ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by navigator » 07 ივნ 2010, 14:22

keto
ავურიე ნომრები
66-67 1.8, 3-5 კარიანი
76-77 2.0, 3-5 კარიანი

"მაგ შედარებაში ყველაზე დიდი ზღაპარი 7,7 ან 7,9 ლიტრის წვაა. "
არანაერი ზღაპარი, მე 5 ლიტრიც გამომივიდა 50-ით რომ მივდიორი
მთავარია რა ბენზინს ასხამ და რა სტილით ატარებ. ჩაასხამ იაფიან ბენზინს და საბოლოდ მაინც წაგებაში აღმოჩნდები,
ქალაქში სტაბილურად 11.9 ლიტრზე დგას.
მარა ეს სულ სხვა თემაა...
აცხა ღორებო Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by navigator » 07 ივნ 2010, 14:25

როცა ნაკლები მოცულობის ძრავით მეტ ბენზინს წვავ ეს ნიშნავს რომ ექსტრემალურ რეჟიმში ამუშავებ ძრავს, ანუ ზღვარზე, როდესაც სიმძლავრის უკმარისობის გამო ძრავი შედის განსაკუთრებით არაეკონომიურ რეჟიმში და წვა კატასტროფულად იმატებს, ამაშია ფოკუსი, ამიტომ ბენზინის ხარჯი პირველ რიგში დამოკიდებულია მძღოლზე და მხოლოდ მერე მანქანაზე :)))
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 07 ივნ 2010, 15:42

navigator
ბენზინის ხარჯი პირველ რიგში დამოკიდებულია მძღოლზე და მხოლოდ მერე მანქანაზე
+1

მექანიკა და ავტომატიკა დაახლოებით ასეა: ან ზოგავ 2 ლარს(1 ლიტრს) 100 კილომეტრზე და ხარ გატანჯული ან იხდი იმ 2 ლარს და ხარ დასვენებული. :D

რაც შეეხება ზოგადად ბენზინის მოხმარებას: მთავარია არა იმდენად ის თუ რამდენს წვავს მანქანა, არამედ ის თუ რამდენს დადიხარ მანქანით. არ არის აუცილებელი ყველგან მანქანით სიარული. ;)

paata_
სუბარუ ფორესტერიც გვყავს და ამაზე საშინელება არ მინახავს რა
რას არ გაიგებს კაცი ამ ქვეყნად. :D
თან ექსპლუატაციაც ძალიან ძვირი ჯდება
:shock: მართლა რას არ გაიგებს კაცი! ეტყობა ეგ ფორესტერი ძაან გადაპარჭყულია და ყოველდღე ნაწილებზე გიწევთ სირბილი. :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by navigator » 07 ივნ 2010, 15:49

ჩემ 4 თანამშრომელს ყავს ფორესტერი, უკმაყოფილო არ არიან, ლამის სუბარუს კლუბი შექმნან აქ :)))
აცხა ღორებო Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by paata_ » 07 ივნ 2010, 16:20

რა ვიცი
ვისაც ყავდა ჩემ გარშემო ყველამ გაყიდა და მოიშორა თავიდან

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 08 ივნ 2010, 03:35

მოკლედ ანანო კი არა მე ისე დამაბნიეთ რომ საგონებელსი ვარ, ალბათ ველოსიპედი მირჩევნია.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 09 ივნ 2010, 16:04

დიდი მოცულობის ძრავები რომ მეტ საწვავს წვავენ ეს ფაქტია, თუმცა ის რომ ამ ძრავებს გაცილებით მეტი რესურსი აქვთ ესეც ფაქტია.
მაგალითისთვის ავიღოთ ტოიოტა პრადო, რომელსაც 2.7 და ასევე 3.4 მოცულობის ბენზინის ძრავით უშვებენ.
2.7 ძრავი ამსიმძიმე მანქანისთვის სუსტია, შესაბამისად რესურსი მცირეა, საწვავს 15 ლიტრამდე წვავს და ტრასაზე ნელია და მოუქნელი.
3,4 ძრავი 3ჯერ მეტი რესურსის მქონეა, სწრაფია და სასიამოვნოა ტრასაზე, მძიმე ნიადაგებზე ხომ საერთოდ ფანტასტიურად დადის, საწვავის ხარჯი 18 ლიტრია. ეხლა შეადარეთ რომელი ჯობია?

