ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Archil » 11 მაი 2009, 23:46

а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Naia » 12 მაი 2009, 00:53

მთელი საღამოა წვიმს

ამინდის პროგნოზს (აკუვეზერი და ფრიმეტეო) თუ დავუჯერებთ, ახლა თბილისში ნაწილობრივი მოღუბლულობაა
:?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Wanderer » 12 მაი 2009, 17:18

Naia
ნაწილობრივი მოღუბლულობაა
ღრუბელი როცა ხატია ყოველთვის ქოლგა უნდა გეჭიროს ხელში. :) ანუ ღრუბელი წვიმის გარკვეულ ალბათობას გულისხმობს ხოლმე...

ისე მე აკუვეზერი მაქვს დესკტოპზე და გაქანებულ წვიმას აჩვენებს...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by ttt » 12 მაი 2009, 23:43

Archil ამინდზე კიდო ცას შეხედე და ისე განსაზღვრეო :) მეუბნები არა :) . რა პრობლემაა დღეს, მაგრამ ხვალინდელზე და ზეგინდელზე როგორ????? :D :D გეცოდინება რამე და მასწავლე, ok :D

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Archil » 13 მაი 2009, 00:45

ttt

უფ, მაგაზე ადვილი არაფერია...

გააჩნია რა ამინდი გინდა..

წვიმა და სეტყვა თუ გინდა, ლაშქრობის წასვლის წინ უკევშირდები ლამას, ეუბნები რომ ძალიან მოხარული იქნები თუ ის შენთან ერთად იქნება ლაშქრობაში. მოდის ლამა შენთან ერთად, ამბობს ლექსს "დამსეტყვე ცაო" და მოდის წვიმა.

გინდა მზიანი და მშრალი ამინდი. ასეთ შემთხვევაში დიდის პატივისცემითა და მოწიწებით უკავშირდები გვალვას და ეუბნები რომ კარავი ფუნქციონირებას შეწყვეტს, თუ ის ვერ მოახერხებს წამოსვლას თქვენთან ერთად. გვალვა რაღაცნაირად ახერხებს თქვენთან წამოსვლას და თუნდაც რამოდენიმე საათის წინ ლამა იყოს იქ ნამყოფი და წვიმას მიქონდეს იქაურობა (ეგეთი შემთხვევა მმართლაც მოხდა აბუდელაურის ტბებზე), ძალიან ცოტა ხანში წყლის ნასახს ვერ დაინახავთ.

არსებობს კიდერ ერთი ძალიან გამოცდილი მეთოდი.

თუ ვერ მოახერხეთ ვერც ერთ ზემო ხსენებულ კარაველთან დაკავშირება, ცდილობთ გაიგოთ გობეს ნომერი და უკავშირდებით მას.

გობე უკავშირდება მზეს და კარაველების სახელით სთხოვს ჩვენთვის სასურველ ამინდს. ბუნებრივია გობეს მიმართ მადლიერებას გამოხატავთ. მეორე დღეს შეკვეთილი ამინდი გაქვთ.

ასე ხდება კარავზე....

სიმართლე გითხრათ და გარკვეული ინტუიცია ჩამომიყალიბდა ამინდის მიმართ. ვხვდები როგორი ამინდი იქნება მომავალ დღეებში. ბუნებრივია არის შემთხვევები, როცა ვცდები მაგ მიმართულებით. თუმცა კი საბოლოო ჯამში ერთი წესი არსებობს - ყველაფერი ღვთის ნებაა და როგორც მას სურს, ისეთ ამინდს გვისურვებს, ასე რომ ითხოებდეო და...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by ttt » 13 მაი 2009, 01:03

Archil გაიხარეეე
:) :) :) ისე მე სიმღერაც ვიცი:
ახ ლაზარე, ლაზარეეე ცას ღრუბელი აჰყარე,
აღარ გვინდა ცის ნამი, ღმერთო მოგვეც მზის თვალი,
აღარ გვინდა გორახი......
:) :) და ა.შ.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Archil » 13 მაი 2009, 01:13

ttt

შენ "ჭია, ჭია მაია, ხვალ როგორი დარია"-ც გეცოდინება ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by ARCHILI » 13 მაი 2009, 01:14

აბლაბიდას ქსელით შეიძლება კიდევ


კიდევ მწერების ადგილდებარეობით

მზის ჩასვლით და ა.შ.

მაგრამ მთელი ხიბლი ისაა მაინც, რომ ბუნებას ვერ "იმკითხავებ"

:)

