Искусство выживания

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
alkapone
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 13 ოქტ 2005, 13:42
Location: Tbilisi
Искусство

Post by alkapone » 15 იან 2006, 17:02

LOKI
შენ ადგილას დისერტაციას დავიცავდი :D :D :D
მიფრთხილდით ხალხნო!!!!!!!!!!!!!!

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 16 იან 2006, 21:54

alkapone
:D :D კარგია რომ ჩემს ადგილას არ ხარ :D :D :D :D :D

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
Искусство

Post by mika » 16 იან 2006, 23:54

სუბიექტური შენიშვნები lokis რჩევებზე :)

9.პუნქტი მე როგორც მომავალი ექიმი(ფსიქიატრი)ნამდვილად არ გირჩევდით ფარარათის მიზეზის დაუდგენლად .ანტიფაღარათული საშუალების დალებას..რომლებიც ასევე არის სხვადასხვაგვარი მოქმედების.ანუ სხვადასხვანაირად აჩერებს ფაღარათს..

10. თვალის წვეთები ""რა ჯანდაბააა"" :lol: (ანუ უამრავნაირი თვალში ჩასაწვეთებელი წამალია) ... მოკლედ თვალიში რამე თუ შეგესხათ ან სეგივარდათ მთკნარი წყლის ნაკადით უნდა ჩამოიბანოთ..ხო რაც შეეხება დაზიანებას ჯობია დაზიანების სახეობიდან გამომდინარე იმოქმედო....


11. მად ფრთხილად იყავით..ანტიალერგიულებიც მრავალია..ალბათ შენ ანტიჰისტამინურს გულისხმობდი......

12. პარაცეტამოლი ჯობია მაინც მდგოომარეობიდან გამომგინარე იხმარო..კეტანოვიც........არის სიტუაციები როცა პარაცეტამოლმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს (ნუ ამახსნევინებთ)პლზ

13. ნუ ტურმანიძე და რამე მაზები თუ არ მოგარჩენს არ მოგკლავს მაინც :):):)

14. კორვალოლი აზზრზე არ ვარ ისე კი მეცნობა მაგ სახელი... მაგრამ FDA არასერტიფიცირებული წამალია მგონი..მემგონი რაღაც მცენარეული სისულელე უნდა იყოს......


17.აუ ანტების საწინააღმდეგოების მიღებას მოერიდეთ....




ეხლა კი ჩემი რამოდენიმე რჩევა :)

1. წაიყვანეთ პახოდში ექიმი (თავისი პრიბამბასებით) და არ დაგჭირდებათ ამხელა რჩევების დაზეპირება....

2. და კიდე ფსიქოტერაპევთი წაიყვანეთ ზოგს ხო იცი ბუნებაც ვერ აწყნარებს...ზოგს კიდე ნერვები არ ემორჩილება მარშუტის 121კმ.12მ-ზე
:lol:

ხო ეს ბოლო რჩევა გასათვალისწინებელია ინდივიდუალური და ჯიბის სისქის ზომიდან გამომდინარე.. :lol: :lol:









გაიცინეთ რა თორე თორე გამიტყდება
medical student

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 17 იან 2006, 01:01

mika
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
საღოლ ძმაო :lol: :lol: :lol:

აი ესე არ ჯობია?? ექიმი თუ ხარ კაცო და თანაც კომპეტენტური რას მაწერინებ აქ არა ექიმ კაცს რაგაცეებს :lol: :lol:

ეხლა მეც შემოგიერთდები საკუთარი თავის შენეშვნებში.
ხოო სადღაც ტყეში რომ ხარ და ყოველ 5 წუთში გიწევს გირჩების მოძებნა :lol: :lol: :lol: და ბუჩქებში გაქცევა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ის დროა რომ მაგის მიზეზი და გამოკვლევა ატარო მართალი ხარ. (ხო ისე სამედიცინო თვალსაზრისით მაგ დროს ორგანიზმი ძალიან ბევრ სითხეს კარგავს და შეიძლება უფრო ცუდ შედეგამდე მივიდეთ ვიდრე ფაღარათი) ასე რომ მემგონი რაიმე საშუალების ქონა მაინც არ იქნებოდა ურიგო თუმცა თქვენი საქმისა თქვენ იცით :D :D :D


მოკლედ მართალი ხარ ერთი პატარა "აპტეჩკას" ტარებას ჯობია ექიმი ატარო :D :D :D :D ერთ 80 ლიტრიან ზურგჩანთაში კი ჩაეტევა მამენტ დაკეცილი :D :D :D :D
კარგია რომ ყველასათვის გაუგებარი სამედიცინო ტერმინები არ გამოიყენე ისეთები როგორებიცაა ანტიჰისტამინური და მისდაგვარები :D :D :D :D

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
Искусство

Post by Nika » 17 იან 2006, 10:55

mika
1. წაიყვანეთ პახოდში ექიმი (თავისი პრიბამბასებით) და არ დაგჭირდებათ ამხელა რჩევების დაზეპირება....
აუცილებლად უნდა დაემატოს რომ ექიმი არა ჩვეულებრივი უნდა იყოს არამედ პახოდები ექიმი. შენ კარგად გახსოვს ალბათ ჩვეულებრივმა ექიმმა ვასოს რა უქნა აწყურის გზაზე.

