ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by qvevri » 12 დეკ 2010, 21:25

anano
არ დაუჯერო, აზრზე არაა მანქანების.... ერთი ნახე რითი დადის და მერე განსაჯე...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by keto » 12 დეკ 2010, 21:34

ლეონტი wrote:საშუალო კლასის პარკეტის ჯიპია, სამარიაჟო, როგორც სხვა პარკეტის ჯიპები, მაგრამ თუ 2.5 დიზელია და მძღოლიც მაღალი კლასისაა, მით უმეტეს ქალი.
და ძაან უბედურ უგზოობაზე არ ივლის , შეიძლება შეძენა, ხარჯავს დიზელს 8 ლიტრამდე,ხიდი აქვს უკან, ასევე რამაზე ანუ ჩარჩოზე ზის და დამოუკიდებელი დაკიდება წინ.
მოკლედ თუ დიზელია, ანუ ეკონომიური, ფასი არ აღემატება 8000$ და წლოვანება არაუმეტეს 2000 წლისა, ივარგებს, ბენზინი ბევრს დაწვავს.
სასიამოვნო ინტერიერი, ზომიერი კომფორტი და შედარებით კარგი გავლადობა.
დიზელს აქ ვერ იშოვი კორეიდან ჩამოაყვანიე. წინასწარ ვინ კოდი შეამოწმე რომ კორეაში იყოს დამზადებული და არა თურქეთში ან ინდოეთში ან სხვაგან.
სერვისთან დაკავშირებით როგორ არიან ჩვენი ხელოსნები კიასთან?
Keep Smiling...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 12 დეკ 2010, 23:46

qvevri wrote:anano
არ დაუჯერო, აზრზე არაა მანქანების.... ერთი ნახე რითი დადის და მერე განსაჯე...
აბა კარქა დაუკვირდი რასამბობ.
მე რო ქალაქში ყველაზე დანგრეული და გამომპალი ჯიპPიტ დავდიოდი, ისეთ ადგილებში დავდიოდი ჯერ რო არ დაგესიზმრება და შენ შენ საკუთარს კი არა,
ნაქირავებ ჯიწაც ვერ გაიმეტებ იქ სასიარულოდ.
ეხკა კი შევცდი, გავყიდე და ახალი ვიყიდე ჰიუნდაი გალოპერი.
ეგ ვერაქფერს იზამს ისეტს, მაგრამ სამაგიეროდ ხელოსნებში აღარ წავალ.
ჰო მართლა ჩვენი ხელოსნების ელიტა კიასთან კი არა ლუნახოდი რომ მიუყვანო იმასაც გაგიკეთებენ, მხოლოდ ქარხნული ნაწილების მაგიერ იმპროვიზაცია მოდის, და მაგრა აკეთებენ, მალადეც, მაგარი ნაროდია.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Nika » 12 დეკ 2010, 23:53

სორენტო არაა პარკეტის ჯიპი კლასიკური გაგებით, რადგან
1) აქვს ჩარჩო (რამა)
2) თუ არ ვცდები აქვს დამადაბლებელი გადაცემა

მოკლედ რომ ვთქვა მეორე თაობის პაჯეროს ბაზაზეა აწყობილი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by anano » 13 დეკ 2010, 02:31

Nika wrote:სორენტო არაა პარკეტის ჯიპი კლასიკური გაგებით, რადგან
1) აქვს ჩარჩო (რამა)
2) თუ არ ვცდები აქვს დამადაბლებელი გადაცემა

მოკლედ რომ ვთქვა მეორე თაობის პაჯეროს ბაზაზეა აწყობილი.

..და შენ როგორ შეაფასებდი ნიკა? არა ოფროუდისთვის , არამედ როგორც უბრალოდ მანქანას, რომელიც ადამიანმა საქართველოში უნდა იქონიოს.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 13 დეკ 2010, 15:04

anano
სორენტო საკმაოდ ნორმალური გამავლობის ჯიპია, ჰიუნდაის უკეთესი არ გამოუშვია, ასერომ კარვული გასვლებისათვის ნამდვილად გამოგადგება.
ბენზინის ძრავი ალბათ 16 ლიტრზე ნაკლებს არ დაწვავს.

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by anano » 13 დეკ 2010, 15:27

Makena wrote:anano
სორენტო საკმაოდ ნორმალური გამავლობის ჯიპია, ჰიუნდაის უკეთესი არ გამოუშვია, ასერომ კარვული გასვლებისათვის ნამდვილად გამოგადგება.
ბენზინის ძრავი ალბათ 16 ლიტრზე ნაკლებს არ დაწვავს.
სწორედ მაგიტომ ბენზინზე არც ვფიქრობ, ალბათ დიზელი ამ შემთხვევაში ოპტიმალური იქნება...
თუმცა არჩევანი ჯერ ისევ არ გამიკეთებია...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 15 დეკ 2010, 18:40

anano
მე მაინც უფრო პატარა მანქანას და ბენზინის ძრავს გირჩევ :wink:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 15 დეკ 2010, 19:31

დიზელის ნაკლოვანებებზე იყო აქ ლაპარაკი თუ ჯერ არა?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by keto » 15 დეკ 2010, 20:35

Wanderer

ჯერ ნწუ
Keep Smiling...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 15 დეკ 2010, 20:47

დიზელის ნაკლოვანებები:
1) მეტი ხმაური
2) შედარებით ცუდი გაწევა
3) ასევე ამბობენ რომ აქაურ დიზელს ცუდი ხარისხი აქვს. არ ვიცი მართალი არის თუ არა.

