Page 2 of 3

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 ივლ 2010, 15:20
by ARCHILI
უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3% ... A%E1%83%98

ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს საკრებულო), მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF% ... 7%E1%83%90


უშგული უფრო კოლორიტულია და წარსადგენად მეტად ღირს, თორემ ჯუთელები ტყუილად არ ბრაზობენ, რომ ჯუთაც ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში...

:)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 ივლ 2010, 15:47
by lama
zura N. wrote:
lama wrote:navigator
ხო და უშგული გამოდის ყველაზე მაღალი სოფელი 2766

თუ ვცდები?????
2766 სად ნახე? :shock: :)
ნავიგატორის წერილში :

არა?
:)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 ივლ 2010, 16:04
by ARCHILI
lama

2066 უნდა იყოს და არა 2766

:)

პრინციპში ჯუთაზე მაღლა ნამდვილად არაა...

:)

ორივეს ეკუთვნის პირველობა

:)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 ივლ 2010, 19:24
by burdiani
ამ საკითხზე ხშირად გვქონია კამათი. საბოლოოდ რომ გაზომეს ჯუთა GPS მა აჩვენა 2222 მ. ანუ უშგულზე მაღალი უშგული გაცილებით დაბალი აჩვენა 2110 მ . ისე კი ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად რესი ითვლებოდა თრუსოს ხეობაში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სადღაც 2400 მ ზეა საუბარი, თუმცა კი 2002 წლის აღწერით იქ არავინ აღარ ცხოვრობდა.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 12 ივლ 2010, 19:36
by ARCHILI
burdiani

ეგ სოფელი საერთოდ არ ვიცოდი...

:)

ახლა ვნახე

რესი - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის საკრებულო), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2400 მეტრი, სტეფანწმინდიდან 42 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0% ... 1%E1%83%98

მაგრამ, რადგან აღარავინ ცხოვრობს, მაშინ ვეღარ ჩაითვლება...

:)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 13 ივლ 2010, 09:48
by burdiani
ARCHILI


ჰო მაგიტომ ავღნიშნე რომ ადრე ეს ითვლებოდა თქო ყველაზე მაღლა მდებარედ, მგონი ოსური სოფელი იყო (შეიძლება მეშლება), ამჟამად კი შემიძლია თამამად გითხრათ რომ ასეთი დასახლება სოფელი ჯუთაა :)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 13 ივლ 2010, 10:37
by navigator
lama
არა კახა, 2700-ზე არის კლდის მწერვალი, კლდეზე არაა სოფელი, დაბლობზეა, 2221 დაახლოებით, რუქაზე როგორც წერია, ნახე , იქ აწერია.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 13 ივლ 2010, 12:12
by lama
navigator wrote:lama
არა კახა, 2700-ზე არის კლდის მწერვალი, კლდეზე არაა სოფელი, დაბლობზეა, 2221 დაახლოებით, რუქაზე როგორც წერია, ნახე , იქ აწერია.
მადლობა. გაიხარე :)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 15 ივლ 2010, 10:52
by burdiani
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:საინტერესოა, რომელია საქართველოს ყველაზე მაღალი და დაბალი წერტილები?
მაღალი, წესით, შხარა უნდა იყოს
შხარა ზღვის დონიდან 5150 მეტრზეა.
დაბალი წერტილი, მგონი, აბაშის რაიონშია
შხარას სიმაღლე ზოგიერთი ახალი წყაროებით 5203 მ ითაც განისაზღვრება, რაც სეეხება ყველაზე დაბალ ადგილს პალიასტომთან არის (ზუსტად სად არ ვიცი :( ) -0.8 მ ზღვის დონის დაბლა :)

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 16 ივლ 2010, 04:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHILI wrote:უშგული უფრო კოლორიტულია და წარსადგენად მეტად ღირს, თორემ ჯუთელები ტყუილად არ ბრაზობენ, რომ ჯუთაც ყველაზე მაღალი დასახლებაა ევროპაში...

:)
ცოტა უცნაური ლოგიკაა.
ჯუთა არანაკლებ კოლირიტულია.
ცოტა თუ მიეხედა, მთლად უკეთესი.

