მგლებისგან თავის დაცვა

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ძუნა
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 27 თებ 2009, 11:10
მგლებისგან თავის დაცვა

Post by ძუნა » 04 მარ 2009, 22:14

გამრჯობათ ხალხო!
ასე თუ ისე მეც დავდივარ ხოლმე ხანდახან პახოდებში ხო და ეხლა დავაპირეთ ერთ ადგილას წასვლა... მაგრამ საქმე იმაშია რომ მგლებია არიან იმ ადგილას : ))) სადღაც 10 ადამიანი მივდივართ, ხო და მაინტერებს მგლების მარტო ცეცხლის ეშინიათ?
ან რა რჩევებს მომცემთ ამასთან დაკავშირებით :) შეიზლება ღამეს მოგვიწიოს სიარული... :)

პ.ს. ერთი კიხვა კდიევ... ადრე რომ იყო მგონი მარლას თუ რაღაცას რაღაცაში ასველებდნენ და მერე ჯოხზე ახვევდნენ და დიდხანს იწვოდა. ეგეთი რამე როგორ გავაკეთო? :D

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by Int3lig3nt » 04 მარ 2009, 22:52

ძუნა
არ ვიცი რამდენად გამოსადეგია, მაგრამ მე ვფიქრობ, კარგი იქნება ასაფეთქებლებს თუ წაიღებთ.
ბავშვები რომ ერთობიან ხოლმე, ასანთის ღერივით რომ ინთება.

პერიოდულად აფეთქეთ ხოლმე და რა ვიცი, მოგეკარებიან კიდე?
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by ლეონტი » 04 მარ 2009, 23:35

მგელი მომრავლებულაააა,
სახლში შემოვარდნილაა...
ტყეში კაცი წასულაა,
აღარ დაბრუნებულააა...

საინფორმაციოში იყო.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by Archil » 05 მარ 2009, 00:01

ხლაპუშკების ეშინიათო... დილით წითელი ფერის ქსოვილის.

მშიშრების არ ეშინიათ.

ერთი სიტყვით

მგლები არიან :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მგლებისგან თავის დაცვა

Post by Gvalva » 05 მარ 2009, 11:50

მგლები საკმაოდ მომრავლდნენო და არაოფიციალური ინფორმაციით, ადრე თუ მგლის მოკვლაზე ჯარიმა იყო, 300 ლარიო, ეხლა ჯილოს აძლევენო... 30 ლარს :)

რამდენად ჰუმანურია ეგ სხვა საკითხია, მარა, ვინც ეს თანხა დააწესა, ალბათ მგელი ტელევიზორშიც არ უნახავს

მოკლედ, ეს იმიტომ მოვყევი რომ გაგაფრთხილოთ, პრობლემა იმდენარ რეალურია რომ პრემია დააწესეს

თუ ძალიან აუცილებელი არაა ღამე სიარულს მოერიდეთ! თუ მაინც მოძრაობთ აუცილებლად იმოძრავეთ მთელმა ჯგუფმა ერთად, რაც შეიძლება მჭიდროდ, განსაკუთრებით იფრთხილეთ ვინმე არ ჩამოგრჩეთ. როდესაც ერთი ადამიანი ჩამორჩება მერე შეიძლება გვიან იყოს ამ რჩევის გახსენება.

ინტერესისთვის, აბა ერთი ვნახოთ რა მოხდება, ასეთ ლაშქრობას არ გირჩევთ, ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოხდეს და ამ ინტერესის დაკმაყოფილება რეალიტი ტივი-ზე ან რომელიმე სხვა არხზე სჯობია დამიჯერე

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by caucasica » 05 მარ 2009, 15:36

მგლებს ესეტი თვისება ააქვთ, როცა დიდდი ჯგუფი მიდის ბოლო კაც ან ქალს გამოეცხადებიან მიმზიდველი ქალიას-ან კაცის ფორმით და ცდილობენ ჯგუფსსს მოსწყვიტონ, ჯგუფსმოწყვეტილს ხელ ფეხს და პირს შეუკრავენ, ძმარს სუნელებს და ალყა-ალყა დაჭრილ ხახვსსს მოაყრიან და დატოვებენ დაბასთურმებამდე, მანადე კი სხვა წევრს გამოიტყუებენ და აშშშ.....



ხუმრობა იქით და...
მგლების ამოღება კონკრეტულ ადგილას ჩათვალეს მიზანშეწონილად და ამოღების კვოტად (შესაძლებელ რაოდენობად) 10 ინდივიდი დაასახელეს, მაგარმ ეს ყველაფერი საღ აზრს და სამეცნიერო მონაცემებს მოკლებულად გააკეთესსსს....
კაცმა არ იცი ერთი მგელი ერჩოდა (თან ცოფიანი) ხალხს, საერთოდ მგელი ერჩოდა თუ ზაღლი თუ მგელზაღლი.....
ნუ როგორც საქართველოში ხდება ხოლმე....


