Page 18 of 20

რუკები, მარშრუტები

Posted: 05 ნოე 2011, 22:39
by Nika
geologi.
chaos@gol.ge
სადმე ატვირთე და ამ ფოსტაზე ბმული გამომიგზავნე.
მადლობა

რუკები, მარშრუტები

Posted: 28 აპრ 2012, 20:47
by Ode_Rock
გამარჯობათ.
მაინტერესებს 3 დღეში ტაოსჰი რისი ნახვა შეიძლება?
ან ტბეთი. იშხანი. არტანუჯის ციხე. ხახული. დოლისყანა. რამდენად მოესწრება ან სხვა რამის ნახვა თუ მოესწრება კიდე?

დახმარებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.

რუკები, მარშრუტები

Posted: 30 აპრ 2012, 10:37
by saskva
Ode_Rock
გააჩნია რითი მიდიხარ, თუ შენი ტრანსპორტით შენ ჩამოთვლილ ყველა ძეგლს მოასწრებ და კიდევ ბევრ სხვასაც. (ხანძთა, ოშკი, ოთხთა, პარხალი, ოპიზა)

რუკები, მარშრუტები

Posted: 02 მაი 2012, 11:52
by mestumre
იქნებ მირჩიოთ რამე მარშუტი ახლოს თბილისთან და თან კარგი დასაბანაკებლად

რუკები, მარშრუტები

Posted: 02 მაი 2012, 13:00
by leo-jafo
ეს ერთ–ერთი ტურისტული კომპანიის განრიგია, ანუ თუ მოინდომებ 3 დღეში ბევრი რამის ნახვა შეიძლება



მიმართულება: თურქეთი
სტატუსი: ჯგუფური ეკონომტური
ხანგრძლივობა: 3 დღე (2 ღამე)
ტურისტების რაოდენობა ჯგუფში: 14–25 კაცი
ტრანსპორტი: მიკროავტობუსი ან პატარა ავტობუსი
განთავსება: სასტუმროში


ტურის პროგრამა



I დღე

გასვლა თბილისიდან დილის 06:00 საათზე. ტრანსპორტი – მერსედერს სპრინტერი. თურქეთ–საქარველოს საზღვირს გადაკვეთა ვალეს სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში. პირველ დღეს მოსანახულებელი ძგლები: მერეს ციხე, ერუშეთის ქედი, ქაჯის ციხე (მისი აშენების თარიღები არაა ცნობილი. ციხე სიმაგრეს უდიდესი, 30 მეტრიანი კედელი აქვს გარს შემოვლებული და კლდოვან მასივზეა დაშენებული. არის თეორია, რომ ის უნდა იყოს ვეფხისტყაოსანში ნახსენები ქაჯეთის ციხე), ჩრდილის ტბა სადილი ტბასთან (პიკნიკი). ბანას ტაძარი (ბანას ტაძარი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი VII საუკუნეშია აშენებული, დღევანდელი ფორმით კი IX-X საუკუნეების მიჯნაზე აშენებულა. ფორმით ის არ ჰგავს ამჟამად შემორჩენილ არცერთ სხვა ძეგლს. იგი წრიული, 40 მეტრის დიამეტრის ტაძარია. შუასაუკუნეებში ბანა წარმოადგენდა ქართული საერო და საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ცენტრს). გამგზავრება იუსუფელში და საღამოს საღამოს 7 საათზე შესვლა სასტუმროში ქალაქ იუსუფელში. სასტუმრო "აგარა" ან "რივერ საიდი".

დღის მარშრუტი: თბილისი - ახალციხე – ვალე – ქაჯეთის ციხე – ჩრდილის ტბა – ბანა– იუსუფელი.

კვება: სადილი ჩრდილის ტბასთან, ვახშამი სასტუმროში.



