Page 1 of 14

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 01:43
by anano
მაინტერესებს კმაყოფილები ხართ თუ არა თქვენი ჯიპით და მოდელიც მიუთითეთ თუ შეიძლება...

ძალიან მომწონდა LAND ROVER Freelander-ი მაგრამ ბევრმა მითხრა უკვე არ ღირს მისი შეძენაო...

ველი რჩევებს...წინასწარ დიდი მადლობა!:)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 13:02
by ლეონტი
ჩვენ ცოტანი ვართ, ამიტომ ჩვენი გამოცდილების სტატისტიკა სურათს ვერ მოგცემს, ინდივიდუალურ რჩევების მიღებას:"აი, დამიჯერე ეს ყველას სჯობია" თავი უნდა გაანებო, რადგან ის რაც კარგია ერთისთვის , მეორეს შეიზლება არ გამოადგეს ან ვერ გამოიყენოს.
აქ გადაწყვეტილება მყიდველმა უნდა მიიღოს და თავის თავს შეუფარდოს.
ამიტომ გირჩევ მოიძიე მსოფლიო სტატისტიკა მეორადი ჯიპების ვარგისიანობისა ზოგადად და მთაგორიან ადგილებში.
შედი ინგლისურ და რუსულენოვან ფორუმებზე, თუ იცი სხვა ენოვნებზეც, ისინი ბევრნი არიან , გამოცდილებაც მეტი აქვთ.და გამოიკვლიე რას ამბობს ხალხი. მანდ შეიძლება ისეთ მნიშვნელოვან ნიუანსურ ინფორმაციას მიაგნო, რომელსაც აქ ვერ გაიგებ თვით "ყოვლისმცოდნეებისგანაც" კი.
მოანდომე ამის შესწავლას რამდენიმე თვე, და პარალელურად იარე მანქანების ბაზრობაზე რომ თვალით ნახო რაზეა საუბარი, შეამოწმე, შეისწავლე, გამოიკვლიე.
ბაზარზე აფერისტების მთელი თაობებია, ვინც ცდილობს მოგატყუოს, მათ შორის უცხოურ მეორადების საიტებზე. (როგორც თვითონვე იძახიან: ბაზარზე 2 გიჟია გამოსული, 1 მყიდველი და მეორე გამყიდველი :P )
ამიტომ ადგილზე შემოწმებული მე პირადად მირჩევნია, საიტზე ნანახს.
დამიჯერე დრო რომ გავა შენს გადაწყვეტილებას რამდენჯერმე შეიცვლი, რადგან მეტს გაიგებ.
და ამის შემდეგ შეიძინე, და მინიმუმზე დავა ფრაზის წარმოთქმა: ეეჰ აბა რა ვიცოდი, ანდა იმან მირჩია და ვენდე და ასე შემდეგ.
რა დროსაც ჩადებ გამოკვლევაში, მომავალში ათმაგად ამოიღებ და ძალიან კმაყოფილი იქნები.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 14:54
by keto
anano
მაგ ფრილენდერზე რაც ვიცი, ის არის რომ ძალიან არაეკონომიური ჯიპია, ეს რაც ზუსტად ვიცი. მოდელს რაც შეეხება, ჯერ კაცი არ მინახავს, მაგ მანქანას აქებდეს :? სხვა შეარჩიე რამე ;)

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 20:41
by Int3lig3nt
Land Rover არ ვიცი, მარა Range Rover-ზე გამიგია - თუ ქალაქში მოძრავი დაინახე, ან პროფილაქტიკაში მიდის, ან იქიდან მოდისო :D.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 21:33
by anano
ხოო რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს უკვე ამოვარდა სიიდან:))
დიდი მადლობა ლეონტი!

რა კარგი გამოთქმაა ინტელ:))

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 23:09
by Hereti
Int3lig3nt
ლანდ როვერი ფრილენდერის გარდა ყველა ასე თუ ისე კარგია, რენჯ როვერი ძველი მაგარი იო ახალი არ ვიცი, ლენდ როვერებს ერთი ცუდი ჩვევა აქვთ ზეთი წვეტავს, დეფენდერი და დისკოვერი დამათრევინა მეტი არ მინდა :lol:

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 09 მაი 2010, 23:35
by Makena
anano
მე იაპონურ ჯიპებს გირჩევ.
დიდი ჯიპები ალბათ არ გაინტერესებს.
მცირეს რაც შეეხება გეტყვი რომ კარგია სუძუკი გრანდ ვიტარა, მიცუბიში იო ორივე სრულფასოვანი ჯიპია. ჰონდა ცრვ და ტოიოტა რავ4 ნახევრად ჯიპია თუმცა საკმაოდ კარგად დადის უგზოობაში.

