ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 31 აგვ 2010, 00:41

სალამი ყველას,

ხუთიოდე კაცი ვაპირებთ შაბათ-კვირას რამე მოვახერხოთ სადმე, მაგალითად ხევსურეთში.

მივიღებთ ყველანაირ რჩევებს. მე თვითონ მეჩვიდმეტე საუკუნის მერე არ ვყოფილვარ იქეთ.

1. მანქანით რომ წავიდეთ ვთქვათ ალვანამდე, ან სადმე, მერე სადმე მოხერხდება მანქანის დატოვება და ფეხით გზის გაგრძელება? არის ასეთი პრაქტიკა? მანქანის დასატოვებელი "ბოლო" პუნქტიდან იქეთ არის რაიმე რეგულარული ტრანსპორტი?
2. რა შეიძლება მოესწროს საერთოდ ორ დღეში? როგორ ფიქრობთ, ლაშქრობას დაემგვანება, თუ უფრო ბუნებაში გასვლას?
3. ვთქვათ ნაშუადღევს ალვანიდან გასული სად მოასწრებ მისვლას, სად შეიძლება დაბანაკება,
4. რაიმე დაწვრილებითი რუკა ხომ არა გაქვთ დასახლებული პუნქტები, ბილიკები და ორიენტირები რომ გქონდეთ აღნიშნული, ეხლა რომ გამოგვადგეს ისეთი?
5. განსაკუთრებით მაინტერესებს წყაროების საქმე როგორაა იქეთ (სად იქეთ - ალბათ უკვე გაქვთ წარმოდგენილი, იმიტომ რომ მე არც ვიცი კონკრეტულად საით :) ).
6. კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევაში (რა ძნელი ყოფილა შეკითხვების დაწერა!)?
7. ახმეტიდან თიანეთში გზა არსებობს კიდევ (მანქანის)? და გომბორის გზა ხომ არ გახდა გავლადი? (მგონი ავტოტური გამოგვდის :( )

დიდი მადლობა წინასწარ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by Kakha » 31 აგვ 2010, 09:22

maxo127
მაინც სად გინდა წასვლა. სათაურში და პოსტის პირველ წინადადებაში ხევსურეთს ახსენებ. შემდეგ ლაპარაკობ ალვანზე და ბოლოს თიანეთ-ახმეტის გზის მდგომარეობას კითხულობ.

თუ ხევსურეთში გინდა წასვლა ალვანი, ახმეტა და თიანეთი არაფერ შუაშია.

თუ თუშეთში გინდა წასვლა მაშინ ალვანში უნდა მოხვდე, მაგრამ თიანთი და ახმეტა ისევ არაფერ შუაშია.

რჩევა, ორი დღით თუშეთში წასვლას დიდი აზრი არ აქვს. მოსწრებთ ომალომდე ასლვას, ალბათ კესელოს ნახვას. მეორე დილას დიკლოსა და შენაქოში გადასვალას და მერე თბილისში დაბრუნებას. თბილისიდან ომალოდე სულ მცირე 6 საათი მაინც დაგჭირდებათ. თანაც გაითვალისწინე, რომ სერიოზული ჯიპი (ნივაც კარგად დადის მანდ) გინდათ. ე.წ. ასფალტის ჯიპიტ არც იფიქროთ წასვლა.

ხევსურეთში კი ორ დღეში ბევრ რამეს ნახავთ. მანქანა არდოტამდე მიდის. ანუ ორ დღეში თავუსუფლად მოასწრებთ შატილის, მუცოს, არდოტისა და კისტანის ნახვას. თუმდა დიალუთენია უნდა გახვიდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ნახოთ. შატილამდე 4 საათი დაგჭირდება. ხევსურეთში ნებისმიერი ჯიპით ახვალთ.

და ბოლო ძიებით ნახე შესაბამისი თემები - ხევსურეთი (შატილი) და თუშეთი. იქაა მარშრუტების აღწერები.

