ახალბედებს რას ურჩევთ?

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 22 აგვ 2004, 09:52

არასოდეს არ ვყოფილვარ ლაშქრობაში, მაგრამ ძალიან მინდა. არც კარავი არა მაქვს, არც არაფერი. ისიც არ ვიცი თუ რა უნდა წავიღო თან, ლაშქრობაში რომ წავალ :( რას მირჩევდით?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Gvalva » 23 აგვ 2004, 09:44

კეთილი იყოს შენი მოსვლა ამ ფორუმზე და ... წასვლა ლაშქრობაში :)

ბევრი არ იფიქრო, სიარულისთვის მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩაიცვი, მზის ქუდი, ცოტა საჭმელი წაიღე და წყლის ბოთლი (წყალი თვითონ არ გინდა :) იქ უკეთესი წყლებია ხოლმე) დანარჩენი თუ რამე დაგრჩება, პირველი წასვლაა და ვინმე რამეს მოგახმარს, თუ არა და ცოტა დასველება, ცოტა მზისგან დაწვა სასარგებლოც კია :)

აბა შენ იცი! ამბები გაგვაგებინე მერე!

ხო, ეგ საკითხი ნაწილობრივ უჟე განხილული იყო "რჩევებში", http://karavi.iatp.ge/viewtopic.php?t=9, თითქოს "ახალბედებს რას ურჩევთ" განყოფილება "რჩევებს" უფრო უხდება არა? ;)

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 23 აგვ 2004, 13:45

მასე უკვე მოვიარე თბილისის შემოგარენი :) უფრო შორს არ წავსულვარ, მშობლებს არ უნდათ, შორს რომ წავიდე მარტო. ვინმე ხომ არ გამიყოლიებდით მორიგ ლაშქრობაში წასვლის დროს?

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Gvalva » 23 აგვ 2004, 19:26

ეგ უჟე კარგი დასაწყისია. :)

აქ ვცდილობთ ხოლმე დავწეროთ ლაშქობებზე, თვალი ადევნე და რომელიც მოგეწონება ამოირჩიე. მგონი უარს არავინ იტყვის :)

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 24 აგვ 2004, 06:07

ეგ მაგარი იქნებოდა :) იცოდეთ არ შეგარცხვენთ! :wink:

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Giorgi » 24 აგვ 2004, 08:50

არაუშავს გიზმო ყველაფერიც კარგად იქნება. ჯერ აქვე ახლომახლო სცადე სიარული . მაგალითად არმაზზე ადი,ბეთანიაში,ზედაზენზე. მანდ ნამდვილად არ დაიკარგები თან აქვეა თბილისთან ახლოს და ადვილი მისაგნებია. მერე რამე ჯგუფი გამოჩნდება აქ და შეუერთდები. მე მემგონი მომავალ შაბათ-კვირას ბირთვისებში უნდა წავიდე. ვნახოთ ჯერ გეგმის დონეზე მაქვს, თუ რამე შეგატყობინებთ

User avatar
yoko
ბოდიალა
Posts: 113
Joined: 22 აპრ 2004, 17:57
Location: თბილისი, საქართველო
Contact:
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by yoko » 04 სექ 2004, 18:24

g1Zm0 wrote:არასოდეს არ ვყოფილვარ ლაშქრობაში, მაგრამ ძალიან მინდა. არც კარავი არა მაქვს, არც არაფერი. ისიც არ ვიცი თუ რა უნდა წავიღო თან, ლაშქრობაში რომ წავალ რას მირჩევდით?
ეეჰ, ჩემო კარგო, მოსვლის დღიდან მემუქრებიან, წაგიყვანთ, მოგნათლავთ, ქუსლიანი ბოტასები იშოვეო, მაგრამ რა..
არ დაუჯერო გაბრიელ, გატყუებენ, არ არიან ეგენი ლაშქრობაში შენი წამყვანნი, ახალბედა და ახალწვეული "სტარიკებს" არ უყვართ.. :roll:
ორიფლეიმის კატალოგები და პროდუქცია, საინტერესო რჩევებთან ერთად, მოიკითხეთ ჩემთან

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 05 სექ 2004, 09:28

ხო რა არის მართლა, აბა წაგიყვანთო? აქსესუარებიდან რის მომარაგებას მირჩევდით? ფეხზე რაც იცვამთ მაგალითად - ბუცებს? კარავი საჭიროა?

