Page 1 of 7

Искусство

Posted: 09 იან 2006, 22:07
by LOKI
გთავაზობთ აქ დავწეროთ ის რჩევები რომლებმაც შეიძლება ველურ ბუნებაში გადაგვარჩინოს. შიშველი ხელებით
ადამიანი vs ბუნება
მზის მიხედვით დროის განსაზღვრიდან დაწყებული თავშესაფარის და საკვების მოპოვებით დამთავრებული.






ქართულად ცოტა "ისე" ჯღერს გადარჩენის ხელოვნება ამიტომ სათაური რუსულია :D

Искусство

Posted: 09 იან 2006, 23:12
by LOKI
ნებიემიერ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამიანს იმისთვის რომ გადარჩეს ჭირდება:
ა)წყალი ბ)საკვები გ)ცეცხლი დ)თავშესაფარი

ადამიანი დღეში კარგავს 2-3 ლიტრ წყალს (რა კარგია მაინც რომ რაღაცას ვიმახსოვრებდი იქიდან რასაც მასწავლიდნენ :lol: ). ამასთან ცხადია სუნთქვისა და ოფლდენის შედეგად წყლის დაკარგვის ხარისხი დამოკიდებულია მუშაობის ინტესივობაზე.
ყოველთვის ეცადეთ დაბანაკდეთ სასმელი წყლთან ახლოს. მაგრამ ჩვენ საუბრობთ ექსტრემალურ სიტუაციებზე სადაც ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა :) . ამიტომ ალბათ შემდეგი რჩევები გამოგადგებათ
1)პირველ რიგში ორგანიზმის მიერ წყლის ხარჯვა მინიმუმამდე დავიყვანოთ. დავლიოთ წყალი პატარა ყლუპებით და შეძლების დაგვარად დიდხანს გავაჩეროთ პირში. ვეცადოთ ვიმოძრაოთ ნაკლები. არ მოწიოთ! თავი შევაფარპთ ჩრდილს თუ ჩრდილი არაა ხელოვნურად გავაკეთოთ რაიმე თავშესაფარი. არ დავჯდეთ(დავწვეთ) თბილ მიწაზე ან ქვაზე. ვჭამოთ რაც შეიძლება ნაკლები იმიტომ რომ საჭმლის მონელებისას გამოიყენება სითხე და ამ დროს ორგანიზმი სითხის დიდ მოცულობას კარგავს. განსაკუთრებით ცხიმების შემთხვევაში (თან კალორიებსაც მიაქციეთ ყურადღება ძაან ნუ გავსუქდებით :lol: :lol: ) ალკოჰოლურ სასმელებს ნუ მიიღებთ რადგან ალკოჰოლი სითხისგან ცლის სხვადასხვა საციცოხლო ორგანოს. რაც შეიძლება ნაკლები ვისაუბროთ (ეს განსაკუთრებით მანდილოსნებს ეხება :lol: ) და ვისუნთქოთ ცხვირით და არა პირით.
თუ დიდი ხნის განმავლობაში თქვენ წყლის გარეშე იყავით ნუ დაეძალებით წყალს ხარბად, დალიეთ პატარა ყლუპებით. რადგან გამომშრალ ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის მიღება იწვევს ღებინებას და შედეგად კიდევ უფრო მეტი სითხის დაკარგვას



შემდეგ ვისაუბროთ თვით წყლის მოპოვებაზე:)


Искусство

Posted: 09 იან 2006, 23:34
by Gvalva
LOKI

მაგარი ხარ!!!

თანძააან!!! :)

რამდენი ხანია მეც მინდოდა ამდაგვარი რამის გადმოთარგმნა, და ვერ ვითავე.

შენ რაც დაწერე ბევრი რამ მართლაც მნიშვნელოვანია და თუ დავიმახსოვრეთ და გავითვალისწინეთ მაგრად გამოგვადგება :)

მადლობა!!!

Искусство

Posted: 10 იან 2006, 00:04
by LOKI
თუ ახლო მახლოს არ არის წყალსაცავი ერთადერთი რაც დაგვრჩენია ვეძებოთ ე.წ. მიწისქვეშა ან გრუნტის წყლები რომლებიც წარმოიქმნება წვიმის ან თოვლის დნობის შედეგად. გრუნტის წყლის სიღრმე დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე ანუ რელიეფზე და ნიადაგზე.


