Page 1 of 2

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:32
by tornikke
გამარჯობათ ყველას :)

თბილისთან ახლოს სადმე ტბა, წყალსაცავი სადაც ბანაობა შეიძლება. იქნებ მირჩიოთ. კარვებით, 2,3 ღამე რო გაჩერდეს კაცი. ჟინვალზე ვიცი რო ბანაობენ. მაგრამ იქნებ რამე ადგილი მირჩიოთ, კერძოდ სად ჯობია რო დაბანაკდე. კიდე შემოდგომაზე ვიყავი ასული კოჯრის ზემოთმ, (სახელი არ მახსოვს) წყნეთიდან სადღაც 20 წუთში არის, რაღაც პატარა წყალსაცავი გაეძრო. თუ იცით ეგ. მანდ თუ შეიძლება ბანაობა. შემოდგომაზე ძალიან მომეწონა ეგ ადგილი, მთაც იყო, ტყეც, წყალიც :D . იქნებ დამეხმაროთ. წინასწარ მადლობა.

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:34
by lama
tornikke
არის:

1) ალგეთის წყალსაცავი (სოფელ ტბისთან)

2) კუმისის ტბა

3) სიონის წყალსაცავი

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:36
by LEVANIKO
tornikke
მე ახლო მახლოს სიონს გირჩევ ყველას ეგ მირჩევნია

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:37
by tornikke
კუმისის და სიონის ადგლიმდებარეობა ვიცი და ალგეთის წყალსაცავი სადითააა ხომ ვერ მეტყვი?

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:40
by tornikke
სიონზე როგორც ვიცი ნახევარი თბილისი იქ არის ხოლმე, იმათი თავი არ მაქ :D შედარებით ცოტა ხალხი სადაც იქნება იქ მირჩევნია :oops:

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:44
by lama
tornikke wrote:კუმისის და სიონის ადგლიმდებარეობა ვიცი და ალგეთის წყალსაცავი სადითააა ხომ ვერ მეტყვი?
სად და უნდა წახვიდე თეთრიწყაროსკენ და რომ შეხვალ სოფელ ფარცხისსი მერე შეხვალ სოფელ ტბისში... არ გადახვალ ხიდს მდინარე ალგეთზე, წახვალ პირდაპირ და მოხვდები ალგეთის ულამაზეს წყალსაცავზე :)

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:49
by lama
აი რუკაც:

Image

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:50
by tornikke
აა ანუ ეგ ყოფილა მე შემოდგომაზე რო ვიყავი :D წყნეთიდან რო მიდიხარ. და მანდ ანუ შეიძლება ბანაობა. 8) ძალიან კარგი. დიდი მადლობა

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:52
by lama
tornikke wrote:აა ანუ ეგ ყოფილა მე შემოდგომაზე რო ვიყავი :D წყნეთიდან რო მიდიხარ. და მანდ ანუ შეიძლება ბანაობა. 8) ძალიან კარგი. დიდი მადლობა
წყნეთიდან??? არანაირად :) ფონიჭალიდან :) თეთრიწყაროსკენ უნდა წახვიდე :)

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 00:58
by tornikke
ვაა, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით ხო?! სოფელი ამლევი გამახსენდა. მაგის მერე მივედი მაგ წყალსაცავთან და ნამდვილად წყნეთიდან ავედი :D . რუკაას ვუყურებ თან ეხლა აშკარად ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ.

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 01:02
by lama
tornikke wrote:ვაა, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით ხო?! სოფელი ამლევი გამახსენდა. მაგის მერე მივედი მაგ წყალსაცავთან და ნამდვილად წყნეთიდან ავედი :D . რუკაას ვუყურებ თან ეხლა აშკარად ერთი და იგივეზე ვლაპარაკობთ.
გასაგებ :) კი, წყნეთიდანაც ჩამოდის გზა (ახლა დავხედე) :) კი ეგაა :)

ბანაობა შეიძლება და თევზაობაც :)

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 13 ივლ 2010, 01:03
by tornikke
ძალიან დიდი მადლობა lama :wink:
შეგიძლიათ დახუროთ თემა :)

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 15 დეკ 2010, 21:34
by Forest
lama

ალგეთის წყალსაცავზე დაგიჭერია რამე თევზი?
რა მოდის მანდ?

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 15 დეკ 2010, 22:27
by Archil
Forest


დიდი არაფერი მგონია.
ამ ზაფხულს გავედი მაქეთ, ნაკვეთი მაქვს მაქეთ და ბარემ მივალთქო და მეთევზეები იყო უმეტესად, თევზები უფრო ნაკლები.

თბილისთან უახლოესი ტბები, წყალსაცავები...

Posted: 06 აპრ 2011, 10:48
by saskva
ახალი თემა აღარ გავხსენი ესეც ხომ ტბებს ეხება ხოდა ვინმემ ხომ არ იცით ლისის ტბაზე რა სიტუაციაა? ძალიან ბავშობაში ვარ ნამყოფი და მერე აღარც ავსულვარ... ტალახი და უბედურებაა? თუ შესაძლებელია პატარა პიკნიჩოკის მოწყობა?