Page 1 of 3

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 02:24
by Nephros
მაინტერესებს, რა პრობლემები შეგხვედრიათ საინგილოში გადასვლისას საზღვარზე.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 10:58
by qvevri
Nephros
ლიტერატურის გადატანაა სასტიკად აკრძალული. ყველანაირის.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 14:13
by diffenbaxia
გამარჯობათ,მეც მაქვს რამოდენიმე კითხვა საინგილოში წასვლასთან დაკავშირებით,მაინტერესებს ხართ თუ არა ნამყოფი ერთი და იგივე პასპორტიტ სასომხეთისა და აზარბაიჯანის ტერიტორიებზე?გქონიათ თუ არა რამე პრობლემა? მე სასომხეთში ვარ ნამყოფი 2 წლის წინ ,ეხლა ვაპირებ წასვლას ქურმუხობაზე და მითხრეს საბაჟოზე არ გაგიშვებენო.იქნებ დამეხმაროთ და დამაკვალიანოთ.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 21:57
by lasharela
qvevri გამარჯობა :) შარშან კი აღარ მახსოვს შენ როგორ გადაიტანე ლიტერატურა?

პრობლემებს რაც შეეხება:

დავიწყებ იმით რასაც შევსწრებივარ. ჩემს ლეჩხუმელ მეგობარს რომლის გვარსაც სვანური დაბოლოება აქვს შეუქმნეს პრობლემები. 2 თუ 3 საათი დასჭირდათ იმის დასადგენად რომ ბახსოლიანი სვანი იყო და არა სომეხი (ნუ ლეჩხუმელობაზე არც ვახურებდით თორე მეტი დრო დასჭირდებოდათ :) )

საზღვარზე არ შეიძლება სასულიერო ნივთების, ქართული ლიტერატურის... და ასეთი კატეგორიის ნივთების გადატანა.

პასპორტში სომხური ბეჭდის არსებობა ოფიციალური დაბრკოლება არაა, მაგრამ როგორც ჩანს რისკ-ფაქტორებში აქვთ შეტანილი. შეიძლება ვერ შენიშნონ და გადახვიდე, შეიძლება შენიშნონ და სუბიქტური გადაწყვეტილებით გადაგიშვან, ან შეიძლება არც გადაგიშვან. ერთი სიტყვით ქურმუხობა წელიწადში ერთხელაა და არ ღირს გარისკვა, ახალი პასპორტი ჯობია.

ტრანსპორტით გადასვლაზეც შეზღუდვებია რათქმაუნდა.

ყველა მარშუტკა ვერ გადავა- უშვებენ მხოლოდ მას რომელსაც აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებისგან ლიცენზია აქვს ნაყიდი. მანქანებს უპრობლემოდ უშვებენ თუ: საჭე მარცხენა მხარესაა, მინები არაა დაბურული და მანქანაში დევს აფთიაქი და სახანძრო ბალონი. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად ჩვენ სახანძრო ბალონი არ გვქონდა და თვალი დახუჭეს.

მანქანით გადასვლა ფასიანია- საშუალოდ 40მანათი ჯდება, ოღონდ ოფიციალურად 25მანათი ღირს მგონი. ანგარიშწორება ლარებითაც შეიძლება. კახში ლარი ისევე თავისუფალ მიმოქცევაშია როგორც დავუშვათ კასპში. თუმცა მეეჭვება იქ ფული დახარჯოთ, ვერ დახარჯავთ :D