მთაში უნდა ამოვთხაროთ დამშრალი მდინარის კალაპოტში. რადგან წყალი ხშირად გვხვდება ხრეშის ფენის ქვეშ. თუ გაგვიმართლა და თოვლს წავაწყდით(წაუბილწავს რა თქმა უნდა :lol: ) უბრალოდ რაიმე ჭურჭელში ვდებთ და ვათAვსებთ მზეზე ქარისგან და მტვრისგან დაცულ ადგილას

უნდა დავაკვირდეთ წყლის არსებობის ნიშნებს ამაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ა)ცხოველთა ნაკვალევი. ალბათ იცით რომ ცხოველები ერთი და იგივე ბილიკით მიემართებიან წყალსაცავისკენ:)და თუ რამდენიმე ცხოველის ნაკვალევი თანხვდება ესეიგი ეს სწორედ ის ბილიკია ბ)ფრინველთა ფრენის მიმართულება (თბილ ქვეყნებში ნუ გაყვებით :lol: ) გ)მცენარეული საფარი. გვახსოვდეს რომ შემდეგი მცენარეები ტირიფი, ანწლი, ჭილობი, ჭილი.... მხოლოდ იმ ადგილას იზრდება სადაც გრუნტის წყლები ზედაპირთან ახლოს

ფხვიერ ნიადაგში წყალი უნდა ვეძებოთ ყველაზე დაბალ ადგილას ანუ საერთო დონიდან დაწეულ ადგილებში ან იმ ადგილებში სადაც ფერდობი გადადის ხეობაში სანამ თხრას დავიწყებთ წყლის არსებობის ნიშნებს უნდა დავაკვირდეთ უნდა ამოვთხაროთ მაგალითად იქ სადაც ყველაზე დამრეცი ციცაბო ფერდობი გადადის ხეობაში ან იქ სადაც ხშირი ბალახია ამ ადგილას ალბატურია რომ წვიმების პერიოდში იყო წყლის დაგუბება.
ხეობებში ტყეებში როგორც წესი გრუნტის წყლები არც ისე ღრმადაა და პატარა ორმოც საკმარისია ხოლმე


მოკლედ ეს იყო რაც კი სადმე წამიკითხავს და ერთი ორჯერ პრაქტიკაშიც მიცდია უბრალოდ ინტერესის გამო. ასე რომ თუ საჭიროების გამო არა თუნდაც ინტერესის გამო შეგიძლიათ სინჯოთ წყლის მოპოვება.

ხო რაც მთავარია ასე მოპოვებულ წყალს ეგრევე ნუ დაეძალებით ჯერ უნდა გავფილტროთ. გაფილტვრაზე შემდეგ სერიაში:) ცოტა არ იყოს და დავიგალე :lol: :lol:

Искусство

Posted: 10 იან 2006, 00:31
by LOKI
Gvalva
ვშრომობ ფორუმისა და ერის საკეთილდღეოდ :lol: :lol:

Искусство

Posted: 10 იან 2006, 00:33
by Gvalva
LOKI

შენი რჩევები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ის რაც მე მახსოვს ანალოგიური დამხმარე სახელმძღვანელოებიდან. ამის მიუხედავად მე მაინც გადავთარგმნი და მოგაწვდით ჩემსასაც.

საქმე ეხება... საკვების მპოვებას, ანუ, როდესაც უკაცრიელ კუნძულზე მოხვდები, როგორ უნდა განსაზღვრო რომელი მცენარეებია საჭმელად გამოსადეგი და რომელი საზიანო. :)

ეს გვიან დაგვჭირდება უფრო ალბათ ;) :D

Искусство

Posted: 10 იან 2006, 00:35
by LOKI
Gvalva
ნებისმიერი რჩევა გამოგვადგება მე ჯერ შევეცდები წყლის თემა ამოვწურო:)

Искусство

Posted: 10 იან 2006, 16:06
by Druides
LOKI
შენს მერე მე დავწერ არქტიკულ სარტყელში გადარჩენის შესახებ....... :P

Искусство

Posted: 10 იან 2006, 17:14
by pauna
LOKI
დიდი მადლობა ასეთი რჩევისთვის.... ძალიან საჭირო ინფორმაციაა.... თუ რამეს აღმოაჩენ მაგდაგვარს იმედია დაფოსტავ!!!! :) :) :)
"მალადეც"!!!!

