მირჩიეთ რამე.

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
მირჩიეთ რამე.

Post by natalia » 12 ივლ 2011, 14:16

არ ვიცოდი ეს თემა სად გამეხსნა და აქ შევაცერე ჩემი არჩევანი :)

ხომ ვერ მირჩევდით ზღვის სანაპიროზე ადგილებს სადაც შეიძლება კარავის გაშლა ლამაზ და უსაფრთხო ადგილას.


და ანაკლიაში თუ არის ამის შესაძლებლობა? რა ადგილას? და რამდენად დაცულია ეს ტერიტორია ტურისტებისთვის, განსაკუთრებით უცხოელებისთვის?

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მირჩიეთ რამე.

Post by CheLo » 12 ივლ 2011, 18:05

ყველაზე კარგი ადგილი არის სარფი და გონიოც მომწონს : ))) სუფთა წყალია.. კარვის გაშლა თუ გინდა ყველგან შეძლებ..

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
მირჩიეთ რამე.

Post by natalia » 12 ივლ 2011, 20:36

მე საკარვე ადგილები მაინტერესებს თორე სად როგორი წყალია კი ვიცი. :)

მადლობა რჩევისთვის.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მირჩიეთ რამე.

Post by ლეონტი » 12 ივლ 2011, 23:38

natalia
კარავს ზედ სანაპიროზე გაშლი, რა პრობლემაა, უსაფრთხოებაში რას გულისხმობ არ მესმის, ყაჩაღობა არ არის.
სარფში ვიქნები, თუ მანდ მოხვალთ გაჩვენებთ საკარვე ადგილს მთაზე საიდანაც ფანტასტიკა ხედებია და წყაროც მოდის მაგრამ ზღვამდე ფეხით 30 წუთი მაინც უნდა დახვეული გზით. აუ ეხლა მეც მომინდა მანდ კარვის დაცემა.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მირჩიეთ რამე.

Post by CheLo » 12 ივლ 2011, 23:40

ლეონტი თუ შენც გადაწყვეტ და კიდე იქნებიან მსურველები მეც ჩამოვალ სარფში კარვით : )))))))))))

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მირჩიეთ რამე.

Post by ლეონტი » 12 ივლ 2011, 23:44

WenTTo
მე ოჯახი მიმყავს, და ვაპირებთ ბინის ქირაობას, უბრალოდ კომფორტულია და უპრობლემო, თორე ბავშვები სულ რამეს ითხოვენ და ნერვი არა მაქვს,თორე მე ველური პირობები ბევრად მირჩევნია.
თუ ჩამოხვალთ კარგია, მთებში 1 დღიან მარშრუტებს დავცხებთ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მირჩიეთ რამე.

Post by CheLo » 13 ივლ 2011, 00:04

ლეონტი

ააა გასაგებია.. ოჯახთან ერთად რათქმაუნდა კარავში ვერ იცხოვრებ : )) მართლა საინტერესო იქნებოდა თუნდაც ერთი დღე მთებში.. რავიცი ჯერ გაურკვევლობაში ვარ წავალ თუ არა ამ ზაფხულს ზღვაზე.. თუ წავალ ისევ ჩემ ქობულეთში და მაშინ შენ ნომერს ჩავიწერ კიდე რამოდენიმე კარველს ავტეხავ და მოვცხოთ ერთ დღიანი : ))

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
მირჩიეთ რამე.

Post by natalia » 13 ივლ 2011, 08:01

მადლობა გასაგებია, მაგრამ ყველგან ალბათ მოუხერხებელი იქნება გაშლა კარვის, ტუალეტი უნდა არსებობდეს ახლო მახლო სადაც გაივშლით კარავს.

ესეთი ადგილით უფრო ვარ დაინტერესებული.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მირჩიეთ რამე.

Post by ლეონტი » 13 ივლ 2011, 09:48

ტუალეტი არი ნამბა უან პრობლემა, თორე დანარჩენი აგერ ჩვენმა კარაველმა ბეტონზე გაშალა სანაპიროზე ბათუმში. რა პრობლებაა, უბატონოდ ხმას ვინ გაგცემს [ თუ ბომჟობაში არ შეიტანეს ეჭვი. (შუთქა).]
როცა მაღლა ადიხარ მთაზე იქ ტუალეტის პრობლემა არაა, მთავარია არ გადმოიჩეხო. გამახსენდა ერთხელ სადღაც უკაცრიელ ადგილზე გზაზე გამოვედი მთვრალი პროვინციული რესტორნიდან და ვხედავ ტუალეტი არსად არაა.
მერე ადგილობრივს ვკითხე მოხუცებულს ტუალეტი სად არის მეთქი, გაუკვირდა, სულ ტუალეტი არაა ირგვლივო? მითხრა :).

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
მირჩიეთ რამე.

Post by CheLo » 13 ივლ 2011, 12:34

კარგი თუ მაინც და მაინც გინდა კარგი ადგილი მაშინ გასწავლი.. ესეიგი ქობულეთში ხასანას სასტუმროს პირდაპირ და ჭყონიას სასტუმროს გვერდზე ანუ აღმაშენებლის 358-ში არის პატარა პარკივით გადასასვლელი ზღვაზე.. მანდ კუთხეში არის ჩარგული დიდი ხეებ იერთმანეთის დაშორებით ხოდა მათ შუა შეგიძლია გაშალო.. იქ საეჭვოდ ეს არავის აფიქრდებოდა და ხან ხალი ქეიფობდა ხანაც მანქანებს აჩერებდნენ და გასულ წელს ეს აზრი მომივიდა თავში.. : )) რაც შეეხება ტუალეტს იქვე ახლოსაა და შენც ახლა თუ ბუნების წაბილწვა არ გხიბლავს მაშინ გადაიხდი 50 თეთრს და ეგააა :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
მირჩიეთ რამე.

Post by აცაბაცა » 08 აგვ 2011, 15:53

მწვანე კონცხი, მიხვალ ბატონ კაკო ბიძიასთან (ადგილობრივი კაფეს მეპატრონეა, იმ კაფესი რომელთანაც 80-იანი წლების "დინამიკი"), მერე დაცვასთან და განახებენ ძალიან მაგარ ადგილს (ზღვის ნაპირზე რესტორანია და იმის თავზე არის მწვანე მდელო. აი მანდა!!!!

ეს წერილი დავწერე ერთი თვის წინ !!!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]