სხვებს მოვუყვები, ვასომ ("ბოკე"-ზე შეგიძლიათ გაიცნოთ) იტკინა მუხლი. და ვეღარ დადიოდა. არა და წინ კიდე 15 კილომეტრი სავალი იყო მთებზე. ხოდა ამ ექიმმა რაღაც წამალი დაალევინა (ვერც გავიგეთ რა წამალი იყო, ბოლომდე ამტკიცებდა რომ გამაყუჩებელი არ იყოო და მარტო ანთების საწინააღმდეგო), მოკლედ ვასოს დაერხა. ცხენზე შევსვით და ხენიდან ვარდებოდა ისე გაითიშა ამ წამლის მიღების შემდეგ. შუაგზაში გავჩერდით და ცხენიდან რო ჩამოვიდა ეგრევე დაიძინა და 1 საათი ეგრე იყო. მერე კიდე გული აერია და ბოლოს ცოტა აზრზე მოვიდა.

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 17 იან 2006, 13:34

Nika
:D :D :D :D :D :D :D :D :D
მასეთი წამლების მისაღებად ხალხი ერთმანეთს ხოცავს.... :D :D :D :D
:D :D :D

User avatar
დათიკო
ასფალტზე მოარული
Posts: 15
Joined: 16 იან 2006, 21:51
Искусство

Post by დათიკო » 18 იან 2006, 03:44

გამარჯობათ :)
ყველას მოგესალმებით.
ეს ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე :)

მსურს გავიგო თქვენი აზრი კვების შესახებ. კონკრეტულად კი სოკო, თევზი, ბალახ-ბულახი და ა.შ.

მე და ჩემი მეგობრები ერთ დროს დაახლოებით თვენახევარი ვცხოვრობდით ტყეში. ახლოს სიონის ტბასთან. თავიდან გვქონდა ფქვილი, შქარი და სხვა საჭირო რამეები, მაგრამ შემდეგ ისე მოგვეწონა, რომ არავის არ გვინდოდა სახლში დაბრუნება და შევრჩით...კარავი, წიგნები... ნუ ერთი სიტყვით რამანწიკა :D
მოკლედ, აღარ გვქონდა არც პური და არც სხვა სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტი. შემდგომ ჩვენი საკვები იყო სოკო (ხის) და თევზი. ჩაის ვსვამდით ან ველური პიტნის ან მინდვრის შვიტასგან.

ამჯერად კარგი იქნება შევიტყოთ სხვა რა შეიძლებოდა მოგვეპოვებინა ჩვენი მენიუ რომ უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო...

მე კიდევ ვაპირებ ტყეში ღამეების თევას და დიდად მადლობელი ვიქნები თუ თქვენს აზრს შემაწევთ :)
"ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა."

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Искусство

Post by lama » 18 იან 2006, 14:55

დათიკო
აუუუუუუ რა გამიხარდა შენნაირი კაცის შემოსვლა ამ ჩვენს ფორუნზე ვააააააააააააააააააააააა ბრავო ბრავო ბრავოოოოო შენ შენს ავათარზე გეტყობა რა კაციც იქნები
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
Искусство

Post by Mrs. Robinson » 18 იან 2006, 15:44

დათიკო
მოგესალმები!!!
კეთილი იყოს შენი ფეხი კარავში. :)
რაც შენ მოყევი, ანუ ადამიანის ცხოვრება ველურ ბუნებაში ხანგრძლივი პერიოდით (თვენახევარი საკმაოდ დიდი დროა) , ძალიან საინტერესო თემაა.... ამის შესახებ კითხვა, თუ ფულმების ყურება უუუუუზომოდ მხიბლავს და მშურს ასეთი ადამიანების. თუმცა მე მსგავსი რამ არანაირად არ მაქვს გეგმებში...............
ეტყობა თავისუფალი დროც თავზე საყრელად გაქვს ხო?
lama
შენი აღფრთოვანება ძალიან გასაგებია!!!!!!!!!! ავატარი როგორც კი დავინახე შენ გამახსენდი.... :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Искусство

