Page 6 of 12

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 18 ნოე 2009, 00:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
z g a r b i wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: პირბადეები იქონიეთ.
პიბადეს შენგან არ გააქ, თორე შენ არ გიცავს
ვინც დაავადებულია იმან უნდა გაიკეთოს, სხვებს რომ არ გადასდოს
პირბადე გიცავს იმისგანაც, ვინც არ იცის, რომ ვირუსი აქვს.
განსაკუთრებით საჭიროა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 18 ნოე 2009, 00:35
by Makena
ჩვეულებრივი პირბადე ფაქტიურად არავის იცავს.
საჭიროა სპეციალური პირბადის გამოყენება, ანუ კლაპნის მქონე პირბადის, აი ტუბდისპანსერებსი რომ იყენებენ ისეთის.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 18 ნოე 2009, 00:39
by Makena
საერთოდ ყველაზე კარგი დაცვა საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვაა, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეტი ლაშქრობები, ხილისა და ბოსტნეუის წვენების გამოყენება, განსაკუთრებით კი ც ვიტამინის შემცველი ხილის შეხრამუნება :)

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 18 ნოე 2009, 15:11
by tamuna_gudarexi
ჩემს სართულზე ორ კოლეგას აღმოაჩნდაო... ვაი..

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 18 ნოე 2009, 22:10
by Tamari-ch.
აშშ-ში გამოქვეყნდა გამოძიების ოფიციალური სენსაციური შედეგები, რომელიც საერთაშორისო ფარმაკოლოგიურ კარტელს ეიჩ1ენ1-ის ვირუსის გავრცელებაში ამხელს.

გამოცემა “The-insider”-ის ცნობით, მხილებულია ლოს-ანჟელესის ფარმაკოლოგიური კარტელი, რომელიც პასუხისმგებელია ეიჩ1ენ1-ის პანდემიური ვირუსის შექმნაზე, გარცელებაზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადებაზე.

ჯანდაცვის პროდუქტების საკითხებში წამყვანმა ამერიკელმა ექსპერტმა დოქტორ ლეონიდ გოროვიცმა და ჟურნალისტმა შერი კეინმა გამოაქვეყნეს შოკის მომგვრელი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ყველაფრის უკან, რაც დაკავშირებულია პანდემიური ვირუსის წარმოშობასთან და მის ე.წ. პროფილაქტიკასთან, კერძო გლობალური ბიოტექნოლოგიური “ტრასტის” მფლობელები დგანან.

ამ დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც გოროვიცმა და კეინმა იურისტების საშუალებით გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცეს, “ნიუ-იორკის პარტნიორობის” ეგიდით მოქმედმა მეწარმეებმა შექმნეს პანდემია, მასმედიით გაავრცელეს პანიკა და დეზინფორმაცია, მოამზადეს ვაქცინაციის ოფიციალური სარეკლამო კომპანია, რომელიც დღეს ყველგან ხორციელდება, სუპერმარკეტებით დაწყებული და პოლიკლინიკებით დამთავრებული.

“დევიდ როკფელერის ტრასტი, რომელშიც რიგი უოლ-სთრითელი პარტნიორი მონაწილეობს, მედია-მაგნატების რუპერტ მერდოკის, მორტონ ცუკერმანის, ტომას გლოუსერის და ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის ჯერი სპრეიერის ჩათვლით, ეჭვმიტანილია გლობალური გენოციდის დაგეგმვაში და მომზადებაში”, - ეს ინფორმაცია გოროვიცმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს იურისტების საშუალებით მიაწოდა.

“ეს ტრასტი ყველა გლობალურ ბიოტექნოლოგიურ კვლევას აკონტროლებს. კომერციულ ჯანდაცვასაც მთლიანად ეს ტრასტი განაგებს, იმ ძირითადი მედიასაშუალებების ჩათვლით, რომლებსაც ამ დანაშაულებრივი კარტელის პროდუქციის რეკლამისა და პროპაგანდისთვის იყენებენ. ასევე, ეს ტრასტი გავლენას ახდენს ფარმაკოლოგიური და ბუნებრივი პრეპარატების ბაზრის რეგულირებაზე და ამისთვის, საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის ჩამოყალიბებისთვის, მედია-კონცერნებს იყენებს”, - აცხადებს გოროვიცი.