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 31 აგვ 2010, 23:19

Kakha wrote:maxo127
მაინც სად გინდა წასვლა. სათაურში და პოსტის პირველ წინადადებაში ხევსურეთს ახსენებ. შემდეგ ლაპარაკობ ალვანზე და ბოლოს თიანეთ-ახმეტის გზის მდგომარეობას კითხულობ.
თიანეთ-ახმეტის გზა ომიტომ ვიკითხე, რომ შეიძლება უბრალოდ მანქანით დავკრუგოთ, არა გვაქვს გადაწყვეტილი და შეფასებული რის მაქნისები ვართ :)
თუ ხევსურეთში გინდა წასვლა ალვანი, ახმეტა და თიანეთი არაფერ შუაშია.
პირიქითა ხევსურეთი არ მიგულისხმია, მაგრამ ჭკუაში კი დამიჯდა.
თუ თუშეთში გინდა წასვლა მაშინ ალვანში უნდა მოხვდე, მაგრამ თიანთი და ახმეტა ისევ არაფერ შუაშია.
აბა ალვანში საიდან მოხვდები?
რჩევა, ორი დღით თუშეთში წასვლას დიდი აზრი არ აქვს.
კი, სამწუხაროდ ასეა.

ჯიპითაც არა ვართ, ჩვეულებრივი ოპელუსაა.

თემებიც გადავათვალიერე, მარა ძირითადად ფოტოალბომი უფროა, ვიდრე რამე ცნობარის მსგავსი. არაფერი ისეთი, რაც რამეს გადაგაწყვეტინებს და გამოგადგება მერე. რუკებიც ვერ ვნახე წესიერი. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნება თითქოს ხევსურეთი დათვისჯვრის იქეთაა მარტო, აქეთ – რაღაც ბანძი ხევსურეთია, მეორეხარისხოვანი.

ნუ, ჩვენი მიზანი არაა მაინცდამაინც არხოტში ასვლა, არაგვსაც სიამოვნებით ავუყვებოდით, მარა მთავარი მაინც ვერ გავიგე – სადამდე შემიძლია მანქანით (ოპელით) მისვლა, სად შემიძლია იქ მანქანის დატოვება და საით წავყიალდეთ მერე ფეხით რომ ღამე გავათიოთ სადმე და დავბრუნდეთ უკან.

თუ არ გამოვა ეგრე?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by Kakha » 01 სექ 2010, 09:42

maxo127
გინდა პირიქითა და გინდა პირაქეთა ხევსურეთში მოსახვედრად, გავიმეორებ, ალვანი, ახმეტა და თიანეთი არაფერ შუაშია.

პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთში ერთი გზა მიდის, აუყვები არაგვის ხეობას, ჟინვალთან გადაუხვევ და მერე მიყვები და მიყვები ფშავის არაგვს. კი შეგიძლია მაგ გზაზე სხვანარადაც მოხვდე, წახვიდე კახეთში, ახმეთაში იქიდან თიანეთში გადახვიდე და თიანეთინად ფშავის არაგვის ხეობაში, სოფელ ჩინთთან. მაგრამ ასე დაახლოებით 250 კმ გაივლი დამატებით.

ალვანში ყველაზე ადვილად მოხვდები გომბორის გავლით. მაგრამ სექტემბრის ბოლომდე მინიმუმ გზა დაკეტილია - აკეთებენ. ამიტომ, ახლა ალვანში ასე მიდიან - კახეთის ძირითადი გზატკეცილით, ბაკურციხიდან თელავისკენ აიღებ გეზს, იქიდან კი ალვანისაკენ.

მანქანის დატოვებას რაც შეეხება - რამდენი წელია დავდივარ და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა სრულიად უცნობ ოჯახს რომ ვთოხვო მაქანას გავაჩერებო და უარი მითხრას და მანქანას რამე მოუვიდეს. ეს ნუ გაშინებს. სთხოვე ადგილობრივს და დატოვე მანქანა.

ახლა რაც შეეხება სად შეგიძლია წახვიდე ორი დღით და მანქანით. ბევრ ადგილას. დავიწყოთ პირაქეთა ხევსურეთით. მე პირადად მინახავს სულ პატარა დეუს მანქანები შატილამდე ასული. ამოტომ ოპელითაც გადხვალთ. ახლა შეიძლება ერთ-ორ ადგილას მუცელი გაუსვათ, მაგრამ ეს ალბათ ასატანია.

პირაქეთა ხევსრეთს რაც შეეხება, შეგიძლია ახვიდე ხახმატამდე. იქ დატოვებ მანქანას და ცოტას მუხლს გაშლი აქეთ-იქეთ გავილი.

ვარიანტი მეორე მანაქნა კორშაში დატოვე და როშკისკენ წადი. თუ მოასწრებ აბუდელაურის ტბებზეც შეიძელბა მოაწსრო ასვლა.

