Page 16 of 20

რუკები, მარშრუტები

Posted: 17 მარ 2011, 22:17
by Hereti
Ismail
კი

რუკები, მარშრუტები

Posted: 08 მაი 2011, 19:27
by kishinski
წინასწარ ბოდიშს ვიხდი თუ არასწორ ადგილას ვპოსტავ.
მაინტერესებს თრუსოს და დარიალის ხეობებში როდიდან შეიძლება წასვლა და საერთოდ შეიძლება თუ არა ამ ხეობის დათვალიერება და ლაშქრობების მოწყობა?
როგორც ვიცი, რუსულ ქართული კონფლიქტის გამო იქ ჩვენი მესაზღვრეები არავის უშვებენ.
საუბარი მაქვს თრუსოს აღმოსავლეთ ხევებზე(სახელები არ ვიცი), ანუ მყინვარწვერის დასავლეთ ფერდებზე, მნის ხეობაზე და მის ჩრდილოეთით მდებარე პარალელურ ხეობებზე.
დარიალში ხდის ხეობაზე და ასე შემდეგ.

რუკები, მარშრუტები

Posted: 08 მაი 2011, 19:48
by guruli
kishinski - მთლად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თრუსოში რაღაც მანძილამდე კი უშვებენ. მე მგონი, პირველი ნასოფლარი რომაა - აბანო, იქამდე და მეტად აღარ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მესაზღვრეები მანდ იდგნენ და არა მგონია, ახლაც უფრო იქით გაგიშვან - ზაქათგორისკენ.
მნას ხეობაში გზა ცოტა აქეთა მხრიდან ადის და მანდ უფრო იოლად უნდა ახვიდეთ, წესით, ოღონდ არა ზევით - მთლად დევდორკის და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფისკენ.
დარიალზე ვერაფერს გეტყვი.

რუკები, მარშრუტები

Posted: 10 ივნ 2011, 19:45
by Ismail
ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ ამ რუკაზე კლდეკარის ციხიდან რკონამდე თუ ჩადის გზა? ვერანაირად ვერ გავარკვიე, არის თუ არა კლდეკარის ციხიდან რკონამდე ჩასვლა შესაძლებელი (მანგლისიდან კლდეკარის ციხეზე ასვლა რომ შეიძლება ეგ ვიცი.)

Image

რუკები, მარშრუტები

Posted: 10 ივნ 2011, 20:03
by Wanderer
Ismail
ამ რუკაზე ვერ გაარკვევდი იმიტომ რომ არ არის ეგ გადასასვლელი დატანილი. :D

ჩასვლა რა თქმა უნდა შესაძლებელია.

მაგავე რუკით რომ ვიხელმძღვანელოთ: ჯერ მიდიხარ აღმოსავლეთისკენ(ეგ გზა ხატია რუკაზე) და მერე ნამტვრიანამდე არ მისული მდინარის სათავე რომ ჩანს იქ უნდა წახვიდე ჩრდილოეთისკენ ანუ ჩახვიდე ხეობაში. მერე უბრალოდ მიუყვები მაგ ხეობას(ანუ სამოჭალო სადაც წერია) და მიხვალ რკონამდე.

მეორე გზა(ალბათ უფრო მოკლე): მიდიხარ ისევ აღმოსავლეთისკენ და მიყვები გზას. მერე "სალომე 1848" რომ აწერია დაახლოებით იმას რომ გაუსწორდები გადაუხვევ ჩრდილოეთისკენ(ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ), შემოუვლი მაგ მთას მარცხნიდან, ჩახვალ იგივე სამოჭალოს ხევში და გაუყვები მაგ ხევს.

გაითვალისწინე, რომ სამოჭალოს ხევში წყალ-წყალ სიარული მოგიწევს. ;)

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 12:23
by Ismail
Wanderer
მადლობა ამომწურავი ახსნისთვის.

მე იმედი მქონდა რომ კლდეკარის ციხის ჩრდილოეთით რომ მდინარე იღებს სათავეს, იმ მდინარის ხეობაში იქნებოდა რაიმე ჩასასვლელი ბილიკი და აღმოსავლეთისკენ სიარული და სამოჭალოს ხეობით ჩასვლა არ იქნებოდა საჭირო.. : ))

ანუ სამოჭალოს ხეობაში რაიმე ბილიკი არ გადის?

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 12:49
by Nika
ფეხით გინდა გავლა?

მანქანით (ოღონდ მონსტრი ოფორუდერით) გვაქვს გავლილი გზა სალომეს მთის, სალომეს ნასოფლარის და მერე სამოჭალოს გავლით. ჩვენ რკონიდან ავედით ქედზე (ანუ უკუმიმართულებით)

რაც შეეხება თვითონ კლდეკარიდან ჩასვლას ეგ ალბათ ძაან ძნელი იქნება. ბილიკი მანდ არ გადის. რკონის ეკლესია რო გავიხსენოთ მანდ ხიდთან მთავდრება ბილიკები და თეძამს აღარ მიუყვება ზევით. ეს შენაკადი კი ეკლესიიდან ბევრად მაღლა უერთდება თეძამს

მოკლედ აღგიწერ ამ რუკაზე როგორ უნდა იარო.
1) კლდეკარიდან მიუყვები გზას აღმოსავლეთით.
2) ჩრდილოეთიტ უნდა გადაუხვიო 1867 მთასთან. და გაყვე მაგ ქედს ჩრდილოეთით
3) მალევე უხვევს ქედი აღმოსავლეთით, შემდეგ ისევ ჩრდილოეთით სალომეს მთისკენ. სამანქანო გზა ამ ადგილას (სადაც აღმოსავლკეთით მოძრაობ) ქედიდან სამხრეთით ჩადის და შემდეგ ისევ ამოდის ქედზე (არ მიუყვება თხემს)
4) გზა მიუყვება თხემს 1737 მიშნულამდე. აქ შესაძლებელია მარჯვნივ ჩასვლა და სალომეს ნასოფლარის გავლით აღმოჩნდები ხეობაში. მერე გაუყვები ხეობას მდინარის დინების მიმართულებით და სამოჭალოს გავლით მოხვდებნი სოფ. რკონში. მანქანები ასე დადიან
5) რუკის მიხედვით თითქოს ასევე შესაძლებელია ქედს კიდე უფრო ჩრდილოეთით გაყვე და მაშინ შესაძლებელია პირდაპირ სამოჭალოში მოხვედრა.