თავდაცვა თუ დაგჭირდა "ხლაპუშკები" "ბომბაჩკები" მოქმედებენო ასე გამიგია სატაჯიანი მწყემსებისგანნნ...
როგორც წესიიიი მგლები ერიდებიან ისეტ მსხვერპლსსს რომელმაც მათ შეუძლიათ ზიანი მიაყენონ....

საქართველოში ზალიან იშვიათად ხდება ბევრსულიანი ხროვების შეკრება, ისიც ზამთარში.

ძირითადად მგლები ოჯახებით ცხოვრობენ 5-8 სულიანი ოჯახების სახით.

მგლების ძირითად რაციონსსს მღრნელები შეადგეგნენ, ჩლიქოსნები მერე კი მაწანწალა ზაღლები და შინაური პირუტყვი.

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by ZVIOSULI » 05 მარ 2009, 15:56

მე არასდროს არ გამიგია რომ საქართველოში ვნმეს და მითომეტეს ვინმეებს მგელი თავს დასხმოდეს....

თუმცა პირველად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავგამოდებული სიფრთხილე მგონი არ ღირს :)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by Archil » 05 მარ 2009, 16:03

ZVIOSULI

შენ არ გაგიგია, ეს არ ნიშნავს რომ არ მომხდარა.

ზვიო წაიყვანეთ და მგლები მოგერიდებიან :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ზვიო ფეხს რომ დაადგავს, მისი შიშით იმ ადგილას ვერცერთი მტაცებელი ვერ გაივლის !!!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
მგლებისგან თავის დაცვა

Post by Varvara » 05 მარ 2009, 16:23

მაშ ის მგელი ვინ იყო - ,,შას სპოიუ''? - ვიღაც ქალს ბოსლის კარს რომ ეჯაჯგურებოდა და კინაღამ ხელი მოაჭამა?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by ლეონტი » 06 მარ 2009, 12:25

caucasica wrote:
მგლების ძირითად რაციონსსს მღრნელები შეადგეგნენ, ჩლიქოსნები მერე კი მაწანწალა ზაღლები და შინაური პირუტყვი.
აქ 1 ლაპსუსია, ძირითადი საკვების სიაში ბოლოს უნდა ეწეროს:
ახალბედა ტურისტები (მოლაშქრეები).

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
მგლებისგან თავის დაცვა

Post by გვალდა » 06 მარ 2009, 16:06

მაშინ იღბლიან ცნობისმოყვარეებსაც დავამატებდი ...
ის ბიჭი გამახსენდა, ზოოპარკში, მგელს მოვეფერებიო, და ხელი რომ შეყო გალიაში. მგელი იმ დღეს დანაყრდასავით.
სვანეთოლოგი

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
მგლებისგან თავის დაცვა

Post by KSOVRELI » 06 მარ 2009, 16:42

მგელი არა იხვის ტოლმა!

ძალიან უნდა გამოიდო თავი ადამიანმა, რომ მგელი თავს დაგესხას.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
მგლებისგან თავის დაცვა

Post by pataputina » 06 მარ 2009, 16:48

იიიინტეეელ,
მოდი აქ და მოყევი
კინაღამ
რომ შეგვჭამეს
მგლებმა
ნუნისში











თუ ”კინაღამ” არ ითვლება

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
მგლებისგან თავის დაცვა

Post by KSOVRELI » 06 მარ 2009, 16:54

მოდი აქ და მოყევი
კინაღამ
რომ შეგვჭამეს
მგლებმა
ნუნისში
თქვენო ღირსებავ, პატამედვედეევა! ვინ რა უნდა მომიყვეს, მეც სწორედ იქ გახლდით! არავითარი მგელი მე იქ არ მინახავს, ხოლო ყმუილი და ღამით საეჭვო ხმები თითქმის ყოველ ლაშქრობას თან ახლავს (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის).

მგონი, ზოგს ძალიან უნდა მგლის ნახვა.
ეს არის და ეს.
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
მგლებისგან თავის დაცვა

Post by pataputina » 06 მარ 2009, 16:59

KSOVRELI
უი, ხო... შენც იქ იყავი
:oops:


კი არა და

შენ იმ დროს გეძინა
ალბათ
მგლების თვალები რომ ელავდა სიბნელეში
და
ხან ერთ ყურთან რომ ისმოდა ყმუილი
ხან მეორე

:evil:




გავაჰიჩკოკე

:lol:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]