ორონდ, პირაქეთა ხევსურეთში ციხე სოფლებს, რომლებიც სურათებზე გინახავს ვერ ნახავ. უბრალოდ არ არსებობს. ბუნება კი ლამაზია ნამდვილად.

ვარიანტი მესამე - ფშავის არაგვის ხეობას აუყევი და შუაფხოში მიდი. მერე ფეხით ისეირნე.

სხვა ვარიანტები - ადი მანგლისში და იქიდან კდლეკარისკენ სცადე გადასვლა.

მანქანით წადი ფარცხისში და იქიდან გადადი ბირთვისებში.

მანქანით თეთრიწყარომდე და მერე ფეხით გუდარეხში.

მანქანით ტანძიამდე და მერე ფეხით ფიტარეთში.

კიდევ სხვა - ხადას ხეობაში (სანამ ჯვირის უღელტეხილის სერპანტინები დაიწყება იქიდანაა გადასასვლელი) შედი და სანამდე მანქანა მივა იარე. მერე ფეხით. ულამაზესი სოფლებია.

მგონი საკმარისია პირველი ჯერისთვის.

რაც შეეხება რუკებს. ნახე განყოფილება რუკები. იქ იპოვი ბმულს საბჭოთა გენშტაბის რუკებზე, რომელიც ძალზე დეტალურებია. ჰოდა შეისწავლე. გარდა ამისა, გუგლის ფოტოებიც ინვორმატულია.

და ბოლოს, თემების პირველ გვერდზე არის ხოლმე მარშრუტების აღწერა. ანუ ამ კონკრეტულ გასვლაში როგორ იარეს. ხანდახან (მაგრამ არა ყოველთვის) იქვე დევს რუკებიც.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by lama » 01 სექ 2010, 12:02

maxo127
ალვანამდე???

სად მიდიხართ :)

Kakha

გაიხარე ...

ნამდვილად საჭირო რჩევებია ...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 02 სექ 2010, 01:30

Kakha
გაიხარე გაიხარე :)

ცოტა მოვყოჩდი სულიერად.

მე მგონი დეუს ვარიანტს მივაწვები, ამინდმა თუ არ გვიმტყუნა მანამდე. თუ წამოწვიმა მეტისმეტი ექსტრიმი იქნება ეგ ოპელისთვის. მაშინ - სადამდეც ასფალტი გაგვწვდება.

სხვები არა - თუშეთზე ან ხევსურეთზე ვართ ატეხილები, მარჯვნიდან მოვუვლით თუ მარცხნიდან, იქ უნდა მოვხვდეთ. მითუმეტეს ბირთვისში 4 ქალთან ერთად - მასეთიც არაფერი დამიშავებია :)
კლდეკარიც არაა მარტივი, კი ვარ ნამყოფი მარა მეგზურის გარეშე ვერ გავრისკავ მაინც ასეთ საზოგადოებაში. მეგზური კიდე სადაა, ჩემი ჭკუის მანგლისელები აღარ არიან ჩემი ჭკუისანი (დუზას, ჩიკას და ჩოხელას ხსოვნა იყოს :( ).

ჰოოდა...

არც მინდა კაცო ციხე-სოფლები. უფრო სწორად ეგ არაა მთავარი. ისე კი თქვეს - მაგარი სოფლებია, სვანური კოშკები დგასო :)

ხახმატიც შეიძლება. მოკლედ მარცხენა ვარიანტმა გაიმარჯვა :)

აქ როგორც ვნახე, საჩუქრები მიაქვთ ხოლმე სოფლებში? და ჩვენც ხომ არ წავუღოთ რამე? რა წავუღო მაინც? დენი აქვთ მანდ? ფანრები ხომ არ წავიღო, ხელით რომ უნდა აბჟუალო თუ რაც ქვია?



lama
აღარ მივდივართ იქეთ როგორც ჩანს. ალვანამდე კი არა ალვანიდან ვიწყებდით :)
მარა ეტყობა არაა იქეთ ისეთი ვარიანტი, რომ ნახევარ დღეში ფეხით რამე გმირობა ჩაიდინო. მეტი დრო კი არ არის. მანქანით ალვანს დიდად ვერ გაცდები ვერსაით (პანკისისკენ თუ არ წახვალ).