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Giorgi » 06 სექ 2004, 10:38

გიზმო მოდი ასე ვქნათ,

შენი საბრძოლო ნათლობა ამ კვირას მოვაწყოთ ანუ 11 სექტემბერს 2004 წელი.წავიდეთ ერთდღიან პახოდში არმაზზე ანდ ზედაზენზე. ფეხზე სასურველია რამე ბატინკის მსგავსი გეცვას..თუმცა ბოტასი მოსულა. კეტი არ ჩაიცვა თორემ ფეხები დაგატყდება. თუ ვინმეს მოუნდება შეგიძლია წამოიყვანო. ერთი დღის პახოდისთვის რამე პატარა წასახემსებელი წამოიღე. მთავარია ამინდმა არ გვაწყენინოს. მოკლედ თუ თანახმა იქნები ეგრე ვქნათ , არის მეორე ვარიანტიც მომავალ პახოდებში მაგას ვარჩევთ დე შედი და შენი აზრი მოგვახსენე.

აბა ჰე
В кончиках пальцев -- память, память о лете.

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Druides » 06 სექ 2004, 13:58

ეგრეთ წოდებული სტარიკი გეხმაურებით. რას აპირებთ? იქნებ მეც წამიყვანოთ?რა მოხდება? ისე მემგონი ლაშქრობას ვაპირებთ ვარძიაში და ლაშქრობის უხუცესებთან ერთად წამოსვლა ჩემზე იყოს.

Giorgi
ბილიკზე მოარული
Posts: 51
Joined: 23 აგვ 2004, 16:56
Location: Marsi
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Giorgi » 06 სექ 2004, 14:39

კოზა ნოსტრა ,

რა და მინდა საბოლოოდ მოვახდინო გიზმოს საბრძოლო ნათლობა და სადმე ერთდღიან პახოდში წავიყვანო. თუ გინდა შემოგვიერთდი მაგრამ ჯერ თავად გიზმოს პასუხი შევიტყოთ მანამდე. სად უნდა რომ ერთი დღე წავიყვანოთ შემდეგი ვარიანტებიდან

ბეთანია
არმაზი
ზედაზენი და ა.შ.
В кончиках пальцев -- память, память о лете.

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 06 სექ 2004, 18:05

მაგარია, წავიდეთ 11 სექტემბერს, კვირას! :) ჩემთვის სულ ერთია - არაფერი არ მინახია ირგვლივ :P წაყვანით ჯერ ვერავის ვერ წავიყვან - ჯერ მე თვითონ უნდა გამოვცადო ჩემ თავზე. ერთი დღით - მაინც რას ნიშნავს? რამდენი საათი დაგვჭირდება? რომ ვიცოდე საჭმელი რა ოდენობით წამოვიღო. თბილისიდან ეგრევე ფეხით უნდა წავიდეთ? გზები საერთოდ არ ვიცი, არც მიმართულებები, მაგრამ უკან მოგყვებით სადაც არ უნდა წახვიდეთ და არ ვიწუწუნებ. წამოდით ყველა :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by Wanderer » 06 სექ 2004, 19:33

g1Zm0
უყურებ ამას შენ რა დღეშია ! შენ აღარა ხუმრობ აი ! :) ისე რაღაც ძალიან მიამიტურ კითხვებს სვამ და ხო არ გვეღადავები ? :wink:
ერთი დღით - მაინც რას ნიშნავს?
ერთი დღით ნიშნავს - ერთი წლით :D

რამდენი საათი დაგვჭირდება?
რამდენის ყიდვას და ხელზე გაკეთებასაც შევძლებთ :D

ფეხზე რაც იცვამთ მაგალითად - ბუცებს?
ფეხბურთის ბურთიც მიგვაქვს და შენ წარმოიდგინე მსაჯიც კი მიგვყავს ხოლმე :D

თბილისიდან ეგრევე ფეხით უნდა წავიდეთ?
აბა რა ! აუცილებლად ! მაგალითად, ყაზბეგში რომ წახვალ თბილისიდან ფეხით, პირდაპირ ნირვანას მდგომარეობას მიაღწევ :D


yoko
რომ იძახი არ მიგყავართო ! წინა ლაშქრობის შესახებ განცხადება გაკეთდა ფორუმზე და მეტი რაღა გვექნა...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 06 სექ 2004, 21:06

არ გეკაიფებით! ხო ე, გრძელი თმები კი მაქ, მაგრამ მამაკაცი ვარ - მერე რაღაც გაუგებრობები რომ არ იყოს. ვაბშე რატომ არ არის პროფილში სქესის აღმნიშვნელი პუნქტი?

User avatar
g1Zm0
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 01 აგვ 2004, 12:37
ახალბედებს რას ურჩევთ?

Post by g1Zm0 » 06 სექ 2004, 21:08

ხო - ჯანსაღი მამაკაცი! გოგოები მიყვარს. თან ძალიან :) უბრალოდ დროთა განმავლობაში ვიგებ, რომ პირველი შეხვედრისას სხვა რაღაცეებს ფიქრობენ ხოლმე.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]