Page 1 of 6

GPS

Posted: 09 მაი 2009, 09:52
by Archil
GPS-ის შესახებ სხვა თემებშიც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია.

რადგანაც თანდათანობით ამ საშუალებას უკვე უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი უჩნდება კარველებში, ცალკე მინდა ეს თემა გამოვყო და აქ დავწეროთ პასუხები იმ კითხვებზე და რჩევები, რომლებიც GPS-სთან, მის გამოყენებასთანააა დაკავშირებული, თავი მოვუყაროთ ყველა ინფორმაციას, რათა უფრო ადვილი გახდეს ამ საშუალების გამოყენება კარაველებისათვის.

ორი სიტყვით - GPS არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ზუსტად შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი მდებარეობა, და შემდგომ უკვე განსაზღვროთ საით იმოძრაოთ და თავიდან აიცილოთ ლაშქრობისას დაკარგვა, ან არასწორი გზით სიარული.


თუ კარავზე აღმოაჩენთ ამ თემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ან სხვა მეგობარ ფორუმებსა თუ ვებ-გვერდებზე, კარგი იქნება თუ ბმულებს მიუთითებთ.

ზოგადი ინფორმაცია:

წყარო: http://ess-survey.ge/index.php?pg_id=0&id=5&lang=0


სატელიტური სანავიგაციო სისტემა GPS თავდაპირველად აშშ-ში იყო დამუშავებული სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად. სისტემის სხვა ცნობილი სახელწოდებაა «NAVSTAR». საზოგადოდ ცნობილი სახელწოდება «GPS» წარმოადგენს "Global Positioning System”-ის შემოკლებას, რომელიც ითარგმნება, როგორც “გლობალური სანავიგაციო სისტემა”. ეს სახელწოდება სრულად ახასიათებს სისტემის დანიშნულებას – ნავიგაციის უზრუნველყოფა დედამიწის სფეროს მთელ ტერიტორიაზე. არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზე და ჰაერშიც. «GPS» სისტემის სანავიგაციო სიგნალების გამოყენებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მისი მიმდინარე ადგილმდებარეობის მაღალი სიზუსტით დადგენა. ამგვარი სიზუსტე, ბევრ რამეში, შესაძლებელი გახდა ამერიკის მთავრობის ნაბიჯების (ზომების) გამო, რომელმაც 2000 წელს ისე გააკეთა, რომ «GPS» სისტემა გახდა ხელმისაწვდომი და ღია სამოქალაქო მომხმარებლებისათვის. მოგახსენებთ, რომ ადრე შერჩევითი დაშვების (SA – Selective Availability) სპეციალური რეჟიმის საშუალებით გადასაცემ სიგნალში შეიტანებოდა დამახინჯება (შერყვნა), რომელმაც იწვევდა პოზიციონირების სიზუსტის შემცირებას 70-100 მეტრამდე. 2000 წლის 1 მაისიდან ზემოხსენებული რეჟიმი გამორთულ იქნა და სიზუსტე გაიზარდა 3-10 მეტრამდე.


ფაქტიურად, ამ მოვლენამ გამოიწვია ძლიერი იმპულსი საყოფაცხოვრებო სანავიგაციო GPS აპარატურის განვითარებისთვის, მისი ღირებულების დაკლებისთვის და აქტიური პოპულარიზაციისთვის ზოგადი მომხმარებლების შორის. ამჟამად სხვადასხვა ტიპის GPS მიმღებები აქტიურად გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, ზოგადი ნავიგაციით დაწყებული და პერსონალური კონტოლით და წარმტაცი თამაშებით დამთავრებული. ბევრი გამოკვლევის შედეგების მიხედვით სანავიგაციო GPS სისტემების გამოყენება იწვევს ძლიერ ეკონომიკურ ეფექტს მსოფლიო ეკონომიკისა და ეკოლოგიისთვის – იზრდება მოძრაობის უსაფრთხოება, უმჯობესდება საგზაო სიტუაცია, მცირდება საწვავის ხარჯი, მცირდება ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა. ევროპის ეკონომიკის GPS სისტემაზე, და, ამის შედეგად, აშშ-ს ადმინისტრაზიაზე მზარდი დამოკიდებულებამ აიძულა ევროპას დაემუშავებინა საკუთარი სანავიგაციო სისტემა – Galilleo. ახალი სისტემა ბევრ რამეში ჰგავს GPS სისტემას.

