საქართველოს ბუნების ძეგლები

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Gvalva » 22 თებ 2006, 18:52

საერთო ძალებით მიმდინარეობს საქართველოს წითელი წიგნიდან ბუნების ძეგლების განყოფილების მასალის აკრეფა აქ განსათავსებლად.

ამაზე ადრეც ვმსჯელობდით

დღეს უკვე რაღაცეები გვაქვს. არ გვაქვს ფოტოები, რადგან წიგნიდან დასკანერება ისეთ ხარისხს მაინც არ მოგვცემდა. თუ ვინმემ იცის უკვე არსებული ელექრონული ვარიანტი ამ მასალის, ან აქვს ფოტოები, თავისი გადაღებული ან სხვა საშუალებით მოპოვებული ძალიან კარგი იქნება თუ გამოგვეხმაურებით.

ეხლა ვერ ვითმენ რომ რაც არის არ დავდო, ამიტომ ჯერ სტიქიურად განვათავსებ, და მერე როცა სრულად იქნება გადავალეგებ/გავალამაზებ :)



აბაშის ჩანჩქერი


მდებარეობა. გეგეჭკორის რ-ნი, გაჭედილის სასოფლო საბჭო, ასხის კირქვული მასივი, მდ. აბაშის სათავეები, 760 მ ზღვის დონიდან.

დახასიათება. Mმდ. აბაშის ზემო დინების მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა 30 მ სიმაღლიდან. Mმოგუგუნე წყალვარდნილს ძირში გაუჩენია ორმო, რომლის დიამეტრი 12 მეტრია. ჭყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფებში ხშირად ცისარტყელა წარმოიშობა.
მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი სხვა მომრცო ჩანჩქერი. ჩანჩქერებს დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი.
ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებითა და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევერები, რომლებშიაც საკმაოდ ძნელია გავლა.
იიმავე სანახებში მდებარეობს ადგილი რაჩხა კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით, ტყეში მოჩუხჩუხებს Aანკარა ნაკადულები.
გეგეჭკორის რაიონის ტერიტორია ჩანჩქერების სიუხვით პირველ ადგილზეა საქართველოში.

მისასვლელი. სოფ. Bალდიდან ადგ. რაჩხამდე მიდის 7კმ სიგრძის ცუდი საავტომობილო გზა. Aქედან 1,5კმ რჩება აბაშის ჩანჩქერამდე, რომელთანაც მხოლოდ ქვეით მგზავრს შეუძლია მისვლა.

ინფორმაციის წყაროები : ჩანგაშვილი, 1963.





გეგის ჩანჩქერი


მდებარეობა. აფხაზეთის ასსრ, გაგრის რ-ნი, ბზიფის სასაფლო საბჭო, არაბიკას კარსტული მასივის სამხრეთ-აღმოსავლური სექტორი, მდ გეგას აუზი. 550 მ ზღვის დონიდან.

დახასიათება. 50მ სიმაღლის ჩანჩქერი მდ. Gეგის შესართავიდან 6 კმ მანძილზე, რიწის ტბის გზატკეცილიდან 4 კმ დაშორებით.
ჭყალი გამოდის ზედაპირული კირქვის ჰორიზონტალური ნაპრალიდან სამ ნაკადად, რომელთა ერთობლივი დებიტი მერყეობს 0,5-დან 2,5 კუბ. მ/წმ ფარგლებში.
ჩანჩქერი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზაფხულობით დიდძალი ხალხი მოდის მის სანახავად დამ ის ძირში დასასვენებლად. Mმიდამო შემოსილია კოლხური ტყით. ჩანჩქერის ძირში არის მოხერხებული მოედანი ავტომანქანების გასაჩერებლად.

მისასვლელი. ჩანჩერთან მისვლა შეიძლება რიწის გზიდან ავტომობილით.

ინფორმაციის წყაროები : ტინტილოზოვი, 1969.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Gvalva » 22 თებ 2006, 19:29

ბეთლემისბერი: სვეტი


მედებარეობა. ყაზბეგის რ-ნი, ყაზბეგის სადაბო საბჭო, მყინვარწვერის აღმოსავლეთით ფერდობი, მდ. ჩხერის აუზი, 3100 მ ზღვის დონიდან.

დახასიათება. ვულკანოგენური ნგრეული ქანის შთენილი ლიჯეში, მდ. ჩხერისა და მისი მარცხენა შენაკადის _ ბლოტას შეამდინარეთში.
ვაკეზე, რომელზეც ზაფხულობით საძოვრად გაშვებულია ხოლმე მოხევეთა ცხენები, აღმართულია სვეტისებური დენუდაციური მოწმე, რომელიც დასავლეთის მხრიდან ბერის ფიგურასავით გამოიყურება (ისახება კუზიანი ზურგი, წვერი, ცხვირი, თავზე დახურული კუნკული), სვეტის სიმაღლე 12 მეტრია, აგებულია ტუფბრექჩიით.

