Page 10 of 11

saubrebi janmrtelobaze

Posted: 28 თებ 2010, 18:51
by Tamusia
ენდობით თუ არა წამალ "სალხინოს"?

saubrebi janmrtelobaze

Posted: 28 თებ 2010, 19:43
by Naia
Tamusia wrote:ენდობით თუ არა წამალ "სალხინოს"?
უი, ეგ მეც მაინტერესებს. ამასწინად ვუსმინე რეკლამას და იმდენ რამეს შველის ვიფიქრე მეც ხომ არ დავლიო-თქო :)

saubrebi janmrtelobaze

Posted: 28 თებ 2010, 21:42
by ლეონტი
სალხინოს ვენდობი მაგრამ მახჩობს.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 28 თებ 2010, 23:23
by Tamusia
ლეონტი

უბრალოდ ცუდი დასალევია? თუ რამე სხვა პრობლემა აქვს?

saubrebi janmrtelobaze

Posted: 02 მარ 2010, 11:35
by ლეონტი
ჰო ცუდი.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 02 მარ 2010, 22:05
by Tamusia
გუშინ ექიმებს ვკითხე სალხინოზე და პასუხი დაახლოებით ასეთი იყო: ოოოჰ, სალხინო არა ისა

saubrebi janmrtelobaze

Posted: 02 მარ 2010, 22:51
by lama
Tamusia wrote:გუშინ ექიმებს ვკითხე სალხინოზე და პასუხი დაახლოებით ასეთი იყო: ოოოჰ, სალხინო არა ისა
აბა ერთი

"ლაზეგრინზე"

კითხე????

saubrebi janmrtelobaze

Posted: 02 მარ 2010, 23:17
by anano
მე არ მჯერა "სალხინო"სი... მისით განპირობებული ბევრი გართულება მინახავს, მათ შორის ბაბუაჩემის შემთხვევაში...
...და ზოგადად შეუძლებელია, ერთი წამალი, ერთი ბალახი თუნდაც კომბინაცია ყველაფრის(აღარ ჩამოვთვლი) მკურნალი და პანაცეა იყოს!

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 00:27
by Makena
ლეონტი
კაფსულებით გამოუშვეს უკვე, რეკლამას უკეთებენ ტელევიზორში :wink:

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 01:13
by ლეონტი
ტელევიზორის ცქერის არც დრო მაქვს და არც ნდომა, ისე მაგ კაპსულებსი კაი 5 წელია უკვე გამოდის, ეგეც დამილევია.
anano
ბაბუა ალბათ პროსტატის ადენომაზე სვავდა და უარეს დღეში ჩავარდა.
მართალია პანაცეა არაა, მაგრამ სწორად რომ მიერო ბაბუას სეღავატი ექნებოდა.
თუმცა ტაქვიდან გამწვავების ფაზა გადასატანია.
თუ ადენომა სორსაა წასული ფრტხილად უნდა მიღება და რაც მთავარია:
მას უნდა დაეცვა ვეგეტარიანული + აფსულუტურად უფქვილო დიეტა.
მაგალითად მხოლოდ ბრინჯი, წიწიბურა, ხილი, ბოსტნეული ტაფლი და ასე სემდეგ და მიერო სხვა ბალახებიც.
ამას ნაწყებია არ გვეუბნება და მისი წამალი ხსირად არაეფექტური ან საზიანოა.
ისე ბევრი დანას გადაურცენია ვინც დაიცვა სხვა პირობები.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 15:33
by Makena
ლეონტი
წამლების დალევას რომელიმე გამაჯანსაღებელი სისტემის შესწავლა და გამოყენება ჯობია, ასეთი რამდენიმე მეტად სერიოზული სისტემა არსებობს.
მაგ: ჰათჰა იოგა, ცი გუნი, ტაი ჩი, ტენსეგრიტი.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 18:04
by Archil
Makena wrote:ლეონტი
წამლების დალევას რომელიმე გამაჯანსაღებელი სისტემის შესწავლა და გამოყენება ჯობია, ასეთი რამდენიმე მეტად სერიოზული სისტემა არსებობს.
მაგ: ჰათჰა იოგა, ცი გუნი, ტაი ჩი, ტენსეგრიტი.
კაი ღვინო, სუფთა ჰაერზე გასვლა, ცელვა, თოხნა, ცურვა, მთაში სიარული, ისე სიარული. ბუნებაში სუფთა ჰაერზე წამოკოტრიალება და ძილი...

