აბა ესეც ნახე ----
ცხადია, მცენარეები, ცხოველების მსგავსად, ამინდის ცვლილებების წინ არ გარბიან, არ იმალებიან. მიუხედავად ამისა, მათი ფოთლები, თავისებურად გამოხატავენ ამინდის შეცვლას წვიმის, ჭექა-ქუხილის წინ. წვიმის წვეთები ზოგჯერ ძალზე საზიანოა ზოგიერთი მცენარის ყვავილისათვის, ხელს უშლის მათ დამტვერვას. ბუნებრივია, ასეთმა მცენარემ დროზე უნდა “მიიღოს ზომები” დაკეცოს თავისი ყვავილები. ზოგიერთი მცენარისათვის კი, პირიქით, საზიანოა ჰაერის ჭარბი სიშრალე და მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. საუკუნეების მანძილზე ყვავილოვანმა მცენარეებმა გამოიმუშავეს უნარი, დროზე დაკეცონ თავიანთი ყვავილები, თუ მათ საფრთხე ემუქრებათ.
თუ დილის 8-10 საათზე მცენარის ფოთლების კუთხეებში გამჭვირვალე წვეთებია, მათ იციან, რომ მეორე დღეს წვიმა მოვა. ეს მცენარის “ცრემლებია” ასეთ შემთხვევაში ინდოელი ამბობს: “ბარდები ტირიან, წვიმა მოვა” პროგნოზიც მართლდება.
არიან მცენარეები, რომლებიც წვიმის წინ ძლიერ მკვეთრ სუნს უშვებენ, გვალვისას კი მათ სრულებით არ უდით სუნი! ცხენისწაბლა წვიმის წინ დიდი რაოდენობით გამოყოფს წებოვან წვენს. კანა, წვიმის დაწყებამდე 6-10 საათით ადრე, როცა ჰაერი საკმაოდ ტენიანია. ცხვრისტახელა ძლიერ სუნს გამოსცემს 9-12 საათით ადრე წვიმის მოსვლამდე, ხოლო ნეკერჩხალი სამი და ზოგჯერ ოთხი დღით ადრეც.
******
ობობები მეტეოროლოგები არიან. ისინი წინასწარ გრძნობენ ამინდის მოსალოდნელ ცვლილებას. საქმე ისაა, რომ ობობა ვერ იტანს ტენს. ამიტომ დილითYმხოლოდ მაშინ გამოდიან როცა არ არის ნამი (ცვარი), რაც უამინდობის ნიშანია. მაგრამ მარტო ნამს გაურბიან ობობები? არა, მათთვის ასევე საზიანოა დიდი სიცხეც. საღამოობითაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებენ ბინას, თუ არ გრძნობენ წვიმის მოახლოებას. ამიტომაც ამბობენ, საღამოთი რომ ობობას ნახავ, მეორე დღეს კარგი დარი იქნებაო.
ცუდი ამინდის წინ ობობები ზანტები და უმოქმედონი ხდებიან, არ ზრუნავენ ქსელის შეკეთებაზე: ხოლო, თუUქსელის აბამენ, ეს დარის ნიშანია
******
პეპლებს შორის ამინდის ცვლილების მიმართ მეტად მგრძნობიარეა მეჭინჭრია, სანამ საწვიმარი ღრუბლები აიშლება, ეს პეპელა თავს აფარებს ხმელი ფოთლების გროვას, ხის ფუღუროებს და ა.შ. საკვირველია, რომ მზის დროებით გამოჩენაც კი ვერ შეაცდენს ხოლმე მეჭინჭრიას.
აი, გაიარა ჭექა-ქუხილმა დაცხრა ბუნების სტიქიონი, გადაიხარა და მეჭინჭრიაც გამოჩნდა. ეს უტყუარი ნიშანია: აღარ იწვიმებს. მეჭინჭრია ჩინებული ,,სინოპტიკოსია”, მისი ცდომილება ამინდის პროგნოზში 15%-ს შეადგენს, მაგრამ ასეთი უზუსტობა ხომ ამინდის ბიუროსაც მოსდის ზოგჯერ?
******
ბოტანიკოსები დღეისათვის ითვლიან 400-მდე მცენარეს, რომელთაც შეუძლიათ ამინდის ,,პროგნოზი”. ბაბუაწვერა ყველას შეგხვედრიათ, სად არ ნახავთ მას, ველზე, მდელოზე, ყანისპირებში. საკმარისია, კარგ ამინდში ქარმა რომ დაუბეროს მისი ,,წვერები”, ვეღარ გაფრინდებიან ისე როგორც მზიან ამინდში, რადგან ბაბუაწვერამ მოასწრო და დაკეცა ისინი. ამით თესლი დაიცვა განადგურებისაგან.
Archil ცოტა ვრცელი მასალაა, მაგრამ გამოსადეგი