Wanderer
მექანიკა რატომ არის ტანჯვა? მექანიკა არის სიამოვნება თუ მექანიკის მართვა იცი, ეს არის სრული კონტროლი ავტომობილზე, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსთხოვოს და შეასრულებინოს ავტომობილს ყველაფერი რაც მას მოესურვება :wink:

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by NeoZ » 09 ივნ 2010, 16:52

Makena
მექანიკა რატომ არის ტანჯვა? მექანიკა არის სიამოვნება თუ მექანიკის მართვა იცი, ეს არის სრული კონტროლი ავტომობილზე, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსთხოვოს და შეასრულებინოს ავტომობილს ყველაფერი რაც მას მოესურვება
ჯიპზე ისე შევეჩვიე ავტომატს რომ მექანიკას ალბათ აღარც ვიყოლიებ მითუმეტეს დიდი გაბარიტების ჯიპზე, აი სედანი კი აუცილებლად მექნიკა მეყოლება შემდეგი.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Archil » 10 ივნ 2010, 08:11

საბოლო ჯამში შეიძლება ერთ რამეზე შევთანხმდეთ - თუ თანხის ეკნომია გინდა, შეგიძლიათ იყიდოთ უკარებო ველოსიპედი, მექანიკური გადამრთველებით, რომელიც ძალიან ცოტას დაწვავს (უმეტესწინად მუცლის და სხვა ადგილებში განლაგებულ ცხიმებს) ან შეიძინოთ დიდი მოცულობის ძრავიანი მანქანები, რომლებიც ბევრ საწვავსაც დაწვავენ (ხარჯიანია), მარა არ შეგეშინდება სადმე გასვლის. ამ ორ უკიდურესობას შორის შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო შენი ვარიანტი.

საწვავთან დაკავშირებით - დიზელს გირჩევ. მე ბენზინიანი მყავს, მაგას რიგი უპირატესობები კი აქვს, მარა დიზელიანი რომ მეყიდა, მერჩივნა მაინც, ნაკლები ხარჯია იგივე სიმძლავრის პირობებში.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by anano » 11 ივნ 2010, 00:19

ლეონტი wrote:მოკლედ ანანო კი არა მე ისე დამაბნიეთ რომ საგონებელსი ვარ, ალბათ ველოსიპედი მირჩევნია.

როგორც ამბობენ + 1 :))))
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 11 ივნ 2010, 10:17

ლეონტი
ალბათ ველოსიპედი მირჩევნია
რა თქმა უნდა სჯობია. :) წვა აქვს საგრძნობლად ცოტა. :D :D



Makena
მექანიკა რატომ არის ტანჯვა? მექანიკა არის სიამოვნება თუ მექანიკის მართვა იცი, ეს არის სრული კონტროლი ავტომობილზე, მექანიკური გადაცემათა კოლოფი მძღოლს საშუალებას აძლევს მოსთხოვოს და შეასრულებინოს ავტომობილს ყველაფერი რაც მას მოესურვება
რავიცი ავტომატიც მისრულებს ყველაფერს რასაც ვთხოვ. :) იმღერე და იცეკვე მეთქი არ მომითხოვია ჯერჯერობით. :D

ტანჯვა არის ყოველდღიურობაში და ქალაქში პირველ რიგში. :) ქალაქგარეთ კიდე არაუშავს, მაგრამ ქალაქში გადართე და გადმორთე, გადართე და გადმორთე მილიონჯერ. რატო, რისთვის? :) და ამ გადართვას სჭირდება ორივე ფეხის და ერთი ხელის დახმარება. სრულიად ზედმეტი შრომაა მე რომ მკითხო. ისედაც ბევრი საწვალებელია ამ ქვეყნად კიდე მაგაზე რომ არ იჩალიჩოს კაცმა. :D

რა თქმა უნდა მესმის, რომ არის რაღაც მომენტები როდესაც მეტი კონტროლი მართლა გეხმარება, მაგრამ ეგ მომენტები იშვიათია და არა მგონია მაგის გულისთვის მექანიკის ყიდვა ღირდეს... ყოველ შემთხვევაში მე არ მიღირს. :)