მანქანა აუცილებლად მასზე უნდა იყოს გაფორმებული ვინც მას მართავს.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 22:06
by lasharela
ერიდეთ მოძრაობის წესების დარღვევას. მათი პოლიცია მართალია ჩვენს პატრულზე უკეთესი მანქანებით პატრულირებს მაგრამ სისტემა ისევ გაიშნკურია, მოკლედ იმათ ხელში მტერი ჩავარდა. ქურმუხამდე მისასვლელად ორი რაიონის გავლაა აუცილებელი: ბელაქანი, ზაქათალა და მესამეა კახი (კახშია ქურმუხი). ყოველი რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე არის საპოლიციო პოსტი. თუ ძალიან გადატვირთული მოძრაობა არაა, ქართულნომრიან ტრანსპორტს აუცილებლად აჩერებენ, მოითხოვენ ყველა მგზავრის პასპორტს და უპრობლემოდ გაგიშვებენ (თუმცა გაითვალისწინეთ რომ აზერბაიჯანის პროვინციის პოლიციაა და პროვინციული გამოხტომებისგან არ ხართ დაზღვეული).
გზაში ერიდეთ ფოტოების გადაღებას, პრობლემა არცერთხელ შემქმნია მაგრამ მცირე რისკი მაინც არსებობს.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 26 ოქტ 2009, 22:52
by Nephros
qvevri
lasharela

დიდი მადლობა.
lasharela
ყველა მარშუტკა ვერ გადავა- უშვებენ მხოლოდ მას რომელსაც აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებისგან ლიცენზია აქვს ნაყიდი.
სწორედ ეს მაინტერესებდა. ჩვენც ასე აგვიხსნეს საზღვარზე. მაინტერესებდა, უპრობლემოდ გადასვლის პრეცენდენტი ხომ არ არსებობდა ვინმესთან. ბოლომდე მეგონა, რომ მათი უხასიათობის გამო ვერ გადავლახეთ საზღვარი. მგზავრები გაგვიშვეს, მარშუტკა - არა. არც სასმელს გვატანდნენ, არც საჭმელს. ჰოდა, დავბრუნდით უკან.

PS. ჩვენს უნიათობაზე ვბრაზობდი იმ დროს და არა აზერების დაწერილ თუ დაუწერელ კანონებზე.
PPS. თუმცა კი ახლაც...

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 10:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
მორიდებით შეგახსენებთ, რომ ეს არის ჰერეთი და არა ყურით მოთრეული საინგილო.
თუ შეიძლება, ესეც შეიტანეთ რჩევებში.
დანარჩენი კი დაწერილა.
2ჯერ ვარ ნამყოფი.
განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის.
ქართველი მებაჟეები 2 და მეტი 1ნაირი ნივთის ნახვის შემთხვევაში, აბაჟებენ

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 11:27
by Nephros
GAMARJOBA SAKARTVELO
"ჰერეთი" ჩემთვის უკიდურესად შორეული წარსულია. "საინგილო" კი უკეთ იტევს მთელს ემოციას ამ მხარესთან და მის ხალხთან მიმართებაში.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 11:48
by Nika
ახალი პასპორტის აღებისას ძველის ჩაბარება არაა საჭირო ანუ 2 პასპორტის ქონა შეგიძლია ერთით გადახვალ ჰერეთში. მეორეთი სომხეთში.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 12:16
by Nephros
diffenbaxia
ხართ თუ არა ნამყოფი ერთი და იგივე პასპორტიტ სასომხეთისა და აზარბაიჯანის ტერიტორიებზე
ჩემი მეგობრების ჯგუფი იყო ახტალაში ნამყოფი და მეორე თვეს მოგვიწია საინგილოში წასვლა. ყველას ეშინოდა, რადგანაც რამოდენიმე კაცს ერთად ჰქონდა საქართველო-სომხეთის საზღვარი გადაკვეთილი. ამ შემთხვევაში ჯგუფს უფრო საეჭვო შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა მესაზღვრეების თვალში, ვიდრე ერთ ადამიანს. თუმცა ჩვენს ჯგუფს გადასვლისას პრობლემა არ შექმნია. პრობლემა მხოლოდ მარშუტკა აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, მთლად სირია-ისრაელივით არაა საქმე.
PS. ერთი ნაცნობი ყვებოდა, თურმე მისი სვანი მეგობარი მიდიოდა აზერბაიჯანში. მოკლედ, აზერბაიჯანის ეთნოგრაფიული კვლევის ინსტიტუტთან დაკავშირება გამხდარა საჭირო, იმის დასამტკიცებლად, რომ "-იან"-ზე დაბოლოებული გვარი სვანურია, და რომ სვანები ქართველები არიან.

