Page 4 of 6

GPS

Posted: 07 ივნ 2011, 18:01
by Wanderer
Nika
ოზი იმით ჯობია რომ ბევრად უფრო დეტალური რუკა გაქვს მაგაში (გენშტაბის 50-იანი).
+1 და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც მაჩერებს რომ ვიყიდო გარმინი...

ნუ ჯეოლენდისთვის 320 ლარის მიცემას რომ არ ვაპირებ ეგ ცხადია ისედაც. :D

Hereti
მოკლედ რომ გითხრა გააჩნია ტრეკი წინასწარ ზუსტად გაქვს თუ არა განსაზღვრული. თუ კი - მაშინ გარმინი იმუშავებს. თუ არა და მაშინ ოზი is your friend. :)

გააჩნია სად დადიხარ, როგორ დადიხარ და ა.შ. ზოგს საერთოდ მანქანისთვის უნდა ჯპს. მაგ შემთხვევაში ორივე უნდა გამოგადგეს წესით.

GPS

Posted: 07 ივნ 2011, 20:06
by Archil
მანქანაში გარმინი მირჩევნია, გეუბნება საით გაუხვიო და როგორ მიხვიდე დანიშნულების წერტილამდ. მარა მანქანიდან რომ გადმოხვალ... ანუ ასფალტიდან..

ამას წინათ სამშვილდეში რომ ვიყავით და პირღებული მოვნახე გარმინში. ვუთხარი წამიყვანე თქო და მწარე უარი განმიცხადა. ისევ ოზით ვიარეთ. ტრეკი არ მქონდა, მარა კახას ჰქონდა ამობეჭდილი რუქა ამოღებული და იმის მიხედვით უცებ განვსაზღვრეთ საით და როგორ წავსულიყავით. წინასწარ რომ მენახა სად რა იყო, მაშინ დამეზარა თუ რაღაც მაგდაგვარი.

ოზი ტრასაზე ნაკლებად რომ გამოგადგეს. სახლში მისასვლელი ტრეკი ყველა წერტილიდან ვერ გექნება და... გარმინი თვითონ აზროვნებს მაგ ვარიანტში და მარშუტსაც აზუსტებს თუ სადმე გვერდზე გაუხვიე.

ლაშქრობებში მე ოზით კმაყოფილი ვარ და სხვისი არ ვიცი

GPS

Posted: 07 ივნ 2011, 23:12
by Hereti
Archil
Wanderer


აბა რომელიმე ოზის ლინკი დადეთ უნდა ვნახო

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 10:39
by Nika
oziexplorer.com

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 10:40
by Nika
რუკა ასეთი მუშაობს
mygeorgia.ge აქ როა "საბჭოთა ტოპორუკა" აი ეგეთი.

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 16:55
by Hereti
Nika
გენშტაბის 50 000 რუკაც საკმაოდ ძველია

ჯეოლენდშიც როგორც ვიცი იგივე რუკებია განსხვავება ისაა რომ ობიექტები არ არის დატანებული ისე როგორც სამხედროზე, თუმცა საკმაოდ ძველია

70 იანი წლების რუკებია სამხედროები და წარმოიდგინე რამდენი რამე სჰეიცვალა

მოკლედ საქართველოა რა :lol: :lol: :lol:

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 16:56
by Hereti
Archil
რავი ჩემ გარმინს არ აქვს გართულება ასფალტზე და და მთე ღელეზე :wink:

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 17:54
by Archil
Hereti wrote:Archil
რავი ჩემ გარმინს არ აქვს გართულება ასფალტზე და და მთე ღელეზე :wink:
აბა მანახე

ტყე ღრეზე მაინტერესებს უფრო. რამდენად დეტალური რუქა აქვს.

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 18:38
by Nika
Hereti
რელიეფი ბევრად არაა შეცვლილი. ლაშქრობაში კიდე გზები ნაკლებადაა საინტერესო
ახალი ტოპორუკები კი გააკეტეს მარა საშინელებაა იმდენად ბევრი შეცდომაა.