Archil
საწვავთან დაკავშირებით - დიზელს გირჩევ. მე ბენზინიანი მყავს, მაგას რიგი უპირატესობები კი აქვს, მარა დიზელიანი რომ მეყიდა, მერჩივნა მაინც, ნაკლები ხარჯია იგივე სიმძლავრის პირობებში.
რაღაცას გვატყუებ შენ. :wink: შენ თვითონ ბენზინიანი გყავს და სხვას დიზელს ურჩევ?! :D დიზელი "ცოტა იწვება და რა კარგია" მთლად მასე არაა როგორც ვიცი. მე თვითონ არ მყოლია არასდროს, მაგრამ ვისაც ჰყოლია ისინი ამბობენ, რომ ჯერ ერთი ხმაურიანია ძრავა და მეორეც გაწევა ნაკლები აქვსო. ძალიან ახალ მოდელებში ოპტიმიზებული იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ისინი ძვირიც ეღირება. :) ასე რომ ეგრე მარტივად გადასაწყვეტი ამბავი არა მგონი ეგ რომ იყოს. :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Naia » 11 ივნ 2010, 11:58

anano
ანანო, თუ ჯიპტურებისთვის გინდა ეგ მანქანა, მგონი ისევ IO-ს ყიდვა ჯობია :) ოღონდ 2.0-იანი ძრავით და თუ საჭეს არ გადაატანინებ შენთვის უკეთესი იქნება

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 11 ივნ 2010, 12:25

Wanderer
ავტომატზე ხარ შეყვარებული, კარგია, ჩემიც ავტომატია და არ ვუჩივი, თუმცა სულ გამირბის ხელი კოლოფისკენ მინდა რომ გამოვცვალო სიჩქარე :)
მექანიკა როდესმე გყოლია? მექანიკას სწორედ ეგ აქვს კარგი რომ როცა გინდა გადართავ და როცა გინდა გადმორთავ, ავტომატისგან განსხვავებით რომელსაც ყველაფერი წინასწარ აქვს განსაზღვრული.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ მექანიკის შემთხვევაში 3 ლიტრ საწვავს დაზოგავ.
მექანიკას თუ მოსთხოვ იმღერე და იცეკვესაც შეგისრულებს :)
მექანიკური სიჩქარის კოლოფი ფაქტიურად არ ფუჭდება, მას გაცილებით ნაკლები მოვლა სჭირდება ვიდრე ავტომატს, მისი რემონტიც გაცილებით ადვილი და იაფია. ავტომატი თუ გაფუჭდა აჯობებს მანქანა საერთოდ გამოცვალო, რადგან თბილისში ავტომატს ვერ აკეთებენ, და თუ გააკეთეს მანქანის ფასი დაგიჯდება და ასე 1 წელიწადში ისევ გასაკეთებელი იქნება :wink:
ამიტომ გირჩევ სიჩქარის კოლოფში ყველაზე კარგი ხარისხის ზეთი ჩაასხა, და არა 100 000 ზე როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ არამედ 50 000 ზე, მე პირადად 40 000 ვცვლი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 11 ივნ 2010, 12:27

anano
გააკეთე უკვე რაიმე არჩევანი თუ კიდევ ფიქრობ? :)

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 11 ივნ 2010, 12:29

Wanderer wrote: ისედაც ბევრი საწვალებელია ამ ქვეყნად კიდე მაგაზე რომ არ იჩალიჩოს კაცმა. :D
ყოველ შემთხვევაში მე არ მიღირს. :)

თუ მაღალი გაქვს ანაზღაურება და 2-4 ლიტრა ბენზინი ჯიბეს არც ეტყობა, სამაგიეროდ ამ ანაზღაურების მისაღებად თავია გადატვირთული პრობლემებით, გეთანხმები ფეხის და ხელის ზედმეტი სავსავი აუტანელ ტანჯვად იქცევა. ამ შემთხვევაში მძღოლის აყვანა სჯობს, მისცემ 600 ლარს თვეში და საერთოდ საჭის ტრიალისგანაც დაგასვენებს.
მე როგორც იდეის მომწოდებელს 20 ლარი მეკუთვნის , თვეში.
:P
მაკენას ვეთანხმები, მექანიკას აქვს მუღამი, რომელსაც ყველა ვერ დაამუღამებს, და ამ კაიფის ავტომატზე გაცვლა ,სისულელეა.
ვინც ოფროუდზე მექანიკას ხმარობს იმან უკეთ იცის.
მექანიკა რულეზ Fორევა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]