ასე, რომ ხევსურეთში ჰერი-ჰერი.
დიდი მადლობა.
თუ რამე საღირალი იქნა ანგარიშსაც გამოვაცხობთ :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by Archil » 02 სექ 2010, 09:31

maxo127

ვარძია და იქაურობა ნახე, ხევსურეთისთვის ოპელი ცოდოა, სჯობია დაიქირავო მანქანა, ვიდრე მერე ოპელის რემონტს დაახარჯო.

ბორჯომის ნაკრძალში, ლაგოდეხის ნაკრძალში გაისეირნეთ. წასასვლელის მეტი რაა ამ ლამაზ საქართველოში, მოსავალზე დარდობს ხალხი, თორემ წასავალი ოხრადაა ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 სექ 2010, 11:45

maxo127 wrote: მანქანით დავკრუგოთ
მანქანით წრის შემოვლას აზრი არ აქვს.
სწორად გირჩია კახამ.

ჰოლო თუ შატილში ახვალ, მართლაც, კგ იქნება, ადგილობრივთათვის ხელს რამე საჭირო ნივთებიც გააყოლო.
ფანრებიც არ არის ურიგო აზრი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by guruli » 02 სექ 2010, 16:20

maxo127
მანქანით ალვანს დიდად ვერ გაცდები ვერსაით (პანკისისკენ თუ არ წახვალ).
შენ ხუმრობ პანკისზე და თუ მართლა ორდღიანი გინდათ და თან - ფეხით სიარულიც, პანკისი მშვენიერი ვარიანტია. თვით ხეობაც ხომ ლამაზია და მაქედან
ბაწარას ნაკრძალშიც შეიძლება ასვლა და ტბათანაშიც - არც ისე შორია და ულამაზესი ბუნებაა. თან ორ დღეში სავსებით მოსწრებადია.

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 02 სექ 2010, 17:38

Archil wrote:maxo127

ვარძია და იქაურობა ნახე, ხევსურეთისთვის ოპელი ცოდოა, სჯობია დაიქირავო მანქანა, ვიდრე მერე ოპელის რემონტს დაახარჯო.

ბორჯომის ნაკრძალში, ლაგოდეხის ნაკრძალში გაისეირნეთ. წასასვლელის მეტი რაა ამ ლამაზ საქართველოში, მოსავალზე დარდობს ხალხი, თორემ წასავალი ოხრადაა ;)
არ მინდა ვარძია, კაცს რომ ხევსურეთი უნდა ვარძიაში წავიყვანო? ინდური კინო ხომ არ არის რომელს ნახავ სულერთი რომაა? :)
აი ოპელის ცოდოობაზე კი ჩავფიქრდი. ძაან ცოდოა?
ჭკვიანად და წინდახედულად რომ ვიარო მაინც ვერა? მანქანა არაა დამჯდარი. შემართულია ჯიხვივით.


GAMARJOBA SAKARTVELO, მანქანით შემოვლა უბრალოდ ერთ-ერთი აზრი იყო, თორემ მაგასა და სახლში ჯდომას შორის ვერც მე ვხედავ დიდ განსხვავებას.

მაინც რა ნივთები შეიძლება საჭირო იყოს? მომაშველეთ რამე იდეები, თორემ უკვე მატყლის ლეიბის წაღებაც კი შემომთავაზეს :)

რადიო მაინც იჭერს მანდ? პატარა რადიო რომ წავიღო მზის ელემენტებით? ამ-იანი.


guruli, სულაც არ ვხუმრობ უბრალოდ ეგ მხარე არაა პროგრამაში.
ტბათანა კიდე შორი არაა? მანდ ამათ ვერტმფრენით თუ ჩავიყვან :)
ისე, იდეალური სასიარულო კია, უპრობლემო. რაღა ბეთანია და რაღა ეგ (მაგ მხრივ).

მაგრამ ეხლა ჩვენ ლამის ნევროზი გვაქვს უკვე ხევსურეთზე. ვარძია კინაღამ ჭკუაში დამიჯდა და წავიწკმუტუნე კიდეც, მარა ისეთი წამაყარეს მეტი აღარ მინდა.

