ჩემი შეკითხვები

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჩემი შეკითხვები

Post by keto » 19 თებ 2010, 17:47

gadmovcurav_zgvas
სხვაზე არაფერზე პოლემიკას არ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ იოს ბენზინის ფილტრი საერთოდ არ აქვს :)
Keep Smiling...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი შეკითხვები

Post by guruli » 19 თებ 2010, 19:40

UTUFURS wrote:კიდევ შეკითხვები.

შეკითვხა 3

რუკაზე ვერ ვიპოვე ჭულე. სად არის ზუსტად და როგორ უნდა მივიდე?

შეკითხვა 4

კარავი+საძილე+პოროლონი+ტრეკინგ ფეხსაცმლები... ეს ყველაფერი დამიჯდება დაახლოებით.... რამდენი?






guruli

მაშინ მირჩიე რაიმე სხვა ჯიპი :)
შეკითხვა 4

კარავი+საძილე+პოროლონი+ტრეკინგ ფეხსაცმლები... ეს ყველაფერი დამიჯდება დაახლოებით.... რამდენი?
გააჩნია ხარისხს და გემოვნებას... ლამამ რაც გითხრა, ეგეც მისაღებია, მაგრამ თუ ძაან ხარისხიანი გინდა... მაგალითად, კარავს ნუ იყიდი 2000 მმ-ზე ნაკლებს, მაგრამ ჩვენთან გამყიდველებს, როგორც წესი, ტექნიკური მახასიათებლებზე წარმოდგენა არ აქვთ. თან მატერიასაც გააჩნია...
საძილეებს, პარალონებს და ზურგჩანთებს მე მაინც იმას გირჩევ, რაც ჩემს დადებულ ბმულზეა - იაფიცაა და ხარისხიანიც. თუმცა იმათი სამხედრო პარალონები ცოტა მძიმეა. მაგას იქნებ გასაბერები სჯობდეს.
guruli

მაშინ მირჩიე რაიმე სხვა ჯიპი :)
[/quote]
ნებისმიერი მაღალი გამავლობის, "არაგარადსკოი" ჯიპი. :D
თუმცა აჯობებს, მაგაზე აქაურ მძღოლებს დაეკითხო. :wink:

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
ჩემი შეკითხვები

Post by Tamusia » 19 თებ 2010, 20:30

ლაშა, შენ რაღაც, ლაშქრობით დაინტერესებული ჩანხარ :)

გირჩევ შაბათის ან კვირის ერთ დღიან გასვლებს შეუერთდე და ნელ-ნელა გაერკვევი ყველაფერში. ამასობაში ლაშქრობების დიდი სეზონი -- ზაფხულიც მოვა :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჩემი შეკითხვები

Post by Kakha » 19 თებ 2010, 21:04

UTUFURS
თუ კიდევ გაინტერესებს როშკისა და აბუდელაურის ამბები. ორჯერ ვარ ნამყოფი და ორჯერვე ერთ დღეში ჩავეტიე. თანაც ორჯერვე ბავშვებთან ერთად. რა თქმა უნდა მანქანით უნდა იყო. გადიხარ თბილისიდან 6 საათზე ან ყველაზე გვიან 7 საათზე. ორ საათში, მაქსიმუმ ორსაათ ნახევარში როშკაში იქნები. დატოვებ მანქანას და ადიხარ მწვანე და ლურჯტბებამე დაახლოებით ორ საათში. თუ გინდა თეთრი ტბის ნახვე კიდევ დაახლოებით საათი უნდა იარო. უკან, როშკამდე უფრო მალე დაბრუნდები, რადგან სულ დაღმართებზე ივლი. მანქანასთან ალბათ საღამოს 5 ან 6 საათზე იქნები. იქიდან თბილისამდე ისევ ორი საათი.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჩემი შეკითხვები

Post by Wanderer » 19 თებ 2010, 21:18

მეც ამას გირჩევდი:
გირჩევ შაბათის ან კვირის ერთ დღიან გასვლებს შეუერთდე და ნელ-ნელა გაერკვევი ყველაფერში.
ანუ უბრალოდ ჩაერთე კარვის ცხოვრებაში და მიხვდები თანდათან ყველაფერს. :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 21:41

guruli
Kakha

მადლობა მადლობა :)


Tamusia
Wanderer
გირჩევ შაბათის ან კვირის ერთ დღიან გასვლებს შეუერთდე და ნელ-ნელა გაერკვევი ყველაფერში.
ვაპირებ აუცილებლად :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი შეკითხვები

Post by guruli » 19 თებ 2010, 22:21

UTUFURS - შეუერთდი ხვალ დავათში წამსვლელებს. :wink:
იქნებ მეც წავიდე, არ ვიცი ჯერ კიდევ.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 19 თებ 2010, 22:41

guruli
UTUFURS - შეუერთდი ხვალ დავათში წამსვლელებს
შაბათობით ვმუშაობ :(
ან წინასწარ უნდა გავაფრთხილო, მე კი დღეს გავიგე.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 13 მარ 2010, 15:38

თრუსოს ხეობის თემებს ვათვალიერებდი და ძალიამ მომხიბლა იქაურობამ :)

და გამიჩნდა შეკითხვა:

სადამდე შეიძლება ხეობაში შესვლა? (ამბობენ ოსები გადმოდიანო და მესაზღვრეები არ გიშვებენო თუ რაღაც ეგეთი...)

კეტრისმდე?
აბანომდე?
ზაქაგორამდე?

კიდევ ულამაზესი მტავარგანგელოზის ეკლესია ყოფილა მთაზე :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი შეკითხვები

Post by guruli » 13 მარ 2010, 16:21

UTUFURS
აბანომდე?
ზაქაგორამდე?

კიდევ ულამაზესი მტავარგანგელოზის ეკლესია ყოფილა მთაზე
მაგათზე ფიქრს შეეშვი უკვე, კეტრისამდე კი მიხვალ და იქითაც - მესაზღვრეთა პოსტამდე, მაგრამ ეგ ხეობის დასაწყისია.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 13 მარ 2010, 17:50

guruli

აბანოს ტბამდეც ვერ მივალ :(

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჩემი შეკითხვები

Post by Makena » 15 მარ 2010, 00:51

UTUFURS
თრუსოში შესვლა სარისკოა, სიღრმეში განსაკუთრებით, ზაქაგორამდე ნამდვილად არ გაგიშვებენ მესაზღვრეები.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
ჩემი შეკითხვები

Post by UTUFURS » 15 მარ 2010, 23:18

Makena
თრუსოში შესვლა სარისკოა, სიღრმეში განსაკუთრებით, ზაქაგორამდე ნამდვილად არ გაგიშვებენ მესაზღვრეები.
მდა.. სამწუხაროა...

ანუ აბნოს ზემოთ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს საართველო?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჩემი შეკითხვები

Post by guruli » 16 მარ 2010, 01:01

UTUFURS
ანუ აბნოს ზემოთ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს საართველო?
უკაცრავად და რომელს გულისხმობ? :roll: თუ მობუყბუყე ტბას, მაქამდე იქნებ კი მიგიშვან - მესაზღვრეები მაშინ მაგის იქით იდგნენ, ახლა კი არ ვიცი. თუმცა ახლა მაქამდეც საკითხავია მისვლა.

Bekko
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 03 მარ 2010, 19:58
ჩემი შეკითხვები

Post by Bekko » 16 მარ 2010, 02:21

ეჰ არადა დრო იყო ხალხი ჯიხვებზე ნადირობდა :( როგორ ვპატარავდებით....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]