burdiani wrote:ამ საკითხზე ხშირად გვქონია კამათი. საბოლოოდ რომ გაზომეს ჯუთა GPS მა აჩვენა 2222 მ. ანუ უშგულზე მაღალი უშგული გაცილებით დაბალი აჩვენა 2110 მ . ისე კი ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად რესი ითვლებოდა თრუსოს ხეობაში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სადღაც 2400 მ ზეა საუბარი, თუმცა კი 2002 წლის აღწერით იქ არავინ აღარ ცხოვრობდა.
თრუსოს ხეობაში, როგორც ამ თემაში გიორგი ბაგრატიონი წერდა, რამდენიმე სოფელი ჯუთა-უშგულზე მაღლა იყო.
უბრალოდ, გამსახურდიას რეჟიმის დროს სოფლები ოსებისგან დაიცალა და ისინი სათვალავში აღარ მოიაზრება.
burdiani wrote: შხარას სიმაღლე ზოგიერთი ახალი წყაროებით 5203 მ ითაც განისაზღვრება,
ზოგი1 წყარო მის სიმაღლეს რატომ ამატებს?
შემთხვევით, ეს თოვლის საფარის გამო ჰომ არ ხდება?
რაც სეეხება ყველაზე დაბალ ადგილს პალიასტომთან არის (ზუსტად სად არ ვიცი :( ) -0.8 მ ზღვის დონის დაბლა :)
შეძლებ, რომ ამ დასახლების სახელი მოიძიო?

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 16 ივლ 2010, 04:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
რიკოთის უღელტეხილი ზღვის დონიდან 999 მეტრით ყოფილა მაღლა

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 16 ივლ 2010, 14:29
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
რიკოთის უღელტეხილი ზღვის დონიდან 999 მეტრით ყოფილა მაღლა
ესეიგი ზედ უღელტეხილზე რომ დგახარ მუცელი 1000 მეტრზე გექნება ზღვის დონიდან. :D

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 16 ივლ 2010, 16:17
by burdiani
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
burdiani wrote: შხარას სიმაღლე ზოგიერთი ახალი წყაროებით 5203 მ ითაც განისაზღვრება,
ზოგი1 წყარო მის სიმაღლეს რატომ ამატებს?
შემთხვევით, ეს თოვლის საფარის გამო ჰომ არ ხდება?
რაც სეეხება ყველაზე დაბალ ადგილს პალიასტომთან არის (ზუსტად სად არ ვიცი :( ) -0.8 მ ზღვის დონის დაბლა :)
შეძლებ, რომ ამ დასახლების სახელი მოიძიო?
ამას მოვიძიებ

რაც შეეხება სიმაღლის გაზომვას, ამ მხრივ ყველაზე ავტორიტეტული საბჭოთა ტოპო რუკებია სადაც ძირითადად 5068.8 მ წერია, მაგრამ ამჟამად აღმოაჩინეს სხვა რუკებიც რომლებზე დაყრდნობითაც ამბობენ რომ 5202.6 მ ია.

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 28 ნოე 2010, 00:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
თბილისი ზღვის დონიდან რა სიმაღლეზეა და ოფიციალურ წყაროებში დედაქალაქის რომელი
წერტილია მითითებული ნიშნულად?

საქართველოს გეოგრაფიული წერტილები ზღვის დონიდან

Posted: 29 ნოე 2010, 09:53
by Nika
GAMARJOBA SAKARTVELO
როგორც მახსოვს თავისუფლების მოედანი რომელიც 440 მეტრზეა.


სიმაღლეების გაზომვაზე ერთ რჩევას მოგცემთ. არ ენდოთ GPS-ებს, ალტიმეტრებს და მსგავს მოწყობილობებს.
GPS-ს ვერტიკალური ცდომილება 50 მეტრამდეა (ზოგჯერ მეტიც). ალტიმეტრები კიდე საერთოდ ამინდის მიხედვით სხვა და სხვა სიმაღლეს აჩვენებენ.
Google-ს სიმაღლეებიც რო ნახოთ აცდენილია ბევრგან. მაგალიტად ხეობა ნახეთ 3D-ში და გამოჩნდება რო მდინარე ყველაზე ღრმა ადგილას არ გადის ბევრგგან.

მე სხვა მეთოდი გამოვნახე. ამ მეთოდის საბოლოო სიზუსტე არაა მაღალი (20 მეტრამდე ცდომილება მაინც ექნება მიახლოებით) სამაგიეროდ გარანტირებულ 20 მეტრს იღებ.

ამისათვის იღებ GPS ადგილდმებარეობას. და შემდეგ უკვე გენშტაბის ტოპორუკაზე უყურებ ამ ადგილის.

ამ მეთოდით ბევრგან ზუსტად ის სიმაღლე გამოვიდა რაც რეალურად წყაროებში მოიხსენება.


აბანოს უღელტეხილი თუშეთის გზაზე. 2850 მეტრი ზღვის დონიდან.


სოფლებს რაც შეეხება ზემო ერმანი 2100-2200-ზეა. თუმცა ამ სოფლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს (გასაგები მიზეზების გამო). გენშტაბის რუკით რაღაც ნაგებობები ამ ნიშნულზე მაღლაცაა მარა სახლები თუა მაგ სიმაღლეზე უცნობია.