Post
by ttt » 10 მაი 2009, 02:09
თითქოს დამთხვევაა, მაგრამ მე ეხლახანს წავიკითხე, ოღონდ წიგნი - ,,კეჟერაძეები",სადაც ოთხი მოთხრობაა შესული:
1. იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი;
2. კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა;
3. ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე;
4. ცალ-ცალკე და ერთად.
კმაყოფილება კარგა ხანს გამყვება.
განსაკუთრებით სიმართლე რომ ვთქვა მეორე მომეწონა. მცირე ამონარიდი:
- ,,არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართული, გამოცდილი და ყოვლის შემძლე, ამაღლებული, გესმით?"
თუ გავიხსენებთ, რომ ეს მოთხრობები შესაბამისად დაწერილია: 1969წ, 1973წ, 1978წ, 1983-84 წლებში და მიუხედავად ამისა, დღესაც მოგვწონს. ე.ი. დღესაც გვაქვს იგივე კითხვები საზოგადოებასთან