Page 1 of 1

იემენი

Posted: 08 სექ 2010, 13:51
by Duckling
გამარჯობათ,
იემენში მინდა წასვლა და მაინტერესებს ვინმე ხომ არ ყოფილხართ და თუ კი მაშინ ბევრი კითხვა მაქვს :) :wink:

Image

იემენი

Posted: 08 სექ 2010, 17:55
by ლეონტი

იემენი

Posted: 09 სექ 2010, 11:09
by Duckling
მადლობა ლეონტი




ლინკებს პრინციპში ბევრს გავეცანი, უბრალოდ პირადი გამოცდილება მაინტერესებდა ვინმე ქართველის, იმიტომ რომ სიტუაცია იქ საკმაოდ დაძაბულია. ვერ ვხვდები ღირს თუ არა წასვლა.

იემენი

Posted: 09 სექ 2010, 12:18
by ლეონტი
ვინმე ქართველის აზრი თუ გაინტერესებს გეტყვი:
თუ თავგადასავლებს არ ეძებ საზიანოს,
მაშინ არ ღირს.

იემენი

Posted: 09 სექ 2010, 18:01
by გვალდა
ჩემი კოლეგები იყვნენ სამსახურიდან, მისიაში. ტურისტულად არარეკომენდებული ქვეყანააო. უფრო დაწვრილებით რა ვკითხო? :)

იემენი

Posted: 10 სექ 2010, 11:06
by Duckling
გვალდა
მაინტერესებს რამდენად მართალია, რომ ძალიან საშიშია იქ წასვლა ტურისტებისთვის. ვიცი, რომ არის რეგიონები სადაც თუ წახვალ 50/50-ზე გაქვს გადარჩენის შანსი და იქ რა თქმა უნდა არ წავალ მაგრამ დედაქალაქში ანუ სანააში მგონი შედარებით მშვიდი ვითარებაა.

კიდევ მაინტერესებს ვიზები საიდან გააკეთეს და რამდენად რეალურია მათი აღება. როგორც ვიცი საზღვარზე აღარ აკეთებენ ვიზებს :)
და კიდევ რა ადგილები ნახეს და მათი ზოგადი შთაბეჭდილებები :))))


აი ამას თუ ჰკითხავ ძალიან დამავალებ

იემენი

Posted: 10 სექ 2010, 11:57
by burdiani
მიყვარს აღმოსავლეთი ძალიან და მომკალით თუ გინდა :)

იემენი

Posted: 10 სექ 2010, 12:07
by Duckling
სურათები მინდა გაგიზიაროთ იემენის:)
მანამდე კი ერთი ადამიანის სიტყვები იემენის შესახებ
"...იემენი, ერთ-ერთია იმ რამოდენიმე ადგილიდან, სადაც მთლიანად შეიგრძნობ ნამდვილ აღმოსავლეთს. როცა იქ მოხვდები, გჯერა რომ შენ "ათას ერთი ზღაპრის" ერთ-ერთ ქალაქში იყავი".....




Image

Image

მალდივები არ გეგონოთ :) ესეც იემენია, ოღონდ მალდივებისგან განსხვავებით რაღაც უკაცრიელი და მისტიკური
Image

Image

Image

იემენი

Posted: 10 სექ 2010, 13:06
by teo-
ეე მინდაააააააააააა


ძვირი ჯდება?

იემენი

Posted: 10 სექ 2010, 14:21
by Nephros
იხილეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი იემენის შესახებ, Google-Translate-ს მეშვეობით შეგიძლიათ ინფორმაციას გაეცნოთ რუსულად. ბოლო განახლება ამ გვერდზე მოხდა 2010 წლის 26 მაისს.

PS. რამდენადაც ვიცი, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსი უწყების ანალოგიური საინფორმაციო გვერდები საქართველოსაც ბოლო წლებამდე ტურისტებისათვის სახიფათო ზონად მიიჩნევენ. ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ დასავლეთში ბევრ რამეს ზედმეტად მწვავედ ხატავენ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ამასთან, ვფიქრობ ხშირ შემთხვევაში, ზოგადად, უნდა ხდებოდეს თავდასხმის ობიექტების განზრახ და არა შემთხვევით შერჩევა (ეროვნება, სოც. მდგომარეობა, შესაძლოა სქესიც და ა.შ.).
რა ვიცი, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია...

იემენი

Posted: 09 მაი 2012, 14:07
by Duckling
:D :D
შემთხვევით გადავაწყდი ჩემს ამ თემას, აუ ეხლა უკვე კიდევ უარესი სიტუაციაა იემენში , ამ პერიოდში შეუძლებელია მანდ წასვლა