Page 19 of 20

რუკები, მარშრუტები

Posted: 29 მაი 2012, 20:19
by Ketevan Guliashvili
ვანის ტბამდე თუ ჩახვალთ, ახთამარის კუნძულია რომელზეც ჯვრის საკათედრო ტაძარია. ასევე იუნესკოს სიაში მოხვედრილი ქალაქ ახლატში მდებარე ოტომანთა და ურარტუს დროინდელი ციხესიმაგრე, ძველი სამარხები.

რუკები, მარშრუტები

Posted: 30 მაი 2012, 12:03
by Nika
Ketevan Guliashvili
ნიკა, არ ვარ დარწმუნებული რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახნილია, ეს უნდა დააზუსტოთ, შარშან ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და ვალედან მიწევდა წასვლა.
იმედია გახსნილია. სხვანაირად ჩემ გეგმას აზრი ეკარგება. ანუ გეგმა არის იმაში რომ მუქთად ვნახო მანდ რაღაცეები. ახალქალაქში დატენილი გაზით 200 კილომეტრს გავივლი დაახლოებით. აქედან 70 კმ საზღვრამდე მისვლას და უკან დაბრუნებას უნდა. დარჩა 130 კმ საზღვრის იქით. ცოტა აქაური ბენზინი რო წავახმარო 200 კმ იქით გამოდის. მაგაზ შორს შეტოპვა აღარ მინდა.

რუკები, მარშრუტები

Posted: 30 მაი 2012, 16:55
by Ketevan Guliashvili
ხოო, ჩილდირიდან დოგუბაიაზეტი როგორც მახსოვს264 კმ-ია ასე რომ...


მთლიანად ის მარშრუტი გამოგადგებათ სასკვამ და დონმა რომ გაიარეს
ურთა- ჩრდილის/ ჩილდირის/ ტბა - ჭალა - ქაჯის ციხე

ასევე ორეზაქისა და მერეს ციხეების ნანაგრევები შეუნიშნავთ გზად.

saskva wrote:შემდეგი წერტილი იყო ურთა

ცნობები ურთაზე

Xს-ის მეორე ნახევარი

მეჩეთად გადაკეთება ჩილდირის ტბის შემოგარენში (სოფელი Gólbelen) მდგომ კიდევ ერთ ეკლესიას ხვდა წილად, რამაც განაპირობა კიდეც მისი კარგი მდგომარეობა. ერთ დროს უთუოდ სადა ქრისტიანული ტაძარი დღეს ხალიჩებითაა მოფენილი, კედლები კი ფერად-ფერადად შეუღებიათ. უწინდელი გადახურვა შეცვლილი კი არის, მაგრამ შენარჩუნებულია მთლიანი არქიტექტურული გადაწყვეტა. კერძოდ, ეს არის სამნავიანი ბაზილიკა მრგვალი ბურჯების 3 წყვილით, აღმოსავლეთით აფსიდით (სადაც სამ-სამი ნიშაა სარკმლის აქეთ-იქით) და გვერდითი სათავსებით. ძეგლის უხვი დეკორატიული შემკულობიდან მასიური კაპიტელებია შემორჩენილი. გარეთა კედლები გადალესილია, რაც სოფლის მესვეურებმა დიდი სიამაყით მოგვახსენეს, თუმცა პირვანდელი სახით შემორჩა აღმოსავლეთი ფასადის სამკუთხა ნიშები, ტრადიციულად მარაოსებრი კონქებით დაგვირგვინებული.


Image

მეჩეთის წინამძღოლს გავესაუბრეთ, ვუთხარით თქვენი ისტორიით დაინტერესებულები ვართ და გვინდა უკეთ შევისწავლოთთქო და ამიტომ ეკლესიის ახლა უკვე მეჩეთის გარედან გადაღების უფლება მოგვცა. შიგნით არ შეგვიშვა, თუმცა მერე როდესაც ყველა მის სიტყვას დავემორჩილეთ მისი კეთილგანწყობა დავიმსახურეთ და გვითხრა ქვა რომლითაც შენობაა მოპირკეთებული თქვენი მხარიდან არის ჩამოტანილი, იძახიან კიდეც რომ ქართველების აშენებულიაო. ბოლოს კი იმაშიც გამოგვიტყდა აქ თავიდან თურმე ეკლესია იყო და მეჩეთად მერე გადაუკეთებიათ თუმცა ძალიან დიდი ხნის წინო.

