ვაშნარის ნაქალაქარი

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ვაშნარის ნაქალაქარი

Post by TuTa » 20 ნოე 2009, 11:49

თუ ვინმე ხართ ნამყოფი ვაშნარის ნაქალაქარში, იქნებ მირჩიოთ როგორ უნდა მივიდე, როგორი გზაა არის, ან გამიზიაროთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ამ ადგილის თაობაზე.

ამ დღეებში შეიძლება ბათუმიდან დავგეგმო ეს მოგზაურობა და ინტერნეტში მხოლოდ ეს ინფორმაცია მოვიძიე და ძალიან დავინტერესდი :)

ვაშნარის ნაქალაქარი- ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი გურიის მხარეში, სოფელ ციხისფერდის ახლოს. გურიის ისტორიული ცენტრი.
ვაშნარი მდებარეობს მდინარეების სკურდუმის და ნატანების შესართავში, შემაღლებულ ადგილას. ვაშნარის ციხე-ქალაქის მშენებლობისა და ძლიერების პერიოდი ისტორიკოსს მკვლევართა მიერ V-VIII საუკუნეებით განისაზღვრება.
ციხე ქალაქი (გარე და შიდა გალავანი) ნაგებია ქვითკირის თანაბარი წესიერი კვადრებით, აგრეთვე ნატეხი რიყის ქვით და გამაგრებულია კირხსნარით. იგი სამი მხრიდან დაცულია ფლატენაპირიანი მდინარეებით, ხოლო აღმოსავლეთიდან გამაგრებულია ქვითკირის მტკიცე ორმაგი გალავნით. 1949 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) შეისწავლა შიდა ციხის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილი. ის წახნაგოვანი ფორმისაა და შეიცავს 40 მეტრში ჩატანებულ კვადრატულ კოშკებს (8X8 მ).

განათხარ ნაგებობათა შორის მნიშვნელოვანია შიდა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, გალავანის გასწვრივ აღმოჩენილი სამნავიანი ბაზილიკა. საკურთხევლის იატაკი მარმარილოს ფილებით ყოფილა მოპირკეთებული. ბაზილიკას სამი მხრიდან გარსშემოსავლელი დერეფანი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით სენაკი აქვს მიშენებული, ეკლესიის შესასვლელი კარიბჭე დასავლეთიდანაა გაჭრილი. ბაზილიკა კრამიტით ყოფილა დახურული. ბაზილიკის ცენტრალურ და სამხრეთ ნავში 4 აკლდამა, ხოლო სამხრეთ სენაკში ორი სამარხი იქნა დადასტურებული. ისინი წარჩინებულ პირთა სამარხებს წარმოადგენენ. ბაზილიკის კედლები ამოყვანილია ბაზალტის კვადრებისა და კვადრატული აგურის სარტყელების მონაცვლეობით და კირხსნარითაა ნალესი.

მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარია აღმოსავლეთის გალავნიდან თიხის მილებით შემოყვანილი წყალსადენი. იგი გაყვანილია ბაზილიკის სამხრეთი კედლის ქვეშ, მის გასწვრივ, რაც წყალსადენის დაზიანების აცილების საშუალებას იძლეოდა.

ბაზილიკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთის გალავნის გასწვრივ გამოვლენილია ნაგებობა, რომელსაც ორი წყება კედელი აქვს. ზედხედში ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს კვადრატი კვადრატშია ჩასმული. ნაგებობა ორსართულიანი ყოფილა, რომლის ქვედა სართული ღორღით ყოფილა ამოვსებული და თავისებურ კვარცხლბეკს წარმოადგენდა. მას ზემოდან ედგა ოთხ სენაკიანი მეორე სართული, სადაც სამარხებაია თიხის სარკოფაგებში, აქვეა გამოვლენილი ბაზისები, იმპოსტები და რვა კორინთული ტიპის სვეტისთავი, რომლებიც შემკულია აკანთის ფოთლის და ბოლუტების (ხვიების) გამოსახულებით. ნაგებობა, სავარაუდოდ, წარმოადგენდა “სამლოცველოს”. არის მოსაზრება, რომ ზემოხსენებული ნაგებობა წარმოადგენს სვეტებიან მავზოლეუმს,რომელიც ცნობილია ელინისტურ სამყაროში.

2009 წლის 30 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმისა და საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი ექსპედიციის ინიციატივით გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია , რომელიც ვაშნარის ნაქალაქარის აღდგენას მიეძღვნა.

ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე შექმნილია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალი, რომლის ოფისიც ოზურგეთშია განთავსებული.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]