Page 1 of 1

სალაშქრო ბათინკის რეცხვა

Posted: 04 აგვ 2010, 16:10
by Int3lig3nt
სარეცხ მანქანაში რომ ჩავაგდო, ან ერთს ან მეორეს რამე მოუვა :D?

ან როგორ რეცხავთ თქვენ?

სალაშქრო ბათინკის რეცხვა

Posted: 04 აგვ 2010, 16:35
by გვალდა
ძირებზე მიმხმარი ტალახი მტანჯავს :D ჯერ ვალბობ დიდხანს, და მერე დანის წვერით ან მაგარი ჯაგრისით ვფხეკ. დანარჩენ ნაწილსაც ჯაგრისით და საპნითაც. სარეცხი მანქანა არ მიცდია.

სალაშქრო ბათინკის რეცხვა

Posted: 04 აგვ 2010, 17:21
by caucasica
Int3lig3nt wrote:სარეცხ მანქანაში რომ ჩავაგდო, ან ერთს ან მეორეს რამე მოუვა :D?
:lol: მეზობელს გაეღვიძება....
მე ხშირად მიცდია და არაფერი მოსვლია არც ერტ არც მეორეს

სალაშქრო ბათინკის რეცხვა

Posted: 04 აგვ 2010, 17:45
by gurzi
სარეცხ მანქანაში რომ ჩავაგდო, ან ერთს ან მეორეს რამე მოუვა ?
მოუვა.
სარეცხ მანქანასაც და ბათინკსაც :)
როგორ რეცხავთ თქვენ?
წყალი და სპეციალურად გადადებული კბილის ჯაგრისი.
შემდეგ გაშრობა (არა მზეზე, არამედ ჩრდილში უნდა გაშრეს) და თუ მაზავ, გამაზვა.