დადებითი:
1) სიიაფე. ესეც შესამოწმებელია. 1 ლიტრი დიზელი 1 ლიტრ ბენზინზე იაფი რომ ღირს ეს კიდევ არ ნიშნავს იმას რომ იგი უფრო იაფია. ;) გააჩნია რამდენს გადიხარ იმ 1 ლიტრით...


გააგრძელეთ, დაამატეთ, შეასწორეთ. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 15 დეკ 2010, 22:04

Makena wrote:anano
სორენტო საკმაოდ ნორმალური გამავლობის ჯიპია, ჰიუნდაის უკეთესი არ გამოუშვია
გამოუშვია.

დიზელის ძრავის ნაკლოვანებები:

1. წონა. თვითონ დიზელის ძრავი შედარებით მძიმეა ვიდრე ბენზინისა, რის გამოც დიზელის მანქანები უფრო მძიმეებია ბენზინის მანქანებზე.
2. დიზელის ძრავიანი მანქანები შედარებით ძვირია ბენზინის მანქანებზე.
3. ცუდი აჩქარება- აქსელერაცია და არა გაწევის ძალა, მაგრამ გამწეობა უკეთესი აქვს. (ვირივითაა)
4. უფრო იკვამლება ბოლქვავს, ვიდრე ბენზინის ძრავი.
5.ძლიერ ყინვებში ძნელდება დაქოქვა, რადგან საწვავი უნდა შეთბეს აფეთქებისთვის, სანამ ძრავს გაუშვებ.
6.ხმაური და ვიბრაცია მეტია შედარებით, ჩემ ნერვებზე კარგად მოქმედებს მაგალითად.
7.ზოგიერთ ადგილას ბენზინს იშოვი, დიზელი ჭირს.

დიზელის ძრავის დადებითობები:

1. 1 ლიტრი დიზელით მეტ მანძილს გაივლი, ვიდრე ბენზინით, ეს საყოველთაოდ ცნობილია და მეც დავრწმუნდი როცა მანქანა შევცვალე.
2. მიუხედავად იმისა რომ იბოლქვება, გარემოსთვის უკეთესია , რადგან ნახშირორგჟანგს გაცილებით მცირედ გამოყოფს.
3. შეიძლება ამუშაო ბიოდიზელზე, ანუ მცენარეულ ზეთებზე, სულ რომ გაწყდეს დიზელი და სადმე წასვლა გინდოდეს.ესეც პლიუსია, არა მარტო გარემოსთვის, არამედ პრაქტიკულობისთვის.
4. დიზელის ზრავი 2 ჯერ მეტს ცოცხლობს (გარბენინებს), ვიდრე ბენზინის, ანუ მოვლის შემთხვევაში, "სამუდამოა".
5. როგორც ვთქვი გაწევის ძალა, ანუ მბრუნავი მომენტის სიმძლავრე მეტი აქვს, და ვირია, რაც აგრეთვე აისახება ძლიერ აღმართებზე დატვირტული ასვლისას ძრავი არასდროს არ ცხელდება, წყალს არ ადუღებს.

ამერიკელებს არ უყვარტ , ევროპაში კი 50% მანქანებისა დიზელზეა.
მე ბენზინის მერე ძაან მომწონს თან ჯიპისთვის სოლიდურია, რა მოკლედ.
რაც შეეხება აქაურ დიზელს, ხარისხიანი უნდა ასხა, ეკოსი ან რომპეტროლის , ეკოსი ჯობია. ფასი ბენზინზე ნაკლები არაა.
ისე ვისაც გონკაობა უყვარს ჯიპი რატ უნდა?თან დიზელის?

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by natalia » 15 დეკ 2010, 22:22

ჰონდა ცრ-ვ სჰი რომელ ზეთს ასხავთ? რას მირჩვდით რომელი ჯობია?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Archil » 15 დეკ 2010, 22:31

natalia

ჰონდა გყავს უკვე? თუ ასეა გილოცავ :)

ილიას ჰყავს მაგი და აცაბაცას. მაგათ ნამდვილად ეცოდინებათ
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 16 დეკ 2010, 09:39

natalia
თანამშრომელს ყავს და გადაიყვანეს მინერალზე ხელოსნებმა, ვისაც ძრავის ესმის.
რას ჩაასხავ დამოკიდებულია ძრავის სიძველეზე და მდგომარეობაზე, თუ ნახევარ-სინთეტიკა ასხია, მინერალზე არ უნდა ჩამოხვიდე.
მოკლედ სოლიდური მოტორისტი ადგილზე გადაწყვეტს, ვისაც დიდი პრაქტიკა და თეორიული ცოდნაც გააჩნია. თუ ასხია მინერალი და ძრავი კარგ დღეშია, შეიძლება გამორეცხვა და ნახევარ-სინტეტიკის ჩასხმა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]