Page 6 of 7

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 11:03
by QEBURIUS
ისა და სექს გასვლების წევები თუ იცით ვინმემ? :roll:
იქნება და ამ ტიპის რევოლუციამაც მოაღწიოს ჩვენამდე, რა იცით... :twisted: :twisted: :twisted: :twisted:

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 11:15
by G
სასურველია მოლაშქრეს ჰქონდეს გარკვეული საერთო ფიზიკური მომზადება,მეტადრე თუ ის სისტემატურად დადის ლაშქრობებში და განსაკუთრებით მთაში. ბევრს აწუხებს კუნთების ტკივილი და ქოშინი რაც ძლიერ აფერხებს მათ სვლას და უმცირებს ან უკარგავს ლაშქრობით ტკბობის უნარს.

მოლაშქრემ უნდა ისწავლოს ნებისმიერი ამინდისაგან და რელიეფისაგან სიამოვნების მიღება. ლაშქრობის დროს და შემდგომ, წუწუნი და საკუთარი სისუსტეებისათვის ხაზის გასმა მიუღებელია.

კიდევ და კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ლაშქრობაში და მეტადრე მთაში, არ არსებობს ნაცნობი და უცნობი, ყველა იკვრება ერთ მუშტად, ქალიც და კაციც.
ამპარტავნება, ეგოიზმი, სიმხდალე და სულმოკლეობა დამარცხებულ უნდა იქნას!

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 11:46
by ARCHILI
1. ნაკლები დავალდებულება და ბევრი თვითვალდებულება!!!

2. სიამოვნების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში !!! - თავგადასავალში ყველაფერი შეიძლება გახდეს სიამოვნებისა და აზარტის წყარო (სიკვდილისა და დასახიჩრების გარდა) !!!

3. რწმენის ქონა !!!


ეგაა და ეგ...

არ უნდა ამას ბევრი ბლაბლაბლაობა :)

სადაც კი გასვლას ვახდენ, ყველას ვაფრთხილებ, რომ ტურის თანამონაწილეობა ნიშნავს მის უზრუნველყოფაში თანაბარ მონაწილეობასაც... ამიტომ... თუ რამე არ მოეწონებათ, მე კი არა - საკუთარ თავს მოსთხოვონ, რომ სიამოვნების მიღება არ იციან :)

და რაც მთავარია, გავიაზროთ, რომ მოგზაურობა არ არის ფაფის ჭამა და სირთულეების გარეშე მოგზაურობას ფასი ეკარგება !!!

თუ მიდიხარ რთულ ლაშქრობაში, კარგად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოგზაურობა ზოგჯერ მკაცრიც ხდება ხოლმე...

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 16:20
by Wanderer
ARCHILI
რა კარგად დაწერე! :) გეთანხმები ყველაფერში. :)

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 16:26
by lama
მოლაშქრეს უნდა უყვარდეს

სამშობლო თვისი ერია

არ შედრკეს თუნდაც ბუზივით

ეხვიოს თავზე მტერია

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2009, 19:15
by Archil
lama

+1

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2010, 04:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
მთაში ხშირია ელვა, ჭექა-ქუხული.
ამ დროს მობილური ტელეფონები თუ სხვა ელექტრო ხელსაწყოები, იქნება ეს ლეპტოპი, რადიო, ციფრული აპარატი, ელექტროსათამაში, ფანარი, ფირსაკრავი და ა.შ, აუცილებლად უნდა გამოირთოს.

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2010, 04:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ 1 მოსახერხებელი წესი მობილურის თაობაზე განსაკუთრებით ვინმეს დაკარგვის ან ხიფათის შემთხვევაში

როდესაც ტელეფონის დატენვის საშუალება არ არის, აკუმულატორების დასაზოგად, მიზანშეწონილია 1ის ან 2 ტელეფონის
გარდა, ყველას გამორთვა.
თუკი დაჯდება ტელეფონი, სიმბარათი გადავა დატენილაკუმულატორიან ტელეფონში და ძირითად ჯგუფთან
ან მაშველებთან კავშირი შენარჩუნდება.
ცხადია, იმისი სიმ-ბარათი უნდა იყოს გააქტიურებული, რომლის Nიც გასვლის მოთავემ ანდაც უმრავლესობამ იცის.
ასევე, შესაძლებელია, მუშა სიმ-ბარათი, ხიფათში მყოფებმა ადგილზევე შეათანხმონ იმის მიხედვით,
რომელი ქსელი იჭერს უკეთესად ან ვის აქვს ბალანსზე სალაპარაკო თანხა და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 16 ივლ 2010, 10:48
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO

მელექსამ ფარანი ითრია დინამოთი, რომლითაც ტელეფონის დატენვა შეიძლება, ასე რომ მაგი პრობლემა მოხსნილია თუ მელექსა გვერდით გყავს :)

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 17 ივლ 2010, 00:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მელექსამ ფარანი ითრია დინამოთი, რომლითაც ტელეფონის დატენვა შეიძლება, ასე რომ მაგი პრობლემა მოხსნილია თუ მელექსა გვერდით გყავს :)
ეგ რა სინტერესო რამეა.
კი მაგრამ, იმ ფანარს ლაშქრობებში რიღათი მუხტავს?
ხელით, მექანიკურად?