GPSსისტემის შემადგენლობა

GPS სისტემის კოსმოსური სეგმენტი შედგენილია თანამგზავრების ორბიტული დაჯგუფებისგან, რომლებიც ასხივებენ სანავიგაციო სიგნალებს. თანამგზავრები განლაგებულია 6 ორბიტაზე დაახლოებით 20000 კმ სიმაღლეზე. თანამგზავრების ბრუნვის პერიოდი შეადგენს 12 საათს და სიჩქარე – დაახლოებით 3 კმ/წმ. ამგვარად, დღე-ღამეში თითოეული თანამგზავრი დედამიწის ირგვლივ ორ სრულ ბრუნვას შეასრულებს. პირველი თანამგზავრი იყო გაშვებული 1978 წლის თებერვალში. მისი ზომა მზის ღია ბატარეებთან ერთად უტოლდებოდა 5 მეტრს, ხოლო წონა – 900 კგ-ზე მეტი. იგი იყო GPS-I-ის პირველი მოდიფიკაციის თანამგზავრი. ბოლო 30 წელიწადში ორბიტაზე შეიცვალა GPS თანამგზავრების რამოდენიმე მოდიფიკაცია: GPS II-A, GPS II-ღ, GPS IIღ-M. მოდერნიზაციის პროცესში შემცირდა თანამგზავრების წონა, გაუმჯობესდა ბორტის საათის სტაბილურობა, გაიზარდა სანდოობა.

GPS თანამგზავრები გადასცემს სამ სანავიგაციო სიგნალს ორ სიხშირეზე L1 и L2. “სამოქალაქო” სიგნალი C/A, რომელიც გადაიცემა სიხშირეზე L1 (1575.42 mhc), ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის, და უზრუნველყოფს პოზიციონირების სიზუსტეს 3-10 მეტრამდე. მაღალი სიზუსტის "სამხედრო” P-კოდი გადაიცემა სიხშირეებზე L1 და L2 (1227.60 mhc) და მისი სიზუსტე “სამოქალაქო” სიგნალზე ბევრად მაღალია. სანავიგაციო სიგნალების იდენტიფიკაცია ხორციელდება ნომრით, რომელიც შეესაბამება “პსევდოხმაურიან კოდს” (PRN – პსეუდო-რანდომ ნოისე), რომელიც უნიკალურია თითოეული თანამგზავრისთვის. GPS სისტემის ტექნიკურ სპეციფიკაციაში თავდაპირველად იყო ჩადებული 32 კოდი. სისტემის დამუშავების ეტაპზე და მისი ექსპლუატაციის საწყის პერიოდში იყო დაგეგმილი, რომ სამუშაო თანამგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24. თავისუფალი კოდები გამოყოფილი იყო ახალი GPS თანამგზავრებისთვის, რომლებიც ექსპლუატაციაში შეყვანის ეტაპზეა. აღნიშნული რაოდენობა იყო საკმარისი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგრამ ამჟამად ორბიტაზე იმყოფება უკვე 32 თანამგზავრი, რომელთაგან 31 ფუნქციონირებს სამუშაო რეჟიმში სანავიგაციო სიგნალის დედამიწაზე გადაცემით. თანამგზავრების “სიჭარბე” საშუალებას იძლევა უზრუნველყოს მომხმარებელს პოზიციის გამოთვლა პირობებში, სადაც ცის “ხილვადობა” შეზღუდულია დიდმაღალი შენობებით, ხეებით ან მთებით.