დოქტორ გოროვიცისა და ჟურნალისტ კეინის გამოძიების მიხედვით, კომპანია “Silverstein Properties inc.” ხელმძღვანელს ლარი სილვერსტაინს კავშირი ჰქონდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან. ლარი სილვერსტაინი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ყოფილი არენდატორია. დღეს ის ბიოტექნოლოგიური “ტრასტის”, რომელიც დევიდ როკფელერმა დააფუძნა, თანამფლობელი და არენდატორია.

გამოძიების მიხედვით, ფარმაკო-კარტელის მიზანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება იყო.
გოროვიცის განცხადებით, ის ადამიანები, რომელთაც 2001 წლის 11 სექტემბერს, 8 წამში 3 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვა შერჩათ, მზად არიან მსოფლიოში “ღორის გრიპის” კომპლექსური პანდემიის გავრცელებით, მილიონობით და მილიარდობით ადამიანი გაანადგურონ.

“ვლოცულობ, რომ ჩემ მიერ მოპოვებულმა მტკიცებულებებ,ა მილიონობით ადამიანი გადაარჩინონ და აქტივისტებმა პრეზიდენტ ობამას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება მოსთხოვონ”, - ამბობს გოროვიცი.

მისი ინფორმაციით, ყველაზე სასიკვდილო გენოციდის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოძიება დაიწყოს, სასამართლომ კი, “ღორის გრიპის” ვაქცინაცია აკრძალოს. გოროვიცის განმარტებით, მან თავის დროზე ბიურო გააფრთხილა ციმბირული წყლულის დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბიურომ რეაგირება მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მოახდინა.

ზემოხსენებული ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გოროვიცმა ოფიციალური წერილობითი ჩვენებების ფიცის ქვეშ მისცა.

http://politforumi.com/index.php?showtopic=8844

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 19 ნოე 2009, 10:58
by ლეონტი
ვიღაცის მოცილება უნდათ.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ნოე 2009, 00:02
by bambina
აღარ ვეტევით დედამიწაზე..შეძლებულებს ამა სოფლისა შეუძლიათ მარსზე გადასახლდნენ :roll:

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ნოე 2009, 01:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch.
გამაოგნებელი სენსაციია.
თუმცა, გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ღორის გრიპი არ არის მიზანმიმართულად გავრცელებული

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ნოე 2009, 04:28
by anano
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Tamari-ch.
გამაოგნებელი სენსაციია.
თუმცა, გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ღორის გრიპი არ არის მიზანმიმართულად გავრცელებული
მე კი მჯერა ,რადგან ფარამაკოლოგიის და ზოგადად ფარმაკოლოგიური ბიზნესის ისტორიაში, ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონია...და რაც მთავარია, მათთვის არც თუ ისე უშედეგო....ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მუტაცია განცდილ ვირუსზე, უკვე არსებული ანტივირუსული პრეპარატი არ იმოქმდებს, შედეგად განვითარებულ პანდემიას კი შესაძლოა მრავალი ემსხვერპლოს...რაც შეეხება ვაქციანაციას,ამ კონკრეტული გრიპის ვირუსის საწინააღდეგოდ, მე პირადად მისი წინააღდემგი ვარ..თუ რატომ პრინციპში ეს ბოლომდეა ახსნილი შემდეგ გვერდზე:

http://www.ireport.com/docs/DOC-336234

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ნოე 2009, 09:31
by ლეონტი
anano
აი მნიშვნელოვანი ფრაზა ამ სტატიაში:

Dr. Horowitz said. "Fauci admits being clueless about the fundamentals of immunity operating bioenergetically or electro-genetically, not chemically, that vaccine proponents criminally neglect to prosper by poisoning people."

Dr. Horowitz recommends vitamins C and D, and covalently-bonded silver hydrosols that safely electrocute viruses, parasites, and pathogenic bacteria, instead of using intoxicating vaccines and drugs that produce horrible side effects. He also recommends healthy lifestyles beyond hand-washing and mask-wearing. He says that alkalizing diets with good pH8 hydration can protect people completely against the flu and most chronic diseases.