II დღე

გასვლა სასტუმროდან დილის 08:30 საათზე. მოსანახულებელი ადგილები: ოთხთა ეკლესია (სხვა ტაძრებთან შედარებით კარგად შენარჩუნებული დიდი ბაზილიკური ეკლესია. თავისი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს პარხალის ეკლესიას, აშენებულია X საუკუნეში), კავკასიძეების ციხე, იშხანი (VII-XI საუკუნეების ტაძარი. თავიდან ბანას ტიპის, წრიული ტაძარი იყო, შემდეგში IX საუკუნეში იგი განაახლა გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ საბა იშხნელმა, საბოლოო სახე კი ტაძარმა ბაგრატ IV–ის მეფობის დროს, XI საუკუნეში მიიღო. ამჟამად დანგრეული გადახურვა, შემორჩენილია კედლები და გუმბათი), თორთუმის ჩანჩქერი და წყალსაცავი, ოშკი (ეს ტაძარი აშენდა X საუკუნეში. იგი ამ პერიოდის ტაოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი და კათედრალური ტაძარი იყო), ხახული (ტაძარი დარსებულია X საუკუნის მე–2 ნახევარში. ხახულის საგანძურში იყო კარგად ცნობილი XII საუკუნის ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, ღვთისმშობლის სახელობის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და ცნობილია ხახულის ხატის სახელით). დაბრუნება იუსუფელში და განთავსება სასტუმროში

დღის მარშრუტი: იუსუფელი – ოთხთა – იშხანი – თორთუმის ხეობა და თორთუმის ჩანჩქერი – ოშკი – ხახული.

კვება: საუზმე სასტუმრო, სადილი რესტორანში, ვახშამი სასტუმროში.



III დღე

სასტუმროს დატოვება დილის 08:30 საათზე. ახიზის ციხე (ციხის აშენების თარიღები უცნობია, იგი V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა აღადგინა), ჯოჯოხეთის კანიონი (ვწრო, კლდოვანი კანიონი არტანუჯის ხეობაში, მდინარის არტანუჯისწყლის მარჯვენა სანაპიროზე). არტანუჯი ციხე (სავარაუდოდ ეს ციხე–ქალაქი აგებული უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის დროს, თუმცა მანამდელი ბერძენი ისტორიკოსის მიერ ნახსენები ქალაქი არტანისა არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. ციხე–სიმაგრესთან ადრეულ შუასაუკუნეებშ არსებობდა ქალაქი და იგი VIII საუკუნეში მურვან ყრუმ ააოხრა.IX საუკუნეში იგი აღადგინა აშოტ კურაპალატმა. ციხე მდებარეობს მიუფალ კლდოვან მასივზე და ბუნებრივი ზღუდითაა დაცული 3 მხრიდან), ხანძთა (კლარჯეთის ეს ქართული სულიერების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც აქ თავიდან ხის ეკლესია ააგო. X საუკუნეში – 918–941 წლებში ტაძარმა საბოლოო სახე მიიღო. ხანძთა გართული სასულიერო განათლების კერა იყო და აქ აღიზარდნენ უდიდესი ქართველი მამები და მოაზროვნეები – არსენ დიდი, ეფრემ მაწყვერელი. ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ გიორგი მერჩულე და მოსე ხანძთელი), ოპიზა (აქ მონასტერი ვახტანგ გორგასალმა დაარსა, თუმცა არაბების შემოსევების დრო ის ააოხრეს. არსებული იოანე ნათლისმცემლის ტაძარი IX–X საუკუნეების ძეგლია და სავარაუდოდ იგი აშოტ კურაპლატმა ან მისმა შვილმა, გუარამ მამფალმა ააშენეს). გამომგზავრება თბილისში ველე–ახალციხის გავლით.

დღის მარშრუტი: ართვინი – არტანუჯი – შავშათი – არტაანი – ვალე – თბილისი.

კვება: საუზმე სასტუმროში, სადილი რესტორანში.