მიწისზედა სეგმენტი

GPS სისტემის მიწისზედა სეგმენტი შედგენილია 5 საკონტროლო სადგურიდან და მართვის მთავარი სადგურიდან, რომელიც განლაგებულია აშშ-ს სამხედრო ბაზებზე – კვაჯალეინის და ჰავაის კუნძულებზე წყნარ ოკეანეში, ამაღლების კუნძულზე, დიეგო-გარსიას კუნძულზე ინდოეთის ოკეანეში და კოლორადო-სპრინგსში. მონიტორინგის სადგურების ამოცანებში შედის სანავიგაციო სიგნალების მიღება და გაზომვა, რომლებიც შემოდის GPS თანამგზავრებიდან, სხვადახსვა ტიპის შეცდომების გამოთვლა და ამ მონაცემების მართვის სადგურზე გადაცემა. მიღებული მონაცემების ერთობლივი დამუშავება შემდეგის საშუალებას იძლევა: თანამგზავრების ტრაექტორიების მიცემული ორბიტებიდან გადახრის, ბორტის საათის დროებითი ძვრების და სანავიგაციო შეტყობინებებში შეცდომების გამოთვლა. GPS თანამგზავრების მდგომარეობის მონიტორინგი ხორციელდება პრაქტიკულად განუწყვეტლივ. სანავიგაციო მონაცემების “დატვირთვა”, რომლებიც შეიცავს პროგნოზირებად ორბიტებს და საათის შესწორებებს თითოეულ თანამგზავრისთვის, ხორციელდება ყოველივე 24 საათში ერთხელ, იმ მომენთში, როცა იგი იმყოფება მართვის სადგურის დაშვების ზონაში.

მიწისზედა GPS სადგურების გარდა არსებობს თვალთვალის რამოდენიმე კერძო და სახელმწიფო ქსელი, რომელიც ახორციელებს GPS სიგნალების გაზომვას ატმოსფეროს პარამეტრების და თანამგზავრების მოძრაობის ტრაექტორიების დაზუსტებისთვის.

GPS

Posted: 09 მაი 2009, 10:09
by ლეონტი
მართლა კაი რამეა მარა ვერ სევიძინე ამდენ ხანს, ვერ მოვახერხე.
ისე ანეგდოტი გამახსენდა: სეროჟა რო შვილს პირველად ზღვაზე ჩაიყვანს და ნაპირთან მიიყვანს და ის ეკითხება აბა მამი ზღვაო.
ამ 1 ბეწო ქვეყანაში რო გინდოდეს ვერ დაიკარგები, თუმცა ზეზუსტი ინფორმაცია თუ სად არის ზღვა, მაინც საჭიროა.
:)

GPS

Posted: 09 მაი 2009, 12:24
by Nika
ლეონტი
ლამას მიმართე და ისე კარგად დაგკარგავს :lol:

GPS

Posted: 09 მაი 2009, 16:03
by ttt
Archil ხომ ვერ გვეტყვი სად შეიძლება GPS შეძენა და საშუალოდ რა ფასებში

GPS

Posted: 09 მაი 2009, 21:29
by Nika
50-დან 1000 დოლარამდე. გააჩნია რა მიზანს უნდა ემსახუროს GPS

GPS

Posted: 10 მაი 2009, 00:06
by Archil
მოდელების სრული სია იხილეთ ქვემოთ

Image

ყველაზაე პოპულარული ვებ-გვერდი ამ მიმართულებით ჯეოლანდის ვებ-გვერდია

http://geoland.ge/ge/products/gps_navigators.html

მათ შემუშავებული აქვთ საქართველოს რუქები და ყიდიან 250 ლარად რამდენადაც ვიცი.

GPS

Posted: 10 მაი 2009, 12:18
by Wanderer
ttt
თუ გაწყობს GPS ჯიბის კომპიუტერზე შეგიძლია მოძებნო აქ:
http://forum.ge/?showforum=55

ძირითადად მობილურები იყიდება, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან ჯიბის კომპები ჯიპიესით. არის მობილურებიც ჯიპიესით, მაგრამ მობილს ნაკლებად გირჩევ.

