ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by აცაბაცა » 10 მაი 2010, 20:59

Makena wrote:anano
მე იაპონურ ჯიპებს გირჩევ.
დიდი ჯიპები ალბათ არ გაინტერესებს.
მცირეს რაც შეეხება გეტყვი რომ კარგია სუძუკი გრანდ ვიტარა, მიცუბიში იო ორივე სრულფასოვანი ჯიპია. ჰონდა ცრვ და ტოიოტა რავ4 ნახევრად ჯიპია თუმცა საკმაოდ კარგად დადის უგზოობაში.

ნაკლებ ეკონომიური, საშუალო სიდიდის ჯიპებიდან(ეს მანქანები უფრო მძლავრია და გამავლობაც უკეთესია აქვთ, თუმცა მეტ საწვავს მოიხმარს) საუკეთესოა ნისან პატფაინდერი და ტოიოტა 4 რანერი.
მე პირადად ნისან პატფაინდერით დავდივარ უკვე 3 წელია და ამ მანქანით საქართველოს ყველაზე რთული და მიუდგომელი ადგილები მაქვს დალაშქრული.

ისევე როგორც მე ჩემი შინდისფერი კვერცხით :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Hereti » 10 მაი 2010, 21:13

ფრილენდერი ლენდროვერის შეცდომაა Archil
ნუ მიწყენს

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Archil » 11 მაი 2010, 21:56

Hereti

მე რატომ უნდა გიწყინო.

youtube-ზე მაგის სიარული რომ ვნახე, მაშინ მივხვდი რომ გრუნტიანი გზის იქით სჯობია არ გარისკო მაგ მანქანით... მაგიტომაც დავწერე რომ აგარაკამდე მიგიყვანსო, მთლად არ გადავუარე...

ლაშქრობისთვის გამოდგება მგონია მაგი მანქანა, ანუ ლაშქრობა რომ დაიწყო, იმ ადგილამდე ნამდვილად მიგიყვანს. ქალაქშიც ივლის კარგად. მარა მაინც ნე ტო პონტია მაგი... ისევ სხვა სჯობია...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 12 მაი 2010, 20:26

anano
მანქანის არჩევის დროს გააჩნია რა ამოცანა დგას შენს წინაშე. სად გინდა რომ იარო, რამდენი ბენზინის წვას აიტანს შენი ჯიბე და ა.შ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს(განსაკუთრებით ქალებისთვის) მანქანის გარეგნობას, სალონის ნიუანსებს და ა.შ. ქალისთვის ალბათ რავ4 და იო უფრო მისაღები უნდა იყოს. თუმცა არც მე ვიტყოდი უარს. :)


ისე რამდენი გილაპარაკიათ, რამდენი მანქანა მიმოგიხილიათ და Subaru Forester არც კი გიხსენებიათ... :cry: არა და სრულიად უსამართლოდ... იმიტომ, რომ საკმაოდ საინტერესო მანქანაა. მე მყავს და მართალია ჯიპტურები არ მიტაცებს და არ დავდივარ, მაგრამ რამოდენიმეჯერ მოვხვდი ასე თუ ისე ექსტრემალურ გარემოში და თავი არ შეირცხვინა. მე(და ჩემი ოჯახიც) ძალიან კმაყოფილები ვართ. :)

სხვა ინფორმაცია:

- დაახლოებით CRV-ს, IO-ს, RAV4-ის კლასის მანქანაა. სულ ოდნავ დაბალი კლირენსით.
- ღირს უფრო იაფი, ვიდრე ზემოხსენებული პიპიები.
- ნახევრად ჯიპის კვალობაზე ბევრს არ წვავს.
- სადამდეც კლირენსი ეყოფა ერევა დაბრკოლებებს.
- ნამდვილი უნივერსალია: გინდა იგაზავე, გინდა ოჯახის მანქანად გამოიყენე, გინდა გზიდან გადაუხვიე.
- გამძლეობაზე ლეგენდები დადის. იაპონია და ა.შ.
- მართალია ნაწილები ძვირი ღირს, მაგრამ იხილე წინა პუნქტი. :)
- ჩვენთან შეკეთება უკვე აღარ არის პრობლემა.
- აქვს თვისებური დიზაინი, რომელიც არა მგონია, რომ ქართველ გოგოებს მოსწონდეთ. ყოველ შემთხვევაში მე აქ გოგო ფორესტერის საჭესთან არ მინახავს...