Post by lama » 18 იან 2006, 16:00

Mrs. Robinson
ხოოოო არააააა :lol: :lolapachi: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :wink: :wink: :wink: :wink: lol: :lolapachi: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :wink: :wink: :wink: :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
დათიკო
ასფალტზე მოარული
Posts: 15
Joined: 16 იან 2006, 21:51
Искусство

Post by დათიკო » 18 იან 2006, 20:00

დიდი მადლობა თბილად მიღებისთვის :)
Mrs. Robinson wrote:დათიკო
მოგესალმები!!!
კეთილი იყოს შენი ფეხი კარავში. :)
რაც შენ მოყევი, ანუ ადამიანის ცხოვრება ველურ ბუნებაში ხანგრძლივი პერიოდით (თვენახევარი საკმაოდ დიდი დროა) , ძალიან საინტერესო თემაა.... ამის შესახებ კითხვა, თუ ფულმების ყურება უუუუუზომოდ მხიბლავს და მშურს ასეთი ადამიანების. თუმცა მე მსგავსი რამ არანაირად არ მაქვს გეგმებში...............
ეტყობა თავისუფალი დროც თავზე საყრელად გაქვს ხო?
ადრე მქონდა დრო.
ეხლა სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო მაქვს :(
თუმცა ვიმედოვნებ რომ "პახოდებისთვის" დრო ყოველთვის უნდა გამონახო. :)
"ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა."

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 19 იან 2006, 00:18

დათიკო
კაი გამარჯობა შენ მეგობარო
მაგრად გივაჟკაციათ:)
ჩემი რეკორდი მხოლოდ 3 კვირაა მეგობრებთან ერთად
და ერთი კვირა მარტო:) (სულიერად გავნატლდი განდეგილი ვიყავი ცოტა ხნით :D )

რა თქმა უნდა კვებას რაც შეეხება კვების რაციონი იმ გარემოზეა დამოკიდებული სადაც მოხვდები. ზოგადად თუ მივუდგებით კვების ამბავს ბუნებაში ანუ ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება გამოვიყენოთ ცხოველური ან მცენარეული საკვები ხო?( სხვა გზა არა არის :D :D :D )
დავიწყოთ ცხოველურით. საქართველოში გავრცელებული ცხოველებიდან საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ ირემი, კურდღელი, ბოცვერი, ციყვი, ვირთხა, თაგვი,მელა ... (ნუ არა მგონია დათვი ან ტახი დაგეგდოთ იქ რომც მოგენდომებინათ ძაან დამშეულები უნდა ყოფილიყავით :D :D :D :D ) ეს ყველაზე მეტად გავრცელებული ცხოველებია. ცხოველებს ისეთებს როგორიცაა კურდღელი, ბოცვერი აუცილებლად უნდა მოვაჭრათ ჯირკვლები წინა ფეხებს ქვეშ და გავის ძვლის გვერდებზე (პირადად მე ციყვი მიმირთმევია ტყავგაცლილი მეტად წააგავს ვირთხას ასე რომ ჯობია დიდიხანს არ ვუყუროთ)

ეგზოტიკური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ მინდა გითხრა რომ ხმელეთის ნებისმიერი გველის ჭამა შეიძლება. იჭმევა ასევე ბაყაყიც და ხვლიკიც. როგორც წესი ბაყაყის ფეხებს იყენებენ მხოლოდ. აუცილებლად მომზადების წინ უნდა კანი მოვაძროთ გველსაც ბაყაყსაც და ხვლიკსაც. ( მე პირადად არც ერთი ქვეწარმავალი არ გამისინჯავს ამბობენ რომ ქათმის ხორცის გემო აქვს :D :D :D )

ასევე პრაქტიკულად ნებისმიერი ფრინველის ჭამა შეიძლება გარდა არწივისა და ძერისა. იჭმევა აბსულიტურად ნებისმიერი ფრინველის კვერცხი. ის ფრინველი რომელიც თევზით იკვებება ჯერ უნდა გავპუტოთ მერე მოვაცალოთ ტყავი ტყავქვეშა ცხიმის ჩათვლით, შემდეგ ჩავალბოთ მარილიან წყალში, შემდეგ მოვხარშოთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ნახარში უნდა გადავასხათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვამზადოთ ეს ფრინველი როგორც გაგვისწორდება ან შევწვათ ან მოვთუთქოთ ..