მაგრამ სწორხაზოვნად ვაქცინაციის უარყოფა არასწორად მიმაჩნია რადგან მრავალჯერ დავრწმუნდი მის ეფექტურობაში.
სულ ახლახანს ტეტანუსის სიმპტომები განმივითარდა და ვაქცინა + იმუნოგლობულინმა ნამდვილად ამაცილა მოსალოდნელი სერიოზული საფრთხე.
ასევე ვიტყოდი გრიპის ვირუსის აცრებზე, ბავებს ვცრი გრიპის ვირუსზე ყოველ წელს და შედეგად ან არ ხვდებათ ან ზალზე მსუბუქად, როცა ირგვლივ ეპიდემიაა და დიდებს სახლში მაღალი სიცხე აქვთ.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 24 ნოე 2009, 11:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
საქართველოში ღორის გრიპით დაავადებული 100 ადამიანი აღირიცხა.
პრობლემა ის არის, რომ წინა შემთხვევაში თუკი ვირუსი უცხოეთიდან ჩამოსულებს ჰქონდათ,
ახლა შიგნით ვრცელდება.

საგზნებზე, ისეთ ზედაპირებზე, სადაც ვირუსის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები
არ არის, მიკრობი 2 სთს ცოცხლობს

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 24 ნოე 2009, 23:22
by perwkli
სალამი

ესეიგი


მესაჭიროება ზუსტი მისამართი და თანხის რაოდენობა იმის გასარკვევად ჭირს თუ არა პიროვნებას ღორის ღრიპი.


სიმპტომები არაფერია გარდა 39 და ზემოთ სიცხისა მარა მე ქე მივეცი პანიკას და გავიშალე თმები :roll:


პ.ს. არ ვხუმრობ.
პ.პ.ს. ინფექციურიო და ეგ იიიიიიიიიიმხელაა სანამ განყოფილებას მიაგნებ შეიძლება იქით აიკიდო რამე და იქნებ ვინმემ იცოდეთ ზუუუუუსტი მისამართი :D

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 25 ნოე 2009, 01:38
by anano
ლეონტი

ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ...ყველა ვაქცინაცია მაქვს ჩატარებული რაც კი შეიძლება,არა საქართველოში არსებუკლი სქემით,არამედ ევროპასა და ამერიკაში მიღებული...გარდა გრიპისა...არც აქ ვიცრები ღორის გრიპის საწინააღმდეგოდ...რამდენმა ჩემმა აქურმა თანამშრომელმაც გაიკეთა, ყველა ცუდად იყო, გარკვეული პერიოდი...თანაც თანხმობაზე აწერინებენ ხელს...რაც იმას ნიშნავს ,რომ მისი გვერდითი მოვლენები ბოლომდე არავინ იცის...თავადაც აღიარებენ ამ ფაქტს. გარდა ამისა, ვეთანხმები აზრს, რომ მასიური ვაქცინაცია ვირუსის მუტაციას გამოიწვევს ისეთი ფორმით,რომ შემდგომში ვეღარ მოვერევით ანტივირუსული პრეპარატებით...ამჟამად კი სასიკვდილოა იმუნოსუპრესირებული ადამინებისათვის, გართულებულ შემთხვევებში, ნორმალური მოვლისა და მკურნალობის პირობებში კი არაფერი ხდება.არც კვამლი ჩნდება უცეცხლოდ და ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული სტატიაც ტყუილუბრალოდ არ გამოქვეყნდებოდა... ჩემმა ბათუმელმა მეგობარმა ჩამოიტანა მანდ სხვა ქვეყნიდან გრიპის აღნიშნული სახეობა...სანამ ქართველმა მკვლევარებმა დაუდგინეს, რომ კონკრეტულად ღორის გრიპი იყო, გამოჯანმრთელდა:)

ასე რომ მოუარეთ თავს, იმუნიტეტი გაიძლიერეთ..ვიტამინები მიიღეთ,ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ნუ შეგეშინდებათ!!

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 25 ნოე 2009, 07:31
by mika
ანანო
აქ ჰოსპიტალში ყველამ აიცრა სავალდებულო იყო სტაფისთვის, არაფერი გვერდით ეფექტი არ ქონია არავის არაფერი არ უთვია, მე არ ამიცრია იმ დგეს არ ვიყავი და მერე გათავდა ვაქციანა.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 25 ნოე 2009, 09:24
by Naia
maikomaiko
დარეკე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, რომელიც სპეციალურად ამ ვისურისთვისაა შექმნილი და ისინი დაგაკვალიანებენ:

94 34 98 ან 944 911