რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by gion » 07 აგვ 2009, 21:14

აი ესეთი კითხვა მაქვს. საშუალოდ რამდენი კილოგრამი ბარგი დაგაქვთ ლაშქრობებში? დამოკიდებულია ეს მარშრუტის სირთულეზე? მოკლედ ეს საკითხი მაინტერესებს - ვის რამდენი დააქვს და თვითონ რა გაბარიტების არის?
Last edited by gion on 08 აგვ 2009, 10:21, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by teo- » 07 აგვ 2009, 21:30

ალპინისტებისთვის 25 კილოა ნორმალური და ლაშქრობებისთვის ალათ ლაშქრობის ხანგრძლივობას გააჩნია , ჩემი 10-15მდე მერყეობს

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by LEVANIKO » 07 აგვ 2009, 21:34

აუ მეც მაინტერესებს მთლიანად: კარავი, სპალნიკი, პარალონი და კიდევ ზურგჩანთა და პლიუს რასაც ჩავდებ შიგნით დაახლოებით რამდენი გამოვა?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by qvevri » 07 აგვ 2009, 21:41

ჩემიც 10 დან 15 მდეა. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მყიდბელის ჯიბის სისქეზე :wink:

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by LEVANIKO » 07 აგვ 2009, 21:45

კარავი,ზურგჩანთა,სპალნიკი,პარალონი. ესენი კი გამოვა 10 კგ და დალშე რასაც ჩადებ რა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by ARCHILI » 07 აგვ 2009, 23:01

ნუ თუ დრუიდის, ნიკა 67-ის, ზურა ენის, ჩემი ჩანთის და ზოგიერთი სხვის პარამეტრებს ავიღებთ, მაშინ... :lol: :lol: :lol:

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by gion » 07 აგვ 2009, 23:08

ARCHILI wrote:ნუ თუ დრუიდის, ნიკა 67-ის, ზურა ენის, ჩემი ჩანთის და ზოგიერთი სხვის პარამეტრებს ავიღებთ, მაშინ... :lol: :lol: :lol:
:lol: :lol: :lol:
ლაგოდეხში ერთმა რუსმა წონა ათრია!!! - გავგიჟდი!!! მაგის მერე დამებადა ეს კითხვა. ჩემი იყო ერთი 13 კილო - და მაგისი ერთი 20 კილო იქნებოდა! მაგრამ პიტსპოპშიკი იყო და მთელი ცხოვრება მაგ ზურგჩანთით დადის :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by Archil » 07 აგვ 2009, 23:08

gion

გააჩნია რამდენ დღიანში მიდიხარ, რა სეზონზე. ზამთარში თუ ჩექმებს ჩადებ და ჯემპრებს, მაშIნ მძIმდება, ზაფხულში მაგენი ნაკლებად საჭიროა.

ერთდღიანში 5 კგ-ც საკმარისია.
მინიმუმ 10 კგ მაინც გამოდის ზურგჩანთა მამაკაცისათვის
მაქსიმუმ 35 კგ უნდა იყოს, თუმცა 50 კგ-იანებიც უთრევიათ. ნუ, მაშინ ლოკოკინას სიჩქარით დადიხარ და ეგაა ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by LEVANIKO » 07 აგვ 2009, 23:20

ზამტარში არსად ვაპირებ ჯერჯერობით წასვლას და ზაფხულისთვის ვამბობ 15 კგ არგაექცევა მგონი ყველაფერი

User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by G » 07 აგვ 2009, 23:24

gion wrote:აი ესეთი კითხვა მაქვს. საშუალოდ რამდენი კილოგრამი ბარგი დაგაქვთ ლაშქრობებში? დამოკიდებულია ეს მარშრუტის სირთულეზე? მოკლედ ეს საკითხი მაინტერესებს - ვის რამდენი დააქვს და თვითონ რა გაბარიტების არის?

საერთოდ ითვლება, რომ თუ კარგ ფორმაში ხარ, შეგიძლია შენი სხეულის წონის დაახლოებით 35% ატარო. მაგრამ ეს პირობითია, ყველაფერი ძვალ კუნთოვანი სისტემის სიძლიერესა და ამტანობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ მსუბუქი წონის კაცს, კარგა დიდ მანძილზე 40-50 კგ ტვირთის ტარებაც უპრობლემოდ შეუძლია.