მტკნარი წყლის ნებისმიერი თევზი იჭმევა ასე რომ მაგაზე უკან არ დავიხიოთ :D :D ისე არსებობს შხამიანი ზღვის თევზები, რომლებიც ხანგრძლივი ხარშვის შემდეგაც არ იჭმევა.

გადავიდეთ მცენარეულობაზე

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 19 იან 2006, 00:45

მცენარეული საკვები
1. თითქმის ყველგან გვხვდება მჟაუნა და ჭინჭარი. ამ მცენარეების საშუალებით მშვენიერი ფხალი გამოდის და მშვენიერი სუფი.
2 სოკო მიზანშეწონილია ვხარშოთ ერთი საათის განმავლობაში და შემდეგ შევწვათ ან მოვთუთქოთ. საერთოდ უცნობ სოკოს ჯობია არ შევეხოთ!!! (ისე როგორც ერთმა მეგობარმა მითხრა მშიერ სიკვდილს გამაძღარი მაინც მოვკვდებიო :D :D :D :D :D :D )
3 ოროვანდის ფესვებიც იჭმევა (და ტანაც მეტად სასარგებლოა) მოხარშული. მაგრამ ფესვები უნდა მოვაგროვოთ მხოლოდ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე როცა კი პირველი ფოთლები გამოჩნდება. ოროვანდიც მეტად გავრცელებულია საქართველოში.:)
4.საკვებად გამოსადეგია კიდევ გვიმრის ნაყარი, რომლებსაც ამარილებენ აშრობენ (ასე ინახავენ). მათი მომზადებისთვის ჯერ უნდა მოვხარშოთ 20 წთ და შემდეგ შევწვათ.

კაკალს და თხილს თქვენც კი იცნობთ :D :D :D
მეტი არ ვიცი თუ რამეს შემომაშველებთ ხომ კარგი:)

User avatar
დათიკო
ასფალტზე მოარული
Posts: 15
Joined: 16 იან 2006, 21:51
Искусство

Post by დათიკო » 19 იან 2006, 01:25

LOKI
ფრინველები აქტუალური აღარ არის ფრინველის ვირუსთან დაკავშირებით :D

აი, ვეგეტარიანულ მენიუს კი დიდი სიამოვნებით გავზრდიდი.

ძალიან დიდი სურვილი მაქვს შევისწავლო სოკოს ცნობა. რომ მახსენდება რა ნაირნაირი სოკო იყო და დამშეულებს რამდენჯერ დაგვიკრეფია და შემდეგ გადაგვიყრია... :( :D
თუ არსებობს სადმე ონლაინ ვიზუალური კატალოგი სადაც ფოტოების მიხედვით შევძლებთ შევისწავლოთ ესა თუ ის სოკო?

ოროვანდის ფესვები არ ვიცი. თუ შეგიძლია დააკონკრეტო რომელია?
და გვიმრის ნაყარიც საინტერესოა... მაოპატიე, მაგრამ ვერ მივხვდი ნაყარში რა იგულისხმება. ძირს ჩამოყრილი გვიმრის ფოთოლი? თუ რაიმე სხვა?

თევზაობას რაც შეეხება, მაგაში სწავლება ნამდვილად არ მინდა. გინდა გოდრით, გინდა ანკესით, თუ დონკით ;)
ეგ რომ არ ყოფილიყო დავწყდებოდით :D
ეჰ, როგორ მომენატრა :)

მორჩა, ვიწყებ აღჭურვილობის შეძენას (ან დაბრუნებას, რაც მქონდა :D)
"ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა."

User avatar
LOKI
ბოდიალა
Posts: 204
Joined: 02 იან 2006, 02:10
Location: დედამიწა
Искусство

Post by LOKI » 19 იან 2006, 01:39

დათიკო
კარგი ფრინველებს შევეშვათ წელს

სოკოს ცნობას რაც შეეხება. წიგნები ძალიან ბევრია. თუნდაც ენციკლოპედია აიღე. ნეტში არ დავინტერესებულვარ მაგრამ აუცილებლად იქნება. ნეტში ყველაფერია :D :D :D :D

ოროვანდი რუსულად лопух ეს ის მცენარეაა მინდორში რომ მიდიხარ და შარვალზე რომ ეკრობა შეგიძლია სურათი ნახო. მე საუბარი მქონდა ე.წ. ჩვეულებრივ ოროვანდზე (მისი რამდენიმე სახეობა არსებობს)

:D :D ნაყარი არის ახლად ამოსული ტოტები ახალგაზრდა ტოტები

თევზაობას რაც შეეხება თევზაობის განყოფილებაში ვისაუბროთ ჯერჯერობით მეთევზე ხალხი ცოტა ვართ ფორუმზე :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]