რუკები, მარშრუტები

Posted: 02 მაი 2012, 15:03
by Kakha
mestumre
არმაზისხევი - ღვთისმშობლის მონასტერი და არმაზის ციხე

ხეკორძულას ნაკრძალი (სოფელი ძეგვი რომ მთავრება დაახლოებით მანდედან შეგიძლია შეხვიდე)

ალგეთის ნაკრძალი (იწყება მანგლისიდან)

კოჯორის შემოგარენი

რუკები, მარშრუტები

Posted: 21 მაი 2012, 12:51
by Nika
ხო არ იცით აბასთუმანი-საირმის გზა გაიხსნა თუ ჯერ არა?

რუკები, მარშრუტები

Posted: 28 მაი 2012, 17:46
by Nika
წინა კითხვა ისევ ძალაშია და დავამატებ კიდევ ერთს. გუშინ ახალქალაქის გავლისას შევნიშნე ტრაფარეტი - "თურქეთის საზღვარი 35 კმ". ჯერ ვიფიქრე ბოროტი ხუმრობა იყო. დღეს ვნახე რომ თურმე 2010 წელს კარწახში სასაზღვრო გამშვები პუნქტი უნდა აშენებულიყო. ხომ არავინ იცით ამუშავდა თუ არა ეს პუნქტი? ასევე მაინტერესებს თურქეთის ტერიტორიაზე იქვე ახლომახლო (მაქსიმუმ 100 კმ დაშორებაზე) რა არის სანახავი?
იდეა იმაშია რომ იაფად გადახვიდე გადმოხვიდე (ახალქალაქში გაზგასამართი სადგურია და გამოდის საქართველოს ტერიტორიაზე 70 კმ გავლა გაზზე დანარჩენი გაზით რაც სადღაც 150 კმ მარაგია თურქეთში რომ იარო. ცოტა ბენზინსაც მიახმარ აქაურს და ეგაა.

ერთი ჩილდირის ტბა ვნახე და იქვე კანიონია რომელშიც რაღაც ციხესიმაგრეა. არ ჩამქოლოთ ქართულია თუ არა არ ვიცი (არც ტბის სახელი ვიცი ქართულად არის თუ არა). პ.ს. სომხები ცხადია ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევენ.

რუკები, მარშრუტები

Posted: 28 მაი 2012, 18:25
by Ketevan Guliashvili
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4945

მინდოდა გადასვლა,

ჩრდილის ტბის გარდა, "შიგნითაა" და ცუდი გზებით მისადგომი ქაჯის ციხე, მანდვე ახლოსა ბაიაზეტის ციხე და იცხკ ფაშას სასახლე, პირადად ძალიან მომეწონა. არარტის მთის ხედია ასევე.

რუკები, მარშრუტები

Posted: 28 მაი 2012, 19:00
by KSOVRELI
Nika wrote:წინა კითხვა ისევ ძალაშია და დავამატებ კიდევ ერთს. გუშინ ახალქალაქის გავლისას შევნიშნე ტრაფარეტი - "თურქეთის საზღვარი 35 კმ". ჯერ ვიფიქრე ბოროტი ხუმრობა იყო. დღეს ვნახე რომ თურმე 2010 წელს კარწახში სასაზღვრო გამშვები პუნქტი უნდა აშენებულიყო. ხომ არავინ იცით ამუშავდა თუ არა ეს პუნქტი? ასევე მაინტერესებს თურქეთის ტერიტორიაზე იქვე ახლომახლო (მაქსიმუმ 100 კმ დაშორებაზე) რა არის სანახავი?
იდეა იმაშია რომ იაფად გადახვიდე გადმოხვიდე (ახალქალაქში გაზგასამართი სადგურია და გამოდის საქართველოს ტერიტორიაზე 70 კმ გავლა გაზზე დანარჩენი გაზით რაც სადღაც 150 კმ მარაგია თურქეთში რომ იარო. ცოტა ბენზინსაც მიახმარ აქაურს და ეგაა.

ერთი ჩილდირის ტბა ვნახე და იქვე კანიონია რომელშიც რაღაც ციხესიმაგრეა. არ ჩამქოლოთ ქართულია თუ არა არ ვიცი (არც ტბის სახელი ვიცი ქართულად არის თუ არა). პ.ს. სომხები ცხადია ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევენ.
სატელიტიდან გადაღებულ 2009 წლის ფოტოზე ჩანს, რომ იქ ნამდვილად არის გამშვები პუნქტი.
Türkgözü ჩაწერეთ GoogleEarth-ში და ნახავთ.

