Page 1 of 1

გარეჯის მონასტრები

Posted: 25 მაი 2011, 13:34
by leo-jafo
სურათზე 1 და 2 ნიშნულებიდან ერთ-ერთი არის მრავალწყაროს მონასტერი მეორე კი თეთრი სენაკები ვინმემ თუ იცით რომელია მრავალწყარო და რომელია თეთრი სენაკები დამეხმარეთ რა

Image

გარეჯის მონასტრები

Posted: 25 მაი 2011, 14:23
by Kakha
შედი ამ ბმულზე http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... თრი უდაბნო

მონუშნული მონასტერი არის თეთრი უდაბნო, მისგან მარცხნივ, უახლოესი კი მრავალწყარო.

თუ ბმულმა არ იმუშავა შედი www.mygeorgia.ge ეს კომპანია გეოლენდის გაკეთებული საქართველოს რუკაა და ძებნაში მიეცი თეთრი უდაბნო ან მრავალწყარო. გაიხსნება ფანჯარა სადაც გამოჩნდება შესაბამისი მითითება ძეგლზე, ამ მითითებაზე დააწკაპუნე და რუკა თავად გადავა ობიექტზე.

წალზე კარგი და დეტალური რუკები აქვს გეოლენდს. გირჩევ მის რუკებზე გადაერთო, მით უმეტეს რომ გუგლის რუკების ანალოგიურ სატელიტურ გამოსახულებებს გეოლენდის რუკებშიც იპოვი.

გარეჯის მონასტრები

Posted: 25 მაი 2011, 14:39
by leo-jafo
mygeorgia.ge–ზე ჩემს 1 ნიშნულზე უწერიათ მრავალწყარო, ხოლო ტოპოგრაფიულ რუკაზე მაგ მთას თეთრი უდაბნოს მთა ქვია, უფრო ლოგიკურია რომ თეთრი უდაბნოს მთაზე თეთრი უდაბნოს(თეთრი სენაკების) მონასტერი იყოს ვიდრე მრავალწყარო, ამასთან mygeorgia.ge–ზე შავი სენაკები და ბერთა მთა ძალიან დიდი ცდომილებით არის დატანებული.