ნაკლებ ეკონომიური, საშუალო სიდიდის ჯიპებიდან(ეს მანქანები უფრო მძლავრია და გამავლობაც უკეთესია აქვთ, თუმცა მეტ საწვავს მოიხმარს) საუკეთესოა ნისან პატფაინდერი და ტოიოტა 4 რანერი.
მე პირადად ნისან პატფაინდერით დავდივარ უკვე 3 წელია და ამ მანქანით საქართველოს ყველაზე რთული და მიუდგომელი ადგილები მაქვს დალაშქრული.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 01:28
by Moqandake
Anano
Toyota -ს ძლიერი გამავლობის ჯიპები ყავს, Nissan-იც კარგია, მაკენას გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ ესენი დიდი ზომის ჯიპებია, მძლავრები და შესაბამისად ბევრს საწვავსაც წვავენ.
ქალისთვის ალბათ სუზუკი გრანდ ვიტარა ან მიცუბიში პაჯეროა შესაფერისი.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 12:34
by Naia
როგორც მიცუბიში პაჯერო იოს მფლობელი, ვიტყვი რომ გადასარევი მანქანაა სანამ გამართულად მუშაობს. ერთადერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ გვყავს საკმარისი რაოდენობის კვალიფიცირებული ხელოსნები, რომლებიც კარგად ერკვევიან GDI სისტემაში. იმედია, მომავალში ეს მდგომარეობა გამოსწორდება... მაგრამ ამ ეტაპზე მირჩევნია სხვა მანქანაზე გადავჯდე

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 12:55
by Makena
Naia
Nაიას შენიშვნა გასათვალისწინებელია, გდი სისტემა ზოგადად კარგია, თუმცა მას მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდება, რომელიც საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს. თუ იოს გადაწყვეტ აჯობებს 2.0 სიმძლავრის შეიძინო 1.8 ნაცვლად.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 13:09
by Makena
იაპონური ჯიპების ძირითადი (საინტერესო) ჩამონატვალი ასე გამოიყურება:
დიდი ჯიპები:
ნისანი - პატრული/ტოიოტა - ლენდკრუიზერი
საშუალო:
ნისანი - პატფაინდერი/ტოიოტა -4რანერი/მიცუბიში - პაჯერო;მონტერო/ტოიოტა - პრადო/ნისან - Xტერრა
მცირე:
სუძუკი გრანდვიტარა/მიცუბიში - პაჯერო იო
მცირე(ბლოკირების გარეშე)
ტოიოტა - რავ 4/ჰონდა - ცრვ

მე პირადად დიზელის მოყვარული არ ვარ, თუმცა დიდი ჯიპის შემთხვევაში საწვავის ხარჯი იმდენად იზრდება რომ დიზელის შეძენა ჯობს.

საშუალო ჯიპებიდან ტოიოტა 4 რანერი ძალიან კარგია გამავლობით თუმცა საკმაოდ ჯაყჯაყა მანქანაა და არაკომფორტულია შორ გზებზე, ეს მანქანა დიზელის ძრავითაც გამოდის და ბენზინის ძრავითაც.
ნისან - პატფაინდერი, ამ მანქანას ყველაზე მძლავრი ძრავი უდგას ამ კლასის ჯიპებში, ეს მანქანა ერთერთი საუკეთესოა როგორც უგზოობაში ასევე შორ დისტანციებზე, ტრასაზე სასიარულოდ, ჯიპისთვის ძალზედ კომფორტულია. მხოლოდ ბენზინის ძრავით გამოდის.

მცირე ჯიპებიდან მე პირადად გამავლობის თვალსაზრისით უპირატესობას პაჯერო იოს ვანიჭებ, ამის თვალსაჩინო მაგალითია ნაია და ქეთო, ყველას რომ ეგონა რომ ქოზიფას აღმართი დაუძლეველი იქნებოდა წელს ორივე ამოვიდა და თანაც ზედმეტი სიძნელეების გარეშე. ეს მანქანა სრულფასოვანი ჯიპია.
სუძუკი გრანდვიტარა კარგი მანქანაა, მისი ნაკლი არის ის რომ ცოტა უფრო დაბალია ამიტომ დარტყმები და მიწასთან და ქვებთან ხახუნი მეტი უწევს.
აცა ჰონდა ცრვ თი დადის ფაქიურად ყველგან, და როგოც მახსოვს არსად დარჩენილა, რავ 4 ზეც იგივე შეიძლება ითქვას საშუალო სირთულეებს კარგად დაძლევს.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 13:22
by Naia
Makena
თამაზ, შევროლე თრეკერზე რას იტყვი? სუზუკი გრანდვიტარას ამერიკული ვარიანტიაო... მგონი გრანდვიტარაზე მაღალი უნდა იყოს.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 14:04
by Makena
Naia
ზუსტი ასლია, ვიზუალურად წინიდან განსხვავდება.
გრანდვიტარა კარგი მანქანაა, თუ გადაწყვეტ ყიდვას შეეცადე 2005 წლის ქვემოთ არ იყიდო.
ტოიოტა რავ 4 მეორე თაობა და ჰონდა ცრვ ასევე კარგია ქალისთვის, ბლოკირება არა აქვს თუმცა მაინც კარგად დადის.