მთლად შატილამდე თუ ვერ მივაღწევ, ხომ მაინც კაი იქნება მანამდეც, ძალიან გულნატკენი ხომ არ დავრჩებით არა? იმედია არ მცემენ.
თან ჩვენ ხევსურეთში წასვლაზე გვაქვს ლაპარაკი, ხევსურეთში ჩასვლას არავის დავპირებივარ :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by guruli » 02 სექ 2010, 21:54

maxo127
ტბათანა კიდე შორი არაა?
ადამიანო, შატილზე შორია? :D არ გამაგიჟო! :)
მაინც რა ნივთები შეიძლება საჭირო იყოს? მომაშველეთ რამე იდეები, თორემ უკვე მატყლის ლეიბის წაღებაც კი შემომთავაზეს

რადიო მაინც იჭერს მანდ? პატარა რადიო რომ წავიღო მზის ელემენტებით? ამ-იანი.
იმედია, ხევსურეთზე კითხულობ ამას და არა სხვა კუთხეზე. მაგალითად, სამცხეზე. :)
ხევსურეთში ჯერ მატყლის საბანი ნამდვილად არ დაგჭირდევბა - თბილის საძილე (თუ კარავში აპირებ დაძინებას, სასტუმროში ესეც არ იქნება საჭირო) და თბილი მოსაცმელი საღამოსთვის. სხვა რა დაგჭირდება - ორი დღით მიდიხარ თუ დასასხლებლად? :) ორი დღის სამყოფი საკვები და ეგაა, მაგრამ სასტუმროში ეგ პრობლემაც მოიხსნება.
და ორი დღით წასულებს რადიო და ამგვარები რად გინდათ - დასასვენებლად არ მიდიხართ? :)
მთლად შატილამდე თუ ვერ მივაღწევ, ხომ მაინც კაი იქნება მანამდეც, ძალიან გულნატკენი ხომ არ დავრჩებით არა? იმედია არ მცემენ.
მე ისე ვატყობ, თქვენ სადმე გუდანში ან კორშაში მოგიწევთ დარჩენა. :D :D ცემას ყველა ვარიანტში გადაურჩები - მაქაურობაც ლამაზია, მაგრამ გადაღმა თუ არ გადახვალთ, თქვენს ადგილას როშკაში ავიდოდი და ჭაუხებს ან აბუდელაურებს ვნახავდი, ოღონდ მანდ ფეხითაა სავალი - როშკიდან.
თან ჩვენ ხევსურეთში წასვლაზე გვაქვს ლაპარაკი, ხევსურეთში ჩასვლას არავის დავპირებივარ
ჩვენ რას გვახარბებ, ეგ იმათ უთხარი, ვინც მიგყავს. :D

User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 04 სექ 2010, 19:51

guruli
ალვანიდან ფეხით თუ წახვალ, შატილზე კი არა ავსტრალიაზე შორია :D
თუმცა გზა გაუკეთებიათ და მანქანითაც მიისვლება, Yუ ეგ იგულისხმე მაშინ ხოო.

ნივთები და რადიო ჩვენთვის კი არა, იქაურობს რომ წავუღოთ რამე.
ჩვენ რას გვახარბებ, ეგ იმათ უთხარი, ვინც მიგყავს.
ეგ თქვენთვის კი არა, მაგათთვის იყო ნათქვამი, თუ სათქმელად მომზადებული.
თავდაცვისთვის ვემზადებოდი რა მოკლედ :)

ახლა კი ერთი ნაღვლიანი გვერდი ჩემი საიტიდან: :(

ნ-------------------------------------------------------

პირდაპირ მისტიკაა, რა ემართება ამ ხალხს წამოსვლის წინადღეს.

თავიდან ხომ იმდენი მსურველი იყო ხევსურეთში წამოსვლის, ბუზების სახოცით ვიგერიებდი. არ გაჭრა არანაირმა არგუმენტმა, რომლებიც მრავლად გამოვიგონე – 16 წლამდე ხევსურეთში არ უშვებენ, ქალებს ხევსურეთში არ უშვებენ, კაცებს არ უშვებენ, არავის არ უშვებენ. მოსაწვევების გარეშე.
როგორც იქნა შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უბრალოდ წინასწარი, დაზვერვითი გასვლა იყო, შემდეგ კი ყველა მსურველს წავიყვანდით. უკვე ვფიქრობდი კიდეც მომავლისთვის ავტობუსი დამექირავებინა. ორი ავტობუსი. რათა ნაწილობრივ მაინც დამეკმაყოფილებინა ასეთი მოთხოვნილება. სამომავლოდ კი რეგულარული საავტობუსე მარშრუტის გახსნაზე მეზრუნა. და რკინიგზის გაყვანაზე. დროებით, სანამ საბაგირო გზები და აეროპორტები ამოქმედდებოდა. აეროპორტი არის კიდევაცო, თქვეს, მაგრამ A380 მანდ ვერ დაჯდებაო, მოდერნიზაცია იქნება საჭიროო. თან ერთი აეროპორტი რას ეყოფოდა...

