Page 1 of 1

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 12:51
by sharaxvetia
მოგესალმებით ჩემო კეთილო და პატიოსანო კარველებო :P პატარა რჩევა მჭირდება თქვენგან :) ამ თვის 30 რიცხვში ჯგუფს შევპირდი ექსკურსიაზე წაყვანას და ანანური შევარჩიე, მაგრამ მითხრეს მარტო ანანურში წასვლა, ქეიფი და უკან წამოსვლა პატარა მარშუტიაო და იქნებ რამე დავამატოთო :P

მოკლედ გეცოდინებათ თქვენ კიდევ რა შეიძლება ვნახოთ ანანურისკენ გზაზე ან მის შემდეგაც ახლო მანძილებში ან იქნებ საერთოდ სულ სხვა მარშუტი შემირჩიოთ :)

ხოდა კიდევ დაახლოებითი თანხა იქნებ მითხრათ რას მომთხოვს მინი ბუსის მძღოლი :P

წინასწარ გმადლობთ ყველას დახმარებისთვის :)

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 15:47
by qvevri
ზუსტად ანანურის გადასწვრი არის ერთი ნასოფლარი ავენისი სდაც დგას ერთი საინტერესო ეკლესია. ამავე ეკლესიასთან კი დგას ლეგენდარული უთხოვარის ხე, რომლის ასაკიც რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. ანანურს რომ გასცდებით ავენისში გადასახვევი მერეა. ამის შესახებ არაერთი თემაა გახსნილი ლაშქრობებში და ანბანურ საძიებელში აუცილებლად ნახავ საინტერესო მასალას. ისე არანაკლებ საინტერესო იქნებოდა ასევე დუშეთში, მილახვრიანთკარის, შილაშვილების სასახლე გენახათ. შესანიშნავი ძეგლია და თან დუშეთს არც კი უნდა გასცდე, თითქმის ქალაქშია.

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 16:52
by qvevri
ხოლო თუ ფუძნარში წახვალთ ანანურის შემდეგ ეს მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებათ. ფუძნარსაც ლაშქრობების ანბანურსაძიებელში იპოვი "ფუძნარის გარშემო". ესაა ჟინვალის წყალსაცავიდან გადასახვევი ერწო თიანეთის მხარეს. ფუძნარი წყალსაცავიდან ნახვარი საათის სავალზეა.

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 18:20
by guruli
sharaxvetia - შეგიძლია, ბოდორნაც ჩართო მარშრუტში. ავენისიც ძალიან კარგია, მაგრამ ეგ ორივე ჩაეტევა - ერთმანეთს ხელს არ უშლიან.
qvevri - ფუძნარში თუ წავლენ, მაქედან თვალივში ვერა? :roll: :roll:

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 22:55
by sharaxvetia
qvevri
guruli

ბოდიში ვერ გავიგე ავენისი ხომ წყალსაცავს გაღმაა? მანდ რომ მოხვდებე ჯინვალითან უნდა გადაუხვიო მგონი და მერე ისევ ჯინვალისკენ უნდა წამოხვიდე და ანანურში ისე მიხვიდე თუ ანანურს რო გასცები მერე რაიმე ხიდია?

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 23:01
by paata_
ანანურს უნდა გაცდე ხო

guruli
თვალივში რაღა უნდათ, მაშინ ჩარგალში ავიდნენ :D


თუ დამატებაა გერგეტის სამება დაამატეთ ;)

ანანურისკენ

Posted: 22 მაი 2010, 23:31
by ARCHILI
მლეთა - ავენისი - ანანური - ჯვარი

გეყოფათ მაგ ჯერზე

:)

ანანურისკენ

Posted: 23 მაი 2010, 00:45
by sharaxvetia
ARCHILI
ამხელა მარშუტის შემდეგ სადმე დასხდომას მოვასწრებთ კიდევ?


რაღაც არა მგონია არა?

ანანურისკენ

Posted: 23 მაი 2010, 02:28
by guruli
sharaxvetia
თუ ანანურს რო გასცები მერე რაიმე ხიდია?
ანანურის ციხეს რომ გაცდები, ერთ კილომეტრშია ხიდი.
paata_
guruli
თვალივში რაღა უნდათ, მაშინ ჩარგალში ავიდნენ
ავიდნენ მერე - ცუდი ადგილია თუ შორი? :)