მცენარეების ჭამაზე, საინტერესო მასალა მაქვს და გაგიზიარებთ, აქამდე ვისაც ვუთხარი (თუ ბოლომდე მომისმინა, ყველას მოეწონა
)
ბუნებაში უამრავი მცენარეა და როცა საქმე მიდგება უცნობი მცენარეებიდან რაიმეს შეჭმაზე, გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთი მცენარის სულ მცირე ნამცეცის გასინჯვამ ან გაღეჭვამ შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები გამოიწვიოს... თვით ფატალურიც კი... (გევიდა გაღმა). ამიტომ ჯობია გამოიყენოთ საკვებად ვარგისიანობის შემოწმების უნივერსალური ტესტი (Universal Edibility test)
1. ერთ ჯერზე შეამოწმეთ მცენარის მხოლოდ ერთი კომპონენტი
2. დაყავით მცენარე მის ძირითად კომპონენტებად: ფოთლები, ღერო, ფესვები, ყვავილები
3. უსუნეთ მცენარეს, ხომ არ აქვს მას მძიმე ან მომწამლავი სული. გახსოვდეთ მხოლოდ სუნით ვერ განსაზღვრავთ იჭმება მცენარე თუ არა.
4. არ ჭამოთ არაფერი 8 საათის განმავლობაში ვიდრე ტესტირებას დაიწყებთ.
5. იმ 8 საათის განმავლობაში როცა თავს იკავებთ ჭამისგან შეამოწმეთ კონტაქტზე მცენარე. კერძოდ, ჩაიდეთ მცენარის ის კომპონენტი, რომელსაც ამოწმებთ იდაყვის შიდა მოსახრელში. როგორც წესი 15 წუთი გაჩერება საკმარიასია რომ რეაქცია გამოიწვიოს.
6. ტესტის პერიოდში არაფერი ჩაიდოტ პირში გაფილტრული წყლის და იმ მცენარის კომპონენტის გარდა, რომელსაც ამოწმებთ.
7. აიღეთ მცირე ნაწილი მცენარის კომპონენტისა და მოამზადეთ ის ისე როგორც აპირებთ მომავალში რომ ჭამოთ (ანუ, უმად, მოხარშული...)
8. სანამ პირში ჩაიდებთ მმზადებულ ნაწილს, მისი პატარა ნამცეცი შეახეთ ტუჩის გარე მხარეს, რომ შეამოწმოთ ხომ არ გსუსხავთ ან გწვავთ ტუჩს.
9. თუ 3 წუთის განმავლობაში ტუჩზე რეაქცია არ გქონდათ, დაიდეთ მცენარის ეს კომპონენტი ენაზე და გააჩერეტ იქ 15 წუთი.
10.თუ არაფერი რეაქცია არ ქონდა, საგულდაგულოდ დაღეწეთ ის და გაიჩერეთ პირში 15 წუთი.
არ გადაყლაპოთ.
11. თუ არაფერი უბედურება არ დაგემართათ, გადაყლაპეთ საკვები.
12. დაიცადეთ 8 საათი. თუ რაიმე ავადმყოფობის სიმპტომი შეამჩნიოთ (გარდა შიმშილისა
) გამოიწვიეთ ღებინება და დალიეთბევრი წყალი.
13. თუ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ დაფიქსირდა, მცენარის ამ კომპონენტისგან დაამზადეთ მცირე რაოდენობა ამავე წესით და მიიღეთ. დაიცადეთ კიდევ 8 საათი, თუ არაფერი დაგემართათ (გარდა ნერვოზისა
) ამ მეთოდით მომზადებული მცენარის ეს კომპონენტი საკვებად ვარგისია.
შენიშვნა: შემაოწმეთ მცენარის ყველა კომპონენტი ცალ-ცალკე, ერთ-ერთის ვარგისიანობა არ ნიშნავს რომ სხვებიც უსაფრთხო იქნება. და ასევე, თუ მოხარშული ვარგისია, არ ნიშნავს რომ უმიც ივარგებს. შეამოწმეთ უმიც, თუ უმად აპირებთ ჭამას.
ამის შემდეგ ერთი ყველაზე კაი რჩევა: სანამ რომელიმე მცენარეზე გადაწყვეთ ამ ტესტის ჩატარებას დარწმუნდით რომ იმ არემარეში ეს მცენარე ბევრი იზრდება
, რომ ამდენი დრო და მოთმინება ღირდეს ცდად. მართლაც მცენარის თითოეული კომპონენტი 24 საათიან ტესტს მოითხოვს.
რომც გაარკვიოთ რომ მცენარე საჭმელად ვარგისია, შეჭამეთ ცოტა-ცოტა. მშიერ კუჭზე ბევრმა კეთილშობილმა მცენარემაც კი შეიძლება ცუდი რეაქცია გამოიწვიოს.
გისურვებთ პირველივე ცდაზე საკვებად ვარგისი მცენარე შეარჩიოთ.
ეხლა დავიძინებ და როგორ უნდა შეარჩიოთ მცენარე ამას მერე მოგიყვებით