Page 12 of 12

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 04 თებ 2011, 11:08
by ლეონტი
მაშინ უნდა გააგრძელო და მაგდენი სპირტი სადაა რა ქარხანაში კი არ ვმუშაობ?

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 28 თებ 2011, 11:41
by გვალდა
ჩემს ძველ რეცეპტებში წავაწყდი:

”2 კოვზი არაყი + 2 კოვზი კარაქი (როგორც ჩამოათლი) + 2 კოვზი თაფლი. უნდა წამოდუღდეს.
დილა საღამოს შეცხელებული 3-3 კოვზი უნდა დაილიოს ცხლად.”

მშრალი ხვევლებისთვის საამოა ფრიად.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 28 თებ 2011, 12:16
by Makena
არაყი გრიპს არ შველის, გაციებას კიბატონო, მაგრამ გრიპს არა.
საერთოდ ც ვიტამინის მიღება ყველას ჯობს, თუ ლიმონის წვენს პირდაპირ ვერ სვავთ მაშინ ტაფლში გააზავეთ, ან ნებისმიერ კერძზე დააწურეთ, ხორცი იქნება, თევზი თუ ბოსტნეული, ყველას უხდება :)

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 17 ივნ 2011, 01:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ღორის გრიპი, თითქოს, დაამარცხა კაცობრიობამ, მაგრამ ახლა ნაწლავური ინფექციაა გავრცელებული, სახელად ეკოლი.

აი, რას იტყობინება ვებ-გვერდი
http://webcache.googleusercontent.com/s ... .google.ge

ეკოლის ბაქტერიიით საქართველოს მოქალაქეებიც არიან დაავადებულნი.

ექიმი-ინფექციონისტის თამარ მეგრელიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დაავადებით ათამდე პაციენტს მოუწია მკურნალობა. 2009 წელს კი, ეკოლის ბაქტერიით გამოწვეულმა გართულებამ 7 ადამიანი იმსხვერპლა.

ექიმი-ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ პროდუქტების თერმულად დამუშავებას, გამდინარე წყლის ქვეშ დიდხანს რეცხონ ბოსტნეული თუ ხილი, დალიონ ანადუღარი რძე, ხშირად დაიბანონ ხელები და არ დალიონ ისეთ ადგილებში წყალი, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული არ არის.

ღორის და ფრინველის ვირუსების შემდეგ, ევროპას ნაწლავური ინფექცია ეკოლის ენტეროჰემოროგიული ფორმით უტევს.

გერმანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე წელს ეკოლის ბაქტერიით 22 ადამიანი გარდაიცვალა. თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ინფექციური დაავადება ადამიანებს კიტრით გადაედოთ, თუმცა ბოლო მონაცემებით, ადამიანების დასნებოვნება სპროუტით მოხდა, რაც ერთგვარი სალათის მსგავსი მცენარეა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, აღნიშნული ბაქტერიით დაავადებულ პაციენტს სისუსტე, ოფლიანობა, სისხლიანი დიარეა ემართება, რაც თირკმლის ფუნქციის მოშლას იწვევს და დროული სამედიცინო დახმარების არაღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტი იღუპება.

მწვავე ინფექცია ადამიანებზე თერმულად დაუმუშავებელი ხორცით, აუდუღარი და არაპასტერიზებული რძით, გაურეცხავი ხილ-ბოსტნითა და პირადი ჰიგიენის არადამაკმაყოფილებელი ნორმებით ვრცელდება.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 17 ივნ 2011, 09:30
by Tamari-ch.
ეკოლი.
მეგობრებო ეს არის E. coli.
Escherichia coli

http://en.wikipedia.org/wiki/Escherichia_coli

ჩვეულებრივი ნაწლავის ინფექციაა, რომელის ოდითგანვე იყო ბუნებაში, და რომელმაც ეტყობა განიცადა მუტაცია
და გამოიწვია ეს ხმაური.
გადადის ინფექცია ჰიგიენური წესების დარღვევით ანუ ბინძური ხელებით.

და საერთოდ მე ცოტა უკვე სკეპტიკურად ვუყურებ ამ აჟიოტაჟებს
და მე მგონი სულ სხვა მიზეზები აქვს ამ "ხმაურებს" (პოლიტიკური, ეკონომიური და სხვ..) ;)