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 12:37
by lasharela
ტოპონიმიკას რაც შეეხება.

ტერმინ საინგილო-ზე ბევრი ვერსია არსებობს. ძირითადი ვერსიის თანახმად ინგილო ნიშნავს ახლად რჯულნაცვალს და დამკვიდრდა შაჰ აბას პირველის დროს, როცა მოხდა ადგილობრივ ჰერებში მაჰმადიანობის მასიური გავრცელება. ანუ ინგილო სოციალური ტერმინია და არა გეოგრაფიული ტოპონიმი. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ჰერეთის იმ ნაწილს სადაც გამაჰმადიანებული ჰერები (ინგილოები) ცხოვრობდნენ საინგილო შეერქვა. თუმცა ხშირად ხდებოდა ისეთი რამ რომ ჰერები მასიურად უბრუნდებოდნენ ქრისტიანულ რჯულს, ასე რომ მათ აღარ ერქვათ ინგილოები და არც მათ საცხოვრებელ არეალს უნდა რქმოდა საინგილო.
ისე, მე რომ მკითხოთ, ტერმინ "საინგილოს" პოპულარიზაცია იაკობ გოგებაშვილის ბრალია :))))

ტოპონიმ ჰერეთი-ს სრულად აღსაწერად უნდა ითქვას რომ ის მოიცავდა თანამედროვე მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამხრეთ აღმოსავლეთს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (კუხეთის) სამხრეთს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (კამბეჩოვანი), გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს; საზღვარს იქეთ მოიცავს ჯეირანჩოლის ველს, ბელაქანის, ზაქათალას, კახის და ნაწილობრივ შექის რაიონებს. ეს სრული ვერსია. და "მინი" ჰერეთის საზღვრები ასეთია- ნეკრესიდან გიშამდე.

ზოგადად, საზღვრის (მაწიმს გაღმა) იქეთა ჰერეთზე საუბრისას გაცილებით კომფორტულია "საინგილოს" გამოყენება ვიდრე "ჰერეთისა", რადგან საინგილო აკონკრეტებს რომ საუბარია ბელაქან-ზაქათალა-კახზე (სამწუხაროდ ასე დამკვიდრდა). მაშინ როცა ჰერეთის ხმარებისას იგულისხმება ყვარელი, ლაგოდეხი... და გიწევს დაკონკრეტება ჰერეთის კონკრეტულად რომელ ნაწილზე საუბრობ.

მოკლედ ერთი ტოპონიმი (საინგილო) მცდარია, მაგრამ [უკვე] აკონკრეტებს არეალს; და მეორე- ჰერეთი, მართებულია მაგრამ ცალსახოვნად ვერ აკონკრეტებს იმ არეალს რომელზეც საუბრობ.

მგონია, გამოსავალი და მართებული ტერმინი ეს იქნება- აღმოსავლეთ ჰერეთი.

აბა, ვინ მოდის აღმოსავლეთ ჰერეთში? :)))))

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 12:53
by lasharela
ძალიან დიდი სხვაობაა საქართველოს და აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის. ქართულ მხარეს მოწესრიგებული და განურჩევლად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი პერსონალია, შეიძლება ცხელი ყავაც შემოგთავაზონ, მოწესრიგებულია ყველაფერი, ხელოვნურ პრობლემას არავის უქმნიან, წესის მიხედვით ხდება ყველაფერი.

აზერბაიჯანის მხარეს სიბინძურე, კორუფცია, დიდია მესაზღვრეებისა და მებაჟეების სუბიექტური ქმედებების წილი, დგანან კალაშნიკოვებით...

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 13:20
by Truli
lasharela
იგეგმება რაიმე წასვლა? არ ვარ იქეთ ნამყოფი

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 13:28
by diffenbaxia
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. :)

საინგილო: პრობლემები საზღვარზე

Posted: 27 ოქტ 2009, 13:29
by lasharela
Truli
ამ ჯერზე მე შეიძლება ჩემი "ხოდით" წავიდე. თუმცა თუ სურვილი გაქვს შემიძლია დაგაკავშირო იქ წამსვლელ ჯგუფთან :)