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by ttt » 13 მაი 2009, 01:41

:) :) :)
აბა ესეც ნახე ----
ცხადია, მცენარეები, ცხოველების მსგავსად, ამინდის ცვლილებების წინ არ გარბიან, არ იმალებიან. მიუხედავად ამისა, მათი ფოთლები, თავისებურად გამოხატავენ ამინდის შეცვლას წვიმის, ჭექა-ქუხილის წინ. წვიმის წვეთები ზოგჯერ ძალზე საზიანოა ზოგიერთი მცენარის ყვავილისათვის, ხელს უშლის მათ დამტვერვას. ბუნებრივია, ასეთმა მცენარემ დროზე უნდა “მიიღოს ზომები” დაკეცოს თავისი ყვავილები. ზოგიერთი მცენარისათვის კი, პირიქით, საზიანოა ჰაერის ჭარბი სიშრალე და მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. საუკუნეების მანძილზე ყვავილოვანმა მცენარეებმა გამოიმუშავეს უნარი, დროზე დაკეცონ თავიანთი ყვავილები, თუ მათ საფრთხე ემუქრებათ.
თუ დილის 8-10 საათზე მცენარის ფოთლების კუთხეებში გამჭვირვალე წვეთებია, მათ იციან, რომ მეორე დღეს წვიმა მოვა. ეს მცენარის “ცრემლებია” ასეთ შემთხვევაში ინდოელი ამბობს: “ბარდები ტირიან, წვიმა მოვა” პროგნოზიც მართლდება.
არიან მცენარეები, რომლებიც წვიმის წინ ძლიერ მკვეთრ სუნს უშვებენ, გვალვისას კი მათ სრულებით არ უდით სუნი! ცხენისწაბლა წვიმის წინ დიდი რაოდენობით გამოყოფს წებოვან წვენს. კანა, წვიმის დაწყებამდე 6-10 საათით ადრე, როცა ჰაერი საკმაოდ ტენიანია. ცხვრისტახელა ძლიერ სუნს გამოსცემს 9-12 საათით ადრე წვიმის მოსვლამდე, ხოლო ნეკერჩხალი სამი და ზოგჯერ ოთხი დღით ადრეც.
******
ობობები მეტეოროლოგები არიან. ისინი წინასწარ გრძნობენ ამინდის მოსალოდნელ ცვლილებას. საქმე ისაა, რომ ობობა ვერ იტანს ტენს. ამიტომ დილითYმხოლოდ მაშინ გამოდიან როცა არ არის ნამი (ცვარი), რაც უამინდობის ნიშანია. მაგრამ მარტო ნამს გაურბიან ობობები? არა, მათთვის ასევე საზიანოა დიდი სიცხეც. საღამოობითაც ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებენ ბინას, თუ არ გრძნობენ წვიმის მოახლოებას. ამიტომაც ამბობენ, საღამოთი რომ ობობას ნახავ, მეორე დღეს კარგი დარი იქნებაო.
ცუდი ამინდის წინ ობობები ზანტები და უმოქმედონი ხდებიან, არ ზრუნავენ ქსელის შეკეთებაზე: ხოლო, თუUქსელის აბამენ, ეს დარის ნიშანია
******
პეპლებს შორის ამინდის ცვლილების მიმართ მეტად მგრძნობიარეა მეჭინჭრია, სანამ საწვიმარი ღრუბლები აიშლება, ეს პეპელა თავს აფარებს ხმელი ფოთლების გროვას, ხის ფუღუროებს და ა.შ. საკვირველია, რომ მზის დროებით გამოჩენაც კი ვერ შეაცდენს ხოლმე მეჭინჭრიას.
აი, გაიარა ჭექა-ქუხილმა დაცხრა ბუნების სტიქიონი, გადაიხარა და მეჭინჭრიაც გამოჩნდა. ეს უტყუარი ნიშანია: აღარ იწვიმებს. მეჭინჭრია ჩინებული ,,სინოპტიკოსია”, მისი ცდომილება ამინდის პროგნოზში 15%-ს შეადგენს, მაგრამ ასეთი უზუსტობა ხომ ამინდის ბიუროსაც მოსდის ზოგჯერ?
******
ბოტანიკოსები დღეისათვის ითვლიან 400-მდე მცენარეს, რომელთაც შეუძლიათ ამინდის ,,პროგნოზი”. ბაბუაწვერა ყველას შეგხვედრიათ, სად არ ნახავთ მას, ველზე, მდელოზე, ყანისპირებში. საკმარისია, კარგ ამინდში ქარმა რომ დაუბეროს მისი ,,წვერები”, ვეღარ გაფრინდებიან ისე როგორც მზიან ამინდში, რადგან ბაბუაწვერამ მოასწრო და დაკეცა ისინი. ამით თესლი დაიცვა განადგურებისაგან.
Archil ცოტა ვრცელი მასალაა, მაგრამ გამოსადეგი :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Archil » 13 მაი 2009, 05:03

ttt

თუ დასავლეთ საქართველოში წვიმს, დიდი ალბათობაა, რომ მომდევნო დღეებში აღმოსავლეთ საქართველოშიც იწვიმოს

ჩიტები თუ დაბლა დაფრინავენ, სჯობია საწმივარი ამოიღო ზურგჩანთიდან
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by pauna » 02 ივლ 2010, 00:36

Image
ImageImage

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Archil » 24 ოქტ 2010, 09:33

www.amindi.ge

ქალაქების მიხედვითაც აქვს პროგნოზი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Nika » 16 მაი 2011, 13:55

Archil wrote:www.amindi.ge

ქალაქების მიხედვითაც აქვს პროგნოზი
accuweather-ის copy/paste-ა ეგ

ბოლო დროს ამ საიტებს მივაქციე ყურადღება. უფრო პროფესიონალურად არის წინასწარმეტყველებები
http://meteoblue.com
http://yr.no
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Bernar » 16 მაი 2011, 23:59

ეს BBC-ის ამინდის პროგნოზია:

http://news.bbc.co.uk/weather/forecast/240

ისე amindi.ge საიმედოაო ვერ იტყვი, თუმცა სულ არ ქონას ისევ სჯობს :)

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Post by Wanderer » 17 მაი 2011, 12:40

არის კიდევ ასეთი: foreca.com

გუშინ და დღეს ვნახე ყველა ეს საიტი. ყველგან სხვადასხვა პროგნოზია, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ შაბათს წვიმს. რას ვიცინებ შაბათს რომ მზე იყოს. :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]