Page 1 of 12

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ივლ 2009, 01:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
2009 წლის გაზაფხულს მექსიკაში ღორის გრიპის ეპიდემია დაიწყო.
ნელ-ნელა მსოფლიოს ედება.
ჯანმრთელობის მსოფლიო 2განიზაციის ცნობით, უკვე 71 ქვეყნის 142 000 ადამიანი დაინფიცირდა,
400 ადამიანი გარდაიცვალა.
ის, ძირითადათ, ჰაერწვეთოვანი გზით, ძნ სწრაფად ვრცელდება.
სგუშინ 1 ვირუსი საქართველოშიც შემოვიდა.
3წუხაროა, მაგრამ პროფილაკტიკა და ყურადღება საშიშროებას აგვარიდებს.
გრიპი ძნ ჰგავს ადამიანის ჩვეულებრივ გვრიპს, ისეთს, რომელიც გაზაფხულზე ჩვენშია გავრცელებული.
ზუსტად ისეთივე ნიშნები ახასიათებს.

მაგალითად, ხველა, სურდო, სხეულის მტვრევის შეგრძნება, სიცხე, ზოგი1 შემთხვევაში, თავბრუს ხვევა და ღებინება.
ამიტომ, მსგავსი პრობლემის შემთხვევაში, მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს.
საჭიროა სისუფთავის ნორმების დაცვა.

ინკუბაციის პერიოდი 7 და მეტ დღეს მოიცავს. ნიშნების გამოვლენიდან წინა დღეს, გრიპი
მე2 ადამიანისთვის უკვე გადამდებია.


მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, ყალიბდება პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ივლ 2009, 01:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
გთავაზობთ ბმულს ღორის გრიპზე, სადაც კითხვა-პასუხის სახით ბევრ საინტერესო ცნობას მიიღებთ:

http://pigflu.com/content/pig-flu-facts ... nd-answers
http://pigflu.com/content/pig-flu-facts ... nd-answers

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ივლ 2009, 01:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1 ცნობა:

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღორის გრიპი არ ვრცელდება ღორის ხორცით და ზოგადად,
შემწვარი და მოხარშული საკვებით.
სათანადო დამუშავებით, ვირუსი კვდება 75-100 °Cზე

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ივლ 2009, 01:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ღორის გრიპის ინგლისური და გერმანული სახელებია:

Pig Flu (ინგლისურად)
Swine Influenza (გერმანულად)

მას მინიჭებული აქვს H1N1 შტამი

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 20 ივლ 2009, 02:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახალი ამბების ქართული 3სახურების მიერ გავრცელებული ცნობები:

საქართველოში ღორის გრიპის შემთხვევა დადასტურდა
რუსთავი2, 18.07.09 15:24
საქართველოში ღორის გრიპის შემთხვევა დაფიქსირდა. `ეიჩ-1 ენ-1` ვირუსი თბილისში გამოვლინდა. საშიში ვირუსით ერთი ადამიანია ინფიცირებული.

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ხუთი დღის წინ ინგლისიდან ქალბატონი ჩამოვიდა. საქართველოს მოქალაქე ამჟამად სახლში იმყოფება, შესაბამის მკურნალობას გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განცხადება ცოტა ხის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. სანდრო კვიტაშვილის მტკიცებით, საქართველოში დღეს ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს იმის გამო, რომ დროულად მოხდა ვირუსის სიმპტომების გამოვლენა. ინფიცირებული ქლაბატონის ვინაობა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, კონფიდენციალურია. არ ცხადდება მისი ადგილსამყოფელიც. ყველა ადამიანი, ვისაც დაავადებულ პირთან ჰქონდა ურთიერთობა, ლაბორატორიულად შემოწმებულია.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. საქართველოში მიღებულია პრევენციული ზომები. ანტივირუსული მკურნალობა ორი პრეპარატით ხდება - ესენია `ტამიფლუ` და `რელენზა`. მათი მარაგი ქვეყანაში საკმარისია.

ვირუსის ოფიციალური დადასტურების შემთხვევაში, მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ვირუსის სიმპტომები ანალოგიურია ჩვეულებრივი გაციებისა, ამიტომ ჯანდაცვის მინისტრი ურჩევს მოსახლეობას, მსგავსი ვირუსების გამოვლენის შემთხვევაში, ჯერ მიმართონ ინფექციურ საავადმყოფოებს და ლაბორატორიული კვლევა ჩაიტარონ.