Искусство

Posted: 10 იან 2006, 18:42
by LOKI
Druides
შეგიძლია ჩემამდე დაწერო არ მეწყინება და თუნდაც მთვარეზე გადარჩენის შესახებ :D :D :D

Искусство

Posted: 10 იან 2006, 18:50
by Druides
LOKI
უბრალოდ ერთმანეთში რომ აარ აირიოს და ახალმა შემოსულმა ვერაფერი გაიგოს..... :lol:

Искусство

Posted: 10 იან 2006, 19:17
by kirk_hammett
Druides

ხო,მაგაზე მეც ვიცი რაღაცეები და რომ დაპოსტავ შემოგიერთდები :lol:

Искусство

Posted: 10 იან 2006, 19:57
by alkapone
LOKI
მაგარიიიიი ხაააარ ძააააან 8) 8) 8) 8) 8)

Искусство

Posted: 10 იან 2006, 21:50
by LOKI
რა მაგარი ვყოფილვარ და არ ვიცოდი :D :D :D მადლობთ კეთილო ხალხო რომ თვალები ამიხილეთ :D :D

ეხლა კი თქვენის ნებართვით გავაგრძელებ წყლის თემას. კიდევ რაღაცეები მოვქექე :D ამ ნაშრომში გამოყენებულია აწ გარდაცვლილი ჟურნალ "охота" ს შემთხვევით ნაპოვნი ფურცლებიდან ამონარიდი(ეს იმისთვის რომ საავტორო უფლებები არ დაირღვეს) და რა თქმა უნდა თქვენი მონა მორჩილის მწირი გამოცდილება :D :D :D (საკანდიდატოს ვწერ თითქოს)

მაშ ასე თუ მას აშე :D დავიწყეთ
არსებობს რამდენიმე მეთოდი რომლის გამოყებნებიტაც შეგვიძლია წყლის დეზინფექცია.მაგრამ სანამ მათ განხილვას დავიწყებდეთ გახსოვდეთ!!!!! მოერიდეთ ისეთ წყალსაცავებს რომლის ნაპირას მცენარეულობა არ ხარობს და საერთოდ ცოცხალი არსების კვალი არ ჩანს ისინი აუცილებდლად ინფიცირებულია ანუ დაჭუჭყიანებულია. ყოველ შემთხვევისთვის თუ წყალი აღებულია საეჭვო წყაროდან აუცილებლად აადუღეთ ის საშუალოდ 8-10 წუთი და თუ ნამდვილად დაბინძურებული ადგილიდანაა მაშინ არანაკლებ 30 წუთისა

პირველი და ყველაზე მარტივი მეთოდი დეზინფიცირებისა ჩემი აზრით ეს არის ტაბლეტები რომლების შეძენაც აფთიაქებში შეგიძლიათ. ჩააგდებთ თუნდაც ტბის წყალში და ყველაფერი რიგზეა.ამის ნათელი მაგალითია ის რომ დღეს მე ამ თემას ვწერ :D :D (ანუ იმის რომ ასეთი მეთოდი მუშაობს) ერთ ერთი ასეთი ტაბლეტაა пантоцид -ი 1-2 ტაბლეტი 1 ლიტრ წყალში და გააჩერეთ 30 წუთი თუ წყალი ძლიერ დაბინძურებულია მაშინ ტაბლეტების რაოდენობას ვაორმაგებთ. ამ დროს წყალი იწმინდება და ყველა საზიანო ნივთიერება ილექება (მთლად ძირამდე ნუ ჩაცლით კაი ქართული თასივით )

დეზინფექციისთვის გამოდგება ასევე იოდი. 2-3 წვეთი ერთ ლიტრ წყალში კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ ერთი საათი

კიდევ ერთი მეთოდი: უნდა ავიღოთ ნაძვის, ფიჭვის, სოჭის ან კედარის ახალგაზრდა ტოტები 200-300 გრ ერთ ვედრ წყალზე დავადუღოთ 30-40 წუთი. შემდეგ იქვე ჩავყაროთ მუხის, თხმელის ან ტირიფის ფესვების რამდენიმე ნატეხი ამის შემდეგ ვადუღოტ კიდევ 10 - 15 წუთი და შემდეგ დავაცადოთ გაციება. შემდეგ ვიღებთ ტოტებს ჭურჭლიდან. ყველაფერი ზედმეტი დაილექება ფსკერზე ამიტომ წყალი ფრთხილად უნდა გადმოვიღოთ ვედროდან. ნალექამდე!! არც ცადოთ გემო გაუსინჯოთ ნალექს :D :D :D (ყავა არ არის)
მოცემული მეთოდიც გამოუყენებია თქვენს მონა მორჩილს და ის მუშაობს(მგონი ჯერ არაფერი მაწუხებს)

ანალოგიურად შეიძლება მაციწვერას, ბურბურას და ველური იის გამოყენება 200-300 გრ ერთ ვედროზე და 20-30 წუთი დუღილი

ეს იყო წყლის დეზინფექციის ჩემთვის ცნობილი რამდენიმე მეთოდი :)

აი ასეთ ლამაზ წყალსაცავებს მოერიდეთ:)

Искусство

Posted: 11 იან 2006, 12:19
by Mao
LOKI

Maos sakhit kidev erti pani sheidzine. visiamovne.