დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
iguana
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 20 დეკ 2008, 20:43
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by iguana » 26 ნოე 2009, 16:09

ძალიან გთხოვთ ფორუმის სტაჟიანო წევრებო (პრინიცპში უსტაჟოებოც, რა მნიშვნელობა აქვს)

ამჯამად პროექტს ვწერ საზაფხულო ბანაკზე და ბიუჯეტისთვის მჭირდება მივუთითო

1. სად შეიძლება კარავის და საძილე ტომრების ქირაობა? არსებობს რამე "ზავეძენიე" რომელიც მსგავსი საქმიანობითაა დაკავებული?

2. რა ღირს სამარშრუტო ტაქსის დაქირავება შატილამდე (ორი გზა რა თქმა უნდა)

3. 3 დღიანი საზაფხულო ბანაკისთვის კაცზე დაახლოებით რამდენი ლარის საჭმელი ვივარაუდო რომ არ ამოვწყდეთ?

დაემხარეთ რა ბიძიებო , დეიდებო დამიწერეთ რა პასუხებიი
:shock:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by Kakha » 26 ნოე 2009, 16:28

მოძებნე შატილში ან უბრალოდ ხევსურეთში გასვლა და ნახე პირველ გვერდზე მარშრუტის აღწერაში იქნება რა დაჯდა ტრანსპორტირება. ოღონდ გაითვალისწინე, რომ ჩვენ ფულს ვკირბავთ და პირდაპირ ვაძლევთ მოძღოლს. ეჭვი მეპარება რომ ამის შემდეგ მძღოლი მიდიოდეს საგადასახადოში და დეკარაციაში შეჰქონდეს მიღებული თანხა და შემდეგ დღგ-სა და მოგებიდან გადასახადს იხდიდეს. იმის თქმა მინდა, რომ თუ ყველაფერი ოფიციალურდა გაფორმდება (როგორც ვხდები პროექტს წერ და შესაბამისად მთელი ფინანსები უნდა დოკუმენტირებული იყოს) უფრო მეტი დაგიჯდება ვიდრე კარველებს უჯდებათ.

საკვები რამდენი ლარის დაგიჯდება ძალზე რთული სათქმელია. გააჩნია რა სახის და რა ხარისხის საკვები გინდა. მაგალითად ცნობილია, რომ კაცზე დღეში ნახევარ პურს ანგარიშობენ ხოლმე. დილას ჩაი ან რამი მისი მსგავსი, და დიკევ ყველი (შეიძლება მდნარი). შუადღეზე ალბათ გასვლა გექნებათ და ამიტომ მშრალი საკვები დაგჭირდებათ - ძეხვი, ყველი, შეიძლება რამი კონსერვი (მაგალითად თევზის). საღამოს ალბათ ცხელი საკვები. პარკის სუპს თუ შეჭამთ ეს დაალოებით 40 თეთრია. თუ ქეიფი გინდათ ხორცეულით და სასმელით სულ სხვა თემაა. მე ასე ვიტყოდი თუ მოკრძლებულები იქნებით (ცოტა კალორიებს არ ვგულისხმობ, არამედ არაძვირფას საკვებს, მაგალითად პარკის სუპს და მისთანებს) მაშინ დღეში 6-7 ლარი უნდა გეყოს.

აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტი გამიგია რომ არის ყაზბეგში. მგონია პატარა სასტუმროა რომელსაც "მთის სახლი" ჰქვია და იქვე აქირავებენ აღჭურვილობას. მაგრამ აბა გამოგადგება ყაზბეგი?

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by keto » 26 ნოე 2009, 23:29

გაქირავებაზე, მეც ყაზბეგში რომ აქირავებენ ეგ ვიცი, ვებ-გვერდიც აქვთ. თბილისში მე მინდოდა ჩანთია ქირაობა და ვერ მივაგენი ვერაფერს.

შატილში წელს სექტემბერში 350 ლარი გადავიხადეთ 1 სამარშუტოზე (2დღე/1 ღამე)
Keep Smiling...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by paata_ » 26 ნოე 2009, 23:44

iguana

გუდანში სასტუმროა და ისინი აქირავებენ, თბილისშიც არის დავაზუსტებ მისამართს და დავწერ
რამდენი კაცისთვის გინდა გააჩნია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by Wanderer » 27 ნოე 2009, 13:56

paata_
გუდანში სასტუმროა და ისინი აქირავებენ
საინტერესოა! რაღაც იდეები მომივიდა გუდანთან დაკავშირებით. :)

შეგიძლია მითხრა როგორი სასტუმროა, რამდენ კაცს დაიტევს და რა ღირს მიახლოებით?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
iguana
ბილიკზე მოარული
Posts: 42
Joined: 20 დეკ 2008, 20:43
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by iguana » 27 ნოე 2009, 14:21

დიდი მადლობა რა ღია, კეთილმეზობლური და სტუმართმოყვარე ფორუმია :ლოვე:

პაატა ძალიან გთხოვთ დააზუსტეთ რა და მომწერეთ, იქნებ დღესვე

ძალიან გთხოოვთ


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დამეხმარეთ, მირჩიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 დეკ 2009, 01:37

iguana wrote: 1. სად შეიძლება კარავის და საძილე ტომრების ქირაობა? არსებობს რამე "ზავეძენიე"
უ1ლესად, აღფრთოვნებას გამოვხატავ ასეთი გეგმის მიმართ.
მომწონს, როდესაც ხალხი სამშობლოს სანახავად დადის და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

რაც შეეხება სალაშქრო ნივთების გასაქირავებელ დაწესებულებას, გუდანშიც აქირავებენ და "კარავზე" 1 დიდი ადამიანია, caucasica, Pირადზე წერილი მიწერე
და ის, გარდა იმისა, რომ მსგავსი ბანაკების 2განიზებაშია გამოცდილი, აღჭურვილობაზეც სათანადო ცნობებს მოგაწვდის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]