Page 1 of 1

ორ ან სამდღიანი ტური სვანეთში

Posted: 11 აგვ 2011, 11:39
by Nephros
რომელი ტურისტული სააგენტო სთავაზობს ნორმალურ სასტუმროს და ინგლისურენოვან გიდს სვანეთში?

ასევე მაინტერესებს, რისი ნახვა ჯობია ამ მცირე (2-3 დღე) დროში, თუკი მსურველები თვითმფრინავით გაემგზავრებიან?

ორ ან სამდღიანი ტური სვანეთში

Posted: 11 აგვ 2011, 22:50
by Truli
Nephros
ნორმალური სასტუმრო იქ მარტო თეთნულდია, მარა დაჯავშნულია სექტემბრის ბოლომდე. შემიძლია კარგი ოჯახური სასტუმრო შემოგთავაზოთ. გიდებიც მყავს, მათ შორის ინგლისურენოვანი. ერთი დღე უნდა უშგულს დაუთმოთ, ნახევარი დღე მესტიას, დანარჩენი კი გააჩნია, ერთდღიანი ლაშქრობების არჩევანი ფართოა, ან ქორულდის ბტბებზე, ან შდუგრას ჩანჩქერებთან ან მულახში, ან კიდე ცხენებით სეირნობა. კიდე შეიძლება ლენჯერის და ლატალის ტაძრების ნახვა.

ორ ან სამდღიანი ტური სვანეთში

Posted: 11 აგვ 2011, 23:15
by Nephros
Truli
მადლობა გამოხმაურებისათვის.

ტურს ჩემთვის არ ვეძებ. ხვალამდე შეგეხმიანები, ეს ინფორმაცია თუ დააინტერესებთ. თან არ ვიცი, რამდენად აინტერესებთ ამ მცირე დროში ლაშქრობა და ცხენები. ალბათ უფრო მანქანით მოძრაობა ენდომებათ. ამ მხრივ რა შემოთავაზება გაქვთ?