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 17 ივლ 2010, 09:48
by navigator
Archil
მეც ვიყიდე ეგეთი ფანარი/რადიო/დამტენი.
მობილურის დატენვა ცოტა ხამამღალი ნათქვამია, კაი დიდხანს მოგიწევს ტრიალი :D თუმცა დარეკვას შეძლებ (ამ დროს ვიღაცამ უნდა ატრიალოს თან :D)

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 21 აგვ 2010, 01:36
by GAMARJOBA SAKARTVELO
ცნობილია, რომ ბუნებაში ხანძრების 1-1 გამომწვევი მიზეზი ცეცხლთან გაუფრთხილებლობაა.
კერძოდ, მოლაშქრეები არიან, მწყემსები, მონადირეები თუ ბუნებაში დროის გამტარებლები, კოცონს
ჩაუქრობელს ტოვებენ ან არ არინ დარწმუნებულნი, რომ კოცონი ჩაქრა.
ამიტომ, საჭიროა ბოლო ნკვერჩხლის ჩაქრობაც კი.
ნაცარი უნდა გადაიქექოს.
ამასთან, ცეცხლის დასანთებად საჭიროა ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც ალის ენები ხის ტოტებს არ სწვდება.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ქარის დრო.
ქარმა ნაკვერჩხალი შეიძლება ხმელი ნაწილებისკენ გააქანოს.
ძილის წინ კოცონის ჩქრობა სასურველია. ქარის დროს კი აუცილებელია.
კგია, თუ ცეცხლის კერა ქვებითაა შემოსაზღვრული.

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 21 აგვ 2010, 07:00
by Archil
ხალხნო,, ღამით კოცონი არ ჩააქროთ, გაიყინებით :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 25 ოქტ 2010, 12:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
საჯაროდ ვამბობ, რომ არ მომწონს და ვერ ვეგუები, როდესაც 1 გასვლაში მყოფი მონაწილეები
სადილ-ვახშმობის სუფრას ცალ-ცალკე შლიან.
ეს, ჩემი აზრით, ძნ არამეგობრული, არამოლაშქრული, არაკარვული საქციელია.

წინააღმდეგი კი არ ვარ, ვინმემ მოშიების შემთხვევაში რამე მიირთვას, წაიხემსოს.
აბა, რა, შიმშილით გული კი არ უნდა წაუვიდეს.
ეს საკმაოდ ნორმალურია.

ლაპარაკი მაქვს გასვლებში დღის ბოლოს ან სა1ო შესვენებისას გაშლილ სუფრაზე, ვახშმობა იქნება თუ სადილობა.
ჩემი აზრით, არასწორია, ჯგუფის 1 მცირე ნაწილი ცალკე სადილობდეს, დანარჩენი ცალკე.
ყოველ ასეთ შემთხვევაში, სულ მცირე, იმას მაინც ვეტყვი, რომ შემოგვი1დეს.
ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, სხვებს არ ელოდება,
კი იცის, იმის დაგეგმილ გასვლებში
არც არასოდეს მივლია, არც წავალ.
აბა, ვინმეს, ვთქვათ ჩემთან 1ად ჭამა არ სიამოვნებს, მე რატომღა უნდა
მსიამოვნებდეს მასთან გასვლებში სიარული?
მარტივი ლოგიკაა.
ანდაც, მაშინ, როდესაც დანარჩენ მოლაშქრეებს რაიმე უჭირთ, ან გზაში არიან და წამოწევას ცდილობენ, რა საქციელია სუფრას უჯდე?
ნამდვილად ვიცი, რომ ძველ კარაველებს ეს არ ეშლებოდათ და დასანანია, რომ ამის მიუხედავად,
:კარავზე: გასვლებში ჭამის კულტურის ქცევაზე ლაპარაკი გვიწევს.


ახლა ამას 1 ბატონი ახირებასა და პოპულიზმის უწოდებს, რადგან, ეს მისი მორგებული პოზაა.
არადა, თავად საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევს, სხვებში ის ელანდება, რის დამალვასაც თავად ცდილობს
და ჭკუას კი საახალწლო კანფეტივით არიგებს.

როგორ მოვიქცეთ ლაშქრობა-ექსკურსიებზე?

Posted: 25 ოქტ 2010, 23:22
by Hereti
მე მობილურს ელემენტებით ვტენიდი 4 დიდი ელემენტით 3 კვირა დატენი მობილურს