Page 1 of 3

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 03 აპრ 2009, 14:17
by Kakha
აღმოვაჩინე ასეთი გვერდი amindi.ge როგორც მითხრეს ხელშეკრულება დაიდიათ accuweather-თან და იქიდან იღებენ პროგნოზს (როგორც მომყიდეს ისე ვყიდი :) )

მოკლედ სიმპატიური გვერდია http://amindi.ge

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 03 აპრ 2009, 15:05
by Jnosy
ვერ არის კარგი
აკუვეზერზე სოფლებს და კონკრეტულ ადგილებსაც სერჩავს
აქ მარტო დიდი ქალაქებია (დაჟე ხარაგაულიც არ არის)
:)

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 03 აპრ 2009, 15:12
by აცაბაცა
და თან ბრუცი ჭირთ!!!!

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 03 აპრ 2009, 15:48
by Wanderer
ვისაც ვისტა გაქვთ საერთოდ არ არის საჭირო სადმე საიტზე შესვლა. აკუვეზერიდან Sidebar Widget-ს დააყენებთ(უფასოა) და მუდმივად გექნებათ თვალწინ უხლოესი 5 დღის ამინდი(ზოგადად). დღეზე დაჭერით კი გადაყავხარ პირდაპირ იმ დღის ამინდზე(საიტზე, ვრცლად).

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 03 აპრ 2009, 21:41
by Tamari-ch.
Jnosy wrote:ვერ არის კარგი
აკუვეზერზე სოფლებს და კონკრეტულ ადგილებსაც სერჩავს
აქ მარტო დიდი ქალაქებია (დაჟე ხარაგაულიც არ არის)
:)

კაკოი პაზორ!

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 02:19
by ttt
კიდე ყოფილა საერთაშორისო ვებ-გვერდი ამინდზე ორკვირიანი მონაცემებით. მე არ ვიცი მისამართი და ვინმე თუ იცით იქნებ დადოთ?

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 11:43
by Archil
მისამართები დაწერეთ, მარტო სახელებს კი ნუ წერთ. ამ გვერდზე ადამიანი რომ შემოვა, ამინდის პროგნოზის მოძებნვა უნდა შეძლოს.

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 11:56
by nusa
Archil
ა, ბატონო :D
მაგრამ ვინ იტყვის რამდენად სანდოა?! :roll:

http://www.accuweather.com/world-index- ... ILISI|&u=1

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 15:34
by ttt
ნუ ტელე არხებზე გამოცხადებულზე მეტად სანდო იქნება :D

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 21:02
by Archil
nusa

არც არავინ, ვის აქვს ორი თავი :)

ttt

კაი ხარ :)

ამინდზე კიდო ცას შეხედე და ისე განსაზღვრე ;)

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 21:04
by Tamari-ch.
ამინდის პროგნოზმა ნევროზი გამიჩინა..
:lol:

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 21:32
by Archil
nusa

გმადლობ :)

Tamari-ch.

ნამეტარი ნუ განიცდი... წვიმაში ვის არ უვლია :) მოსაგონებრად უფრო საინტერესოცაა :)

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 10 მაი 2009, 23:46
by Wanderer
ttt
კიდე ყოფილა საერთაშორისო ვებ-გვერდი ამინდზე ორკვირიანი მონაცემებით. მე არ ვიცი მისამართი და ვინმე თუ იცით იქნებ დადოთ?
ეგ არის accuweather.com, მაგრამ ორკვირიანი პროგნოზი ნუ გაგაოცებს. მე ვუყურე გადაცემას ამინდის პროგნოზების შესახებ, სადაც მაგ ორგანიზაციის წარმომადგენელმა თვითონ თქვა, რომ მაგ საიტზე გამოქვეყნებული ამინდი 5 დღეზე ზემოთ შესაძლოა საკმაოდ მცდარი იყოსო. ამიტომ ორკვირიანი პროგნოზის ყურებას დიდი აზრი არა აქვს...

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 11 მაი 2009, 14:35
by Naia
მე www.freemeteo.com -ით ვხელმძღვანელობ. ყოველდღიურად ვამოწმებ და იშვიათად თუ ცდება.

(ქვემოთ ჩამონათვალში ქალაქებიცაა მითითებული. თუ კონკრეტული სოფელი ვერ მოძებნეთ, საძიებელ ველში ჩაწერეთ სოფლის სახელი, Georgia)

გუშინ აცაბაცამ კიდევ ერთი კარგი საიტი მირჩია: www.meteoblue.com

ამინდის პროგნოზი ინტერნეტში

Posted: 11 მაი 2009, 19:43
by Tamari-ch.
www.meteoblue.com
აი ამას ვერაფერი გავუგე
ვაძლევ საქართველოს და არ მიჩვენებს ამინდს
:roll: