ჩემი შეკითხვები

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჩემი შეკითხვები

Post by Naia » 17 თებ 2010, 15:26

UTUFURS
შენს მიერ მითითებულ მარშრუტზე პაჯეროს გამავლობას რაც შეეხება, ქეთომ უკვე გაგცა სწორი პასუხი. ყველა მარშრუტი გავლილი მაქვს ჩემი პაჯეროთი, გარდა კლდეკარისა და ომალოსი.

ადრე, ოფროუდერებს ვკითხე ომალოს შესახებ. მერე მე თვითონაც წავედი თუშეთში (ოღონდ სხვა მანქანით) და პაჯერო იო ასვლით ავა, მაგრამ როგორ მდგომარეობაში ჩამოვა იქიდან რთული სათქმელია :) თუშეთის გზა ზოგან ქვიან-ლოდიანია და რახან 'იო' დაბალია, ისე ვერ გაივლის თუ კარგად არ გაუსვა ძირი ამ ქვებზე. თან მძღოლი საკმაოდ გამოცდილი უნდა იყოს ასეთ გზებზე.

თბილისი-როშკა-აბუდელაურს რაც შეეხება, მანქანით შეგიძლია ახვიდე როშკამდე (ოღონდ მანამდე უნდა გაარკვიო როშკა-კორშის მონაკვეთი ჩახერგილი ხომ არაა), როშკაში ღამე გაათიო (იქ სასტუმრო არ არის. ერთადერთი ადგილობრივი თუ შეგიფარებს. თუ არადა კარავი და მისი ჯანი :), დილით წახვიდე ტბებზე. 1 გზა დაახლ. 8 კმ-ია, მაგრამ ტბებს შორის აღმართ-დაღმართ და კლდეებზე გიწევს სიარული. ამიტომ ლამის მთელი დღე სჭირდება როშკიდან ტბებზე ასვლას, სამივე ტბის მონახულებას, სადილობას და უკან დაბრუნებას.

მეორე ვარიანტიცაა: ზუსტად არ მახსოვს, მანქანით რა დრო დასჭირდა როშკაში ასვლას, მაგრამ დილით ადრე რომ გახვიდე, შუადღისთვის უკვე როშკაში იქნები. დაისვენებ და ტბებზე წახვალ. ღამეს ტბებზე გაათევ, დილით როშკაში დაბრუნდები და ნაშუადღევს თბილისში გამოემგზავრები (თუ რა თქმა უნდა, ფეხით სიარულის შემდეგ მანქანის მართვის თავი გექნა :)

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ჩემი შეკითხვები

Post by gadmovcurav_zgvas » 18 თებ 2010, 01:43

არ მომწონს იო :) ადრე თავის ფასი რაც იყო 4000$ მაგ ფასში კარგია მარა რაც 5500$-6000$ გახდა თუ ვინმე მაგის ყიდვას აპირებთ ჯობს ჩვეულებრივი პაჯერო იყიდოთ მაინც დაახლოებით იგივე ფასი ჯდება :) + სადაც არ უნდ აგაიხედო ყველგან იოა და ყველგან თითქმის გამოუცდელი მძღოლი ზის იმ იმედით ყიდულობენ რო ვითომნ პატარაა + ავტომატიკა, ეხ... უფრო უნდა გაართულონ მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდა!!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩემი შეკითხვები

Post by Archil » 18 თებ 2010, 02:04

gadmovcurav_zgvas

რას ერჩი იოს, ქართულ სინამდვილეში კარგად მიდის. ბევრსაც არ წვავს, ჯიპის პონტშიც გადის და ეგაა. პაჯერო რომ სჯობია, მაგაში გეთანხმები, მარა ნამეტარი გამავლობა თუ არ უნდა კაცს, იოსაც რა უჭირს.

პრაქტიკულ გამოცდას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ტარების მიმართ.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ჩემი შეკითხვები

Post by gadmovcurav_zgvas » 18 თებ 2010, 03:57

Archil wrote:gadmovcurav_zgvas

რას ერჩი იოს, ქართულ სინამდვილეში კარგად მიდის. ბევრსაც არ წვავს, ჯიპის პონტშიც გადის და ეგაა. პაჯერო რომ სჯობია, მაგაში გეთანხმები, მარა ნამეტარი გამავლობა თუ არ უნდა კაცს, იოსაც რა უჭირს.

პრაქტიკულ გამოცდას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ტარების მიმართ.
,,პრაქტიკულ გამოცდას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს ტარების მიმართ'' აი ამაში გეთანხმები,
ეხლა რაც შეეხება იო-ს :) მართლაც რო ქართულ სიდნამვილეში მაგათი GDI-ძრავები არც თუ ისე კარგია თუ იყოლიებ სულ კარგი ბენზინი და ზეთი უნდა ასხა და არის კარგი ბენზინი? თან პრობლმეტური ძრავებია, ეხლა წვას რაც შეეხება :) მინიმუმ 10 ლიტრს წვავს როგორც არაფერი :) ზოგის იო 11–12 ლიტრზეც ადის და ამდენივეს წვავს ჩვეულბრივი პაჯერო თან ფასი დაახლოებით იგივეა :) რავი კაცი ადა გუნება ;)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჩემი შეკითხვები

Post by Archil » 18 თებ 2010, 04:25

gadmovcurav_zgvas

შენ და მართლა გადაცურავ ზღვას თუ ეგ უბრალოდ სიმღერიდანაა სიტყვები ამოღებული?


თუ კი, მაშინ გადახედე ამ თემას :


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2522&start=0

და ვქნათ ზაფხულში რამე ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 18 თებ 2010, 15:37

gadmovcurav_zgvas

მე ვერ ვერკვევი და პაჯერო უფრო ძვირია თუ იო?

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ჩემი შეკითხვები

Post by gadmovcurav_zgvas » 18 თებ 2010, 22:31

UTUFURS wrote:gadmovcurav_zgvas

მე ვერ ვერკვევი და პაჯერო უფრო ძვირია თუ იო?
პაჯეროს გააჩნია, ახალი პაჯეროები ძვირი ღირს მარა იო-ს გოდა პაჯეორებს და იო-ს დაახლოებით ერთი ფასი აქვთ

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ჩემი შეკითხვები

Post by gadmovcurav_zgvas » 18 თებ 2010, 22:36

Archil wrote:gadmovcurav_zgvas

შენ და მართლა გადაცურავ ზღვას თუ ეგ უბრალოდ სიმღერიდანაა სიტყვები ამოღებული?


თუ კი, მაშინ გადახედე ამ თემას :


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2522&start=0

და ვქნათ ზაფხულში რამე ;)
საკმაოდ კარგად ვცურავ :) მარა ამ სიტყვებში სხვა რამეა ჩაქსოვილი...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩემი შეკითხვები

Post by keto » 19 თებ 2010, 00:58

gadmovcurav_zgvas
შენ გინდა თქვა რომ ჩემი 1998 წლიანი იო რომ გავყიდო, 98-99 დიდ პაჯეროს ვიყიდი? თანაც ისეთს რომელიც მაქსიმუმ 12 ლიტრს დამიწვავს? :D მგონი გვეკაიფები :)

ბევრ იოს პატრონს უკეთესი მადა გვაქვს, დიდი პაჯერო გვირჩევნია, მაგრამ არც იგივე ფასი ღირს და არც იგივეს წვავს.

კარგი ზეთი და კარგი ბენზინი კიდევ ყველა მანქანას სჭირდება თუ კარგი პატრონი ჰყავს ;)
Keep Smiling...

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 01:10

Naia
ოღონდ მანამდე უნდა გაარკვიო როშკა-კორშის მონაკვეთი ჩახერგილი ხომ არაა
აი მაგის გარკვევა სად და როგორ შეიძლება?

:)

User avatar
gadmovcurav_zgvas
ბილიკზე მოარული
Posts: 62
Joined: 12 თებ 2010, 03:56
Location: დუშამბე
ჩემი შეკითხვები

Post by gadmovcurav_zgvas » 19 თებ 2010, 04:30

keto wrote:gadmovcurav_zgvas
შენ გინდა თქვა რომ ჩემი 1998 წლიანი იო რომ გავყიდო, 98-99 დიდ პაჯეროს ვიყიდი? თანაც ისეთს რომელიც მაქსიმუმ 12 ლიტრს დამიწვავს? :D მგონი გვეკაიფები :)

ბევრ იოს პატრონს უკეთესი მადა გვაქვს, დიდი პაჯერო გვირჩევნია, მაგრამ არც იგივე ფასი ღირს და არც იგივეს წვავს.