აქედან წასულან ჩრდილის ანუ ჩილდირის ტბაზე

ცნობები ჭალაზე

Xს

ჩილდირის ტბის ნაპირზე, სოფელ Dოäრუყოლ-ის შუაგულში დგას ქართული ეკლესია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ჯალას ან ჭალას სახელითაა ცნობილი. ეტყობა, რომ ბოლო დრომდე აქ მეჩეთი იყო მოწყობილი. მას მაღალი თანამედროვე მინარეთი აქვს მიშენებული. ამჟამად მეჩეთისათვის ახალი შენობა აუგიათ, ეკლესიას კი საწყობად იყენებენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ძეგლი არ დაინგრა და დღევანდლამდე თითქმის უვნებლად შემორჩა. ეს არის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია, საკურთხევლით აღმოსავლეთის მხარეს. აფსიდა ნახევარწრიულია, ოდნავ შეისრული კონქით, მის გვერდებში კუთხის ოთხკუთხა ოთახებია. საკურთხევლის წინ სამკუთხად დაგვირგვინებული სახატე ნიშებია, რომელზედაც ასომთავრული წარწერებია მოთავსებული, საიდანაც ვიგებთ რომ ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზე იყო აგებული. გვერდის სათავსებს ზევით საიდუმლო ოთახებია. ინტერიერი 3 წყვილი მასიური საფეხურებიანი პილასტრებითა და ღრმა ნიშებით არის დანაწევრებული. ასევე მასიური პილასტრებისა და ღრმა ნიშების უწყვეტი რიგი გამოარჩევს ჯალას ეკლესიის ფასადებს და მას საოცარი მონუმენტურობის ელფერს ანიჭებს. აღმოსავლეთი ფასადი სამთაღაა. ცენტრალური თაღი ყველაზე მაღალია და მასში სარკმელია დატანებული. ნიშებში მომცრო სარკმლებია გაჭრილი. ამ ფასადის ნიშები ტაო-კლარჯეთისათვის ტრადიციული მარაოსებრი კონქებით ბოლოვდება. დასავლეთი ფასადი აღმოსავლეთის მსგავსია, ოღონდ სარკმლებისა და მარაოსებრი კონქების გარეშე. გვერდით ფასადებზე 5 წყვილი თაღისაგან შემდგარი მასიური არკატურაა ღრმა ნიშებით. სამხრეთი ფასადის თაღნარი დამატებით იყო დამუშავებული. კედლები როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. ჭალა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

ჭალას შემდეგ ქაჯის ციხისკენ გავწიეთ, თუმცა გზად ისევ ნანგრევებს მოვკარით თვალი. როგორც რუკიდან დავადგინეთ ორეზაქი და მერეს ციხეები უნდა ყოფილიყო.

ქაჯის ციხის ასახვევს ადვილად მივაგენით. სოფლის ბოლოში გავჩერდით და შემდეგ უკვე გზა ფეხით გავაგრძელეთ. გზა მიგვასწავლეს თუმცა წინ ვერაფერს ვხედავდით. ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ, მოსახვევში შევტრიალდით და ოი საოცრებავ, ყველანი ადგილზე გავშეშდით. ესეთი შთაბეჭდილება არცერთ ციხეს არ მოუხდენია ჯერ ჩემზე. რუსთაველისეული ქაჯეთის ციხის ზუსტი ანალოგი, აი არაფრის შეცვლა რომ არ მოგინდება ადამიანს, ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა როდესაც ვეფხისტყაოსანს ვსწავლობდი.