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 22:14
by Hereti
ახალი ტოპოებიც მაქვს, იაპონელების გრანტით გააკეთეს მაგრამ სულ 40 რაიონის, ნუ მთელი საქართველო არ არის, ხარისხით მაგრებია, შეცდომები ნუ საქართველოა :lol:

GPS

Posted: 08 ივნ 2011, 22:18
by Hereti
Archil
260 ლარიანი რუკა მიწერია, ბილიკები მეტნაკლებად

იდეალურ პირობებშI GPს რუკასთან ერთად უნდა იხმარო, მაგრამ მე რამოდენიმე მოწყობილობის თრევას, პოკეტ პც, + კიდე რაცხა რუცხებს, ერთი მირჩევნია მქონდეს, მითუმეტეს ხან წვიმს ხან რაიმე სხვა არასტანდარტული პირობები გვიწევს და ამ შემთხვევაში გარმინი შეუცვლელია, ეხლა გარმინ კოლორადოს ვხმარობ,

გარმინ დაკოტა 10 იც მაქვს ჯერ არ მიხმარია

GPS

Posted: 09 ივნ 2011, 11:10
by Nika
Hereti
რო ვიშოვე ეგ ახალი ტოპოები ეგრევე რამდენიმე ნაცნობი ადგილი ვნახე თუ როგორ იყო დატანილი. ძველ ტოპორუკებზე დატანილი გზები რეალურად აღარ არსებობდა და ახლაი გზები იყო მანდ გაყვანილი. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მაგ ადგილებში სადაც ფეხით ძლივს გაივლი ლამის საფალტირებული გზა იყო დატანილი. კერძოდ პატარძეულისა და ხაშმის დამაგავშირებელი გზა.
რომ აღარაფერი ვთქვა ივრის და ალაზნის დამაკავშირებელ გზაზე ბოჭორმიდან ახმეტის რაიონისკენ. აქ ისეთი გზატკეცილია აღნიშნული რომ გომბორით გადასვლა არ მოუნდება ადამიანს.

ამბობენ გეოლენდის რელიეფიანი რუკა ძალიან მაგარიაო ლაშქრობაში.

ისე კი ქაღალდის რუკის წაღებას ჯობია პოკეტ პისი ჩადო რამე წყალგაუმტარ ჩანთაში და ის ატარო. არც ისე მძიმეა. რაჭაში ეგრე ვიარე შორეულ 2006 წელს და ფრიად კმაყოფილი დავრჩი. მაშინ გეოლენდის რუკა საერთოდ არ არსებობდა და გარმინიც, მაგის გამო, ურუკებო შევიძინე.

GPS

Posted: 09 ივნ 2011, 13:06
by Archil
რუქა და კომპასი მაგარი ვეშია.

კომპასი თან დამაქვს ლაშქრობაში. სკოლის კომპასი რომ იყო, ე მაგი. ჩრდილოეთს კი აჩვენებს ყველა ამინდში და დანარჩენს უკვე რუქის მიხედვით ვხვდები.

ოზის ის აქვს ცუდი, რომ მთლიანად ვერ ჩანს ერთ სურათზე სადაა მისასვლელი ადგილი და თუ სახლში მომზადებული არ გაქვს ტრეკი, უცებ ვერ მიხვდები საით წახვიდე. გარმინი გეუბნება მაინცა აქეთ გაუხვიე, იქით წადიო. სახელს ჩაუწერ და მიყავხარ. ნუ ტრეკი თუ გაქვს და ხარ ბედნიერი. ერთი ორი ტვინიკოსის რჩევა დარიგებების მოსმენა-ატანის უნარიც თუ გაქვს (რომ გირჩევენ "სწორად" როგორ იარო, GPს იტყუებაო და მე სხვა რუქა მაქვსო და კიდევ ათასი ჭკვიანობები), მაშინ მიზანსაც ადვილად მიაღწევ.

GPS

Posted: 09 ივნ 2011, 13:13
by CheLo
Archil


ზანავი ნუნისი გამახსენდა : )))) შენი GPS რომ გვეგონა ვითომ იტყუებოდა.. ბილიკი რომ ვერ ვნახოთ და ბოლოს რომ აღმოჩნდა სწორ გზას გვაჩვენებდა :lol: :lol: :lol: :lol:

GPS

Posted: 09 ივნ 2011, 13:56
by Wanderer
Nika
ისე კი ქაღალდის რუკის წაღებას ჯობია პოკეტ პისი ჩადო რამე წყალგაუმტარ ჩანთაში და ის ატარო. არც ისე მძიმეა.
+1 მძიმე საერთოდ არაა.

Archil
რა პრობლემაა რომ მისწიო რუკა ან მასშტაბი შეცვალო და დაინახო მიზანი? :) ტრეკი კი უხეშად დახაზული მაინც უნდა გქონდეს თუ დიდ მარშრუტზე ხარ. თუ არა და რამოდენიმე წერტილი მაინც უნდა დასვა წინასწარ და არ აგერევა. მიზანზეც აუცილებლად უნდა იჯდეს წერტილი.

ისე გასვლის წინ რუკის ძალიან დეტალური დათვალიერება და რაღაც–რუღაცეების დამახსოვრებაც არაა ცუდი იდეა. მე მასე ვშვრები ხოლმე და ხანდახან ჯპს–ის ჩართვაც არ მჭირდება ხოლმე საერთოდ. :D