კვების სწორი რეჟიმი, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთან ახლოს ყოფნა ნერვულ სისტემას არ ვნებს. სამუშაოს სწორად დაგეგმვა და გადაღლილობის თავიდან აცილება. დადებითი ემოციების მიღება, ცხოვრებით ტკბობა (იდეაში ადამიანის დამოკიდებულება განსაზღვრავს მის მიერ ცხოვრების შეფასებას, შეიძლება ადამიანი მილიონერი იყოს და თავი უბედური ეგონოს და შეიძლება არაფრის მქონე იყოს და კნუტთან თამაშით მიიღოს იმხელა სიამოვნება, რომელსაც მილიონერი ასი ათასის დახარჯვით ვერ მიიღებს).

სალხინოსი მჯერა, მაგრამ არ ვღებულობ. არ მჭირდება და...

ისე, ცხონებულ მამაჩემს დიდად ვერ დაეხმარა. არც უვნია, მარა არც ხეირი მოუტანია.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 20:52
by ლეონტი
Makena wrote:ლეონტი
ტენსეგრიტი.
გეთანხმები, მაგრამ არ გეთანხმები.
ტენსენ-გვრიტი არც გამიგონია.
მაგრამ იოგას ან ციგუნის ვარჯიში ბალახების სმას, რომელსაც ისინი წამალს არ უწოდებენ არამედ გამწმენდ საშუალებას ან თუნდაც საკვებ დანამატს,სრულებით არ გამორიცხავს.
სალხინო წამალი არაა არც პანაცეა, ის მცენარეული დანამატია გამაჯანსაღებელი სისტემისთვის რომელიც არავის გააჩნია და უნდათ 3 ლარად შეძენილმა დაფქულმა ფოთოლმა მთელი ცხოვრება, წლები ნგრევა და არასწორი ცხოვრება 3 დღეში გაასწოროს და გადმოაყირაოს.
ესე არასოდეს არ ხდება.
სალხინო როგორც დანამატი სხვა სისტემებთან 6 დან 1 წლამდე უნდა სვა.
რადგან მცენარეები ნაზად და დიდ დროში ყველა სხვა შეზღუდვა-სისტემებთან ერთად მუშაობენ.
გაიგეთ ხალხო სასწაულები არ არსებობს, არსებობს მუშაობა ოფლამდე საკუთარ თავზე და ჯანზე, ძველი გულაობიოს დავიწყება და ახლებურად ცხოვრება.
სხვა სასწაულები ხიბლია და ცუდად მთავრდება.
ისე მე ისიც მომისმენია კაცმა თქვა თუ ვერ შევჭამე და ვერ დავლიე როგორც მევასება, მოვკვდე, არ მოინდა ისე ცხოვრებაო.

saubrebi janmrtelobaze

Posted: 03 მარ 2010, 21:02
by ლეონტი
Archil

ლამაზად დაწერე მაგრამ ეგეთები ცხოვრებაში იშვიათად ხდება.
როგორც ფსალმუნში წერია:
დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი

saubrebi janmrtelobaze

Posted: 04 მარ 2010, 00:51
by Makena
ლეონტი
ნებისმიერი გამაჯანსაღებელი სისტემა არ გამორიცხავს მცენარეული წამლების გამოყენებას, მცენარეულ წამალს არცერთ სისტემაში არ უწოდებენ გამწმენდ ჩაის, ეგ ევროპელების მოგონილია.
ასეთი მცენარეული წამლების გამოყენებზე რომლებიც ჰიმალაის მთებში იკრიფება და შემდეგ წამლის ფორმას ღებულობს მთელი რიგი ტრაქტატებია შექმნილი ტიბეტურ მედიცინაში.
ზემოთჩამოთვლილი გამაჯანსაღებელი სისტემები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედებენ და სრულიად აჯანსაღებენ მას, მაგრამ ეს მხოლოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვარჯიშის დროს ხდება, პირველი შედეგები თავს 4-6 თვის შემდეგ იჩენს.