიყიდე, ცოტა უცნაური დამასკოა, გამოყენებულია მეტალები:
1060, 1084, 1095, 5160 , 9260 , L-6/15-N-20 , O-1 , W-2 , WHC, A-2, D-2 , M-2, 1018 , A203D/E
ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა

Image

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:45
by Hereti
Mako-dgm wrote:ფოლადი არ შეგეშლება, მაგრამ მე უფრო კლასიკურ პირიანები მირჩევნია პრაქტიკულობის ამბავში
პირანია

154CM contains the following:[1]

Carbon 1.05%
Chromium 14.00%
Manganese 0.50%
Molybdenum 4.00%
Silicon 0.30%

მშვენიერი მეტალია, მაგრამ მე საკეცი დანები მაინცდამაინც არ მომწონს, საკეცი ერთი მაქვს victorinox და მაკმაყოფილებს
:wink:

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 13:47
by Hereti
აი ჩემი ოცნების დანა, ეს ის დანაა რაღაცნაირი ფასები რომ აქვთ
:wink:

Image


solingen SS dager
CARL EICKHORN SOLINGEN

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:01
by Mako-dgm
Hereti wrote:______________N690co
Carbon_________1.07%
Chromium______17%
Cobalt__________1.5%
Molybdenum_____1.1%
Vanadium_______1.1%
როგორც ამბობენ ეგ მეტალი არის მოდიფიცირებული 440C: იგივე შემცველობა აქვს კარბონის ხრომის და მოლიბდენის, დამატებული აქვს კობალტი და ვანადიუმი რომელიც უფრო ამაგრებს შენადნობს. ანუ უფრო საჭრელ სატყავებელი მეტალია, ვიდრე საჩეხ-საკაფი. პრინციპში ეგეთი ფორმაც აქვს მაგ დანას.

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:06
by Hereti
Mako-dgm
აი შედარებითი ცხრილიც

Typical Analysis:
______________N690_______ 440C
Carbon_________1.07%________1.1%
Chromium______17%________~17%
Cobalt__________1.5%_________-
Molybdenum_____1.1%_________0.75%
Vanadium_______1.1%_________-

ის რაც შენ თქვი :wink: :wink:

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:09
by Hereti
მადლიანი ხელით ნაჭედს, ერთიბღუჯა რკინის ნაჭერს, გაკვერილსა, გაფერილსა, მკვესარსა და მოხაჩხაჩეს, კოხტა კოტაც მოურგია, არც მუქარა ისაკლისა – “მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა


ეს უნდა მივაწერო ჩემ ზოლინგენს :wink:

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:14
by Mako-dgm
Hereti wrote:აი ჩემი ოცნების დანა, ეს ის დანაა რაღაცნაირი ფასები რომ აქვთ
:wink:

Image


solingen SS dager
მშრალ ხიდზე ნახე, შეიძლება წააწყდე სადმე კაპიკებში :lol:

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:17
by Hereti
გერმანელებს აქვთ მაგარი დანები, ახალი ტაქტიკური დანები სახელი დამავიწყდა მგონი eickhorni ქვია, მეტალი N695
მაგრამ როგორც ყველა ევროპული ფირმას, fox-ის მსგავსად სასწაული ფასები აქვთ
ამერიკაშუ უფრო იაფია დანები ვიდრე ევროპაში
ასეთი დასკვნა გამომაქვს, იგივე 440c მეტალის დანები ამერიკაში გაცილებით იაფია ვიდრე ევროპაში, სამწუხაროდ

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:18
by Hereti
Mako-dgm
ეჰ, ჩემო ძმაო მშრალ ხიდზეც ისწავლეს დანების გარჩევა და ეგეთი დანა ოღონდ SA-ს ანუ ყავისფერი იყო 2008 ში 400 დოლარად, მაგრამ დარწმუნებული ვერ იქნებოდი ორიგინალი იყო და რაიმე მახინაცია

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 14:19
by Hereti
Mako-dgm
ის კიარა ხერხისგან გაკეთებულ დანებს ყიდიან 250 ლარებში

დანები

Posted: 31 აგვ 2011, 15:00
by Mako-dgm
რამდენათ სამწუხაროა არ ვიცი, თუ კონკრეტულად რომელიმე ფირმის დანა არ გინდა..., მეტალის მიხედვით წესით უნდა იყოს ამერიკელი მწარმოებელიც რომელიც უფრო მისაღებ ფასად მოგცემს იგივე ხარისხს. თუნდაც S30V ფოლადი რომელიც ამერიკულ დანებშია, საკმაოდ კარგი რამეა. იგივე Busse-სთან მიახლოებული შენადნობით არის 1 ფირმა სახელი არ მახსოვს, ნახევარი ფასები აქვს.
ისე საქართველოში რო კეთდებოდეს მსგავსი ამბები და პატრონი ყავდეს, რატო უნდა უყურებდე ბუსსეს და თუნდაც გერმანელებს. გაანათლოს ღმერთმა კახა ზარნაძის სული მეტი მე არც გამიგია სხვა ნორმალური მჭედელი, იქნებიან ალბათ და მე არ ვიცი თორე ისტორია და ხმლის და მეტალის ფასი ჩვენ რო ვიცით ამერიკელებს არც დაესიზმრებათ. :(