Page 3 of 3

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 27 დეკ 2010, 23:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nika wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც მახსოვს თავისუფლების მოედანი რომელიც 440 მეტრზეა.


სიმაღლეების გაზომვაზე ერთ რჩევას მოგცემთ. არ ენდოთ GPS-ებს, ალტიმეტრებს და მსგავს მოწყობილობებს.
GPS-ს ვერტიკალური ცდომილება 50 მეტრამდეა (ზოგჯერ მეტიც). ალტიმეტრები კიდე საერთოდ ამინდის მიხედვით სხვა და სხვა სიმაღლეს აჩვენებენ.
Google-ს სიმაღლეებიც რო ნახოთ აცდენილია ბევრგან. მაგალიტად ხეობა ნახეთ 3D-ში და გამოჩნდება რო მდინარე ყველაზე ღრმა ადგილას არ გადის ბევრგგან.

მე სხვა მეთოდი გამოვნახე. ამ მეთოდის საბოლოო სიზუსტე არაა მაღალი (20 მეტრამდე ცდომილება მაინც ექნება მიახლოებით) სამაგიეროდ გარანტირებულ 20 მეტრს იღებ.

ამისათვის იღებ GPS ადგილდმებარეობას. და შემდეგ უკვე გენშტაბის ტოპორუკაზე უყურებ ამ ადგილის.

ამ მეთოდით ბევრგან ზუსტად ის სიმაღლე გამოვიდა რაც რეალურად წყაროებში მოიხსენება.


აბანოს უღელტეხილი თუშეთის გზაზე. 2850 მეტრი ზღვის დონიდან.


სოფლებს რაც შეეხება ზემო ერმანი 2100-2200-ზეა. თუმცა ამ სოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს (გასაგები მიზეზების გამო). გენშტაბის რუკით რაღაც ნაგებობები ამ ნიშნულზე მაღლაცაა მარა სახლები
თუა მაგ სიმაღლეზე უცნობია.
საინტერესო ცნობებია.
ერმანი საით არის?

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 27 დეკ 2010, 23:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
ფარავნის ტბა ზღვის დონიდან 1800 მეტრზეაო, ვწერდი.
სინმდვილეში კი 1970-2100ის ფარგლებშია

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 28 დეკ 2010, 11:03
by Nika
ერმანი საით არის?
ყელის ტბიდან ჩრდილო-დასავლეთით ლიახვის შენაკადის ერმანიდონის ხეობაში.

რაც შეეხება ფარავანის ტბას გენშტაბის რუკის მიხედვით ფოკასთან მისი დონე 2072.1-2075.3 შუალედში მერყეობს.

Image

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 29 დეკ 2010, 03:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nika wrote:
რაც შეეხება ფარავანის ტბას გენშტაბის რუკის მიხედვით ფოკასთან მისი დონე 2072.1-2075.3 შუალედში მერყეობს.
1-1 ოციციალურ წყაროში ფარავნის ტბის ზღვის დონიდან სიმაღლედ 1800 მია მითითებული.
არადა, ჩემმა მზომმა 2100 აჩვენა.
ვიფიქრე, ჰომ არ აურია-მეთქი

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 აპრ 2011, 14:43
by Ismail
საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი არის სოფელი რესი თრუსოს ხეობაში. 2400 მეტრზეა ზღვის დონიდან.

თუმცა, საქმე ისაა, რომ ეს სოფელი უკვე დაცარიელებულია. უშგულის თემის სოფლები (ჟიბიანი, ჩვიბიანი, ჩაჟაში, მურყმელი...) კი ყველაზე მაღალი "რეალურად დასახლებული" პუნქტებია საქართველოში. ჯუთას რაც შეეხება, მგონი ჯუთა ცოტა უფრო დაბლაა ვიდრე უშგულის სოფლები...

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 აპრ 2011, 20:05
by Archil
Ismail

მაგას შენი GPS-ის მონაცემების საფუძველზე ამბობ თუ სხვების ნათქვამიდან გამომდინარე?

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 13 აპრ 2011, 13:00
by Ismail
Archil
არცერთი...



ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც ასე წერია, და სხვა წყაროებშიც წამიკითხავს. ინტერნეტშიც იგივე მონაცემებს ნახავ...

ეს რესს რაც შეეხება. ჯუთაზე არ ვიცი, მგონი უშგულზე დაბლაა. მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 13 აპრ 2011, 16:01
by Nika
ისე საინტერესოა დასახლებული პუნქტის სიმაღლე რა წერტილის მიხედვით იანგარიშება? მთის სოფლებში სხვაობა ასეულობით მეტრი შეიძლება იყოს.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 14 აპრ 2011, 10:33
by burdiani
Nika



მერე რა ყველაზე მაღლა რომელიც მდებარეობს სახლი სადაც ცხოვრობენ უკვე ამ დასახლებული პუნქტის მაქსიმალური სიმაღლეა :)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 18 მაი 2011, 11:12
by Mako-dgm
ლომისა 2100მ

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 14 სექ 2011, 20:45
by Nika
Mako-dgm wrote:ლომისა 2100მ
ამ რუკას თუ დავუჯერებთ 2220-2230
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SO ... ture=ka-GE

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 14 სექ 2011, 21:04
by Mako-dgm
Nika wrote:
Mako-dgm wrote:ლომისა 2100მ
ამ რუკას თუ დავუჯერებთ 2220-2230
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SO ... ture=ka-GE
შესაძლებელია, მაგრამ წესით კარგად იყო დაკალიბრებული და მაქსიმუმ +-50 მეტრი უნდა ყოფილიყო ცდომილება

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 18 სექ 2011, 11:02
by Nika
ბარომეტრულ ალტიმეტრზე ამინდი მოქმედებს ძალიან მაგრა.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 20 სექ 2011, 00:12
by Falcon
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მესტიის რაიონის სოფელი უშგული ევოპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.
მგონია ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს. ამასწინათ ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა მეუბნებოდა აზერბაიჯანშია ევროპაში (თუ კავკასიას ევროპაში ჩავთვლით) ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტიო. თუ სწორად მახსოვს სოფ. ხინალიქს გულისხმობდა. ვიკიპედიაში მისი სიმაღლე 2375 მ-ია ზდ-დან.

http://en.wikipedia.org/wiki/Khinalug


პს. ესეც მსოფლიოს ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტები.
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_hi ... by_country

ამ სიის მიხედვით დაღესტანში 2480 მ-ზე მდებარე დასახლება კურუშით (რაღაც მეცნობა ეს სიტყვა ;) ) რუსეთი ევროპაში პირველია.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 22 სექ 2011, 13:23
by Nika
Falcon
http://en.wikipedia.org/wiki/Khinalug
გუგლზე ვნახე ეგ ადგილი (ან სხვა იყო აღარ მახსოვს ზუსტად, მარა აზერბაიჯანში იყო 100%). ბევრად უფრო დაბლაა.