საბოლოოდ დაზვერვითი ჯგუფისთვის შეირჩა 5 კაცი. შეირჩა შემდეგი ნიშნებით: წამოსვლის პროცენტი 300–ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, გარდა ამისა, უნდა შესძლებოდათ შვეულ კლდეზე ხელების დაუხმარებლად ასვლა, კარვის ცალი ხელით გაშლა და ჩანჩქერში აღმა ცურვა (ზურგჩანთებით).
ამ 5 კაცის გარდა თავისთავად მოდიოდნენ ყურშა (ასე ქვია ყურების გამო, სურათზე ზევით) და ჟვაბუ (ასე ქვია ფერის გამო, სურათზე ქვევით). ხუთკაციანი ლიმიტი სწორედ ჟვაბუს დაწესებული იყო, რომლის წინააღმდეგ წასვლა არც უცდია ვინმეს. ყურშას კი ჟვაბუ კაცად არა თვლის მას შემდეგ, რაც არეულდარეულობუნიის („ბარდაჩოკის“) სახელური მოაღრღნა.

საგულდაგულო ტესტირებების შემდეგ ისეთი ჯგუფი დაკომპლექტდა, რომ მათთვის მესამე პოლუსის აღმოჩენაც სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გადაწყდა ჯერ ხესურეთში წავსულიყავით.

მთელი კვირა მოვუნდით ყველაფრის მომზადებას, აღჭურვილობის შოვნას, შინაურებისგან რჩევა–დარიგებების, გაფრთხილებების და აბაშენიციების მრავალტომეულების მიღებას, პარასკევ საღამოს კი გაირკვა, რომ ხევსურეთში წამსვლელი მე, ყურშა და ჟვაბუღა ვიყავით. დანარჩენებიდან – ერთს კენჭმა შეტევა მისცა, მეორე მის მდგომარეობას განიცდიდა, მესამე – პირველის და მეორის მდგომარეობას... მეოთხე – ალბათ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას – ირაკლის ანაბარად მიტოვებული ჯანდაცვის სამინისტროს იმედად ხევსურეთში რა წამიყვანსო...

უნდა გენახათ ყურშას გაოცება, შაბათს 12 საათზე რომ გაიღვიძა და ჯერ კიდევ სახლში ვიყავით. არადა, წინა ღამე პრაქტიკულად გავათენეთ, რომ პარასკევს ადრე დაგვეძინა, შაბათს ადრე გაგვეღვიძა, აგვეღო კარვები... ეეეჰ!

მოკლედ ასე... ისღა დაგვრჩენია ახლა, დავჯდეთ და მემუარები ვწეროთ. და იმის იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ უიკენდზე ხევსურეთში წასვლას ისევე არ გაუვა წყალი, როგორც იმ სიმწრით ნაშოვნ კარვებს...


User avatar
maxo127
ბილიკზე მოარული
Posts: 44
Joined: 02 მარ 2007, 19:47
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by maxo127 » 05 სექ 2010, 02:57

კაი ყმის ცუდი ამბები
ნუ გიხარია ქალაუუუუუუუუ

:lol:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ორდღიანი ლაშქრობა ხევსურეთში

Post by Archil » 05 სექ 2010, 08:54

maxo127

კიდევაც ნახავ ხევსერეთს
კვლავაც ილოცებ გუდანს ....


შენ მაგის დარდი ნუ გექნა :)

ლაშქრობა ეგრეა, ბევრი დაგეგმვა არ სჭირდება, გინდა და უნდა ადგე და წახვიდე.
ხევსურეთი აქვეა, მანდ ჩარბენა-ამორბენა ერთ დღეშიც შეიძლება (გვიქნია არაერთხელ). ასე რომ გული არ გაიტეხო. პაატას დაუკავშირდი და იმას წაყევი ბოლოს და ბოლოს. მაგი სახლში შესვლის წინ ხევსურეთში გაივლის ხოლმე ;) სულ იქ დაბორიალობს, მგონი ეხლაც აბუდელაურებზეა
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]