მისასვლელი. სვეტთან მისვლა შეიძლება ფეხით, ორწვერის, ანუ გერგეტის მყინვარის ქვემო ბოლოს მხრიდან, ლოდნარ_ღორღნალებზედა ალპურ მდელოებზე სვლით. მარჯვე ჯანმრთელი ადამიანებს შეუძლიათ სოფ. ყაზბეგიდან ერთ დღეში ძეგლათან ასვლა-ჩამოსვლა.

ინფორმაციის წყაროები: გეომორფოლოგია გრუზიი, 1971.



ბოდორნის სვეტი


მდებარეობა. დუშეთის რ-ნი, ბაზალეთისა და ჭონქაძის სასოფლო საბჭოები, არაგვის ხეობის მარჯვენა მხარე, ნასოფლარ ბოდორნის სამხრეთით, სოფ. ნაგლიანთ კარის აღმოსავლეთით 2 კმ, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.

დახასიათება. ნეოგენური კონგლომერატის მრავალკვეთიანი მოწმე. სიმაღლე 15 მ, ქვედა ნაწილის დიამეტრი _4მ. თხემზე ამოსულია ბუჩქები. სვეტის ქვეშ ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტი კარგად მოჩანს ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიის ტერასიდან და ეზოდან. მისი დანახვა შეიძლება არაგვის ხეობის ფსკერიდანაც (საქართველოს სამხედრო გზადკეცილიდან თანამედროვე სოფ. ბოდორნის სამხრეთით). გამოქვაბულს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს და არ მოჩანს არც არაგვის ხეობის, არც ბაზალეთის პლატოს მხრიდან.
სვეტის წარმოშობა დანამდვილებით არ არის დადგენილი. შეიძლება იგი ხელოვნურად არის გამოკვეთილი საკულტო მიზნით (მესვეტის საცხოვრებლად) და დაკავშირებულია ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიასთან, რომელიც უფრო ძველი საყდრი ადგილზეა აგებული. სვეტის გამოკვეთა უნდა განხორციელებულიყო ადრიდელი ქრისტიანობის ხანაში( 5_6 საუკუნე), მრავალი ადამიანის გაერთიანებული შრომის შედეგად. არც ის არის გამორიცხული, რომ სვეტის გასაფორმებლად გამოყენებულია ბუნებრივი (დენუდაციური) შთენილი.

მისასვლელი. სვეტი საკმაოდ ძნელმისადგომ ადგილზეა. მასთან მიახლოება შეიძლება ბაზალეთის პლატოდან, საავტომობილო გზით (სოფ. ნაგლიანთკარიდან მეფრინველეობის ფერმაზე გავლით). უშუალოდ მის ძირში მისვლა, დათვალიერება და ფოტოგრაფირება მოითხოვს საკმაოდ ციცაბო, ტყიან ფერდობზე ჩასვლას. გზის გასაგნებლად შეიძლება მიმართონ ბოდორნის ტაძრის მცველს, რომელიც სოფ. ბოდორნაში ცხოვრობს.
სვეტისა და ზემოხსენებულიტაზრის მიდამოებში ბევრია ხელოვნური გამოქვაბულები, გამოკვეთილი ხეებში და ბაზალეთის პლატოს კიდურ ფლატეებში. ეს გამოქვაბულები იხსენიება ისტორიულ წყაროებში თემურ ლენგის შემოსევებთან დაკავშირებით (თემურ ლენგის მეომრები თოკებით ეშვებოდნენ მათთან და გამოქვაბულებში შეხიზნულ ხალხს ისრებითა და ცეცხლწამკიდი ნივთიერებებით ჟლეტდნენ).
სვეტის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი ძირის (გამოქვაბულის კედლების) გამაგრება.

ინფორმაციის წყაროები: ითხვისელი, 1903, ბაქრაძე, 1875; ხახანოვ, 1898 გეომორფოლოგია გრუზიი, 1971.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Gvalva » 22 თებ 2006, 19:35

ხორხები: საყინულე და მეგალითური ნაგებობა


მდებარეობა. თეთრიწყაროს რაიონი, კლდეისის სასოფლო საბჭო, სოფ. პტარა კლდეისის მიდამოები, მდ. კდეისის აუზის ზემო ნაწილი ზღვის დონიდან 14000 მ. სიმაღლეზე.