რუკები, მარშრუტები

Posted: 28 მაი 2012, 22:27
by Ketevan Guliashvili
ეს ბმული თავის დროზე სასკვამ მომაწოდა, ჩრდილის/ჩილდირის/ ტბაზე ზამთარში იყვნენ, მოხსენიებულია ასევე ჭალას ეკლესიაც.

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=270

რუკები, მარშრუტები

Posted: 29 მაი 2012, 01:55
by Nika
http://geonews.ge/category/8/politics/n ... oxlum.html
"კარწახის გამშვები პუნქტის დასრულებით, სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა გაიზარდა.
ანუ 2011 წელს უკვე გახსნილი იყო.

რაც შეეხება სანახავს ისევ ვიმეორებ საუბარია საზღვრიდან მაქსიმუმ 100 კმ დაშორებას. რომ აქაური გაზით მოხდეს მონახულება. ქაჯეთის ციხე და ჩრდილის ტბა გასაგებია და კიდევ რა არის ასე ახლოს?

რუკები, მარშრუტები

Posted: 29 მაი 2012, 18:56
by Ketevan Guliashvili
ნიკა, არ ვარ დარწმუნებული რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახნილია, ეს უნდა დააზუსტოთ, შარშან ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და ვალედან მიწევდა წასვლა.

შარშან ჩემმა მეგობარმა, რომელიც გაეროში მუშაობს, ქურთების გამო მკაცრად არ მირჩია დოგუბაიაზეტისაკენ გადასვლა. წამდაუწუმ პასპორტს ამოწმებენ, ეგ ყოველთვის ასეა, წლებია აგერ უკვე.

ახლ;ა რა ხდება დოგუბაიაზეტში - ვულკანური კრატერია, ასევე არარატის ხედია, ბაიაზეტის ციხე, ურარტუს დროინდელი ნაქალაქარი, და იცხაკ ფაშას სასახლე. რამდენი კილომეტრია საზღვრიდან არ მახსოვს თემაში მიწერია მგონი.

ასევე ცრდილოეთით ანუ ვალესაკენ ანისისა და ყარსის მონახულება შეიძLება.

რუკები, მარშრუტები

Posted: 29 მაი 2012, 19:44
by shoda1121
Ketevan Guliashvili wrote:ნიკა, არ ვარ დარწმუნებული რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახნილია, ეს უნდა დააზუსტოთ, შარშან ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და ვალედან მიწევდა წასვლა.

შარშან ჩემმა მეგობარმა, რომელიც გაეროში მუშაობს, ქურთების გამო მკაცრად არ მირჩია დოგუბაიაზეტისაკენ გადასვლა. წამდაუწუმ პასპორტს ამოწმებენ, ეგ ყოველთვის ასეა, წლებია აგერ უკვე.

ახლ;ა რა ხდება დოგუბაიაზეტში - ვულკანური კრატერია, ასევე არარატის ხედია, ბაიაზეტის ციხე, ურარტუს დროინდელი ნაქალაქარი, და იცხაკ ფაშას სასახლე. რამდენი კილომეტრია საზღვრიდან არ მახსოვს თემაში მიწერია მგონი.

ასევე ცრდილოეთით ანუ ვალესაკენ ანისისა და ყარსის მონახულება შეიძLება.
23 ნოემბერს ვაპირებ ტაო_ძველი სომხეთის გასვლას არაკარვულს და მერე გამოგკითხავ რაღაცეებს რაკი ამდენი იცი ;)

რუკები, მარშრუტები

Posted: 29 მაი 2012, 20:13
by Ketevan Guliashvili
shoda1121

მიმსახურე.

ნიკა

აი ერთი ვერდი რომელიც მომეწონა

2011შია ეს მოლაშქრე ნამყოფი.
http://avtoturistu.ru/blog/otchety/2552.html