GPS

Posted: 11 მაი 2009, 09:51
by Archil
ნიკას აქვს ოფფროუდზე მთელი განყოფილება დათმობილი ამ საკითხისადმი, ასე რომ აქაც შეიძლება გაეცნოთ.

http://off-road.ge/forum/index.php?showforum=44

GPS

Posted: 04 ნოე 2009, 00:06
by mamuka.....
ერთ ერთ ჯიპტურის გასვლაში (სამწუხაროდ არ მახსოვს რომელში) სურათში ჩანს- აქვს AსUს EEE Pსი ნოუთბუქი მანქანაში და ხმარობს როგორც GPS და როგორ უნდა გამოვიყენო GPS ნავიგაცია ნოუტბუქზე არ ვიცი იქნება დამეხმაროთ :(

GPS

Posted: 04 ნოე 2009, 21:57
by GIRA
mamuka.....
მე მაქვს.
უნდა ჩაწერო ოზი , დააინსტალირო გპს-ი და მიუერთო ლეპტოპს.

GPS

Posted: 10 დეკ 2009, 20:45
by ლეონტი
ვინმემ ხომ არ იციტ ნოკია ნ97 ზე ჯპიეს ის ხმარება
წაკითხვა მეზარება.

GPS

Posted: 11 დეკ 2009, 01:49
by Tengo
Archil

როგორც ჯპს-ების მამა.... ამ მოდელზე რისი თქმა შეგიძლია? რამდენად შეესაბამება ხარისხი/ფუნქციები ფასს (300 ამერიკული ერთეული)? თვალი გადავავლე და მომეწონა, მაგრამ მაინც მინდა რჩევა გკითხო...

Garmin Dakota 20

მადლობა წინასწარ!

GPS

Posted: 11 დეკ 2009, 11:25
by Archil
Tengo

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

Dakota 20

დაგლიჯა :lol:

GPS

Posted: 11 დეკ 2009, 11:30
by Archil
•Size: 2.2″ x 3.9″ x 1.3″
•Weight: 6.75 oz w/batteries (I’ve also seen this listed at 5.5 oz)
•160 x 240 pixel transflective color TFT 2.6″ touchscreen
•High sensitivity GPS receiver with HotFix
•20 hour battery life
•Paperless geocaching with support for 2000 geocaches
•1000 waypoint / 50 route / 200 track capacity
•850MB internal memory for additional maps
•Worldwide basemap
•USB port for computer transfer and power
•Waterproof to IPX7 standards

20 საათიო ბატარეა და მაგი მაართლა მაგარი ვეშია
წყალგაუმტარი

დაკოტა აბა როგორი იქნებოდა 8)

დანარჩენი აქ:

http://images.google.ge/imgres?imgurl=h ... a%26sa%3DG

GPS

Posted: 29 იან 2010, 11:57
by navigator
როგორც იქნა საშველი დავადგი და ვიყიდე მეც GPS
აი ეს მოდელი http://www.holux.com/JCore/en/products/ ... sp?pno=341
საკმაოდ კაი რამეა.
ერთდება კომპიუტერზე, სმარტფონზე ან ნებისმიერ მოწყობილობაზე რომელსაც აქვს ან USB ან Bluetooth.
აქვს პატარა ეკრანი სადაც წერს კოორდინატებს, მანძილს, სიჩქარეს, სიმაღლეს და სხვა მონაცემებს.
იმახსოვრებს 130 ათას წერტილს რომელთა გადაწერა მოგვიანებით შესაძლოა კომპიუტერში და Google Earth-ზე ან სხვა პროგრამაზე მარშუტის ნახვა.
აქვს MTK ჩიპსეტი რაც ერთ-ერთი საუკეთესო პროცესორია GPS სიგნალის დასამუშავებლად და ამიტომ არის საკმაოდ ზუსტი, დაახლოებით 2.2 მეტრი ცდომილებით.