ტრეკი აქ შეგიძლია ნახო
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=4806

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 15:37
by Bernar
რკონის სამონასტრო კომპლექსიდან მაღლა თეძამის ხეობაში რუკაზე ბილიკი აღარაა დატანილი, თუმცა 2007 წელს როდესაც მე და ჩემი ძმა ვიყავით რკონში, ერთერთ საღამოს რკონის ხიდიდან მაღლა ავყევით თეძამის ხეობას. ჩვენც არ გვეგონა ბილიკი თუ იქნებოდა, თუმცა ხიდს რომ გავცდით, ტყიან ფერდობზე მცირე მანძილი გავიარეთ და შემდეგ მდინარის ნაპირას ჩავედით. ამ ადგილას თეძამს ზედა (თრიალეთის) მხრიდან უერთდება ერთი ნაკადული. ზუსტად ამ ადგილიდან ბილიკი კვლავ გრძელდება და მიჰყვება თეძამის ხეობას. ჩვენდა გასაკვირად ბილიკი ძალიან კარგად იყო შემონახული, როგორც ჩანს მონადირეები აქტიურად სარგებლობენ ამ ბილიკით. როგორც მახსოვს ჩვენ ასე 3 კილომეტრი ვიარეთ და ამ მანძილზე ბილიკი ყველგან ძალიან კარგად ემჩნეოდა დედამიწას. ბოლოსკენ უკვე ბილიკმა თრიალეთის ქედისკენ ფერდობზე დაიწყო ასვლა და ჩვენც აღარ გაგვიგრძელებია გზა. ამის შემდეგ ეს ბილიკი თრიალეთის ქედზე ადის თუ ისევ მდინარის ნაპირს უბრუნდება ეგ ნამდვილად არ ვიცი.

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 15:53
by Wanderer
Bernar
ვადასტურებ. მეც ვარ მაგ ბილიკს აყოლილი. სანამ ბანაკს ეძინა სადღაც ალბათ 1-2 კმ გავიარე მაგ მიმართულებით და ვინაიდან ხალხის შეფერხება არ მინდოდა უკან დავბრუნდი... ისე ძალიან მაინტერესებს სად მიდის ეგ ბილიკი. შეიძლება როდესმე ჩავატარო ექსპერიმენტი და გავყვე სადამდეც მივა. :)

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 16:03
by Bernar
მე პირადად ძალიან მინდა რომ მღებრიანიდან რკონამდე დავყვე თეძამის ხეობას, თუმცა როგორც გამიგია ძალიან რთული გასავლელი და ნადირით სავსეა თეძამის ხეობის ეგ მონაკვეთი. :)

თუმცა მომავალში მაინც ვაპირებ :)

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 22:07
by Bernar
Nika
Wanderer
განსაკუთრებით თქვენი აზრი მაინტერესებს:

ამ დღეებში რკონიდან მანგლისში ფეხით გადასვლას ვფიქრობ სამაჭალოს ხეობის გავლით და როგორ ფიქრობთ საშიში და სახიფათო ხომ არ იქნება?

პირველ რიგში გავლადობის და ნადირის (მგლების) სიმრავლის ამბავი მაინტერესებს. ნაცნობმა როგორც მითხრა ეხლა გაუვალი იქნება მანდაურობაო და თან ძალიან ბევრი მგლები იქნებიანო

და კიდევ: ფეხით თუ გაგივლიათ სამაჭალოს ხეობა რკონიდან მანგლისამდე?
ან თუ თქვენ არა ვინმე მაინც თუ იცით ვისაც ეს გზა ფეხით აქვს განავლელი?

წინასწარ დიდი მადლობა :)

რუკები, მარშრუტები

Posted: 11 ივნ 2011, 22:44
by Nika
Bernar
ნადირზე აბა რა გითხრა? არ ვიცი და გავლით 1 კვირის წინ მანქანებით გაიარეს.
ჩვენ ოქტომბერში რო ვიყავით მცოდნეებმა ღამე ბანაკში დათვი იყოო მოსული.
მარა მე არაფერი დამინახავს ან გამიგია. საშინელი ქარი კი იყო.

რუკები, მარშრუტები

Posted: 12 ივნ 2011, 15:56
by Ismail
Nika
გაიხარე. ძალიან კარგი ინფორმაცია მომაწოდე.

რუკები, მარშრუტები

Posted: 12 ივნ 2011, 15:59
by Ismail
Nika
Nika wrote: 5) რუკის მიხედვით თითქოს ასევე შესაძლებელია ქედს კიდე უფრო ჩრდილოეთით გაყვე და მაშინ შესაძლებელია პირდაპირ სამოჭალოში მოხვედრა.
ხო, ეგ კი არადა, კიდევ პირდაპირ რო გაუყვე ქედს და 1456-იანი მთის გავლით პირდაპირ რკონში ჩახვიდე, მგონი ეგეც შესაძლებელი უნდა იყოს... : )

რუკები, მარშრუტები

Posted: 12 ივნ 2011, 15:59
by Bernar
Nika

დიდი მადლობა :)