თუ ისეთ ლაშქრობას გეგმავ სადაც მძიმე წონის ტარება იქნება საჭირო, სჯობს წინასწარ მოემზადო ფიზიკურად.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by zura N. » 08 აგვ 2009, 14:35

gion wrote:
ARCHILI wrote:ნუ თუ დრუიდის, ნიკა 67-ის, ზურა ენის, ჩემი ჩანთის და ზოგიერთი სხვის პარამეტრებს ავიღებთ, მაშინ... :lol: :lol: :lol:
:lol: :lol: :lol:
ლაგოდეხში ერთმა რუსმა წონა ათრია!!! - გავგიჟდი!!! მაგის მერე დამებადა ეს კითხვა. ჩემი იყო ერთი 13 კილო - და მაგისი ერთი 20 კილო იქნებოდა! მაგრამ პიტსპოპშიკი იყო და მთელი ცხოვრება მაგ ზურგჩანთით დადის :)
ბევრია 20კგ? :roll: :shock:

ეხლა რო ვიყავი ბოლოს არ ვიცი რამდენი იყო ზუსტად მარა, 1 ხელით ფაქტიურად ვერ ვწევდი ჩანთს მიკროავტობუსში რო ამქონდა ან სკამზე მინდოდა შემოდება 2 ხელით ძლივს ვექაჩებოდი... ნუ მე 2 კვირის ბარგი მეწყო შიგნით...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by gion » 08 აგვ 2009, 18:16

zura N.
აბა რა ვიცი :) მე პირველად ვიყავი ზურგჩანთით და 20 კილო ძალიან ბევრი მომეჩვენა. ალბათ მარშრუტს გააჩნია. მაგალითად 15 კილომეტრი სულ მაგარი აღმართი რომ იყოს, როგორც ეს ლაგოდეხშია, იმ ჩანთას ათრევდი ერთი ხელით რომ ვერ წევდი?

ანუ იმას ვამბობ, შეიძლება სწორზე თუ მიდიხარ ძირითადა, მაშინ ცოტა მძიმეც შეიძლება იყოს. და 20ზე მძიმე კიდე - აგურები უნდა ჩაალაგო??? :lol: :lol: :lol:

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by zura N. » 08 აგვ 2009, 18:30

gion wrote:zura N.
აბა რა ვიცი :) მე პირველად ვიყავი ზურგჩანთით და 20 კილო ძალიან ბევრი მომეჩვენა. ალბათ მარშრუტს გააჩნია. მაგალითად 15 კილომეტრი სულ მაგარი აღმართი რომ იყოს, როგორც ეს ლაგოდეხშია, იმ ჩანთას ათრევდი ერთი ხელით რომ ვერ წევდი?

ანუ იმას ვამბობ, შეიძლება სწორზე თუ მიდიხარ ძირითადა, მაშინ ცოტა მძიმეც შეიძლება იყოს. და 20ზე მძიმე კიდე - აგურები უნდა ჩაალაგო??? :lol: :lol: :lol:
სწორზე არ გეუბნები არც მე, ტობავარჩხილის თემა ნახე ლაშქრობებში და ნახავ რა აღმართები ვიარეთ... ზოგან ოთხით გვიწევდა სიარული...

ტარება მარტო ზურგჩანთის წონაზეც არაა დამოკიდებული... ჩემი აზრით არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს ზურგჩანთის ხარისხს და მის მოხერხებულობას... თორე ყოფილა შემთხვევა 5-10 კილოანი ჩანთა მიტარებია მარა ისე დამგალა მერჩივნა ისევ ჩემი დიდი ჩანთა მეტარებინა...

როცა 10 დღე და მეტი მიდიხარ ბარგი თავისთავად გროვდება მინ. 25 კილო ალბათ (კაცისთვის), საგზალი მიგაქ ბლომად სასმელი წყალი გინდა ასევე არაყიც... პლიუს მაგას შეილება ცულიც გქონდეს და კიდევ სხვა რკინის რაღაცეები, ასევე თოკები... ასე რომ ბარგი გროვდება საკმაოდ... :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by ARCHILI » 08 აგვ 2009, 18:34

მე თუ მკითხავ, ჩანთა ისეთი სიმძიმის უნდა იყოს, რომ დამატებით ერთი ან ორი კაცი გეხმარებიდეს მის დამაგრებაში :lol: :lol: :lol:


:D :D :D


საბრალო ჩემი მხრები :lol: :lol: :lol: გამახსენდა ერთი ამბავი ფრეკენ ბოკის ხორციანი სოუსისა არ იყოს :lol: :lol: :lol:

User avatar
gion
ბოდიალა
Posts: 208
Joined: 14 ივლ 2009, 18:49
Location: თბილისი
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს ზურგჩანთა???

Post by gion » 08 აგვ 2009, 18:37

ARCHILI
უი უი რას ამბობ :lol:
ესეიგი ჯერ ყველაფერი წინ მაქვს - ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]