საქართველოში ”ღორის გრიპის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივლ.'09 / 15:15


საქართველოში H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაავადებული პაციენტი თავს უკვე კარგად გრძნობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

”ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში,”- განაცხადა მან, ”პაციენტი ახლა არის იზოლირებული და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. მთავარი ისაა, რომ გამოვლენა ამ შემთხვევის მოხდა დროულად. პაციენტი უკვე კარგად გრძნობს თავს და ამიტომ ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომების კუთხით ხდება მკურნალობა”.

მისი თქმით, ანალიზები ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე უკვე გადაიგზავნება ლონდონის ლაბორატორიაში.

”არაფერი საშიშროება არ არის, პანიკის აუცილებლობა ნამდვილად არ არის,”- აღნიშნა მინისტრმა.

დაავადებული პიროვნება ლონდონიდან თბილისში ერევნის რეისით ჩამოფრინდა. სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შესახებ ოფიციალურად ეცნობა ერევანს და ასევე იმ მგზავრებს, ვინც დაავადებულთან ერთად მგზავრობდნენ.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 24 ივლ 2009, 01:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
სი-ენ-ენის ცნობით, ღორის გრიპის შედეგად, მსოფლიოში 700 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულია 82 ქვეყნის 260 ათასი ადამიანი

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 24 ივლ 2009, 16:57
by QEBURIUS
ჯერ ერთი H1N1 ღორებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქათმის და ადამიანის რესპირატორის მუტაციის შედეგია. სახელი (svain flu) ჟურნალისტების უნიჭობის შედეგია. მეორე და უფრო მთავარი, იმედია გრიპის 2 ქართველი "იმპორტიორი" შენ არ გახდები. მესამეც არანაირ აფრიკულ ვირუს, ბაქტერიას თუ ბუზ ცეცესაც კი არ გადაეყრები და ჯანმრთელი დაბრუნდები

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 25 ივლ 2009, 23:51
by GAMARJOBA SAKARTVELO
kurush wrote:მეორე და უფრო მთავარი, იმედია გრიპის 2 ქართველი "იმპორტიორი" შენ არ გახდები. მესამეც არანაირ აფრიკულ ვირუს, ბაქტერიას თუ ბუზ ცეცესაც კი არ გადაეყრები და ჯანმრთელი დაბრუნდები
გაიხაროს მეფეთ მეფემ.
აგერ, საქართველოში ღორის გრიპის მე2 შემთხვევა გამოვლინდა.
ავადმყოფი ესპანეთიდან ჩამოსულა.

ხალხ, იყავით ყურადღებით.
როგორც კი სურდო ან გრიპის მაგვარი შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.
ღორის გრიპის ნიშნები ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ივლ 2009, 13:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
3წუხაროდ, თბილისში ღორის გრიპის
მე3 შემთხვევა გამოვლინდა.
ამჯერად, დაავადებული უცხოეთოდან არ შემოსულა.
ეს ნიშნავს, რომ თუ ყურადღებით არ
ვიქნებით, ეპიდემია უკვე შიგნიდან გავრცელდება

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ივლ 2009, 13:14
by Int3lig3nt
გრიპი თუ ვირუსი :)?

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 29 ივლ 2009, 13:29
by MIRANDA
Int3lig3nt
ღორის გრიპი H1N1 ვირუსი.. ანუ ვირუსული გრიპი... :roll:

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 30 ივლ 2009, 10:48
by Ninukala
უკვე 6 შემთხვევა დაფიქსირდა :(, არ მესმის რატომ არ უკეთებენ ჰოსპიტალიზაციას... დღეს გამოაცხადეს რომ დედას შვილისგან გადაედო...

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 30 ივლ 2009, 11:34
by Tamari-ch.
Ninukala
იოლი ფორმებია
ანუ არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
ღმერთმა ჰქნას, რომ სულ ასეთი იოლი ფორმები იყოს
და არ გააგრესიულდეს ვირუსი

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 30 ივლ 2009, 16:45
by Naia
Tamari-ch.
იზოლირება მაინც საჭიროა მგონი, რომ არ გავრცელდეს. ის დაავადებული შვილი საავადმყოფოში რომ გადაეყვანათ, დედამისს შეიძლება არ გადასვლოდა ვირუსი.

ღორის გრიპი H1N1 - ფრთხილად!!!

Posted: 31 ივლ 2009, 10:28
by Duckling
ხომ არ იცით თურქეთის სანაპიოებზე რამდენად ბობოქრობს ან არ ბობოქრობს ეგ დაავადება?

ბობოქარი რა სიტყვაა :)