კარგი ზეთი და კარგი ბენზინი კიდევ ყველა მანქანას სჭირდება თუ კარგი პატრონი ჰყავს ;)
ნუ ეხლა იო გყავს და ცუდს იტყვი რამეს? ლოლზ, არც მე ვიძახი ცუდი მანქანა მეთქი მაგრამ ფასი აქვს ცუდი, http://myauto.ge/car_details.php?car_id=1262733 აჰა შენ ეს ერთი მაგალითი ჩვეულებრივი პაჯეროსი და ამაზე იაფადაც იყიდე ძმაკაცმა ამაზე უკეთესი პაჯერო და 11 ლიტრს უწვავს :) შენ ნუ გეწყინება იო მართლა არაა ცუდი მანქანა და თავიდან ვაპირებდი მეყიდა კიდეც მარა როცა სასურველი იო-ს ფასმა 6000$-მდე აიწია და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხალხი ყიდულობდა და ბარინგებმაც ფასი აწიეს მერე აღარ ვიყიდე + თითქმის ყველა გოგო ზის :) და რაღაც უფრო მგონია რომ მართლა ძალიან კარგი მანქანაა ქალისთვის :) კაცი მითუმეტეს თუ მონადირეა იო არ ეყოფა :) კიდევ ერთხელ ვიძახი იო იყო ძალიან მაგარი მანქანა როცა რელაური ფასი ქონდა :) პ.ს GDI-ძრავები საკმაოდ პრობლემატურია :) და რაც შეეხება ბენზინს საქართველოში კარგი ბენზინი არ არსებობს :) არსებობს ცუდი და ძალიან ცუდი ფასი კი ერთი და იგივე აქვს :) ბენზინის დაბალი ოქტანობის გამო იოს ბენზინის ფილტრი ნელნელა კვდება მარა სანამ ბოლომდე არ მოკვდება იქამდე არ ცვლიან ხოლმე იმიტო რო 200 ლარი ღირს :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი შეკითხვები

Post by guruli » 19 თებ 2010, 13:19

UTUFURS - იოთი ომალოში წასვლაზე ფიქრი დაივიწყე. ყოველ შემთხვევაში, ფიქრს თუ არ დაივიწყებ და მაინც წახვალ, მერე მანქანა დაივიწყე.
:D :D ნუ, მოკლედ, როგორც გამოცდილმა თუშეთოლოგმა ახალბედას გირჩიე და არჩევანი შენ გააკეთე, რისი დავიწყება გირჩევნია - ფიქრის თუ იოსი. :D
იო მართლაც დაბალია და საშინლად შეილახება მანდ. ახლა ვფიქრობ და ვერც ვიგონებ, მთაში იო საერთოდ თუ შემიმჩნევია.
არც ისაა სწორი, თითქოს ცუდი გზები ომალოს მერეა. საშინლად დამღლელი და მანქანისთვის რთული გზა ჯერ კიდევ კახეთშია - ლეჩურს რომ გასცდები და აბანოს ხიდისკენ აღმართს შეუყვები. ხიდის მერეც ერთი მონაკვეთია - მეწყერული (პირველ ასვლაზე კინაღამ ქვათაცვენაში რომ მოვყევი - ამაზე ახლაც ჭიანჭველები დამირბიან სხეულში :cry: :cry:). მერე უღელტეხილს შედარებით კარგად გადახვალ, მაგრამ აი იქაა მთავარი - ხოდარკოს ნაშალი. იმხელა ლოდები ყრია, ზოგზე მანქანა დაეტევა მთლიანად.
ომალოს მერე კარგი გზა მხოლოდ დართლომდეა და მეცინება, ორი წლის წინ ყველგან მოდერი კახას მანქანით წავედით და მაინცდამაინც მანდ დავუყევით ფეხით. :) არადა, დართლომდე ხელისგულივით გზა ჩადის.
ომალოდან შენაქო-დიკლოსაკ იო-ს მაგვარი მანქანით წასვლა ან გომეწარშიდ სისულელეა. ვერც დართლოს მერე ივლის.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 16:46

კიდევ შეკითხვები.

შეკითვხა 3

რუკაზე ვერ ვიპოვე ჭულე. სად არის ზუსტად და როგორ უნდა მივიდე?

შეკითხვა 4

კარავი+საძილე+პოროლონი+ტრეკინგ ფეხსაცმლები... ეს ყველაფერი დამიჯდება დაახლოებით.... რამდენი?






guruli

მაშინ მირჩიე რაიმე სხვა ჯიპი :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჩემი შეკითხვები

Post by lama » 19 თებ 2010, 17:39

UTUFURS wrote: კარავი+საძილე+პოროლონი+ტრეკინგ ფეხსაცმლები... ეს ყველაფერი დამიჯდება დაახლოებით.... რამდენი?
ჯამში დაგიჯდება 450 ლარი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 17:41

lama
ჯამში დაგიჯდება 450 ლარი
მადლობა.
ზურგჩანთა გამომრჩენია :)
უბრალო 1 დღიანისთვის საკმარი მაქვს.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]