რუკები, მარშრუტები

Posted: 31 მაი 2012, 11:40
by Nika
მოკლედ მგონი ჩემ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური იქნება ქაჯეთის ციხე და ჩრდილის ტბის გარშემო შემოვლა გავაკეთო. ახალციხეში თუ გაიხსნება გაზგასამართი სადგური მაშნ ბევრად უფრო მობილურები ვიქნებით.

რუკები, მარშრუტები

Posted: 31 მაი 2012, 13:03
by shoda1121
Nika
კარწახი გაიხნა? ან როდესმე გაიხსნება?

რუკები, მარშრუტები

Posted: 31 მაი 2012, 13:30
by Nika
აი ეგ ჯერ არ ვიცი ზუსტად.

რუკები, მარშრუტები

Posted: 03 ივნ 2012, 14:56
by Ketevan Guliashvili
კარწახი არ გახსნილა, უახლოვეს მომავალში არც გაიხსენბა.

რუკები, მარშრუტები

Posted: 20 ივნ 2012, 19:20
by TORO
ვინმეს გარმინისათვის ხომ არა გაქვთ საქართველოს რუქა 2010 ან 2011 წლის განახლებით?

რუკები, მარშრუტები

Posted: 01 აგვ 2012, 12:10
by Tamari-ch.
http://mygeorgia.ge/

კარგი რუკაა

რუკები, მარშრუტები

Posted: 10 აგვ 2012, 10:43
by Nika
ხალხო აქ ვინმე ნამყოფია? ასხის მასივი (პლატო)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 5%E1%83%98
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SO ... ture=ka-GE

რუკის მიხედვით თითქოს სამანქანე გზებიც კი ადის კინჩხაფერდიდან.

რუკები, მარშრუტები

Posted: 13 აგვ 2012, 10:36
by leo-jafo
https://maps.google.com/maps/ms?msid=20 ... ,13.809814

ეს ჩემი მონიშნული წერტილებია ფოტო ალბომებით ჯერ დაუმთავრებელია, მაგრამ იყოს აქ შეიძლება ვინმეს გამოადგეს

რუკები, მარშრუტები

Posted: 03 დეკ 2012, 11:01
by Nika
ფიტარეთში თეთრი წყაროს მხრიდან გზა დაინგრა თუ ისევ არის? რაღაც ბოლო დროს ისევ ინფორმაციები მოდის რომ ხრამით დადიან და რატო შვებიან ასე?

რუკები, მარშრუტები

Posted: 08 დეკ 2012, 01:22
by Archil
Nika

ხრამიდან უფრონაკლები სასიარულოა, ერთი მდინარის გადაკვეთაა და ფიტარეთიც იქვეა. მდინარემდე კი მანქანით მიდიხარ.

რუკები, მარშრუტები

Posted: 08 დეკ 2012, 15:21
by shoda1121
Nika wrote:ფიტარეთში თეთრი წყაროს მხრიდან გზა დაინგრა თუ ისევ არის? რაღაც ბოლო დროს ისევ ინფორმაციები მოდის რომ ხრამით დადიან და რატო შვებიან ასე?


მე ვიცი რომ კინჩხაფერდიდან ადის ტყის მანქანები და მერე იქიდან ფეხითაც ცოტა და ადიან ესე ზემოთ ადგილობრივები;

ისე ლეჩხუმის მხრიდან არის ასული ფეხით 1-1 კარაველი ლაშქრობებში ნახე

წესით უნდა მეპასუხა ამ პოსტზე:
ხალხო აქ ვინმე ნამყოფია? ასხის მასივი (პლატო)
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90% ... 5%E1%83%98
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=SO ... ture=ka-GE

რუკის მიხედვით თითქოს სამანქანე გზებიც კი ადის კინჩხაფერდიდან.

რუკები, მარშრუტები

Posted: 08 დეკ 2012, 20:02
by Nika
shoda1121
რაღაცაში აგერია ფიტარეთი.

Archil
მდინარის გადაკვეთა რო არ გვინდა მაგიტოა ამას რო ვარკვევ. ბევრად ნაკლები სასიარულოა ფიტარეთიდან ფიტარეთამდე ;)