დახასიათება. სოფელ პატარა კლდეისის ადგილზე XVIII საუკუნეში მდებარეობდა სოფელი ხორხები, რომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში და აღნიშნულია რუკებში. Aდგილი აგებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული ლავებით.
სახელოვანი ქართველი მეცნიერი არწერს ამ მიდამოებში მდებარე ყინულოვან მღვიმეს: `ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცფა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდამ; მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდვენ ზაფხულს მეფისათვის”
ხორხების ყინულოვანი მღვიმე დღესაც არსებობს. იი მდებარეობს ბედენის პლატოს სამხრულ შვერილზე, მდ. კლდეისის წყლის ორ მდგენელს შორის. Lავური ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომელშიც ადამიანს შეუძლია ჩაძრომა. ხვრელები ლავაში გაჩენილა ტექტონიკური ან გრავიაციული პროცესების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი 12 მ. სიღრმის მქონე საფეხურებიანი შახტია, რომლის ფსკერზეც ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭირვალე ყინულის ნახვა. ყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდება. Aდგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყინული განსაკუთრებით უხვად წარმოიშვება ცხელ ზაფხულში. ვახუშტის ეპოქასთან შედარებით, ამჟამად ყინული აქ ნაკლები რაოდენობით არის.
იქვე შემონახულია დიდრონი ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღუე, რომელიც, ალბათ, საიდუმლო სლოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს.

მისასვლელი. თეთრიწყარო-ხრამჰესის გზიდან ხორხებამდე მანძილი უდრის 7 კმ. ავტომობილი მიდის სოფ. პატარა კლდეისის მისადგომებამდე.

ინფორმაციის წყაროები: ვახუშტი ბაგრატიონი, 1941; მარუაშვილი, 1974.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Giorgi Bagrationi » 22 თებ 2006, 22:43

გეგას ჩანჩქერი
მგონი ეს ფოტო ერთხელ უკვე დავდე, მაგრამ ეხლა უკეთესი სლაიდ სკანერი მაქვს და უფრო ხარისხიანი ფოტოა, გადაღებულია 70-იან წლებში

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Gvalva » 23 თებ 2006, 11:43

Giorgi Bagrationi

ძალიან დიდი მადლობა,

ამ ფოტოს ხარისხი მართლაც უკეთესია, ვფიქრობ ჯერ სრულად ავკრიფოთ მთელი განყოფილება, ამ ხანში იქნებ ფოტოებიც მოვიძიოთ როგორმე და მერე რამე ჩამოყალიბებული სახე მივცეთ ამ მასალას

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by lama » 23 თებ 2006, 16:11

აუუუუუ რა მნაგარი ჩანჩქერია საინტერესო ადგილიდან გადმოდის წუალი :shock: :shock:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
iverson
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 14 იან 2006, 19:29
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by iverson » 23 თებ 2006, 23:21

ვააა
და წითელ წიგნში რატოა შეტანილი?
შრება? :(

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Gvalva » 23 თებ 2006, 23:54

iverson

მასეთი კითხვა მეც ბევრჯერ დამებადა მაგ წიგნის კითხვისას. ზოგიერთს უწერია რომ ამის გამოა წითელ წიგნში შეტანილიო, მარა სამწუხაროდ უმეტესობას არა.

ამ შემთხვევაში ვფიქრობ განსაკუთრებული ის არის რომ ჩანჩქერი მდინარიდან კი არ გადმოდის, არამედ კლდიდან, ჰორიზონტალური ნაპრალიდან

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by Druides » 24 თებ 2006, 13:29

iverson
უბრალოდ ჩემის აზრით იშვიათობააა იმიტომ.............
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
PINKY
მაწანწალა
Posts: 534
Joined: 23 აგვ 2005, 20:12
Location: Love Street
Contact:
საქართველოს ბუნების ძეგლები

Post by PINKY » 25 თებ 2006, 05:56

Gvalva..

აკამდე სადგაციკა..

არგანულ ბუნებისძეგლებზე..

ესეციგივეა..

თუ ესენი უბრალოდ წითელწიგნშ იაშეტანილ..

Image
Ã￾Â￾ Ã￾¼Ã￾½Ã￾µ Ã￾²ÑÂ￾Ã￾µ Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾½Ã￾¾.. Ã￾šÑƒÃ￾´Ã￾° Ã￾¸ Ã￾·Ã￾°Ñ‡Ã￾µÃ￾¼..
Ã￾›Ñ‹ÑˆÑŒ Ã￾±Ã￾¸ Ã￾¾Ñ‚Ã￾¿Ñ€Ã￾°Ã￾²Ã￾¸Ñ‚ÑŒÑÂ￾ÑÂ￾ Ã￾² Ã￾¿ÑƒÑ‚ÑŒ..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]