აი ჩემი ნაცარა: :D

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by keto » 12 მაი 2010, 22:53

Wanderer
ერთი პუნქტი გამოგრჩა, სხვა ყველაფერს რომ მოიცავს :) სუბარუა ბოლო-ბოლო! ;)
Keep Smiling...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 13 მაი 2010, 10:45

keto
მართალი ხარ :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by anano » 03 ივნ 2010, 22:15

შეგიძლიათ ვინმეს ტოიოტა რავ4 და სუზუკი გრანდ ვიტარა შეადაროთ?

არა, მე კი შევადარე,მაგრამ უფრო კვალიფიციური აზრი მაინტერესებს....:)

კიდევ ის თუ, რამდენად ნიშვნელოვნად არის დაბალილ გრანდვიტარა, რავ4ზე....
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by ლეონტი » 04 ივნ 2010, 09:13

დაბალი არის, მე მგონი მაგრამ ამაღლება შეიძლება.
იაპონური ვიტარა ჯობია სირბილეში, გამძლეობაში, ეკონომიურობაში, სიაფეში.
გირჩევ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Archil » 04 ივნ 2010, 10:05

ლეონტი

ანანოსთვის მგონი რავ4 აჯობებს. უმეტესი დრო მაინც ქალაქში უნდა იმოძრაოს, და ზოგჯერ ლაშქროაბში გამოიყენოს.

გვალვამაც თქვას თავისი სიტყვა, რავ4 მაგას ჰყავს მგონია.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Archil » 04 ივნ 2010, 10:19

а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Skier
ბოდიალა
Posts: 220
Joined: 22 ნოე 2009, 15:28
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Skier » 04 ივნ 2010, 11:36

აი ჩემიც, კი ქაჩავს მაგრამ ბევრს წვავს : /

Image Image Image Image Image
FreeStyle Skier, Bike Lover & OverClocker

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Makena » 04 ივნ 2010, 11:59

anano
რავ 4 ს გირჩევ.
ოღონდ პირველ თაობას არა, მეორე ან მესამე თაობას.
ტოიოტა კლასით მაღალია სუძუკისთან შედარებით.
თუმცა პირველი თაობის რავ4 ს გრანდვიტარა ჯობია.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by navigator » 04 ივნ 2010, 16:47

anano
შენ მანქანაზე როგორი გამოცდილება გაქვს მაგასაც მნიშველობა აქვს, რავ4 სრული ავტომატია, ხიდებიც ავტომატური აქვს. ამას პლიუსიც აქვს და მინუსიც გააჩნია მომხმრაბელს.
აცხა ღორებო Image

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by anano » 04 ივნ 2010, 18:25

navigator wrote:anano
შენ მანქანაზე როგორი გამოცდილება გაქვს მაგასაც მნიშველობა აქვს, რავ4 სრული ავტომატია, ხიდებიც ავტომატური აქვს. ამას პლიუსიც აქვს და მინუსიც გააჩნია მომხმრაბელს.

რა ვიცი, ზოგადად მანქანის მართვის გამოცდილება ცუდი არ უნდა მქონდეს... :))) ( ოღონდ ჯიპის არა)

სრული ავტომატი რას გულისხმობს, სიჩქარეების კოლოფსაც??

ვნახე, რომ მექანიკებიც არის...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპების მფოლბელებთან მაქვს შეკითხვა!

Post by Wanderer » 05 ივნ 2010, 10:38

anano
სრული ავტომატი რას გულისხმობს, სიჩქარეების კოლოფსაც??
თუ არ ვცდები ავტომატი პირველ რიგში სიჩქარეების კოლოფს გულისხმობს და მერე სხვა რამეს. :D

ზემო ფოსტების გათვალისწინებით რავ4(ავტომატი) მგონი საუკეთესო არჩევანი უნდა იყოს. თუ 1 ან 2 ადამიანი უნდა იჯდეს ძირითადად მე ორკარიანს გირჩევდი.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]