ისე ტოიოტა პრადო 2 კარიანზეც შეიზლება ფიქრი, მშვენიერი მანქანებია.

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 18:09
by anano
მაკენა რა მაგარი ხააარ:) გმადლოობ!

ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Posted: 10 მაი 2010, 20:21
by Archil
ლანდ როვერიდან დისკო (დისქოვერი) ქაჩავს. დეფენდერი უფრო მაგარია, მარა ქალისათვის ნამეტარი ძლიერია. ფრიილენდერზე რა გთხრა, ქალაქშიც ისეირნებ და აგარაკზეც გაგიყვანს.

ტოიოტებიდან ლანდ კრუიზერია მამა. მარა დიდია და ფასიც დიდი აქვს. მე 4რანერი მყავს. მანქანა დადის იმ შემთხვევაში, თუ საწვავი ასხია, დაქოქილია და შესაფერისი მძღოლიც ზის საჭესთან - ანუ გამავლობა კარგი აქვს, აღმართი, ტალახი და ეგეთები ნაკლებად აღელვებს, მთავარია საწვავი იყოს ავზში . პრადო უფრო კომფორტზეა გათვლილი. გამავლობაც კარგი აქვს, მარა საოფრუდე მთლად ვერაა, მაგისთვის არ შეუქმნიათ. უფრო მაღალი დონის შემოსავლების ხალხს ყავს და უკვე არაერთი შემხვედრია მილეწილი თბილისის ქუჩებში. რავ4 პარკეტის ჯიპად ითვლება. თუმცა სიარული და გარკვეული პრეტენზიების ქონა მასაც შეუძლია.

ნისანიდან პატრულია ცნობილი. პარჩფაინდერიც ფასობს. პაატას ყავს ნისანი და ძალიან კმაყოფილია, იმდენად რომ წყალშიც დაახრჩო თავისი მანქანის ძრავა მდინარის გადალახვისას, ეგონა იქაც გავიდოდა.

მიტსუბისიდან პაჟერო ცალსახად. უბრალოდ პაჟერო, ორკარიანი და არა იო, თაბაც ძველი ვერსია, ახლები ისე ვერაო. იო საქართველოს შემთხვევაში ძალიან კარგი გამოდგა. არც ბევრს წვავს და სოფელში რომ თამამად გაგიყვანოს, იმდენი გამავლობა ნამდვილად აქვს.

სუზუკებიდან სამურაი არის გიჟი და გადარეული. კალიასავით დახტის და არსად არ რჩება. დიდი კალიებია მისთვის სირთულე მხოლოდ. ჯალამბარით ყველგან გადის. ვიტარაც კარგად აჩვენებს თავის თავს.

ჰონდას ჯიპებიდან რიავი აბა. ერთი სრვ თუ ჩაითვლება რამედ. ქალისთვის კარგია. აცას ხელში მართლაც დადის, მაარა მაგი უფრო აცას ბრალია, ვიდრე მანქანის :)

ამერიკულებიდან არ გირჩევდი. ბევრს წვავენ და გამავლობით იაპონურებს ჩამოუვარდებიან. ჯიემსის სერიიდან ბევრი ჯიპი გამოდის და ვიდზე მაგრები არიან, მარა მაგენი უფრო ამერიკული სტეპებისთვისაა განკუთვნილი, ვიდრე ქართული მთაგორისთვის.

გრანდ ჩეროკი არა, მით უმეტეს უბრალოდ ჩეროკი. წვავენ ბევრს და არც არაფერი.

მერსედესის ემელი არა. თუმცა ბიძაშვილის ემელმა სიონის ტბაზე მოლოდინს გადააჭარბა, გვეგონა პარკეტის მანქანით მივდიოდით და რეალურად ტალახებში სავსებით თავდაჯერებულად იარა. მერსედესის G კლასია მაგარი, შესაბამისად ფასიც ეგეთი აქვს.

ბმვ-ს X-ს სერიაა კარგი, მარა იმდენად ძვირი ღირს, რომ ასფალტს გარეთ არც გაყავთ. მაგი ძირითადად ქუთაისლებს უყვართ. ანეგდოტიცაა, ვინც 12 ათასი იშოვა, ყველამ ხე ხუთი იყიდაო ;)

კიას ყავს კიდევ ჯიპი, ჯიპი ქვია ნუ... ქალისთვის მაგიც წავა.

სხვა რა...

ზოგადად რას გირჩევდი:

რავ4, იო, ცრვ, - ქალისთვის ალბათ ესენია უფრო მისაღები.